Tag Archives: ბათუმის ახალი მეჩეთი
6 წლის შემდეგ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა სააპელაციომ ხელახლა დაიწყო
დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა დაიწყო „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა. საქმე სააპელაციოს უზენაესმა სასამართლომ დაუბრუნა. „მხარეებმა წარმოვადგინეთ ახსნა-განმარტებები, დეკემბერში იქნება შემდეგი სხდომა, სადაც გადავალთ კითხვებზე და პაექრობაზე. დიდი შანსია, რომ მალე დასრულდეს განხილვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ცენტრის“ TDI იურისტი, შოთა თუთბერიძე. ეს ორგანიზაცია და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სასამართლოში მუსლიმი …
Continue reading “6 წლის შემდეგ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა სააპელაციომ ხელახლა დაიწყო”
ბათუმში მეჩეთის აშენების წინააღმდეგ ჩიქოვანმა წინასაბაირამოდ უზენაეს სასამართლოს მიმართა
ბათუმში მეჩეთი რომ არ აშენდეს, ბათუმის მერმა – არჩილ ჩიქოვანმა, წინასაბაირამოდ უზენაეს სასამართლოს მიმართა. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადგინა, რომ ბათუმის მერის მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ უკანონო და დისკრიმინაციულია. ამის მიუხედავად მერია უკვე ბოლო ინსტანციაში ეცდება მოიპოვოს უფლება – მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის აშენების შესაძლებლობა არ მისცეს. „საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. ამ დღეს …
როდემდე უნდა ელაპარაკოთ რელიგიურ უმცირესობებს სუს-ის ენით – დეპუტატი პრემიერს
დღეს, 25 ივნისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საპარლამენტო მოსმენისას დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. რელიგიურ უმცირესობებთან და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ. „როდემდე უნდა ესაუბროთ სუს-ის ენით, საქართველოს მოქალაქე უმცირესობებს და როდის შეძლებთ გასცეთ პოლიტიკური ნება, რომ ბათუმში აშენდეს ახალი მეჩეთი? ხომ არ ფიქრობთ, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც 5 …
Continue reading “როდემდე უნდა ელაპარაკოთ რელიგიურ უმცირესობებს სუს-ის ენით – დეპუტატი პრემიერს”
ბათუმის ახალ მეჩეთში დეზინფექცია ჩაატარეს
ბათუმის ახალი მეჩეთის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს. როგორც ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, დეზინფექცია მუსლიმების ინიციატივით ჩატარდა. „ჩვენ გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, თანხა გადავიხადეთ და ჩავატარებინეთ დეზინფექცია. თუ შესაბამისი აუცილებლობა დადგება, იმ შემთხვევაში შევაჩერებთ მსახურებებს, თუმცა, ეს აუცილებლობა არ დგას“ – ამბობს ტარიელ ნაკაიძე. კითხვაზე, რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს მსგავს …
Continue reading “ბათუმის ახალ მეჩეთში დეზინფექცია ჩაატარეს”
შეხვედრა ბათუმის ახალ მეჩეთში – „რა ვქნათ, სააპელაციოც თუ უარს გვეტყვის?“
პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ იქ, სადაც სახელმწიფო ამ დრომდე მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევს, მუსლიმები აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სხვა რეგიონებიდან სადისკუსიოდ შეიკრიბნენ. დისკუსია ისე დასრულდა, რომ არავის უხსენებია მეჩეთის უკანონოდ აშენება. მუსლიმებმა რამდენჯერმე ახსენეს, რომ „ეს ამბავი ლამაზად უნდა დასრულდეს“. მუსლიმი თემის სარჩელს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო …
Continue reading “შეხვედრა ბათუმის ახალ მეჩეთში – „რა ვქნათ, სააპელაციოც თუ უარს გვეტყვის?“ “
მერიასა და მუსლიმ თემს შორის მეჩეთზე შეთანხმება ვერ შედგა
ბათუმის მერია და მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის აგებაზე ვერ შეთანხმდნენ. შეხვედრა ბათუმის მერიაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. „უშუალოდ ბათუმის მერი შეგვხვდა – ლაშა კომახიძე… მოვისმინეთ ისევ იგივე, რომ მიწის ნაკვეთი უნდა გადავცეთ სამუფთოს. ეს დამოკიდებულება ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი. მოლაპარაკების რესურსი უკვე ამოწურულია,“ – გვითხრა ტარიელ ნაკაიძემ, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, შეხვედრას სამუფთოს წარმომადგენელი …
