როგორია „ჰონგ კონგის“ ვირუსის ნიშნები, რომელიც ამჟამადაა გავრცელებული

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პედიატრის, პროფესორ ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში ამჟამად დომინანტურია H3N2 გრიპის, ე.წ. „ჰონგ კონგის“ ვირუსი. ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ დღეს, 6 იანვარს განაცხადა თბილისში, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დამუშავებული უახლესი სტატისტიკის თანახმად, რომელიც მოიცავს უკვე გასული წლის 52 კვირის მონაცემებს, ქვეყანაში ცირკულირებს სამი ტიპის: H3N2, …

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს – ექიმის რჩევები

ცხელება არის მდგომარეობა, როდესაც თქვენი სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მაღალია. ეს თქვენი სხეულის ნორმალური იმუნური რეაქციაა ინფექციასთან ან დაავადებასთან ბრძოლის პროცესში. ცხელება, როგორც წესი, სერიოზული შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს და ჩვეულებრივ ქრება, როდესაც ინფექცია გადის, თუმცა ხდება ისეც, რომ ზოგიერთ ვირუსული დაავადება ძალიან მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს და ორგანიზმი სიცხის დამწევზეც აგვიანებს რეაგირებას. სხეულის ნორმალურ ტემპერატურას ფართო …

გრიპისა და გაციების დროს ანტიბიოტიკის მიღება არაფრის მომცემია – ექიმის რჩევები

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დღეს გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. მიუხედავად აქტიური საინფორმაციო კამპანიებისა, მოსახლეობაში მაინც ხშირია ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ანტიბიოტიკური რეზისტენტობა ძირითადად გამოწვეულია ანტიბიოტიკების ხშირი, გადაჭარბებული ან არასწორი გამოყენების შედეგად.  ანტიბიოტიკები ვირუსულ ინფექციებს არ კურნავს, მათ შორის, არც გრიპს. ვირუსული ინფექციის მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ბაქტერიული კო-ინფექცია. ამ შემთხვევაში, ექიმს შეუძლია …

სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია 1-ელ დეკემბრამდე უფასოა ყველასთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, სეზონურ გრიპზე უფასო აცრა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება 1-ელ დეკემბრამდე. „22 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და …

რატომ შემცირდა სეზონური გრიპის შემთხვევები?

სეზონური გრიპის ვირუსი, რომელიც ყოველწლიურად ცირკულირებს მთელ მსოფლიოში და მილიონობით ადამიანის ავადობას იწვევს, წელს გაცილებით უფრო ნაკლებად ცირკულირებს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ვიდრე გასულ წლებში. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც (ჯანმო) იუწყება. “COVID 19-ის მიმდინარე პანდემიამ სხვადასხვა მასშტაბით იმოქმედა მსოფლიოში სეზონური გრიპის ვირუსის ცირკულაციის შემცირებაზე. კერძოდ SARS-CoV-2 ვირუსის გადაცემის შემცირების მიზნით, ქვეყნების მიერ …

გამყრელიძე: შესაძლოა გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს

„თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო… შესაძლებელია, რომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს,“ – აღნიშნა დღეს, 8 დეკემბერს, ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანები შეეჩვიენ პირბადის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას, რაც ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ გრიპი ნაკლებად აქტიური იყოს. ამირან …

როგორ მივხვდეთ კორონავირუსი გვაქვს თუ სეზონური გრიპი?

საქართველოში გრიპის ვირუსი ნოემბერ-დეკემბერში იწყებს ცირკულაციას, რაც ნიშნავს, რომ გრიპის სეზონი სულ მალე, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად დაიწყება. რა განსხვავებაა სეზონურ გრიპსა და კორონავირუსს შორის და შეუძლია თუ არა მათი განსხვავება მოსახლეობას, მაშინ როცა ორივე მათგანი სიმპტომურად ძალიან ჰგავს ერთმანეთს? აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რამდენიმე განმასხვავებელ ნიშანზე საუბრობს, რაც ამ ორი დაავადების ერთმანეთისგან განსხვავებაში …

გრიპის ნიშნები გაქვთ? – უმჯობესია სახლში დარჩეთ

გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების ამბულატორიულმა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა გასულ კვირასთან შედარებით იკლო – ასეთია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემები გრიპის სეზონის მესამე კალენდარულ კვირას. „აჭარაში წელს ძირითადად ცირკულირებს B ტიპის გრიპის ვირუსი, გვხვდება A ტიპის ვირუსიც, რომელიც არ ხასიათდება აგრესიული მიმდინარეობით. რთული და რეანიმაციული შემთხვევები არ არის. ჯერჯერობით, მცირე, მაგრამ კლების ტენდენცია გვაქვს. თუ შევადარებთ გასული …

აჭარაში გრიპით მომართვიანობა მაღალია, თუმცა ჰოსპიტალური შემთხვევები შემცირებული – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში 2020 წლის პირველი კვირის მდგომარეობით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების მონაცემები ხასიათდება მოსალოდნელი ზრდის ტენდენციით. ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით: 2020 წლის პირველი კვირის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა ამბულატორიული შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე (ინციდენტობა) შეადგენს 415-ს, რაც თითქმის 77 ერთეულით აღემატება წინა [2019 წლის დეკემბრის ბოლო] კვირის  …

