მთავარი,სიახლეები

აკა მორჩილაძის საჯარო ლექცია ბათუმში

05.12.2017
აკა მორჩილაძის საჯარო ლექცია ბათუმში

12  დეკემბერს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში  შეხვედრა გაიმართება მწერალ აკა მორჩილაძესთან. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აკა მორჩილაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწერლების ყოველდღიურობა და ყოფა მე–19 საუკუნეში: ილია, აკაკი, ვაჟა, ყაზბეგი და სხვა“.

საჯარო ლექცია 12:00 საათზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება. ლექციების ციკლი „ვიცის“ ფარგლებში  გაიმართება.  „პროექტის ფარგლებში საინტერესო ადამიანების, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო, რომლის მსმენელი და აქტიური მონაწილე „ვიციში“ ჩართულ ყველა სტუდენტს შეუძლია გახდეს“.

ბსუ-ს ინფორმაციით, აკა მორჩილაძე სტუდენტებს ინტერაქციულ რეჟიმში შეხვდება და მათ სპეციალურად „ვიცისთვის“ შექმნილ ლექციათა ციკლს შესთავაზებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: