არჩილ ხაბაძე და მისი პარტნიორის კომპანია კვარიათში ახალი კომპლექსის აშენებას გეგმავენ

შპს „გუმბათი რეზიდენსი“ კვარიათში, სანაპიროსთან ახლოს, თავისივე მშენებარე კომპლექსის წინ, ახალი მასშტაბური პროექტის მშენებლობას გეგმავს, კომპანიამ სამშენებლოდ ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი [9454 კვ.მეტრი] კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და ვალდებულების შესრულების პირობით დაირეგისტრირა. ახალი პროექტები დაიწყეს ან გეგმავენ სხვა კომპანიებიც, კვარიათში სანაპიროს პირველ ზოლში მაღლივი მშენებლობებისთვის ადგილების ათვისება გრძელდება. როგორც ჩანს, დაბალ სახლებს აქაც მასშტაბური პროექტებით ჩაანაცვლებენ, …

ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ – მფლობელებმა ტერიტორია გაასხვისეს

ბათუმის მოქმედი ავტოსადგურის მფლობელი სააქციო საზოგადოების მეწილეებმა კუთვნილი წილები გაასხვისეს. ამ ადგილზე მშენებლობას „გუმბათი ჰაბი“ გეგმავს. კომპანიის დირექტორი და მფლობელი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეა. ახალი ამბავი აღარ არის და ბათუმში დიდი ხანია იციან, რომ თანამდებობიდან წასულები მშენებლებად გვევლინებიან, სამშენებლო კომპანიების დირექტორები ან არქიტექტორები ხდებიან.  მათ შორის რამდენიმე პირად საუბრებში არც იმას მალავს, რომ …

გია ვოლსკი ხულოში: შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას პარლამენტში

„შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას,“ – აღნიშნა დღეს, 10 აპრილს, ხულოს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა, გია ვოლსკიმ. ხულოს შუალედურ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე წარადგინა. ვახტანგ ბერიძე მერის მოვალეობას გასული წლის ოქტომბრიდან ასრულებს. „…შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას, განსაკუთრებით ხულოს, საქართველოს პარლამენტში. ყველა, ვინც თქვენს თვალწინ გამოვა, ასევე იქნება მათი თანამდგომი, ყველა საკითხში დამხმარე …

„ვჩეხავდი სერიოზულად“ – არჩილ ხაბაძე დეპუტატების ბიზნესინტერესებზე [ფარული ჩანაწერი]

ტელეკომპანია „პირველმა“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ფარული ჩანაწერის ის ფრაგმენტი აჩვენა, სადაც, სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე  [ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის] უცნობ პირს დეპუტატების: გია ვოლსკისა და ერეკლე ტრიპოლსკის აჭარაში ბიზნესინტერესებზე ელაპარაკება. ტელეკომპანია „პირველის“ განმარტებით, აუდიოჩანაწერი ერთსაათიანია და ესაა საუბარი ორ პირს შორის. TV „პირველს“ ინფორმაცია „ოცნების“ ბათუმელმა აქტივისტმა, არჩილ გვიანიძემ მიაწოდა. ამის შესახებ გვიანიძემ თავად განაცხადა გადაცემა „პოლიტმეტრში“. ფრაგმენტი …

მგალობლიშვილის თქმით, მას აქვს ვერსია, ვის შეიძლება გაეკეთებინა ხაბაძესთან ფარული ჩანაწერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი, ფეისბუქზე გამოეხმაურა ფარულ ჩანაწერს, რომელიც დღეს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა. ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ისმის აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ხმა, რომელიც თავისი გადადგომის მიზეზებზე უამბობს უცნობ თანამოსაუბრეს. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. „ადამიანის ფარულად ჩაწერა უმდაბლესი საქციელია, ამიტომ არ ვეუბნები ამის ჩამწერს გამარჯობას. ვინც ეს საქციელი წააქეზა …

გიორგი ერმაკოვი: „არჩილ ხაბაძესთან დღემდე გადასარევი ურთიერთობა მაქვს“

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში, რომელიც დღეს „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა, აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ბათუმში მის დაბალ რეიტინგს იმდროინდელ მერს, გიორგი ერმაკოვს უკავშირებს და ამბობს, რომ ის არ ემორჩილებოდა. არჩილ ხაბაძე ამ ფარულ ჩანაწერში საუბრობს მიზეზებზე, რის გამოც თანამდებობიდან გადადგა. უცნობი ხმა ამის საპასუხოდ ამბობს – „ერმაკოვს კიდე მილიონები აქვს გადარიცხული…“ ჩანაწერის მიხედვით, არჩილ ხაბაძეს …

