ბოტანიკური ბაღის დირექტორი 31 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას ადასტურებს

2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით პერიოდში, მას შემდეგ, რაც ბოტანიკური ბაღის დირექტორად თენგიზ ტარიელაძე დაინიშნა, შრომითი ურთიერთობა შეუწყდა 31 დასაქმებულს. გათავისუფლებული პირების შესახებ „ბათუმელებმა“ 25 მარტს გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია. ბაღის ადმინისტრაციამ მონაცემები მოგვაწოდა და თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაგვიდასტურა. ბაღის დირექტორის განმარტებით, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატორი 24 შემთხვევაში თავად დასაქმებულები იყვნენ. „აღნიშნული …

„გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ფიზიკური ძალადობაც“ – რა ხდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

„ბოტანიკურ ბაღში“ 10 წელი ვიმუშავე. თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი დირექტორი დაინიშნა, მდგომარეობა შეიცვალა და თანამშრომლები ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდეს. ძალიან უხეშად გველაპარაკებოდა ახალი ხელმძღვანელი და სხვა უფროსებიც უხეშები გახდნენ. არ ითქმის, ისეთი რაღაცები იკადრეს. იყო ფიზიკური ძალადობაც“, – გვეუბნება ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჯერ მებაღედ მუშაობდა, ბოლო წლებში კი – მეფუტკრედ. სამსახურიდან …

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინს მოაწყობენ [ფოტო]

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ორხაზიანი ზიპლაინის ატრაქციონს ამონტაჟებენ. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე ზიპლაინი ტესტურ რეჟიმშია და მისი გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. ზიპლაინით სარგებლობა ფასიანი იქნება. ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა 2022 წლის 11 აპრილს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სასყიდლიანი იჯარის უფლებით [სარგებლობაში გაცემა] გამოაცხადა აუქციონი 70 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე, არანაკლებ 2 (ორი)-ხაზიანი ზიპლაინის …

ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ხანძარი ლოკალიზებულია

მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი სანაპიროს მხრიდან ხმელ ფოთლებს გაუჩნდა და ბაღის ტერიტორიაზე გადავიდა. დამწვარია დაახლოებით 400 კვ.მ. ტერიტორია. “ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწვანე კონცხის მხრიდან, სადაც კაფეებია განლაგებული, ცეცხლი იქ გაჩნდა. ფოთლებს მიჰყვა ხანძარი. როდესაც ჩვენს ტერიტორიას მიუახლოვდა მოლარემ და დაცვის  თანამშრომელმა შეამჩნია. ამჟამად უკვე ლოკალიზებულია. ბოტანიკური ბაღის  ტერიტორიაზე …

332 ათასი ლარი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნეკერჩხლების პარტერის მოსაწყობად

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ნეკერჩხლების პარტერის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტში 332 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ნეკეჩხლების პარტერი მწვანე კონცხის მხრიდან გაკეთდება, მოეწყობა ტერიტორია [დეკორატიული ფილები, განათება, სკამები], აშენდება სალაროს შენობა, სადაც ელექტროავტობუსების ბილეთები გაიყიდება, იქნება პატარა კაფეც. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნეკერჩხლების პარტერის მოწყობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 76 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის …

სათვალთვალო კამერები და WiFi ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიდეოკემერები განთავსდება, ზოგიერთ ადგილებში კი ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უსადენო ინტერნეტით. შესაბამისი მომსახურების შესასყიდად ბაღის ადმინისტრაციას 150 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს „ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის“ ვიდეო სამეთვალყურეო ქსელის მოსაწყობად შესაბამისი საქონლის მიწოდება თანმდევი მომსახურებით [მონტაჟით/ინსტალაცით]. ბაღის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გარკვეულ ადგილებში ვიდეოკამერები დამონტაჟებულია, ამ …

მწვანე კონცხზე ძველ საბაგიროს 20 დეკემბრამდე დაშლიან, ახალს კი ივანიშვილის კომპანია ააშენებს

დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში „მწვანე კონცხზე“ ასასვლელი საჰაერო-საბაგირო გზის დემონტაჟის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. სამუშაოები მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ხელშეკრულებას ბათუმის ბოტანიკური ბაღის და შპს „ზრმ ჯეორჯიას“ დირექტორებმა – ირაკლი არჩაიამ და ზურაბ სურმანიძემ მოაწერეს ხელი. ახალი საბაგირო გზის აშენებას აქ ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ გეგმავს, რომელიც ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ადგილზე კომპლექს „მაგნოლიას“ აშენებს, …

ახალი ელექტრომობილები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის ბოტანიკურ ბაღმა ორი ახალი ელექტრომობილი შეიძინა. ბოტანიკურ ბაღში ტურისტებს ჯამში 11 ელექტრომობილი ემსახურება, რომელთაგან 5 წელს არის შეძენილი. ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, წელს ელექტრომობილებისთვის ჯამში 169 080 ლარი დაიხარჯა. მათივე ცნობით, თითოეული ელექტრომობილის ფასი 33 816 ლარია. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ტურისტული მარშრუტის საწყისი პუნქტიდან (უნივერსიტეტის ან „მწვანე კონცხის“ მთავარი შემოსასვლელიდან ზღვისპირა პარკამდე ან/და პირიქით) საბოლოო პუნქტამდე, …

ფონდი „ქართუს“ საჩუქარი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს

[checklist] ვიზიტორთა ცენტრი და ახალი ავტოსადგომები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში [/checklist] აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთად, ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი ინფრასტრუქტურული სამუშაოები  დაათვალიერა. სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ რამდენიმე თვეა აწარმოებს. ბაღის სხვადასხვა ზონაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები რეგიონის ხელმძღვანელს ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ დეტალურად გააცნო. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მაშინ როდესაც საუბარია …

ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

29 აპრილს, 14:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების გამოფენა მოეწყობა. ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება 16 სახეობის ბამბუკი. გამოიფინება ბამბუკისგან დამზადებული აქსესუარები, რისი შეძენაც დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება. გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ბამბუკისგან დამზადებული სხვადასხვა სახის დესერტებისა და კოქტეილის დაგემოვნებაც. გამოფენა გაიმართება პანორამულ გადასახედზე. უახლოესი შესავლელი სალარო უღელტეხილის მხრიდან. გამოფენაზე დასწრება უფასოა.

ბათუმიდან ზოოკუთხის ბოტანიკურ ბაღთან გადატანას ივანიშვილის ფონდი დააფინანსებს

ბათუმის მერიის მიერ მომზადებული განკარგულების პროექტის მიხედვით, ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაბა ჩაქვში, ასევე ბათუმის ცენტრალური პარკიდან მისი გადატანა საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევს. საჭირო თანხას ფონდი „ქართუ“ გაიღებს. ეს ფონდი უზრუნველყოფს ასევე  უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ახალი ზოოპარკის პროექტირებასა და მის მშენებლობაში. „…უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით ახალი ზოოპარკის მშენებლობის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების საკითხში ბათუმის მუნიციპალიტეტს …

ორი დღე უფასოდ ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღი 1 და 2 იანვარს დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს. ბაღის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია: ხილის ფესტივალი აღარ გაიმართება

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, 30 ნოემბერს დაგეგმილი ხილის ფესტივალი  ბათუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო აღარ გაიმართება. 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. „ბაღის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა იმ პირს და ორგანიზაციას, რომლებმაც აქტიური მზაობა გამოხატეს აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით,“-ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

რას ნახულობენ ყველაზე ხშირად ტურისტები აჭარაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისში აჭარაში ტურისტულ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატება იყო.  2017 წლის 6 თვეში კი აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით,  583 340 ვიზიტორი ესტუმრა. დეპარტამენტის მონაცემებით: [checklist] ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი ეწვია, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 …

