ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ვიდეო მოსწავლეთა დახურულ ჯგუფში გავრცელდა, სადაც ის სკოლის ფსიქოლოგმა ნახა და საქმეს მსვლელობა მიეცა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო საჯარო სივრცეში ხვდება. პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ბოლო ერთი თვის …
Tag Archives: ახალი ამბები
ფოტოკონკურსი მეზღვაურებისთვის
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მეზღვაურებისთვის ფოტოკონკურსი დაიწყო. კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა იყოთ მეზღვაური, გქონდეთ ნაოსნობაში გადაღებული ფოტო და ეს ფოტო გაგზავნოთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ფეისბუქგვერდზე, პირადი შეტყობინების სახით. კონკურსის გამარჯვებული ლაიქებით გამოვლინდება. მეზღვაური, რომლის ფოტოც ყველაზე მეტ ლაიქს დააგროვებს, დაჯილდოვდება. ფოტოკონკურსის გამარჯვებული 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეზე გახდება ცნობილი. წელს მეზღვაურებისთვის IMO -ს სოციალური კამპანიის მთავარი მესიჯი …
მიტოვებული კულტურის სახლი სოფელ დაგვაში
ქობულეთში, სოფელ დაგვაში, 11 წელი შენდებოდა კულტურის სახლის შენობა, რომელიც ქართული სოფლის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და გრანდიოზულ ნაგებობად შეიძლება ჩაითვალოს. კულტურის სახლის მშენებლობა 1953 წელს რუსმა ინჟინერმა დაიწყო, თუმცა ის მალევე ჩამოაშორეს პროექტს. მშენებლობის გაგრძელება ბერძენმა ინჟინერმა გადაიბარა, რომელმაც ნაწილობრივ შეცვალა პროექტი. ასე გაჩნდა შენობის ფასადზე ბერძნული აკროპოლისის ელემენტები. კულტურის სახლის მშენებლობა 1964 წელს …
წითელ ნუსხაში შეტანილი მდინარის კალმახის დაჭერისთვის ერთი პირი დაჯარიმდება
ხელვაჩაურში, მდინარე ჭარნალზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი აღკვეთეს. სამართალდამრღვევი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გამოავლინეს. მეთევზე მდინარე ჭარნალის კალაპოტში თევზაობდა. მას მდინარის 18 კალმახი (salmo fario) ჰყავდა დაჭერილი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. კანონდამრღვევი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაჯარიმდება სამი ათასამდე ლარით. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს …
Continue reading “წითელ ნუსხაში შეტანილი მდინარის კალმახის დაჭერისთვის ერთი პირი დაჯარიმდება”
რას სთავაზობს სახელმწიფო საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს
ნებისმიერ ემიგრანტს, რომელიც უცხო ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებას თავისი ნებით გადაწყვეტს, დაადეპორტებენ ან რეადმისიის პროგრამაში მოხვდება, სახელმწიფო რეინტეგრაციაში დახმარებას სთავაზობს. 2017 წელს პროგრამის განხორციელებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 590 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს კი, 650 ათასი ლარია გათვალისწინებული. რამდენად არის ინფორმაცია „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომი, რამდენი მიგრანტი მიმართავს სახელმწიფოს და …
Continue reading “რას სთავაზობს სახელმწიფო საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს”
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ბათუმში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
შს სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, თბილისის და ბათუმის ბაზებზე, თბილისის 43-ე საჯარო სკოლის, ჩოხატაურის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და ქობულეთის, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს უმასპინძლა. შეხვედრა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. შსს-ს ცნობით, თბილისში, განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს და ბათუმში, …
სოციალურად დაუცველ ოჯახს ოთხი თვეა დახმარება არ მიუღია
ცოლ-ქმარი ჯამბულ ბერიძე და ლიკა სანიკიძე ეგრეთ წოდებულ „ოცნების ქალაქში“, ბარაკ #97-ში ცხოვრობენ. ისინი სოციალურად დაუცველთა სიაში არიან, თუმცა, როგორც დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგზე განაცხადეს, ოთხი თვეა სოციალური დახმარება არ მიუღიათ, რომელიც მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.
შსს-მ ქობულეთში მდებარე იმ სასტუმროს მეპატრონე დააკავა, სადაც სამი მოზარდი ხანძარს ემსხვერპლა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მაისში ქობულეთში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინა, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა და ბრალდებული პირი დააკავა.
კონფერენცია კორპორაციულ სადაზღვევო სქემებზე
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ორგანიზებით ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე კონფერენციას 70-ზე მეტი წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირი ესწრება. მოწვეული უცხოელი და ქართველი სპიკერები სუბრობენ კორპორაციულ სადაზღვევო სქემებზე, ამ სქემების გავლენაზე თანამშრომელთა ლოიალობასა და მოტივაციაზე ასევე HR სფეროში მიმდინარე ტენდენციებსა და სიახლეებზე.
ინვესტიცია 300 ადამიანის დასაქმების პერსპექტივით
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია ARmeridans-ის პროექტის – White Sails („ თეთრი იალქნები“) პრეზენტაციას დაესწრნენ. კომპანია ARmeridans-ის პროექტის ფარგლებში 120 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და ექვსი აპარტ-ოტელის აშენება იგეგმება.
საზაფხულო სკოლა პიარტექნოლოგიებში დასრულდა
საზაფხულო სკოლა პიარ-ტექნოლოგიებში, რომელიც ბათუმში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დღეს დასრულდა. მასში სხვადასხვა სფეროდან 15 მსმენელი მონაწილეობდა.
სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად ბათუმიდან 50 სტუდენტი გაემგზავრა
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, თბილისში სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად და პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადასაცემად, ჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მოველეობის შემსრულებელი დავით მიქელაძე და 50 სტუდენტი თბილისში 20 ივნისს 11 საათზე, გაემგზავრნენ.
მოსწავლეებმა მეოთხე კლასის დასრულება ბათუმისადმი მიძღვნილი კონცერტით აღნიშნეს
ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის მეოთხე კლასმა სასწავლო წლის დასასრული ბათუმის თემატიკისადმი მიძღვნილი კონცერტით დაასრულა. კონცერტი ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრიში“ გაიმართა.
აჭარაში საიას ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს
14 იანვარს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს. საიას აჭარაში ორი წლის მანძილზე იურისტი …. უხელმძღვანელებს.
სად და რა ფასად სრულდება ავიარეისები ბათუმის აეროპორტიდან
ბათუმის აეროპორტიდან ყოველდღე ავიარეისით მგზავრობა მხოლოდ სტამბულის მიმართულებითაა შესაძლებელი. ავიარეისებს კომპანია „თურქეთის ავიახაზები“ ასრულებს. ბილეთის ფასი [ერთი გზა] – 260 ლარი, ხოლო ორი გზა – 450 ლარია.
ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ახალაშენებული საბავშვო ბაღის კედლების დაბზარვაზე?
სამშენებელო კომპანია „მტმ“-ი, რომელმაც ერთი წლის წინ, ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე 27-ე საბავშვო ბაღი ააშენა, შენობაზე გაჩენილი ბზარების შესახებ კომენტარს „ბათუმელებთან“ აკეთებს. კომპანიის ხელმძღვანელის, მევლუდ გეწაძის განცხადებით, შენობაზე გაჩენილი ბზარების გამო პასუხისმგებლობა შესაძლოა გეოლოგიური და საპროექტო სამუშაოების შემსრულებელს დაეკისროს. ბაღის ასაშენებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 32 769 ლარი დაიხარჯა. კედლებზე ღრმა ბზარების გაჩენის გამო საბავშვო ბაღი ამჟამად არ მუშაობს.
ბათუმის პლაჟზე მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს სცემა
დღეს დილით ბათუმში, სანაპიროზე ძალადობის ფაქტი მოხდა. თვითმხილველების თქმით ახალგაზრდა მამაკაცი პლაჟზე ქალს სცემდა.
„მამაკაცმა ჩვენს თვალწინ უმოწყალოდ ცემა მისი პარტნიორი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი. როგორც ქალი ამბობს, მამაკაცმა პასპორტი წაართვა და მუდმივად ძალადობდა მასზე. ჩემმა მეგობარმა თარჯიმნის სერვისი შესთავაზა. მე და ერთი თბილისელი გოგო კი მოწმეებად უნდა დავიკითხოთ. მამაკაცი ბათუმელი პოლიციელის შვილია. იმედი მაქვს, დაიჭერენ,“ – წერს ფეისბუქში ფაქტის თვითმხილველი თამუნა გურჩიანი.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიმდინარე წლის 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის შესასვლელთან ჩატარებულ აქციას ეხმაურება. სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ტელევიზორები საბავშვო ბაღებს 40 ათას ლარად
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება ქალაქის ბაღებისთვის ტელევიზორების შეძენას აპირებს. გაერთიანებამ ტენდერი 11 აპრილს გამოაცხადა. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულს კი 17 აპრილს გამოავლენენ. ტელევიზორების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მთლიანობაში 40 ათასი ლარია.
მშენებლობასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები ჩავარდა
<!** Image 1 align="" width="360" height="360" >
ბათუმის საკრებულო, ქალაქის ტერიტორიაზე ზონალური შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებასა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცებას გეგმავდა. საკითხის მიხედვით, ქალაქის გარკვეულ ნაწილში, კონკრეტულად ჭავჭავაძის ქუჩამდე და გრიბოედობის ქუჩის ჩათვლით, მშენებლობებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო და მშენებლობა გამხდარიყო ფასიანი.
საცხოვრებელ ზონაში, ყოველ დამატებულ კვადრატულ მეტრზე მშენებელი გადაიხდიდა 143 ლარს, საქმიან ზონაში კი 105 ლარს, რაც ქალაქის მთავარი არქიტექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, დამატებით შემოსავალს შეიტანდა ქალაქის ბიუჯეტში. „გარდა ამისა, დარეგულირდებოდა მშენებლობის ნორმებიც. სამწუხაროდ, ეს წინადადება არ გავიდა. ხმები გადანაწილდა შვიდი-შვიდზე. არ ვიცი, რატომ არ დაუჭირა მხარი საკრებულოს უმრავლესობამ ამ საკითხს. ჩემი ეჭვები მაქვს, მაგრამ დაუსაბუთებლად მაინც ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა არქიტექტორმა.
საკრებულოს წევრთა ნაწილის განცხადებით, ახალი რეგულაციები მშენებლებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნას შეუშლის ხელს, რასაც არ ეთანხმება მთავარი არქიტექტორი.
ახალი რეგულაციები არ ეხება ძველ ბათუმს, რადგან აქ განსაკუთრებული რეგულაციები მოქმედებს და 15-მეტრიან შენობაზე დიდი სიმაღლის მშენებლობა დაუშვებელია.