კვირას საოჯახო მედიცინის ცენტრი 2 საათამდე, ბათუმის N1 პოლიკლინიკა კი 5 საათამდე იმუშავებს

გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებებით ბათუმის კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო დღეებში გაიზარდა, თუმცა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი არ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ცენტრის ინფორმაციით, ბათუმსა და ზოგადად რეგიონში ამ კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მიუხედავად ამისა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირას, 5 იანვარს, პაციენტებს: დილის 10 საათიდან, დღის 2 საათამდე მიიღებს საოჯახო …

ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს შაბათს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან

გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა პრევენციისა და დროული რეაგირების მიზნით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთან შევხდრას ესწრებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამსახურის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები. სამინისტროს რეკომენდაციით, ხვალ, 4 იანვარს ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან. ეს დაწესებულებებია: [checklist] …

აჭარაში გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა არა საგანგაშოდ – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, წინა კვირასთან შედარებით გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის. „აჭარაში ძირითადად ცირკულირებს B ტიპის ვირუსები. მომართვიანობის გაზრდას ველოდებით, თუმცა, აბსოლუტურად სტაბილური მდგომარეობა გვაქვს რეგიონში, სეზონურობის გათვალისწინებით. ჰოსპიტალიზაცია გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, 4-დან 7,5 პროცენტამდე იყო გაზრდილი. ძირითდად მატება არის ბავშვებში. რაღაც გართულებული სიტუაცია არ გვაქვს, …

„დღეში 90-ზე მეტი ბავშვი მოჰყავთ გრიპის ვირუსით“ – ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი

ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა კლინიკას დღეში 90 ან მეტი პაციენტი მიმართავს – ინფორმაცია ამის შესახებ  „ბათუმელებს“ ამავე კლინიკის დირექტორმა, თამარ ბახტაძემ დაუდასტურა. „გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, თუმცა განსაკუთრებით რთული შემთხვევები არ აღინიშნება, მომართვიანობა დროულია. რეანიმაციულ განყოფილებაში ამჯერად მკურნალობას არც ერთი პაციენტი არ გადის, უმეტესწილად პედიატრიულ დეპარტამენტში არიან პაციენტები განთავსებული,” – ამბობს …

გრიპის ვაქცინა არ არის, მაგრამ სახელმწიფო მაინც მოგიწოდებს აიცრა 

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის სააფთიაქო ქსელებში ისევ დეფიციტია. მაგალითად, PSP-ეს სააფთიაქო ქსელის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მოცემულ მომენტში ბათუმში არც ჰოლანდიური, სამშტამიანი ვაქცინა აქვთ და არც ფრანგული – ოთხშტამიანი. ამავე ქსელის ცხელი ხაზის ოპერატორის ცნობით, 9 დეკემბრის მონაცემებით, შუადღისას გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი იყო თბილისში – კალოუბანში, ვარკეთილში, კოლმეურნეობაზე, დიღომში მდებარე პე ეს პეს ფილიალებში …

შეგიძლია თუ არა სეზონური გრიპის დამარცხება? [ტესტი]

იცით თუ არა როგორ უნდა ებრძოლოთ სეზონურ გრიპსა და გაციებას? ეს ტექსტი დაგეხმარებათ ამის გარკვევაში.

სად მიიღებთ „ტამიფლუს“ უფასოდ აჭარაში – პრეპარატი რეცეპტით გაიცემა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეპარატ „ტამიფლუს“ გაცემა აჭარის რეგიონში უკვე დაიწყო. მოქალაქეებს რეცეპტის საფუძველზე მედიკამენტის მიღება შეუძლიათ ბათუმსა და ქობულეთში არსებულ შემდეგ ფარმაცევტულ აფთიაქებში: ბათუმში: [checklist] აფთიაქი „ფარმადეპო“, მის: ინასარიძის ქ. N14 აფთიაქი „ჯი-პი-სი“, მის: გორგილაძის ქ. N66 აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: ჭავჭავაძის ქ. N 46 [/checklist] ქობულეთში: [checklist] აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: აღმაშენებლის ქ.N 4 აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: …

დღეის მდგომარეობით აჭარაში გრიპის ვირუსით სტაციონარებში 200-მდე პაციენტი მკურნალობს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 12 იანვრის მდგომარობით, სატაციონარებში გრიპის ვირუსით 200-მდე პაციენტი მკურნალობს, ოცამდე პაციენტი კი რეანიმაციაშია მოთავსებული. საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ეს ციფრი დინამიურია, გარდა ამისა ამბულატორიულმა მიმართვიანობამ იკლო, რაც დადებით ტენდენციაზე მიუთითებს. იგივე მდგომარეობაა ბავშვთა საავადმყოფოშიც. რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, მშობლები პრევენციის მიზნით ინტენსიურად მიმართავენ საავადმყოფოებს, თუმცა მიმართვიანობის ყველა შემთხვევაში გრიპის …

