ვინ და როგორ შეარჩია სამეცნიერო-კვლევითი პროექტების გამარჯვებულები ბსუ-ში

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. კონკურსში წარდგენილი 32 პროექტიდან საკონკურსო კომისიამ 10 პროექტი აარჩია. პროექტების განსახორციელებლად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 180 ათასი ლარი დაიხარჯება. კონკურსი ექვს მიმართულებაზე იყო გამოცხადებული – ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და აგრარულის, ეკონომიკისა და ბიზნესის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო, სოციალური მეცნიერებებისა და ინტერდისციპლინარული კვლევების მიმართულებით. ბათუმის შოთა რუსთაველის …

ბსუ-მ ექვს პროგრამაზე მიღება შეაჩერა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-19 სასწავლო წლისთვის 6 საბაკალავრო პროგრამაზე მიღებას აჩერებს. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ამის მიზეზი მოდერნიზაციაა. სატყეო საქმე, აგროინჟინერია, სამთო და გეო ინჟინერია, ტრანსპორტი, ზღვის ბიოლოგია და ფინანსური მათემატიკა – აბიტურიენტებს, ვისაც ამ პროგრამებზე სწავლა სურდათ, სხვა უნივერსიტეტის ძებნა მოუწევთ. „ისეთ პროგრამებზე, სადაც აბიტურიენტთა განაცხადი და  სტუდენტთა რაოდენობა იყო მცირე, პრობლემა იყო …

ბსუ-ში „ფინანსური მათემატიკის“ საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია გაუუქმეს

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას კი ერთი წლის ვადით პირობითი აკრედიტაცია მიანიჭა. გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იანვარში მიიღო. საბჭოს 12-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი პროგრამისთვის აკრედიტაცია არ გაეგრძელებინათ. საბაკალავრო პროგრამა „ფინანსური მათემატიკა“ ბსუ-ს 2013 წლიდან ჰქონდა. აკრედიტაციის …

რუსთაველის უნივერსიტეტში უსინათლოთა კონსულტირების ცენტრი გაიხსნება

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ამიერკავკასიასა და საქართველოში პირველი უსინათლოთა და მხედველობადაქვეითებულთა კონსულტირების ცენტრი დაახლოებით ერთ თვეში გაიხსნება. ცენტრის გახსნა რუსთაველის უნივერსიტეტისა და გერმანიის ქალაქ მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრის „ბლისტას“ მხარდაჭერით იგეგმება, რომელიც უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს დახმარებას გაუწევს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრის ტრენერებმა პირველი ტრენინგი მცირემხედველ ადამიანთა გადაადგილების, ორიენტაციისა და საყოფაცხოვრებო უნარების განვითარებაში …

რატომ უჩერებენ უცხოელ სტუდენტებს სტატუსს 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს 3 700 უცხოელ სტუდენტს. აქედან 1796 სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა. სტატუსის შეჩერების სხვა მიზეზებში ასევე ნახსენებია „სტატუსის შეჩერება საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო“ და „ავადმყოფობის გამო“. „ბათუმელების“ კითხვაზე, სტატუსის შეჩერების მიზეზებს შორის არის თუ არა დასახელებული სტუდენტური ვიზის …

ბსუ ვიდეოსათვალთვალო სისტემის მონტაჟში 120 ათას ლარს გადაიხდის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] 260 ცალ ვიდეოკამერას და 2 სერვერს – ვიდეოგამოსახულების ჩაწერის ვიდეორეგისტრატორს შეიძენს. სისტემის შეძენა-მონტაჟისთვის ბსუ-ს 120 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურების შედსყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს კამერების დამონტაჟება ბსუ-ს: [checklist] I კორპუსში – 65 კამერა II კორპუსში – 140 კამერა III კორპუსში (ყოფილი საერთო საცხოვრებელი) – 20 კამერა (ქ. …

სწავლა უნგრეთში

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში 26 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები უნგრულ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე: ბაკალავრიატი – 25, მაგისტრატურა – 25, დოქტორანტურა – 20, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა – 5, სახელოვნებო მიმართულება (ყველა აკადემიური საფეხურისთვის)- 5 სტიპენდიატი. პროგრამა ითვალისწინებს უნგრული ენის მოსამზადებელი კურსის დაფინანსებასაც იმ …

