მთავარი,სიახლეები

უფასო აცრა გრიპზე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთდღიანი აქცია

20.11.2018 •
უფასო აცრა გრიპზე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთდღიანი აქცია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,  22 ნოემბერს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გრიპზე უფასო აცრის ერთდღიანი აქცია ჩატარდება. გრიპის აცრა შეუძლიათ მხოლოდ ზრდასრულებს.

გრიპზე აცრის მსურველებმა რეგიონებში  უნდა მიმართონ უბნის ექიმს, ბათუმში კი შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს:

პირველ პოლიკლინიკას, რომელიც აბუსერიძის ქუჩაზე მდებარეობს;

საოჯახო მედიცინის ცენტრს თამარის დასახლებაში;

ბათუმის მე-4 პოლიკლინიკას, რომელიც ტაბიძის ქუჩის 7 ნომერში მდებარეობს

და საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრს, ბარათაშვილის ქუჩაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: