რა განიხილეს დახურულ კარს მიღმა – ევროკომისრის ვიზიტი საქართველოში

მომდევნო კვირას, 21 აპრილს ევროპის საბჭოში გაიმართება დახურული მოსმენა საქართველოს საკითხზე. დახურულ სხდომას საქართველოზე საპარლამენტო ასამბლეის ორი კომიტეტი – იურიდიული და მონიტორინგის კომიტეტები მართავენ. მოსმენას დაესწრება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი. შეხვედრის თემა საქართველოში 2024/2025 წლების დემონსტრაციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ბრალდებებისა და ამ ბრალდებების ეფექტური გამოძიების არარსებობა იქნება. მანამდე, 14-15 აპრილს …

შარშან საქართველოს მოქალაქეობა 2361 რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა – ევროკომისიის ანგარიში

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2361 პირს რუსეთიდან – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა სულ 3587-მა პირმა მიიღო, აქედან უმრავლესობა იყო რუსეთიდან. „2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3587 პირს, რომელთაგან უმეტესობა იყო რუსეთიდან (2361), გერმანიიდან (251) და უკრაინიდან (175) – რაც 2023 წელთან შედარებით …

საქართველომ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე

დღეს, 8 ნოემბერს, ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ დასკვნაში ევროკომისიამ ბლოკის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. „კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე. „კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა …

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434 მლნ ევროს გამოყოფს

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) სადოქტორო ქსელების ფარგლებში, ევროკომისიამ  2023 წლისთვის ახალი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამეცნიერო სფეროს 130-ზე მეტი სადოქტორო პროგრამა და გადამზადდება 1600 დოქტორანტი. კონკურსის ბიუჯეტი 434.8 ევროა. ევროკომისიის ინფორმაციით, სადოქტორო პროგრამების გარდა, თანხა მოხმარდება საუნივერსიტეტო პარტნიორობებს, კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ინფრასტრუქტურას, ბიზნესსა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ ინიციატივებს როგორც ევროპის შიგნით, ასევე მის გარეთ. …

ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლიდან ამოიღეს ფრაზა 100 ათას დაღუპულ უკრაინელ სამხედროზე

ევროკომისიის პრეზიდენტის ვიდეომიმართვიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელშიც ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობდა, რომ „უკრაინაში უკვე დაახლოებით 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა“. ევროკომისიის პრეზიდენტის მიმართვა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა, თუმცა ის ძველ ბმულზე აღარ იძებნება. ურსულა ფონ დერ ლაიენის გვერდზე გამოქვეყნებულია ახალი პოსტი უკვე დარედაქტირებული ვიდეოთი და შესაბამისი ტექსტით. …

ომში უკვე 100 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა, ომით გამოწვეულმა ზიანმა კი 600 მილიარდ ევროს მიაღწია. „რუსეთის სამხედრო აგრესიამ მოიტანა სიკვდილი, განადგურება და ენით აღუწერელი ტკივილი. ჩვენ ყველას გვახსოვს ბუჩის საშინელება. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი სასტიკი დანაშაულებისთვის,“ – …

ევროკავშირმა გვითხრა თავისი სათქმელი, დანარჩენი ქართველ ხალხზეა – ინტერვიუ

დღეს, 17 ივნისს, ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსზე უარი უთხრა, თუმცა ასევე მოაყოლა პირობების გრძელი ჩამონათვალი. საქართველოს ევროპული პერსპექტივა მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში აქვს. რამდენად შესრულებადია ევროკომისიის მოთხოვნები და კიდევ უფრო ხომ არ გააძლიერებს ანტიდასავლურ განწყობებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) დამფუძნებელს და „ევროპული საქართველოს“ ყოფილ წევრს, სერგი კაპანაძეს. …

ევროკომისია რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს 5 კვირაში განიხილავს

„რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგო ან სადამსჯელო ტარიფის დაწესება იქნებოდა მნიშვნელოვანი ზომა, რომელიც პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამდა. მაგრამ ამ დროისთვის ევროკავშირში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ გვაქვს,“ – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა WELT-თან ინტერვიუში. ბორელის თქმით, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ წარსადგენ სანქციათა მეექვსე პაკეტზე მუშაობს, თუმცა …

„მე ამას ომის დანაშაულებს ვუწოდებ“ – ევროკომისიის პრეზიდენტი რუსული ჯარის სისასტიკეზე

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას Twitter-ზე ვრცელი პოსტით აჯამებს. „ყველამ ვნახეთ ბუჩას შემზარავი კადრები. აი, რა ხდება, როდესაც პუტინის ჯარისკაცები უკრაინული ტერიტორიების ოკუპირებას ახდენენ. ისინი ამას გათავისუფლებას ეძახიან. მე ამას ომის დანაშაულებს ვუწოდებ. რუს ოფიციალურ პირებს მოუწევთ ამაზე პასუხის გაცემა. ევროპა უკრაინის გვერდითაა, მეტად ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვდგავართ განადგურებულ ქალაქებში მყოფი …

ჯოზეფ ბორელი და ფონ დერ ლაიენი კიევში მიდიან

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი კიევში გაემგზავრებიან. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ერიკ მამერმა ტვიტერზე დაწერა: „პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ამ კვირაში გაემგზავრებიან კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად, შაბათს ვარშავაში დაგეგმილი ღონისძიების …

საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება ევროკავშირის მიერ €3,4 მილიარდის გამოყოფაზე

„ბათუმელების“ სტატიას – „რა შეეშალა პრემიერ ბახტაძეს – ევროკავშირის მიერ €3,4 მილიარდის გამოყოფა არ დასტურდება“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა. გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ: „2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელშიც თავმოყრილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკავშირდება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T). საგარეო საქმეთა სამინისტროს, …

რა შეეშალა პრემიერ ბახტაძეს – ევროკავშირის მიერ €3,4 მილიარდის გამოყოფა არ დასტურდება

„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. არადა, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ამ თანხის გამოყოფისთვის იმავე ბრიფინგზე მადლობაც გადაუხადა. საქართველოს პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „აღნიშნული თანხა მოხმარდება რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს“. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც თითქოს …

ფურგონი, რომელმაც მარტოხელა მოხუცებს ცხოვრება გაუხალისა 

ფურგონი, რომელშიც დამონტაჟებულია სარეცხი მანქანა და სახლის, ასევე ეზოს მოვლისთვის საჭირო სხვა ნივთები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასულ წელს გამოჩნდა. ეს ფურგონი პერიოდულად მობილურ ჯგუფთან ერთად მარტოხელა მოხუცებს სტუმრობს: „ვურეცხავთ სარეცხს, ვულაგებთ სახლს და ეზოს, ვუჩეხავთ შეშას“. პროექტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „People in Need“– მა განახორციელა [ადამიანი გაჭირვებაში]. მობილურ ჯგუფში ოთხი ადამიანია. მათ შორისაა ექიმი, რომელიც …

Exit mobile version