ბსუ-ს სტუდენტები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ

ავტორი: თამთა კურცხალიძე, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი 2017 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ჩვენი – ახალშექმნილი სტუდენტური ორგანიზაცია ლექციების ჩასატარებლად გავიდა მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულად შუახევის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში. ჩვენი თემა იყო ოჯახში ძალადობა. დისკუსიის მონაწილე მოსწავლე მოგვიყვა თანასოფლელი, კონკრეტული ქალის ისტორიას. გავიგეთ მსხვერპლის საცხოვრებელი და გადავწყვიტეთ პირადად გვენახა. ქალზე ძალადობა დაიწყო ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ და 10 …

ბსუ ბათუმში ახალ სასწავლო კორპუსს 2,9 მილიონ ლარად ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] ბათუმში, ლეონიძის ქუჩა N15-ში ახალ სასწავლო კორპუსს ააშენებს. სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 2 მილიონ 957 ათასი ლარია გამოყოფილი, ბსუ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მშენებლობა 2018 წლის 21 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. საპროექტო ტერიტორია კი 65 982 კვ/მ-ია. არსებული პროექტის მიხედვით, ახალი სასწავლო კორპუსი სამსართულიანი იქნება; შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს …

ბსუ-ში ოთხი დეკანი მეორე ვადით აირჩიეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანის არჩევნები დასრულდა.   ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, ოთხივე ფაკულტეტზე რეგისტრირებულმა კანდიდატებმა საჭირო რაოდენობის ხმა მიიღეს. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ხმის მიცემის უფლების მქონე 92 ამომრჩევლიდან არჩევანი 84-მა ამომრჩეველმა გააკეთა, 7 ბიულეტენი გაბათილდა, 77 – მა ამომრჩეველმა კი მარინე გიორგაძეს მისცა ხმა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე  რეგისტრირებული 76 ამომრჩევლიდან …

ბსუ-ს ოთხ ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები უკონკურენტოდ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანის არჩევნები მიმდინარეობს. დეკანს უნივერსიტეტის ოთხ ფაკულტეტზე უკონკურენტოდ ირჩევენ, რადგან ოთხივე ფაკულტეტზე მხოლოდ თითო კანდიდატია დარეგისტრირებული: განათლების ფაკულტეტზე – მადონა მიქელაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე – მარინა ქორიძე, ფიზიკა – მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – გულადი ფარტენაძე და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტეზე – მარინა გიორგაძე. ოთხივე მათგანი მოქმედი დეკანია, …

რუსთაველის უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური პორტალი ამოქმედდება

დღეს, 11 დეკემბერს,  ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ახალი პორტალის – portal.bsu.edu.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. ბსუ-ს ინფორმაციით, „ინოვაციური სერვისი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ოპერატიულად მიიღონ ინფორმაცია არსებულ სტუდენტურ პროექტებზე, დასაქმებაზე, სტაჟირებაზე, ტრენინგებზე, სემინარებზე, კონფერენციებზე, სოციალურ პროგრამებსა და კულტურულ-სპორტულ აქტივობებზე. სტუდენტური პორტალის საშუალებით შეიქმნება ბსუ-ს სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა ბაზა, რომლის საშუალებით დამსაქმებელი მოკლე ვადაში დაუკავშირდება დასაქმების …

აკა მორჩილაძის საჯარო ლექცია ბათუმში

12  დეკემბერს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში  შეხვედრა გაიმართება მწერალ აკა მორჩილაძესთან. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აკა მორჩილაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწერლების ყოველდღიურობა და ყოფა მე–19 საუკუნეში: ილია, აკაკი, ვაჟა, ყაზბეგი და სხვა“. საჯარო ლექცია 12:00 საათზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება. ლექციების ციკლი „ვიცის“ ფარგლებში  გაიმართება.  „პროექტის ფარგლებში საინტერესო ადამიანების, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო, რომლის მსმენელი და …

ოთხი გამარჯვებული და სამი ვაკანსია ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ოთხი ადამიანი დაასაქმეს, სამი ადგილი კი ისევ ვაკანტურია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე ანა დიასამიძე შეარჩიეს. კონკურსში ანას გარდა კიდევ სამი ადამიანი მონაწილეობდა. კონკურსის შედეგების მიხედვით, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურში, განყოფილების მთავარი სპეციალისტი ადგილს ნათია ბერიძე დაიკავებს. ამ პოსტისთვისაც ოთხი კანდიდატი იბრძოდა. …