Continue reading “მერიასა და მუსლიმ თემს შორის მეჩეთზე შეთანხმება ვერ შედგა”
ლაშა კომახიძე: მეჩეთის მშენებლობის მსურველებმა მიწა მუსლიმთა სამმართველოს უნდა გადასცენ
საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებას უკვე სასამართლოს გზით ცდილობს, მერია ისევ სთავაზობს სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორიის მუსლიმთა სამმართველოსთვის დათმობას. რატომ უნდა გადასცეს ჯგუფმა საკუთრებაში არსებული ნაკვეთი სამმართველოს და როგორ შეუწყობს ეს ხელს მშენებლობის ნებართვის მიღებას, ან შეუწყობს თუ არა? – მერის წარმომადგენელმა მოსამართლეს, რომელიც ამ საქმეს განიხილავს, ბოლო სასამართლო სხდომაზე შეატყობინა, რომ ლაშა …
მერმა მუსლიმებს სასამართლოში შეატყობინა, რომ მათ 8 ივლისს შეხვდება – ახალი მეჩეთის საქმე
8 ივლისს, დილის 10 საათზე შედგება შეხვედრა ბათუმის მერსა და მუსლიმ თემს შორის ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. მერის, ლაშა კომახიძის ხელმოწერილი წერილი მერიის იურისტმა სასამართლოში უკვე მიიტანა, სასამართლო პროცესი ჯერ არ განახლებულა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სასამართლო პროცესი დღეს დილით გადადო, რადგან მერიის მიერ წინა სხდომაზე გაცემული დაპირების მიუხედავად, შეხვერა საერთოდ არ შემდგარა. შესვენება პროცესზე …
სასამართლოში დაპირების მიუხედავად, მერია მუსლიმ თემს მაინც არ დაელაპარაკა – ახალი მეჩეთი
მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება არ შედგა. სასამართლო პროცესი ხვალ, 12 ივნისს, განახლდება. წინა პროცესზე კი, რომელიც 22 მაისს გაიმართა, ბათუმის მერიის წარმომადგენელმა პროცესის გადადება მოლაპარაკების მოთხოვნით ითხოვა. „შეთანხმება კი არა, ერთი სატელეფონო ზარიც არ შემოსულა მერიიდან, არ ვიცი, რატომ,“ – ამბობს ნოდარ პაქსაძე, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ ხელმძღვანელი. რატომ არ სცადა …
მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ
დღეს მუსლიმური სამყარო მარხვის დასასრულის დღესასწაულს – რამადან ბაირამს აღნიშნავს. ბათუმში სადღესასწაულო ლოცვები ორ ადგილას – ორთაჯამესა და ბათუმის ახალ მეჩეთში ერთდროულად დაიწყო. იმის გამო, რომ მუსლიმებს დღემდე არ მიუღიათ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა, მლოცველთა დიდ ნაწილს გარეთ, ღია ცის ქვეშ მოუწია ლოცვა. ბათუმის ახალ მეჩეთში სადღესასწაულო ქადაგებას მეჩეთის წინამძღვარი იმამი თამაზ მგელაძე წაუძღვა. ქართველ მუსლიმთა …
მოსამართლე მუსლიმ თემს: „რა ვქნათ, ჩვენი ბრალი არ არის“
“ბათუმის მეჩეთის საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. მორიგი პროცესი 12 ივნისს გაიმართება და მოსამართლე მხოლოდ მხარეების რეპლიკებს მოისმენს. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს პროცესის ბოლოს არ დაუმალავს, რომ ამით მან მერიას კიდევ ერთი შანსი მისცა მოლაპარაკების მისაღწევად – დღეს, 22 მაისს, გამართულ სხდომაზე ბათუმის მერიამ სხდომის კიდევ ერთხელ გადადება მოითხოვა და ივნისის პირველ კვირაში შეხვედრა დააანონსა. მოსამართლემ შუამდგომლობა …
Continue reading “მოსამართლე მუსლიმ თემს: „რა ვქნათ, ჩვენი ბრალი არ არის“”
მოსამართლემ ბათუმის მეჩეთის საკითხის განხილვა დაიწყო
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს კიდევ ერთხელ მოსთხოვა პროცესის გადადება ბათუმის მერიამ. მერიის იურისტმა თქვა, რომ სხვადასხვა ღონისძიების გამო ვერ შეხვდნენ მუსლიმ თემს და შეხვედრა ივნისის პირველ კვირაში აუცილებლად გაიმართება. “ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ, ეს არის უსამართლობა…” – მიმართა მოსამართლეს ერთ-ერთმა მუსლიმმა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სხდომის განხილვა აღარ გადადო და დასძინა, რომ ბათუმში ახალი …
Continue reading “მოსამართლემ ბათუმის მეჩეთის საკითხის განხილვა დაიწყო”
ხულოს მუფთმა ბათუმის სასამართლოსთან შეკრებილ მუსლიმებს მიმართა