რატომ დატოვა არჩილ ხაბაძემ თანამდებობა – TV „პირველი“ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

ტელეკომპანია „პირველი“ აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ხაბაძე საუბრობს, რა გახდა მისი მხრიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზი. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. „ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს არჩილ ხაბაძეს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტარია. ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერში კი ისმის: არჩილ ხაბაძე: ბიძინასთან რომ დამდგარიყო საკითხი, ვიტყოდი, აბა არ ვიტყოდი? …

„საერთო მტრის წინაშე ყველამ უნდა დაივიწყოს წყენა“ – არჩილ ხაბაძის საარჩევნო სტრატეგია 

„ჩვენი გვარდია დიდია, ყველა წყენა გვერდით უნდა გადავდოთ და გავერთიანდეთ, რომ მეორე ტურში დავდოთ სასურველი შედეგი“, – ამ მიზნით აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, არჩილ ხაბაძე ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრებს მართავს. ამომრჩეველთან შეხვედრებს ქობულეთში მართავს აჭარის  მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც. რა სტრატეგიით აპირებს „ძველი და ახალი, გაერთიანებული დიდი გვარდია“ არჩევნების მოგებას, …

არჩილ ხაბაძე მამის ფინანსთა სამინისტროდან გათავისუფლებაზე

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის, არჩილ ხაბაძის მამა, რომელიც წლების განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სამსახურს დღეს დატოვებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად არჩილ ხაბაძემ დაუდასტურა: „დიახ, სავარაუდოდ, ტოვებს სამსახურს. გუშინ იყო ამაზე საუბარი. გადაწყვეტილების მიზეზია რეორგანიზაცია. პრივატიზების დეპარტამენტი უქმდება და სხვა დეპარტამენტს უერთდება. გუშინ …

პატარაძის, ხაბაძისა და ვარშალომიძის ბრძანებები და მოქალაქე, რომელსაც ქონება წაართვეს

15 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კახაბერში, ზედ ზღვის სანაპიროზე, კომპანია „რაკენ გრუპ ჯორჯიას“ აჭარის მთავრობამ არჩილ ხაბაძის ბრძანებით 3 მილიონ დოლარად მიყიდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე, „რაკენ გრუპ ჯორჯია“, თანხის გადაუხდელობისა თუ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს, მაგრამ ამ დროისთვის მას ყველა ჯარიმა ჩამოწერილი აქვს. ბოლოს ეს ზურაბ პატარაძემ გააკეთა. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი …

არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა პარლამენტარები გახდებიან

კანდიდატების სიაში, რომლებიც წინასწარი მონაცემების მიხედვით გახდებიან პარლამენტის წევრები, არიან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბა. არჩილ ხაბაძე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ სიაში 21-ე ნომრადაა შეყვანილი, ხოლო სვეტლანა კუდბა ამავე სიაში 38-ე ნომრად. ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამჟამად დათვლილია უბნების 82.55 %, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 2 პარტია ხვდება, თუმცა …

არჩილ ხაბაძე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაშია

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე “ქართული ოცნების” საპარლამდენტო სიაშია. არჩილ ხაბაძე მმართველი პარტიის პროპორციული სიის 21–ე ნომერია. “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაშია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბაც. ის სამთავრობო პარტიის საარჩევნო სიაში რიგით 38–ეა.

არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა. „ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა. პოსტის დატოვების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესებში… მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისათვის. …

არჩილ ხაბაძე გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 6 ივლისს, 11 საათზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე გამართავს ბრიფინგს და გააკეთებს განცხადებას მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. 5 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომის შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობიდან შესაძლო გაგადგომის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის გადადგომის შემთხვევაში, კანონით, აჭარის ოთხივე მინისტრი ავტომატურად უნდა გადადგეს. მინისტრების მოადგილეებს კი …