პოსტიმპერიული, როგორც პოსტკოლონიური

ავტორი: ხათუნა ბერიძე, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, მთარგმნელი მამარდაშვილი ამბობდა, სხვა ადამიანისა თუ მესმის, იმიტომ მესმის, რომ მასთან საერთო ადამიანურ განზომილებაში, ანუ ზომითობაში ვარო. როდესაც ამერიკელი გამომცემელი ჯონ ობრაიენი საქართველოში ჩამოვიყვანე, ძალიან გაიკვირვა, ქართველი მწერლების ნათქვამი, „მწერლის როლი დიდია და ილიაც ერის მამააო“. ობრაიენს მაშინ ავუხსენით, რომ მწერლობა ერისკაცობას ნიშნავდა, რადგან ერის ცნობიერებაზე, ეროვნულ შეგნებაზე, ისტორიულად …

გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა ტენდენციები საქართველოში – კონფერენცია ბათუმში

„გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა ტენდენციები საქართველოში“ – ამ თემაზე დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთობლივი კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე აჭარის რეგიონის 20-წლიანი კვლევის შედეგებზე ისაუბრებენ. კვლევა 1996 წელს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის, ასევე საზოგადოებრივი  ჯანდაცვის დეპარტამენტის, ჰიპერტენზიის რესპუბლიკურმა ცენტრმა [ამჟამად საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება] ჩაატარა. კვლევის …

რუსთაველის უნივერსიტეტში თეატრალური ფესტივალი „დებიუტი“ გაიხსნა

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი „დებიუტი“ გაიხსნა, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობენ ბათუმის რუსთაველის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის,  ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტების, ასევე ლატვიისა და ლიტვის უნივერსიტეტების თეატრალური დასები. „ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს თეატრალური ღირებულებების დამკვიდრებას, კულტურულ-შემეცნებითი პროექტების განხორციელებას და სტუდენტებს შორის  ურთიერთობის გარღმავებას,“-ნათქვამია პრესრელიზში. ფესტივალი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა …

ბსუ მეორად მიკროავტობუსს და ჰიბრიდულ ავტომობილს ყიდულობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] მეორად მიკროავტობუსს და სედანის ტიპის [ჰიბრიდი] ასევე მეორად ავტომობილს შეიძენს. ბსუ-ს ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად ერთიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული თანხით – 75 ათასი ლარი, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. არშემდგარი ტენდერის შემდეგ კი, უნივერსიტეტმა მიკროავტობუსისა და ავტომობილის ცალ-ცალკე შესაძენად გამოაცხადა ტენდერები. ამ შემთხვევაში საერთო სატენდერო თანხა 5 ათასი ლარითაა გაზრდილი და ჯამში …

ბსუ-მ ოთხ ფაკულტეტზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ოთხ – განათლების, ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა ბსუ-ს საარჩევნო კომისიას განცხადებასთან  ერთად უნდა წარუდგინოს  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია [CV], სამოქმედო გეგმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის …

რას შეცვლის პროფესიული განათლების რეფორმა

ახალგაზრდები უნივერსიტეტებში ჩაბარებას იმ შემთხვევაშიც შეძლებენ, თუ მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სწავლას გააგრძელებენ პროფესიულ სასწავლებელში. ეს მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ახალ კანონპროექტს პარლამენტიც დაამტკიცებს. დღეს არსებული კანონით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება მე-12 კლასის დასრულების გარეშე შეუძლებელია. გია 26 წლისაა, ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა კვების ტექნოლოგიების მიმართულებით. თბილისში სტუდენტი შვილის შენახვა სოფელში მცხოვრები …

მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმაც იყიდა

მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა აღარ დგას. დაინგრევა უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მრავალსართულიანი შენობაც. ეს შენობები და მიწის ნაკვეთები აქ აჭარის მთავრობამ „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აქვე 6003 კვ/მ ტერიტორია, რომელიც საერთო საცხოვრებელს ესაზღვრება,  სახელმწიფომ აჭარას გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის შეძენითაც „ბიზნეს დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის …

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი შვიდ შტატზე ვაკანსიას აცხადებს

