ქალაქის მუნიციპალურ სამარშრუტო ქსელს ახალი ხაზი, №14 დაემატა. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ახალი სამარშრუტო ხაზი №14 მოძრაობს შემდეგი მიმართულებით: ს. ხიმშიაშვილის ქ, ორბელიანის ქ, ჯავახიშვილის ქ, გორგილაძის ქ, შარტავას ქ, ფიროსმანის ქ, ინასარიძის ქ, შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, სასტუმრო „ეუფორია“. ასევე ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ძველი ტრანსპორტი სრულად ჩანაცვლდა ახლით შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: …
Tag Archives: ახალი სამარშრუტო ხაზები ბათუმში
რა მარშრუტით მოძრაობენ მიკროავტობუსები ბათუმში – 2 ახალი ხაზი და კონკურსი
ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებზე ახალ კონკურსს, ახალი პირობებით გამოაცხადებს. კონკურსის გამოცხადების თარიღი, როგორც მერიაში გვითხრეს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ქალაქის სამარშრუტო ხაზებს, ორი ახალი ხაზიც დაემატება – N23 და N27, რომლებზეც მიკროავტობუსები კონკურსის დასრულების შემდეგ იმოძრავებენ. კონკურსის პირობები და ახალი ხაზები ბათუმის საკრებულომ 22 აგვისტოს დაამტკიცა. მთავარი სიახლე არის ის, რომ კონკურსში არა მხოლოდ კომპანიები …
Continue reading “რა მარშრუტით მოძრაობენ მიკროავტობუსები ბათუმში – 2 ახალი ხაზი და კონკურსი”
მიკროავტობუსების მფლობელებს მერიის კონკურსში მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლებათ – ახალი პირობები
ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად მიკროავტობუსის მფლობელს მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლება. ანუ, ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს თუნდაც ერთი მიკროავტობუსი, შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და რომელიმე სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მიიღოს. ბუნებრივია, მიკროავტობუსის პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მოთხოვნებს. კონკურსს მერია, სავარაუდოდ, 2019 წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადებს. 2018 წელს ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით …
ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები ორ ახალ ხაზზე იმოძრავებენ – N23 და N27
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქში სამარშრუტო მიკროავტობუსების არსებულ ხაზებს ორი ახალი ხაზი დაემატება. ახალ ხაზზე იმოძრავებენ მიკროავტობუსები ნომრებით: 23 და 27. „მართალია, ხაზები დაემატება, მაგრამ ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების რაოდენობა – 250, დარჩება უცვლელი,“ – აცხადებენ მერიაში. მერიის ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. ახალ ხაზზე მიკროავტობუსები, სავარაუდოდ, 2019 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან იმოძრავებენ. ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ …
Continue reading “ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები ორ ახალ ხაზზე იმოძრავებენ – N23 და N27”
ბათუმის მერია: სამარშრუტო მიკროავტობუსების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა არ არის
პირველი სექტემბრიდან ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე ყოველდღიურად მოძრავი მიკროავტობუსების რაოდენობა 460-დან 250-მდე შემცირდა. მგზავრებისთვის ეს განსაკუთრებით საგრძნობი სკოლის დაწყების შემდეგ გახდა. ზოგიერთი მოქალაქის თქმით, სამარშრუტო მიკროავტობუსს დიდხანს უნდა ელოდო და ხშირად ისეა მგზავრებით გადაჭედილი, რომ ასვლა შეუძლებელია. მერიამ მიკროავტობუსების რაოდენობა ისე შეამცირა, რომ მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობა ფაქტობრივად არ გაზრდილა. იქნებოდა თუ არა მიკროავტობუსების რაოდენობა საკმარისი მგზავრების …
Continue reading “ბათუმის მერია: სამარშრუტო მიკროავტობუსების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა არ არის”
მერიის პასუხი აქციის მონაწილეებს: ყველა ტრანსპორტი ცენტრალურ ქუჩაზე ვერ იმოძრავებს
დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმის მერიასთან შეკრებილ მოქალაქეებს მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე შეხვდა. „ყველა ტრანსპორტი ცენტრალურ ქუჩაზე ვერ ივლის… რაიონის ხაზებზე ჩვენ ნებართვას არ გავცემთ, ეს რეგულირების გარეშეა,“ – უთხრა ემზარ ქავჟარაძემ აქციის მონაწილეებს. ვინ შეცვალა სამარშრუტო ხაზი, რომლის მიხედვითაც ხელვაჩაურის სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბაგრატიონის ქუჩაზე მიიყვანს? – ემზარ ქავჟარაძემ გვითხრა, …
აქცია ბათუმის მერიასთან – მოსახლეობა სამარშრუტო ხაზების შეცლას აპროტესტებს
ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალშენსა და განახლებაში მცხოვრები მოქალაქეები ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. მოსახლეობა სამარშრუტო ხაზების მიმართულების შეცვლას აპროტესტებს. „ჩვენთან დადიოდა 55 ნომერი და მოვყავდით გორგილაძის ქუჩაზე. ახლა უნდა გამოყვე 65 ნომერს და დაგტოვებს ბაგრატიონზე. ორი „მარშუტკის“ გამოცვლაა საჭირო, რომ 300-ლარიან სამსახურში მიხვიდე,”- გვითხრა ნათელა ძნელაძემ. აქციაზე სამარშუტო ტაქსის მძღოლებიც არიან. მათი …
Continue reading “აქცია ბათუმის მერიასთან – მოსახლეობა სამარშრუტო ხაზების შეცლას აპროტესტებს”
ბათუმში სამარშრუტო ხაზები 6 კომპანიაზე გადანაწილდა – საკითხს საკრებულო დაამტკიცებს
სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის შედეგები ბათუმის საკრებულოს გადაეგზავნა. კონკურსში ექვსი კომპანია მონაწილეობდა და მერიის კომისიამ ექვსივე გამარჯვებულად გამოაცხადა. ქალაქში არსებული 22 სამარშრუტო ხაზი სწორედ ამ ექვს კომპანიაზე გადანაწილდება. გამარჯვებულ კომპანიებზე შესაბამისი ნებართვების გაცემის საკითხი ბათუმის საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს. კონკურსის შედეგებზე საკრებულო 2018 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე იმსჯელებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში: [checklist] …
ახალი სქემით ბათუმში პირველი სექტემბრიდან 564 მიკროავტობუსი იმოძრავებს
ბათუმის მერიის საკონკურსო კომისიამ იმ მიკროავტობუსების შემოწმება [ტექნიკური დათვალიერება] დაასრულა, რომლებმაც ქალაქში სამარშრუტო ხაზებზე უნდა იმოძრაონ. საკონკურსოდ 696 მიკროავტობუსი იყო წარდგენილი, შემოწმება 636-მა გაიარა. აქედან ის კრიტერიუმები, რომლებიც საკრებულოს მიერ არის დადგენილი, დააკმაყოფილა და მინიმალური ზღვარი გადალახა 564-მა მიკროავტობუსმა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ქალაქში ყოველდღიურად მუშაობს [სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე] 460 მიკროავტობუსი. მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, …
Continue reading “ახალი სქემით ბათუმში პირველი სექტემბრიდან 564 მიკროავტობუსი იმოძრავებს”
კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ბათუმში პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ – მერია
ბათუმის მერია M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების [მიკროავტობუსების] ტექნიკურ დათვალიერებას იწყებს. „ტექდათვალიერების მიზანი ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევაა, რაც მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას უზრუნველყოფს. შემოწმების პროცესი გოგოლის ქ. #1-ში, 10-დან 17 აგვისტოს ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. მიკროავტობუსების დათვალიერების დასრულების შემდეგ კომისიის დასკვნა საკრებულოს წარედგინება გამარჯვებულზე ნებართვის გაცემის მიზნით,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში. სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის …
Continue reading “კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ბათუმში პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ – მერია”
როგორი მიკროავტობუსები იმოძრავებენ ბათუმში – კომისია შეფასებას 10 აგვისტოდან დაიწყებს
ბათუმის მერიაში შექმნილი საკონკურსო კომისია იმ მიკროავტობუსების ტექნიკურ შემოწმებას, რომლებმაც ქალაქში სამარშრუტო ხაზებზე უნდა იმოძრაონ, 10 აგვისტოდან დაიწყებს. სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება დასრულებულია. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კონკურსში 6 კომპანია მონაწილეობს. აქედან ოთხს შესაბამისი ნებართვები აქვთ და მათი მიკროავტობუსები დღემდე მოძრაობენ ქალაქში. ახალი კრიტერიუმები, რასაც ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსები …
მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვაზე მერიაში განაცხადი ჯერ არ შესულა
მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში გუშინ, 2018 წლის 30 ივლისს, დაიწყო და ხვალ, პირველ აგვისტოს, 18 საათზე დასრულდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის [12:40] მერიის მიერ შექმნილ საკონკურსო კომისიაში ნებართვის მაძიებელთა არც ერთი განაცხადი არ შესულა. დღეს არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, მხოლოდ ოთხ …
Continue reading “მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვაზე მერიაში განაცხადი ჯერ არ შესულა”
მერია მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვაზე განცხადებებს მიიღებს
ბათუმის მერიაში ქალაქში არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად საკონკურსო კომისია უკვე შექმნილია. მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იწარმოებს მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში, 2018 წლის 30 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია. …
Continue reading “მერია მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვაზე განცხადებებს მიიღებს”
სამარშრუტო ხაზებზე კონკურსი გამოცხადებულია – როდის დაიწყება განცხადებების მიღება
ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადებულია. კონკურსის ორგანიზება, საკრებულოს დავალებით, ბათუმის მერიამ უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც საკონკურსო კომისია შეიქმნება. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომისიის შემადგენლობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ამისთვის კი მათ ვადა 13 ივლისამდე აქვთ. „კომისიაში იქნებიან მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ასევე საკრებულოს სამი წევრი. დეტალები, კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ამ …
Continue reading “სამარშრუტო ხაზებზე კონკურსი გამოცხადებულია – როდის დაიწყება განცხადებების მიღება”
კონდიცირების არმქონე მიკროავტობუსზე ნებართვა აღარ გაიცემა – კონკურსის ახალი კრიტერიუმები
ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებლებს მალე კონკურსის ახალი პირობებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც ბათუმის საკრებულომ უახლოეს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ახალი კრიტერიუმების მიხედვით, მიკროავტობუსზე, რომელსაც არ ექნება კონდიცირების/გათბობის ან/და ვენტილაციის გამართული სისტემები, ნებართვა არ გაიცემა. ნებართვა არ გაიცემა ასევე იმ მიკროავტობუსებზე, რომლებიც გამოშვებულია 2000 წლამდე. ამასთან, ნებართვის მისაღებად აუცილებელია მიკროავტობუსს ძარაზე არ …
მიკროავტობუსისთვის სამგზავრო გადაყვანის ნებართვა 5-ის ნაცვლად შესაძლოა 50 ლარი გახდეს
ბათუმის მერიის ინიციატივით, ბათუმში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისთვის [სამარშრუტო მიკროავტობუსები] 50 ლარით უნდა განისაზღვროს. მერიის ინიციატივა ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. საკითხი საკრებულოს 28 ივნისის სხდომის დღის წესრიგში უკვე შეტანილია. საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღების შემთხვევაში, ძალადაკარგულად გამოცხადდება 2012 წელს მიღებული განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დღეს, სამარშრუტო მიკროავტობუსის მესაკუთრე [სამგზავრო …
რა მარშრუტით და რამდენი მიკროავტობუსი იმოძრავებს ბათუმში – დეტალური რუკები
6 ივნისიდან ამოქმედდა ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც ბათუმის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის ახალი სქემები, მათი რაოდენობა და მოძრაობის ინტერვალი დამტკიცდა. ამავე დადგენილებით, ბათუმის მერია ვალდებულია ერთი თვის ვადაში საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ასევე სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი. კონკურსის პირობებზე ანუ …
Continue reading “რა მარშრუტით და რამდენი მიკროავტობუსი იმოძრავებს ბათუმში – დეტალური რუკები”