– სად მივდივართ? – აფხაზეთის ქუჩაზე. – ვისთან? – აფხაზეთიდან დევნილებთან. – რაზე უნდა ვესაუბროთ? – აფხაზეთზე, დევნილობაზე … იმაზე, რაც აწუხებთ. – წავედით. „და მაინც, რაზე უნდა ვესაუბროთ?” – ვფიქრობ გზაში – “დარჩა რამე, რაც დევნილობის 33 წლის მანძილზე არ უთქვამს ამ ხალხს? და რაზეც ისაუბრეს, ის მოვისმინეთ? გავიგეთ? ან გაგება კმარა? დარდს შემსუბუქება, …
Tag Archives: დევნილები ბათუმში
ვსწავლობ და თან ვმუშაობ – ბათუმში მცხოვრები მეათეკლასელი უკრაინიდან
„უკრაინაშიც ხშირად ვმუშაობდი მოხალისედ. ბევრ ადამიანს ვეხმარებოდი, განსაკუთრებით ზაფხულობით, არდადეგებზე, როცა ბევრი დრო მქონდა. ახლა რთული პერიოდი გვიდგას და მინდა ჩემს ოჯახს ტვირთი შევუმსუბუქო, ამიტომ გადავწყვიტე მემუშავა. ბევრი მოსწავლე არ მყავს, მაგრამ ჩემი ფული მაქვს. როცა მუშაობ პასუხისმგებლობის გრძნობა გამოგიმუშავდება და დამოუკიდებლად ცხოვრებაზე იწყებ ფიქრს. ეს ნაბიჯი ადრე თუ გვიან ყველას გადასადგმელი გვაქვს, როცა ჩავაბარებთ …
Continue reading “ვსწავლობ და თან ვმუშაობ – ბათუმში მცხოვრები მეათეკლასელი უკრაინიდან”
როგორ ცხოვრობს უკრაინელი ინა ბათუმში – კამუფლაჟების ქსოვის შემდეგ ევრომაიდანზე
603 დღეა, რაც უკრაინა საკუთარ ქვეყანას იცავს რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმისგან. ზუსტად ამდენივე დღეა ბათუმში, ევროპის მოედანზე, ყოველდღე იკრიბებიან უკრაინის მოქალაქეები 6 საათის შემდეგ დროშებით, პოსტერებით, აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინის მცველებს. 55 წლის ინა ნედოვიზიც თითქმის ყოველდღე აქ არის. ამბობს, რომ აქციაზე თანამოაზრეებთან ერთად დგას და ეს ძალას მატებს, ენერგიით ავსებს: „ბათუმის ევრომაიდანი …
Continue reading “როგორ ცხოვრობს უკრაინელი ინა ბათუმში – კამუფლაჟების ქსოვის შემდეგ ევრომაიდანზე”
უკრაინელები ბათუმში ზამთრის კამუფლაჟებს ქსოვენ ჯარისა და შეიარაღების გადასარჩენად
ბათუმი. ფარნავაზ მეფის ქუჩა №46. ერთ მოზრდილ ოთახში კედლებზე ბადეები ჰკიდია. ათიოდე ქალი და კაცი მისდგომია რამდენიმე ბადეს. ყველა კვადრატი თეთრი ნაჭრით უნდა გაკვანძონ და ამოქსოვონ. ბადე ნელ-ნელა თეთრ კამუფლაჟად იქცევა. ბათუმიდან, ხელით ნაქსოვ კამუფლაჟებს, მალე უკრაინაში წაიღებენ. ზამთარი მოდის. როცა უკრაინაში გათოვდება, ტანკებს, ჰაიმარსებსა და სხვა საბრძოლო ტექნიკას ეს თეთრი საფარი დაფარავს და რუსი …
Continue reading “უკრაინელები ბათუმში ზამთრის კამუფლაჟებს ქსოვენ ჯარისა და შეიარაღების გადასარჩენად”
როგორ სწავლობენ ქართულს უკრაინელი ბავშვები ბათუმში
შაბათობით, დილის 11 საათიდან, 26 მაისისა და ახვლედიანის ქუჩების გადაკვეთასთან თუ ჩაივლით ბათუმში, ძველი ბელეტაჟის ღია ფანჯრებიდან ბავშვების გაბმულ, მხიარულ სიმღერას გაიგონებთ – ქართულ ანბანს, სიტყვებს, ფერებს, თვლას, წელიწადის დროებს და ბევრ სხვა რამეს უკრაინელი ბავშვები თამაშითა და სიმღერით სწავლობენ. ქართული ენის გაკვეთილები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კვირაში ორჯერ ტარდება. ბავშვებმა სამ თვეში ელემენტარული სასაუბრო სიტყვები …
Continue reading “როგორ სწავლობენ ქართულს უკრაინელი ბავშვები ბათუმში”
ბათუმის მერია თითოეულ უკრაინელ ბავშვს 235 ლარს გაუნაწილებს – თანხა UNICEF-მა გამოყო
ბათუმის მერია გაეროს ბავშვთა ფონდისგან [ UNICEF] გრანტის სახით 868 560 ლარს მიიღებს, ამ თანხას ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ და მათთან ერთად იმ ბავშვებს გაუნაწილებენ, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ. მერიის ინფორმაციით, ამ გრანტის ფარგლებში თანხას სულ 3 696 ბავშვი მიიღებს, თითოეულს 235 ლარი შეხვდება. მერია განმარტავს, რომ UNICEF-ი და ბათუმის მერია ამ დახმარების გაცემას უახლოეს მომავალში …