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი შვიდ საშტატო ერთეულზე ვაკანსიებს აცხადებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ვაკანსიები გამოცხადდა საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურში პერსონალის შესარჩევად. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ერთი ვაკანსიაა, მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე. სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურში კი ოთხი ვაკანსია ცხადდება, ორი მთავარი და ორი წამყვანი სპეციალისტის შტატზე. საინფორმაციო  ტექნოლოგიების სამსახურში კი ორი …

ქარისგან დაზიანებული სახურავის აღდგენაში ბსუ 33 616 ლარს გადაიხდის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სასწავლო კორპუსის 460 კვ/მ-ზე გადახადა სახურავი და მოშალა ხის კონსტრუქცია. შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად კი, შესყიდულია სახურავის აღდგენის სამუშაოები, საერთო თანხით 33 ათას 616 ლარი. „გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა 2017 წლის 16-17 ოქტომბრის ღამით, სააგენტოში მომართვის წარდგენამდე უნივერსიტეტმა შეისყიდა სახურავის დაზიანებული ნაწილის აღდგენის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ღირებულებით 44 235.6 ლარი, …

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი, თანამედროვე ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ცენტრის მშენებლობას საძირკველი დღეს, 18 ოქტომბერს ჩაეყარა. ოფიციალური ინფორმაციით, კვლევითი ცენტრის მშენებლობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ერთი მილიონ 578 ათასი ლარით დაფინანსდება,  800 ათასი ლარი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. „ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრი 1100 კვ.მ …

უნივერსიტეტს სტიქიით მიყენებული ზიანი არ დაუთვლია

ძლიერმა ქარმა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის შენობის ნაწილს სახურავი ღამით გადახადა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია სახურავის 1/4. ქარისგან მიყენებული ზარალის ოდენობა კი ჯერ არ დაუთვლიათ. „ჯერ ისევ სტიქიას ვებრძვით, წვიმა არ წყდება, ამიტომ ზარალის ოდენობა დათვლილი არ არის. სახურავის აღდგენა უნივერსიტეტის შიდა ფინანსური რესურსით მოხდება, თუმცა დიდი ალბათობით საჭირო იქნება თანხის დამატებაც. უკვე ვესაუბრეთ მთავრობის თავმჯდომარეს …

ბსუ კვლევითი ინსტიტუტისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17 სექტემბერს ქობულეთში კაიკაციშვილის ქუჩაზე №1-ის მიმდებარედ კვლევითი ინსტიტუტის შენობის სამშენებლო სამუშაოების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას გამართავს. 18 სექტემბერს კი, ბათუმში,  ლეონიძის ქუჩაზე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის შენობის მშენებლობა დაიწყება. უნივერსიტეტის რექტორი და მიწვეული სტუმრები კაფსულის ჩადების ცერემონიალში მიიღებენ მონაწილეობას. ორივე პროექტისთვის ჯამში 3,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ვექტორი“ შესარულებს. 200 …

სამეცნიერო პიკნიკი ბათუმის ბულვარში

ხვალ, 29 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარედ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის [ბსუ] თანაორგანიზატორობით „ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართება. სამეცნიერო პიკნიკი „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში ჩატარდება. ბსუ-ს ინფორმაციით, ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 20 კარავი დაეთმობა უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სასწავლო დაწესებულებებს. წარმოდგენილი ორგანიზაციები საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ და ინტერაქტიულ …

რუსთაველის უნივერსიტეტში გიორგი კეკელიძე და თამთა მელაშვილი სტუდენტებს შეხვდებიან

დღეს 25 სექტემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველ საათზე უნივერსიტეტის ფოიეში დაგეგმილია შეხვედრა ორ ქართველ მწერალთან, გიორგი კეკელიძესა და თამთა მელაშვილთან. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. ოფიციალური ინფორმაციით, წელს რუსთაველის უნივერსიტეტმა 1241 პირველკურსელი მიიღო. აქედან სასწავლო გრანტი 87-მა სტუდენტმა აიღო, ხოლო ათ უფასო საგანმანათლებლო პროგრამაზე 423 სტუდენტი ისწავლის. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს …

რუსთაველის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო – სწავლა 25 სექტემბერს დაიწყება

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა აკადემიური და ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია, 2017 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია იწარმოებს 10:00-დან 17:00 საათამდე. ბსუ-ს ინფორმაციით, რეგისტრაცია იწარმოებს შემდეგ მისამართებზე: [checklist] საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე: ბიოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ზღვის ბიოლოგია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია  (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, II …