H1N1 – ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აჭარაში ხუთამდე გაიზარდა

11 იანვარს, ბათუმში, H1N1 – ვირუსით კიდევ ერთი პირი, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებულია. ეს, გრიპის მიმდინარე სეზონზე, H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა აჭარაში. ღორის გრიპით მიმდინარე წლის 3 იანვრისთვის აჭარაში ოთხი პირი იყო გარდაცვლილი. ამ დროისთვის ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ საქართველოს მასშტაბით H1N1 ვირუსით სულ 15 პირია გარდაცვლილი. საქართველოს …

როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან – პაატა იმნაძის ექვსი რჩევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, წელს გრიპის შემთხვევების რაოდენობა მეტია, ვიდრე შარშან იყო, მაგრამ სიტუაცია არ არის მიახლოებული ეპიდემიურ ზღვარს. პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად საქართველოში გრიპის თითქმის ყველა შემთხვევა არის  H1N1 ვირუსით გამოწვეული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში პაატა იმნაძე რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: [checklist] …

გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებებით აჭარაში 125 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 24 დეკემბრის მონაცემებით, აჭარის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე შეადგენს 166-ს (657 შემთხვევა), 44 შემთხვევით მეტს, ვიდრე გასულ კვირას (122 შემთხვევა). ცენტრის ცნობით, დაავადებათა გავრცელება ჩამორჩება გასული სამი წლის სეზონურ მაჩვენებლებს. „ჰოსპიტალური შემთხვევების წილი ყოველწლიურად შეადგენს საერთო ჰოსპიტალიზაციის 4-15%-ს, ეპიდემიოლოგიური პიკის დროს კი 20 …

რა არის გრიპის ვაქცინა და გავიკეთოთ თუ არა

გრიპი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად შემოდგომა-ზამთრის პერიოდშია გავრცელებული. გრიპის გამომწვევია ვირუსი და ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. გრიპი არის საკმაოდ საშიში დაავადება და თუ სწორად არ ვუმკურნალეთ, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. მედიცინამ გრიპის თავიდან ასაცილებლად მრავალი გზა შეიმუშავა, მათ შორის კი, ყველაზე ეფექტური  ვაქცინაციაა. ვაქცინის მოქმედების პრინციპი ეფუძნება ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვის სტიმულირებას. თუმცა გარკვეული დრო …

უფასო აცრა გრიპზე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთდღიანი აქცია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,  22 ნოემბერს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გრიპზე უფასო აცრის ერთდღიანი აქცია ჩატარდება. გრიპის აცრა შეუძლიათ მხოლოდ ზრდასრულებს. გრიპზე აცრის მსურველებმა რეგიონებში  უნდა მიმართონ უბნის ექიმს, ბათუმში კი შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს: პირველ პოლიკლინიკას, რომელიც აბუსერიძის ქუჩაზე მდებარეობს; საოჯახო მედიცინის ცენტრს თამარის დასახლებაში; ბათუმის მე-4 პოლიკლინიკას, რომელიც ტაბიძის ქუჩის 7 ნომერში მდებარეობს და საოჯახო …

5 მითი გრიპის ვაქცინის შესახებ

სეზონის მოახლოებასთან ერთად საქართველოს მასშტაბით იმატა გრიპის შემთხვევებმა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ გრიპის შემთხვევების სტატისტიკას მიმდინარე კვირიდან დაითვლიან, რადგანაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის გრიპის სეზონად მიჩნეულია მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან (ოქტომბერი) მომდევნო წლის მე-20 კვირის  ჩათვლით პერიოდი. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ჯანმო-ს რეკომენდაცია გრიპის საწინააღმდეგო  ვაქცინაციაა, რადგანაც იგი გრიპის პრევენციისა …

აჭარაში გრიპის შემთხვევებმა იმატა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებებით ამბულატორიული შემთხვევების (ILI) მომართვიანობა ყოველ 100 000 მოსახლეზე შეადგენს 404-ს [საქართველოს საშუალო მაჩვენებელი 252,1-ია]. ცენტრის ინფორმაციით, უკანასკნელი 2 კვირის მონაცემებით ფიქსირდება შემთხვევათა მატების ტენდენცია, რაც დამახასიათებელია გრიპის ეპიდსეზონისათვის. შემთხვევათა 80% კი რეგისტრირდება ქალაქ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში. რაც შეეხება გრიპისმაგვარ დაავადებათა ჰოსპიტალურ შემთხვევებს (SARI), შემთხვევათა რაოდენობა უკანასკნელი …

“მწვავე ბრონქიტის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის“

 

სასუნთქი სისტემის დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებული მწვავე ბრონქიტია და პულმონოლოგ თეონა მსხალაძის თქმით, იგი ექიმთან მიმართვიანობის მიზეზის პირველ ხუთეულში შედის. მისივე თქმით, მწვავე ბრონქიტის შემთხვევების 80-85% შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვითარდება, რადგანაც დაავადების განვითარება კლიმატური პირობების გაუარესებასთან და რესპირაციული ვირუსული ინფექციების გავრცელებასთან არის დაკავშირებული.

Exit mobile version