უკრაინელ ბავშვებს ბათუმში სასკოლოდ ფეხსაცმელები სჭირდებათ
ბათუმში 15 სექტემბრიდან 900-მა უკრაინელი ბავშვმა დაიწყო სწავლა სკოლაში. „ბათუმელები“ რამდენიმე დღის წინ ამ ბავშვების მშობელთა ნაწილს შეხვდა, რომლებმაც ისაუბრეს, თუ რა სჭირდებოდათ მათ შვილებს სკოლაში წასასვლელად. მშობლები ამბობდნენ, რომ ბავშვებს ძირითადად სჭირდებოდათ თბილი სამოსი, რეზინის ფეხსაცმელები, ქოლგები და ქუდები, სასკოლო-საკანცელარიო ნივთები. ბავშვებს ადგილობრივი მოსახლეობა დაეხმარა ნივთების და სამოსის ნაწილით. თუმცა შემოდგომის და ზამთრის ფეხსაცმლის …
Continue reading “უკრაინელ ბავშვებს ბათუმში სასკოლოდ ფეხსაცმელები სჭირდებათ”
სტრესისგან რძე გამიშრა, ბავშვს ვერ ვკვებავ, წასასვლელი არ გვაქვს – დარია უკრაინიდან
უკრაინელ დარია დანელიას მესამე შვილი ბათუმში გაუჩნდა. მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ბათუმში მარტში ჩამოვიდა, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. საქართველოში წამოსვლამდე ოჯახთან ერთად ბუნკერში იმალებოდა. ბათუმში დარია და მისი ოჯახი ერთმა კაცმა შეიფარა, რომელიც თავადაც ქირით ცხოვრობდა ბათუმში, ოროთახიან ბინაში. ერთი ოთახი მან დარიას ოჯახს დაუთმო. მესამე შვილი დარიას 4 თვის წინ შეეძინა. ბინის მეპატრონე …
„მინდა, ქართველებს ქართულად ვესაუბრო” – უკრაინელები ბათუმში ქართულს სწავლობენ
„მე ვარ, შენ ხარ, ის არის. აი წიგნი, აი რვეული, აი კარადა… დარია, აბა გაიმეორე“, – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეჩვიდმეტე აუდიტორიაში ქართული ენის გაკვეთილი ტარდება. ომს გამოქცეული უკრაინელები ქართულს უკვე ერთი თვეა სწავლობენ. გაკვეთილს ესწრება ცოლ-ქმარიც ჩვილ ბავშვთან ერთად. უკრაინელებისთვის კურსი ოთხთვიანია. ქართულ ენას ახლა 12 ზრდასრული მოსწავლისგან შემდგარი უკრაინელების 4 ჯგუფი სწავლობს. უნივერსიტეტის პროფესორი, …
Continue reading “„მინდა, ქართველებს ქართულად ვესაუბრო” – უკრაინელები ბათუმში ქართულს სწავლობენ”
დევნილი ცოლ-ქმარი 29 წელი საკუთარი ჭერის ძიებაში
„29 წელია საკუთრების განცდა აღარ მქონია. ვნატრობ, ეს განცდა მქონდეს ზუსტად – ღამე მშვიდად დავიძინო და არ ვიფიქრო იმაზე, რომ ხვალ სადღაც წასასვლელი ვარ,“ – ასე აღწერს თავის მდგომარეობას აფხაზეთიდან დევნილი ლიანა ბერია. დევნილი ცოლ-ქმარი, ლიანა და მერაბ ბერიები ბოლო 16 წელი დაგირავებულ ბინებში ცხოვრობდა. ახლა როცა უძრავი ქონების ბაზარზე დასაგირავებელი ბინების ფასი გაიზარდა, მათ …
Continue reading “დევნილი ცოლ-ქმარი 29 წელი საკუთარი ჭერის ძიებაში”
საწოლიც კი არ გვაქვს ჩვილისთვის, რომელიც ახლა დაიბადება – უკრაინელი დარია ბათუმში
უკრაინაში ომს გამოქცეული 30 წლის დარია დანელია მესამე შვილს ბათუმში გააჩენს. მან ჯერ არ იცის, რას დაარქმევს შვილს. ამაზე ფიქრისთვის ჯერ ვერ მოიცალა: „ომის ლტოლვილი როცა ხარ, მიუსაფარი ძაღლის ცხოვრება გაქვს. ჩვენი გონება ახლა სხვა საზრუნავზე ფიქრითაა დაკავებული: ვეძებთ საკვების მოპოვების გზებს, ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო რესურსს, ბავშვის სახელზე ჯერ არ გვიფიქრია. სად არის ამის დრო“, …
Continue reading “საწოლიც კი არ გვაქვს ჩვილისთვის, რომელიც ახლა დაიბადება – უკრაინელი დარია ბათუმში”
ბინა ბათუმში 154 დევნილი ოჯახისთვის
დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამავე კორპუსებში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახიც მიიღებს. ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული 154 ბინიდან 38 ერთოთახიანია, 96-ოროთახიანი, 15-სამოთახიანი, 5 კი ოთხოთახიანი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, …