ბსუ 2,3 მილიონ ლარად სტუდენტთა ახალ საცხოვრებელს აშენებს

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, N15-ში, სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს [ბსუ] 2 მილიონ 394 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ბსუ-მ საერთო საცხოვრებლის შენობების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 28 აგვისტოს დასრულდება. რაც შეეხება მშენებლობას, ის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 250 დღეში უნდა დასრულდეს. უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ, სამი თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საერთო …

ჩინურის ბათუმელი მასწავლებელი

დავით ანდღულაძე ბსუ-ში ჩინურს ასწავლის. ამბობს, რომ საქართველოში ამ  ენის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. ვიდრე ჩინეთის განხრით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გახდებოდა, ერთი წელი ჩინეთში ისწავლა ენის კურსზე, მერე კი ისევ თბილისში გააგრძელა სწავლა. დავითი მოგვიყვა თანამედროვე ჩინეთზე და ასევე იმ სტერეოტიპებზე, რაც ჩინეთთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს: არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ჩინურის სწავლა – 2011 წელს, პერსპექტივის …

სახელმწიფო აუდიტი: უნივერსიტეტმა არ იცის რა ქონებას ფლობს

„ბოლო ხუთი წლის პერიოდში უნივერსიტეტის [ბსუ-ს] მიერ არ არის ჩატარებული ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების, მასალების, ფულადი ანგარიშებისა და ფულადი დოკუმენტების, ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ინვენტარიზაციას ექვემდებარება: [checklist] ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული აქტივები და ვალდებულებები, ბალანსის საცნობარო მუხლებში აღრიცხული საოპერაციო იჯარით აღებული …

ბსუ-ში საათობრივი ანაზღაურების წესი შესაძლოა შეიცვალოს

  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში [ბსუ] მომავალი სასწავლო წლიდან შესაძლოა საათობრივი ანაზღაურების წესი შეიცვალოს. ამის საფუძველი სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის მიერ ბსუ-ში შეუსრულებელია წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული საათობრივი დატვირთვა – 3 151 საათი. აუდიტმა ბსუ-ს გასული წლის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. „უნივერსიტეტის საბუღალტრო ჩანაწერებში წარმოდგენილი დოკუმენტებითა და უნივერსიტეტის …

„წიგნის ბუდე“ რუსთაველის უნივერსიტეტში

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ეზოში, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, „წიგნის ბუდე“ გახსნა. „სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ორიგინალური სათავსოდან წიგნი აიღონ, წაიკითხონ და უკან დააბრუნონ, ან წაღებული წიგნის ნაცვლად ახალი დატოვონ,“-ნათქვამია ადმინისტრაციის პრესრელიზში. ბსუ-ს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას. რუსთაველის უნივერსიტეტი სოციალურ კამპანიაში – ,,ეკვილიბრიუმი“ რამდენიმე თვის …

ბსუ-ს 22 წლის სტუდენტს მოულოდნელად უმძიმესი დიაგნოზი დაუდგინდა

22 წლის მინდია ცეცხლაძეს მოულოდნელად დაუდგინდა უმძიმესი დიაგნოზი. მინდია ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის [ბსუ] ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტია. ის უკვე გადაყვანილია სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაში. მინდიას ესაჭიროება სასწრაფო გადაუდებელი მკურნალობა, რისთვისაც საჭიროა 90 000 $. როგორც ბსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ლალი ანთიძე წერს, „მიუხედავად ბსუ-სა და ბათუმში თურქეთის კონსულის დიდი დახმარებისა, უახლოეს დღეებში აუცილებელია თანხის გარკვეული ნაწილის …

ნახევარი მილიონი ლარი ბსუ-ს გასათბობად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს პირველი კორპუსის გათბობის სამუშაოებში 500 ათას ლარს გადაიხდის. ბათუმის უნივერსიტეტის პირველი კორპუსი [2 და 3-სართულიანი შენობები] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, თუმცა სამუშაოები ამ დროისთვის შეთანხმებული არ არის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. სამუშაოებს უნივერსიტეტი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც გამოცხადებულია და 22 ივნისს უნდა დასრულდეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სააგენტოს …

Exit mobile version