აჭარის ტელევიზიაში დასაქმებულთა კოლექტიური და ინდივიდუალური დევნა, სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტყუილსა და ძალის დემონსტრირებაზე დაფუძნებული ურთიერთობები, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, გია ქარცივაძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესთან გვაქვს საქმე მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. გია ქარცივაძე ფეისბუქში დირექტორის ერთწლიან მუშაობას აფასებს. [toggle title=”გია ქარცივაძის შეფასება სრულად შეგიძლიათ …
Tag Archives: გია ქარცივაძე
მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს გია ქარცივაძე ითხოვს. იგი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრია. მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიასთან ალექსანდრე მილორავას შიმშილობის მეექვსე დღეს, მილორავას მოთხოვნას – საბჭომ დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, არც ტელევიზიის დირექტორი გამოეხმაურა და არც ბორდის სხვა წევრები, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება გია ქარცივაძემ მარტო გადაწყვიტა. „ადამიანი შიმშილობს …
Continue reading “მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს”
არის თუ არა მაუწყებელში სუსი? – აჭარა TV-ს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე
გადაცემა „ეთნოფორი“ და ხელფასები – ამ თემაზე აქცენტის გადატანით დისკუსიის შეჩერება დღევანდელ სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს წევრმა, თამილა დოლიძემ სცადა. მრჩეველთა საბჭომ დღეს, 20 მაისს, მაუწყებლის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. „იმ ყველაფერზე, რაც ახლა ტელევიზიაში ხდება, რეაქცია საერთოდ არ უნდა გვქონდეს? არ ფიქრობთ, რომ ეს სირცხვილია?“ – იკითხა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გია ქარცივაძემ მას შემდეგ, როცა …
Continue reading “არის თუ არა მაუწყებელში სუსი? – აჭარა TV-ს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე”
„ასე აქრობს 11 მილიონს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან“ – მრჩეველი აჭარა ტვ-ის დირექტორზე
„ეს არის კრიტიკული ადამიანის მოშორება ძირითადი ტერიტორიული ერთეულიდან. აქ საუბარი არ შეიძლება იყოს ბიუროზე, რადგან ბიუროს გახსნას ბევრი წინმსწრები პროცედურა აქვს“, – ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტის, თეონა ხარაბაძის ქუთაისში გადაყვანაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას. ტელევიზიის ჟურნალისტს დირექტორი ქუთაისში სამუშაოდ ოპერატორის გარეშე უშვებს. გია ქარცივაძის …
Continue reading “„ასე აქრობს 11 მილიონს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან“ – მრჩეველი აჭარა ტვ-ის დირექტორზე”
„აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა“ – საია და ეთიკის ქარტია
„გიორგი კოხრეიძეს ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა,“ – მიიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის – თეონა ბაკურიძისთვის დროებით უფლებამოსილების შეჩერებაზე. დღეს, 6 მარტს, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ნიუსრუმში შემდგარ კამათზე ფაქტის მოკვლევა დაიწყო. დირექტორმა ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე გადაწყვიტა წამყვანის „დასჯა“, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს …
როგორ არიდებს თავს აჭარის მაუწყებლის დირექტორი საგამოძიებო ჟურნალისტიკას
„აჭარის ტელევიზიის დღევანდელ მენეჯმენტს არ სურს ჰქონდეს საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ტელევიზიის დირექტორი თავს არიდებს ამ პრიორიტეტის შესრულებას…“ – ეს მრჩეველთა საბჭოს წევრის გია ქარცივაძის შეფასებაა მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წერილობითი პასუხი მიიღო კითხვაზე: „რა კონკრეტულმა გარემოებებმა განაპირობა ამ დრომდე თქვენ მიერ მაუწყებლის მოქმედი პროგრამული პრიორიტეტების უგულებელყოფა?“ წინა წლებში ჟურნალისტურ გამოძიებას აჭარის ტელევიზიისთვის სტუდია …
Continue reading “როგორ არიდებს თავს აჭარის მაუწყებლის დირექტორი საგამოძიებო ჟურნალისტიკას”
„უფროსების უფროსები“ – რა სტრუქტურას ქმნის აჭარის მაუწყებელი და რა ელით ჟურნალისტებს
ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი სამსახურიდან გაშვება უკვე დროის ამბავია. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, გუშინ, 10 იანვარს მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილს გააცნეს დოკუმენტი, რომელსაც მაუწყებლის ჟურნალისტები პირად საუბარში აფასებენ, როგორც „ტელევიზიის დანგრევას“. რა წერია დებულების ცვლილების პროექტში და რის შეცვლას აპირებს ახალი მენეჯმენტი? – „ბათუმელები“ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთ წევრს, გია ქარცივაძეს …
გია ქარცივაძე უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრად დაამტკიცა
უმაღლესმა საბჭომ, დღეს, 8 იანვარს, 15 ხმით, გია ქარცივაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად დაამტკიცა. გია ქარცივაძე მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის მეხუთე კანდიდატად იურისტი გია ქარცივაძე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასახელა. გია ქარცივაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსია. ყოფილმა ოთხმა …
შეჩერდება თუ არა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მე-5 წევრის არჩევის პროცესი სასამართლო გადაწყვეტს
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ხვალ, 8 იანვარს, რიგგარეშე სესიაზე კენჭი უნდა უყაროს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატის, გია ქარცივაძის მრჩევლად არჩევას. თუმცა, ყოფილმა ოთხმა კონკურსანტმა, გუშინ, 6 იანვარს, შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და პროცესის შეჩერება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საკითხი სავარაუდოდ ხვალ, 8 იანვარს უნდა განიხილოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის …
აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის მეხუთე კანდიდატად გია ქარცივაძე დაასახელეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე კანდიდატად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იურისტი გია ქარცივაძე დაასახელა, რომელიც ამჟამად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსია. „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევანი უნდა გაეკეთებინა სამ კანდიდატს შორის, რომლებიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ შეარჩია 8 კანდიდატს შორის. კომისიამ შეარჩია სამი კანდიდატი: …
ირმა ზოიძე, გია ქარცივაძე და ლაშა ზარგინავა – აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატები
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის კანდიდატებად კომისიამ ჟურნალისტი და სტუდია „რეკ“-ის დამფუძნებელი – ირმა ზოიძე, აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი – გია ქარცივაძე და აჭარის ტელევიზიის პროდუსერი და წამყვანი, ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა შეარჩია. კომისიის ხუთივე წევრის მხარდაჭერა ირმა ზოიძემ მიიღო, ოთხმა წევრმა გია ქარცივაძეს დაუჭირა მხარი, სამმა – ლაშა ზარგინავას. საზოგადოებრივი მაუწყებლის …