ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, მერია უწყებაში რეორგანიზაციის დაწყებას და იმ პირების გათავისუფლებას გეგმავს, რომლებიც ღიად გაემიჯნნენ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. მათ ამაზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადების მიხედვით, აქვთ ინფორმაცია, რომ ბათუმის მერია გეგმავს რეორგანიზაციას, რომლის მიზანია პეტიციაზე ხელმომწერ პირთა სამაგალითოდ დასჯა, საჯარო სექტორში დაწყებული რღვევის შეუქცევადი პროცესისგან თავდასაცავად. …
Tag Archives: ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია
საკრებულო სხდომაზე გამოსატან საკითხებს წინა ღამეს აგზავნის – ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხების კანონით დადგენილ ვადაში მიწოდებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა „ახლებიდან“ დღეს, 31 ოქტომბერს, ბრიფინგი გამართეს. როგორც დეპუტატები ამბობენ, ბათუმის საკრებულო წლებია უხეშად არღვევს კანონს, სხდომამდე ერთი კვირით ადრე სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ზოგადი საკითხები შეაქვს, მნიშვნელოვანი თემები კი, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, K2 კოეფიციენტის გაზრდა, დღის წესრიგში …
„არ ვიცით, ბოლოს როდის შემოწმდა ბულვარში საბავშვო ატრაქციონები“ – საკრებულოს წევრი
ბათუმის საკრებულოს წევრი თეკლა კავაზაშვილი საბავშვო ატრაქციონების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მერიისგან ინფორმაციას ისევ ითხოვს. თუმცა უშედეგოდ. „უკვე ზაფხულია, ძალიან ბევრი ბავშვია ბათუმში, დამსვენებელიც დაემატა და გაიზარდა მიმართვიანობა საბავშვო ატრაქციონებზე. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ტრაგედია და ის საშინელი შედეგი, რაც დადგა სტიქიის დროს ბათუმში, რამდენიმე თვის წინ. ვიცი, რომ კანონი არ არის მოწესრიგებული და არ არსებობს ის …
რატომ არ განიხილა ბათუმის საკრებულომ სკოლაში უფასო კვების საკითხი
ბათუმის საკრებულოს წევრი „გახარია – საქართველოდან“ ბათუმის სკოლებში კვების დაფინანსებას ითხოვს. ამ საკითხზე აკაკი გვიანიძემ დღეს, 9 მაისს, ბრიფინგი გამართა. მანამდე ის საკითხის დღის წესრიგში ჩასმას ბათუმის საკრებულოს წინა სხდომაზე ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. „კენჭს არ ვუყრით მაგას, კოლეგებო, კენჭი ვუყაროთ დღის წესრიგს“ – განაცხადა 29 აპრილს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის დაწყებისას, რამდენიმეწუთიანი სიტყვა-პასუხის შემდეგ. ამას …
Continue reading “რატომ არ განიხილა ბათუმის საკრებულომ სკოლაში უფასო კვების საკითხი”
უკანონო მშენებლობების ბუმი ბათუმში – მუნიციპალური ინსპექციის უფროსს საკრებულოში იბარებენ
რატომ ვერ აკონტროლებს მერია უკანონო მშენებლობებს ბათუმში, როგორ ხდება, რომ შესაბამის რეაგირებას მერიის სამსახურები ხშირად მას შემდეგ ახდენენ, როცა კონკრეტულ შემთხვევაზე მოქალაქე, აქტივისტი ან მედია ავრცელებს ინფორმაციას? – ამ საკითხებზე პასუხების მისაღებად ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ურბანული პოლიტიკისა და ქალაქმშენებლობის სამსახურების უფროსების დაბარებას გეგმავს საკრებულოს სხდომაზე. ამ სამსახურის უფროსი არჩილ კონცელიძეა. გუშინ, …
„მერს როგორ არ უნდა შეეძლოს შეუღოს ოპოზიციას კარები და დაელაპარაკოს“ – ენმ-ს წევრი საკრებულოში
ბათუმის მერიის ცენტრალურ შესასვლელში ისევ პოლიციის კორდონი დგას. მერის კაბინეტთან მისვლის უფლებას არ აძლევენ საკრებულოს ოპოზიციის წევრებს, რომლებიც რამდენიმე დღეა მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ არჩილ ჩიქოვანი საკრებულოს წევრებს პოლიციის კორდონით ესაუბრება. ოპოზიციის წევრები რამდენიმე დღეა მერთან შეხვედრას ითხოვენ ქალაქში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე, თუმცა კარებთან პოლიცია დგას და …
„ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“ – თორნიკე რიჟვაძე ენმ-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 24 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჩანაწერების მიხედვით, ბათუმის ახალარჩეულ საკრებულოს წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენენ. ენმ-ს თქმით, ამ პროცესში უშუალოდ ჩართულნი იყვნენ ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციელები. ხოლო მათ უშუალოდ ხელმძღვანელობდა დავით რიჟვაძე, თორნიკე რიჟვაძის მამა. ჩანაწერების მიხედვით, ენმ-ს წევრ ნუგზარ ფუტკარაძეს ვაჟა თაბაგიძე 100 ათას …
თებიძის საკრებულოს ბათუმის ბიუჯეტს არ დავამტკიცებინებთ – ოპოზიცია ცესკოს მიმართავს