ხულოს მუფთმა, ასლან აბაშიძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ შეკრებილ მუსლიმ თემს მიმართა. ის მიიჩნევს, რომ მეჩეთის აგებასთან დაკავშირებულ პროცესს აჭიანურებს როგორც მერია, ისე სასამართლო. მუსლიმი თემი სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ შეყოვნდა ბათუმის სასამართლოსთან. დღეს, 10 აპრილს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მეჩეთის მშენებლობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. “ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვითხოვთ მშენებლობის ნებართვას, პროცესს …
Continue reading “ხულოს მუფთმა ბათუმის სასამართლოსთან შეკრებილ მუსლიმებს მიმართა”
მუსლიმები სასამართლოში: ხვალ დილიდან ვიწყებთ მეჩეთის აშენებას, ბატონო მოსამართლევ
“ვიცი, სიტყვის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ: ხვალ დილიდან მეჩეთის მშენებლობას ვიწყებთ, ბატონო მოსამართლევ,” – ამ სიტყვებით მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს ერთ-ერთმა მუსლიმმა მიმართა და თან სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე” არსებითი განხილვა დაიწყო. დავის საგანი ბათუმის მერიის მიერ გამოცემული დოკუმენტების კანონიერების და დისკრიმინაციულობის დადგენაა, რითაც …
Continue reading “მუსლიმები სასამართლოში: ხვალ დილიდან ვიწყებთ მეჩეთის აშენებას, ბატონო მოსამართლევ”
ზურაბ პატარაძე: შეთანხმებული ვართ, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს
დღეს, 15 ივნისს, რამადან ბაირამის ლოცვა ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ ჩაატარეს. ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს, ახალი მეჩეთის აშენების ნებართვას კი, ხელისუფლება მუსლიმებს ამ დრომდე არ აძლევს. ბათუმის ძველ მეჩეთში რამადანი დღეს მუსლიმებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. ისე, როგორც გასულ წელს, ზურაბ პატარაძეს”ბათუმელებმა” ჰკითხა, აპირებდა თუ არა ახალ მეჩეთში მისვლას და …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: შეთანხმებული ვართ, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს”
მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს
მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს – ერთთვიანი მარხვის დასასრულს ზეიმობს. ბათუმის ორ მეჩეთში დღეს რამადანის ლოცვა ერთდროულად მიმდინარეობდა. ქუთაისის ქუჩაზე მისული მუსლიმების ნაწილი ტრადიციულად ქუჩაში ლოცულობდა, რადგან ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. ღია ცის ქვეშ ილოცეს მუსლიმებმა გენერალ აბაშიძის ქუჩაზეც. იქ, სადაც მეჩეთის აშენება სურთ, დღემდე მხოლოდ ბრეზენტით გადახურული ხის კონსტრუქციაა. ხელისუფლება მათ მეჩეთის აშენების ნებართვას …
Continue reading “მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს”
ლაშა კომახიძე ახალი მეჩეთის მშენებლობაზე: შესაძლოა, პროცესი სასამართლოს გარეშე დასრულდეს
ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, მოლოდინი აქვს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი სასამართლოს გარეშე გადაწყდება. მეჩეთის მშენებლობის საკითხის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს იმ მოტივით გადადო, რომ ბათუმის მერმა მუსლიმ თემთან მოლაპარაკების გამართვის სურვილი გამოხატა. „სასამართლო პროცესი არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. მთავრობის თავმჯდომარეს არაერთხელ განუცხადებია და მეც მითქვამს, რომ შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს ყოველგვარი …
ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მოლაპარაკებას იწყებს
ბათუმის მეჩეთის საქმის განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ერთი თვით გადადო. ერთ თვეში ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, უნდა გადაწყვიტოს, მოაწერს თუ არა ხელს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას. ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ შეიტანა. ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. …
Continue reading “ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მოლაპარაკებას იწყებს”