ყოფილი ჩინოვნიკი და „ოცნების“ შემწირველი ბათუმის ბულვართან მიწის ნაკვეთს ითხოვს

დაახლოებით ერთი თვის წინ დაფუძნებული კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობასა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციებას გეგმავს. კომპანიის მეპატრონე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის ყოფილი უფროსი და „ქართული ოცნების“ შემწირველია. მან „ქართულ ოცნებას“ 2014 წელს 20 000 ლარი შეწირა. ქონების აჭარის მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს ხვალ, …

არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ

დღეს, 5 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობიდან შესაძლო გაგადგომის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ხაბაძის თქმით, განიხილება მისი წასვლის და მთავრობის თავმჯდომარედ საქართველოს ელჩის ყაზახეთში ზურაბ პატარაძის კანდიდატურა, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სიის სათავეში ვიხილოთ. „ჯერ მე არ მითხვამს, რომ მივდივარ. მიდის მსჯელობები და თუ კონსულტაციების …

არჩილ ხაბაძის გადადგომის შემთხვევაში აჭარის მინისტრებიც უნდა გადადგნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის გადადგომის შემთხვევაში აჭარის ოთხივე მინისტრი ავტომატურად უნდა გადადგეს. მინისტრების მოადგილეებს კი უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე. კანონმდებლობით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ აქვს ვალდებულება გადადგომასთან დაკავშირებით რომელიმე თანამდებობის პირს ან აჭარის უმაღლეს საბჭოს წერილობით მიმართოს. „მისი მხრიდან გადადგომის თაობაზე საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება იქნება საკმარისი. შემდეგ კი მას აქვს ვალდებულება დარჩეს …

არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურა არ შედგა

შვიდი მომხრე და რვა წინააღმდეგი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. კეჭისყრაში მონაწილეობა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და მედეა ვასაძემ არ მიიღეს. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატორი „ ნაციონალური მოძრაობა“ იყო. სხდომას თვრამეტი დეპუტატი ესწრებოდა. დღესვე უმაღლესმა საბჭომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პარმენ ჯალაღონია, ხოლო უსკოს წევრად სოფიო კახაძე დაამტკიცა. …

არჩილ ხაბაძემ ადგილობრივ მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა

არჩილ ხაბაძე ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო. ბათუმის მეჩეთში აჭარის მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. არჩილ ხაბაძემ ყველა მუსლიმს რამადან ბაირამი მიულოცა: ,,მინდა მივულოცო მთელი მსოფლიოს მუსლიმ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ეს არის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც გულისხმობს სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, ღარიბისადმი და გაჭირვებულისადმი დახმარებას. ამ დღეს ყველა მუსლიმი არის განსაკუთრებულად კეთილი და დადებითად განწყობილი. მინდა …

წინასაარჩევნო „კოსმეტიკური ცვლილებები“ აჭარის მთავრობაში

აჭარაში უკვე დადასტურებულად საუბრობენ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გადადგება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ხაბაძეს დიპლომატი, საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლებს. რატომ და ვინ გადაწყვიტა უფლებამოსილების მიწურულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ჩანაცვლება და რა გათვლები აქვს „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ? ახალი საკადრო პოლიკის შესაძლო მიზნებსა და შედეგებზე „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს, „ქართული ოცნების“ …

არჩილ ხაბაძემ სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

30 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უკარაინული წარმოშობის, რუსეთში მოვაღვაწე მსახიობთან, სტანისლავ ბონდარენკოსა და შპს „დარ ბილდინგის“ წარმომადგენელთან ერთად გმირთა ხეივანში სასტუმრო „Dar Tower“-ის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, სტანისლავ ბონდარენკო კომპანია „დარ ბილდინგის“ სარეკლამო სახეა: „კომპანიამ მას ბინა გადასცა საჩუქრად. სტანისლავ ბონდარენკო „Dar Tower“-ის ბინის პირველი მესაკუთრე გახდა“. აჭარის …

ზურაბ პატარაძე არჩილ ხაბაძის ნაცვლად?