დღეს, 18 ნოემბერს, ბათუმში ახალი საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ისინი ამბობენ, რომ უფლებას არ მისცემენ ძველი მოწვევის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს. ბრიფინგზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები, თუმცა „ბათუმელებთან“ აკაკი გვიანიძემ განაცხადა, რომ იზიარებენ პოზიციას სხდომის ჩანიშვნის ხელოვნურად გაჭიანურების შესახებ. „ბათუმში მიმდინარეობს უპრეცედენტო დანაშაულებრივი მოქმედებები „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს გამოიხატება იმაში, რომ …
გარდაიცვალა ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის წევრები ავრცელებენ. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის ახალი საკრებულოს წევრს ენმ-დან, რეზო ხარაზს, რომელმაც თავისი კოლეგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, საკრებულოს ახალი წევრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემა იყო. ნუგზარ ფუტკარაძე ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი. ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე …
Continue reading “გარდაიცვალა ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“”
კირთაძის თქმით, „ოცნება“ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს აშანტაჟებს – რას პასუხობს ჭეიშვილი
დღეს, 5 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა ხელმძღვანელმა, ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ახალარჩეული ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური წევრების მოსყიდვას და დაშინებას ცდილობს, საკრებულოში გადაბირებისა და უმრავლესობის შექმნის მოტივით. „ამის შესახებ ჯერ კიდევ კობახიძე-ღარიბაშვილმა გააკეთეს განცხადება, რომ ექნებათ უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში. გახარიას პარტიიდან შესული საკრებულოს ერთი წევრი ხომ გადაიყვანეს და როგორც ჩანს, დანარჩენი …
არასაკმარისი ბაღების საკითხი ბათუმის საკრებულოში პოლემიკის საგანი გახდა
არასაკმარისი მუნიციპალური საბავშვო ბაღების საკითხი ბათუმში დღეს, 19 სექტემბერს, საკრებულოს სხდომაზე დისკუსიის საგანი გახდა. პოლემიკის შემდეგ საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური გამოვიდა ინიციატივით, რომ საკრებულომ დაიწყოს მუშაობა ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით იმ თავისუფალი ადგილების გამოვლენის მიზნით, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ბაღების მშენებლობა. საგულისხმოა, რომ ამავე სხდომაზე წარდგენილი იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ორი ათეული მიწის ნაკვეთების ჩამონათვალი, რომელთა გასხვისებასაც …
Continue reading “არასაკმარისი ბაღების საკითხი ბათუმის საკრებულოში პოლემიკის საგანი გახდა”
„რივიერას“ გეგმა 19/2 წინააღმდეგ დამტკიცეს – მხარდამჭერების სახელობითი სია
დღეს ბათუმის საკრებულომ, მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირა შპს „რივიერას“ მიერ წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას. საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირა ასევე დამოუკიდებელმა წევრმა რაულ თავართქილაძემ და არჩილ მამულაძემ – „პატრიოტთა ალიანსიდან“. წინააღმდეგი მხოლოდ საკრებულოს ორი წევრი – ნოდარ დუმბაძე და გელა დეკანაძე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“. გადაწყვეტილება 19 ხმით 2-ის …
Continue reading “„რივიერას“ გეგმა 19/2 წინააღმდეგ დამტკიცეს – მხარდამჭერების სახელობითი სია”
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია: „ქართულმა მარშმა ხელი დაიქნია და საკრებულომ გადაწყვიტა“
ვიდრე ბათუმში მისი განთავსების უკვე განსაზღვრულ ადგილს ოფიციალურად განსაზღვრავდნენ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს იმაზეც, თუ „ვინ, სად და როდის დააჭენებდა დავით აღმაშენებლის ძეგლს საქართველოში აქეთ-იქეთ“. სხდომის თავმჯდომარე სულიკო თებიძე ჯერ კოლეგების დამშვიდებას შეეცადა, შემდეგ კი ოპოზიციას მიმართა. „…ხომ ძალიან კარგად გახსოვთ 2005 წლის ოქტომბერი, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ თვალსაჩინო ადგილას იდგა იმ დიდებული ადამიანის ძეგლი, …
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია: მერი მოგვენატრა
დღეს, 20 აპრილს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის დასწრებას მოითხოვდნენ. „მერი მოგვენატრა“ – განაცხადა ოპოზიციამ და შესვენების გამოცხადება და ლაშა კომახიძის სხდომაზე დასწრება ითხოვა. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის განცხადებით, მათ ლაშა კომახიძესთან ბიუჯეტთან დაკავშირებული კითხვები აქვთ, რადგან საკრებულოზე საკითხის მომხსენებელი არჩილ ვანაძე პოლიტიკოსი არ არის და პოლიტიკურ კითხვებს ვერ უპასუხებს. …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია: მერი მოგვენატრა”