დღეს ბავშვები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს უფასოდ დაათვალიერებენ

დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშრისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბავშვებისა და მათი მშობლების შესვლა უფასოა. როგორც ბოტანიკური ბაღის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ბოტანიკურ ბაღში უფასოდ შესვლა 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.   ამავე თემაზე: 6 მაისის პარკში ზოოპარკის დათვალიერება და ატრაქციონები დღეს უფასო იქნება

არაადეკვატური ფასი დისკრიმინაციულის ნაცვლად ბოტანიკურ ბაღში

შეიცვლება თუ არა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლის ფასი, რომელიც ერთი წლის წინ ქალაქის მერის – გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებით გაძვირდა? ვინაიდან ბათუმში რეაკრეაციული ზონების ნაკლებობაა, ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საშუალებაა, სადაც მოსახლეობას მწვანე გარემოში დასვენება შეუძლია. ბოტანიკური ბაღის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ბაღი 213 216-მა ვიზიტორმა მოინახულა, აქედან 151 239 უცხოელი იყო, საქართველოს მოქალაქე კი – 61 …

ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებ ოჯახებს ბინებით მერია დააკმაყოფილებს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებ ოჯახებს ბინებს მერია გადასცემს. ამის შესახებ დღეს, 6 ივლისს, ეგარსლან ლომიძემ, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა თქვა. მას საკრებულის სხდომაზე საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძემ ჰკითხა, რას უპირებენ იმ 11 ოჯახს, რომლებიც დღემდე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ლომიძის განმარტებით, მერიამ 2010 წელს აღწერა ოჯახები, რაც არაზუსტი იყო და მიმდინარეობს მუშაობა, …

მწვანე კონცხზე „პანორამა ბათუმი“?

ახალი საბაგირო გზა სანაპიროდან ყოფილი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიამდე, სასტუმრო კომპლექსი, ახალი ადმინისტრაციული შენობა ბოტანიკურ ბაღში – არის თუ არა ეს „პანორამა ბათუმი“? რა მიზნით სტუმრობენ ბიძინა და ადიკო ივანიშვილები მწვანე კონცხს და რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდი „ქართუ“? „ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე იყო მოსული, ეს ადგილები დაათვალიერა, ზოგ  ადგილზე თქვა საინტერესოაო, ზოგზე …

თოვლმა ბოტანიკური ბაღის მცენარეთა საფარი უმნიშვნელოდ დააზიანა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურის ინფორმაციით, თოვლმა ბოტანიკური ბაღის კოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილი დააზიანა. “უმნიშვნელო ზიანია. ზოგიერთ ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში მოგეხსენებათ არის გარკვეული ეგზოტი, რომელიც ადვილად ტყდება. რამდენიმე პატარა მცენარე გადატყდა, მოიგლიჯა ერთი პატარა აკაცია. რაც შეეხება ამიერკავკასიის სუბტროპიკების განყოფილებას, სადაც მასიური ტყეა – შიგნით, სიღრმეში, პატარა ტოტები ტყდება, მაგრამ სერიოზული ზიანი ნამდვილად არ არის”. დღეს დიდთოვლობის გამო ბათუმის …

2,3 მილიონი ლარი ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ქუჩებისთვის

ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ქუჩების გაფართოების სამუშაოებში ბათუმის მერია მაქსიმუმ 2 მილიონ 387 ათას 151 ლარს გადაიხდის. მწვანე კონცხის დასახლებაში გაფართოვდება ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი [როგორც ბათუმის, ასევე ჩაქვის მხრიდან] ქუჩები და პარალელურად ტერიტორია ახალი ორშრიანი დეკორატიული ფილებით კეთილმოეწყობა. ფილების ფერი კი მერიასთან მოგვიანებით შეთანხმდება. მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტთა  წინადადებების მიღება 2015 წლის 26 დეკემბერს …

Exit mobile version