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლებს. ის ამ დრომდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ყაზახეთის რესპუბლიკაში. ინფორმაცია „ბათუმელებს“ რამდენიმე სამთავრობო წყარომ დაუდასტურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მასთან შეხვედრა უკვე ჰქონდათ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნების“ წევრებს. ეს ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტივილმა დაადასტურა: „ჩვენ მას შევხვდით ბათუმში, რადგან გვაინტერესებდა ყაზახური ინვესტიციები. ეს იყო მეგობრული …

მთავრობასთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, მაგრამ მთავრობაში ამის შესახებ არ გაუგიათ

აპირებთ თუ არა კომენტარის გაკეთებას იმასთან დაკავშირებით, რაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ხდება? – ამ კითხვის პასუხად აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო გუჯაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ. კითხვაზე ეს არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებაა თუ ვინმე სხვის, სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ეს არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებაა. სოფო გუჯაბიძეს ასევე ჰკითხა „ბათუმელებმა“ იციან …

ქობულეთსა და ხელვაჩაურში წელს 13 სოფლის გაზიფიცირება უნდა დასრულდეს

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ქობულეთისა და ხელვაჩაურის 13 სოფლის გაზიფიცირებას იწყებს. გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე გაზის გაყვანა უნდა დასრულდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვედა სამება, ბობოყვათი, ქვედა დაგვა, ხუცუბანი, ნაკაიძეები, დაგვა; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კაპრეშუმი, ზედა ახალშენი, ახალშენი, ხეღრუ, განახლება, სამება, ქვედა სამება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის ელჩს შეხვდა

დღეს, 9 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე იტალიის ელჩს საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას იტალიის ელჩთან ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე …

ანდრეი კისკა არჩილ ხაბაძეს შეხვდა

სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ და აქტიურ თანამშრომლობასა და მეგობრობაზე ისაუბრეს: „არჩილ ხაბაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა აჭარაში ჩამობრძანებისათვის და იმ ორმხრივი ურთიერთობის ეფექტურობასა და შედეგებზე ესაუბრა, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მეგობარი ევროპის ქვეყნების რეგიონებთან აკავშირებს. სლოვაკეთისა და საქართველოს …

ომბუდსმენთან შეხვედრაზე თემურ ქარცივაძე ყველაზე უტაქტო საჯარო მოხელედ დაასახელეს

დღეს ბათუმში ჩართულობის ცენტრში სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან შეხვედრაზე სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე ერთ-ერთ ყველაზე რთულად საურთიერთო და უტაქტო საჯარო მოხელედ დაასახელეს. სააგენტოს უფროსისა და მისი თანამშრომლების მხრიდან არასათანადო ქცევაზე „ფსიქოსერვისების ცენტრის“ ხელმძღვანელმა შორენა დოლიძემ ისაუბრა, მას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ თემურ ქარცივაძესთან კონტაქტი შეუძლებელია. თემურ ქარცივაძესთან დაკავშირებით არასამთავრობო …

ბათუმის საკრებულო არჩილ ხაბაძისთვის k2-ზე რეკომენდაციის უფლების ჩამორთმევას გეგმავს

ბათუმის საკრებულო აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (k2) გაზრდის თაობაზე შუამდგომლობის [რეკომენდაციით მიმართვის] უფლების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს. ინიციატორი რესპუბლიკელი თემურ ყურაშვილია. დადგენილების პროექტის განხილვას, რომელიც უკვე მზადაა, საკრებულო 27 მაისს დაანონსებულ სხდომაზე გეგმავდა, თუმცა საკითხი უკვე გამოქვეყნებული დღის წესრიგიდან ამოიღეს. რატომ გადაწყვიტა საკრებულომ მთავრობის თავმჯდომარეს მის მიერვე მინიჭებული უფლება ჩამოართვას? – საკითხის ინიციატორის თემურ …

მთავრობას ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანიასთან ხელშეკრულება არ შეუწყვეტია

კომპანიასთან, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს, ხელშეკრულების შესაძლო გაუქმებაზე არჩილ ხაბაძემ განცხადება 12 აპრილს გააკეთა. ხელშეკრულება ამ დრომდე ძალაში რჩება. „ვთქვი, რომ ჩვენი მოქმედება იქნებოდა აუცილებლად სამართლებრივ ჩარჩოებში. გვქონდა ორი ვარიანტი. ერთი, ეს იყო მორიგების გზით ხელშეკრულების გაწყვეტა, მეორე იყო ის, რომ მიგვეყვანა ბოლომდე ხელშეკრულება და შემადეგ დაგვეწყო შემოწმება – ინვენტარიზაცია. საინიციატივო ჯგუფმა აირჩია პირველი და …

მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში

დღეს, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ წელს, ბათუმის ძველ ბულვარში განთავსდება ახალი სასწრაფო ამბულატორია, რომელიც გადაუდებელ დახმარებას გაუწევს ქალაქის დამსვენებლებს. თანამედროვე ტიპის ამბულატორია სულ ორია საქართველოში და ერთ-ერთ მათგანს ბათუმის ბულვარში განათავსებენ.

სკვერი ბარბარეს ეკლესიის გვერდით მთავრობამ კომპანიას დაუბრუნა

არჩილ ხაბაძემ კომპანია „აქთივ ბათუმს“ რუსთაველზე, ბარბარეს ეკლესიის გვერდით არსებული 7007 კვადრატული მეტრი სკვერი ცოტა ხნის წინ დაუბრუნა. ეს სკვერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის 23 თებერვალს წაართვა კომპანიას „ვალდებულების შეუსრულებლობისთვის“. „აქთივ ბათუმს“ სარეკრეაციო ზონაში 2 მილიონ დოლარად შეფასებული სკვერი, ზღვისპირა ზოლში, 500 000 დოლარად ლევან ვარშალომიძემ მიყიდა და 40-სართულიანი სასტუმროს აშენება დაავალა. …

დავით ქარცივაძე – უსკოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დავით ქარცივაძის, ხოლო უსკოს წევრობის კანდიდატებად მამუკა ჯაშისა და ირაკლი გვარამიას კანდიდატურები წარუდგინა. დავით ქარცივაძის საარჩევნო გამოცდილება: 2005-2010 წლებში დავით ქარცივაძე #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო …

არჩილ ხაბაძის პოლიტიკური ფასი

„დაძანძურება“ – ეს სიტყვა ალბათ დიდხანს გაახსენებს ბევრს არჩილ ხაბაძეს, იმის მიუხედავად, ვინ როგორ აფასებს მის მმართველობას და კიდევ იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა იგი პოლიტიკაში. „ქართულ ოცნებაში“ ახლა ყველაზე აქტიურად ეს საკითხი განიხილება – ვინ უნდა მოხვდეს სიაში. არ არის გამორიცხული, უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი სწორედ არჩილ ხაბაძე იყოს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა …

„ოცნების ქალაქის“ ულტიმატუმი არჩილ ხაბაძეს

გასულ კვირას არჩილ ხაბაძემ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების შესახებ თქვა, რომ მათგან „მხოლოდ 10%-ს ანუ 90 ოჯახს“ ერგება სახელმწიფოს დახმარება. კვლევის მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა ეს განცხადება, საზოგადოებისთვის უცნობია. არჩილ ხაბაძის განცხადებიდან მალევე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობას ულტიმატუმით მიმართეს – ისინი 10 დღის ვადაში ითხოვენ ტერიტორიის დაკანონების პროცესის დაწყებას. რატომ აირჩიეს ულტიმატუმის …

“ჩვენ აღარ გვინდა ქუჩაში ლოცვა” – რას ითხოვს მუსლიმი მრევლი [ფოტო]

დღეს, ლოცვის შემდეგ მუსლიმმა მრევლმა, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის მოსაპოვებლად, კიდევ ერთი მშვიდობიანი აქცია გამართა.  აქციის მონაწილეებმა, მსვლელობა მოაწყვეს და მთავრობის სახლთან სამი ძირითადი მოთხოვნა გააჟღერეს. ისინი ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფისა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, ასევე ქობულეთის ბავშვთა პანსიონის საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარებას და მუსლიმთა უფლებების დაცვას ითხოვენ. აქცია, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებს …

არჩილ ხაბაძის კომენტარი „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულებთან დაკავშირებით

„ქონების დარეგისტრირება და გადაცემა არ მოხდება, ეს არის სახელმწიფო საკუთრება. ამ ეტაპისთვის ჩვენ შევისწავლეთ დაახლოებით 1200-მდე ოჯახი და  10%, დაახლოებით 90 ოჯახამდეა, რომელთაც შეიძლება და ვალდებულია სახელმწიფო დაეხმაროს. დანარჩენებს თავშესაფარიც აქვთ, საცხოვრებელიც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, შესაბამსად, ამის დადასტურება ჩვენ შეგვიძლია“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ოჯახებთან დაკავშირებით. „თუ მომრავლდნენ [ოჯახები] …

Exit mobile version