ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც გადააყენეს

ბათუმის მერიაში თანამდებობა ვიცე-მერმა ჯაბა ტუღუშმაც დატოვა. დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვება აიძულეს. ლაშა კომახიძე ამ კვირის ორშაბათს მოულოდნელად შვებულებაში გავიდა და ამ დრომდე საზოგადოებისთვის არაფერი უთქვამს. ჯაბა ტუღუში ვიცე-მერად ლაშა კომახიძემ გასული წლის ოქტომბერში დანიშნა. შესაბამისად, მან ამ თანამდებობაზე თითქმის 9 თვე იმუშავა. მედიასთან კომენტარი …

რა ეტაპზეა საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმში

ბათუმში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეუფერხებლად გრძელდება. პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ახალი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს ანგისის დასახლებაში. 2020 წლის ბილომდე კი ახალი ქსელის მოწყობა უნდა დასრულდეს ჯავახიშვილის ქუჩასა და მდინარე მეჯინისწყალს შორის არსებულ ტერიტორიაზე. ბონი-გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლებების შიდა ქსელები უკვე დაერთებულია ახალ ცენტრალურ სისტემაზე, ანუ, ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე. …

როცა ბათუმის ვიცე-მერიც სამშენებლო კომპანიის თანამესაკუთრეა

მას შემდეგ, რაც ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობა ჯაბა ტუღუშმა დაიკავა, მისი ჩაწერა  კონკრეტულ საკითხზე ბევრჯერ ვცადეთ, გვაინტერესებდა ვიცე-მერის ხედვა ბათუმში სამშენებლო რეგულაციების, უკანონო მშენებლობების, მიშენება-დაშენებებისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების თაობაზე. ამ საკითხზე ინტერვიუს ის არ დაგვთანხმდა – შემოგვითვალა, რომ მშენებლობა მისი საკურატორო სფერო არასდროს ყოფილა, კომპეტენტური არ არის და ამ თემაზე საუბარი ამიტომაც არ სურს. თუმცა …

ჯაბა ტუღუშს ბათუმის ვიცე-მერად წარადგენენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ვიცე-მერად დღეს, 25 ოქტომბერს, ჯაბა ტუღუშს წარადგენენ. ის ბათუმის მერის მრჩეველია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში. ეს ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე პროკურატურამ 2019 წლის მაისში სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, „იაფი სახლის“ საქმეზე დააკავა. ამ საქმეზე სულ 7 ბრალდებულია, თუმცა 24 სექტემბრის სხდომაზე სასამართლომ გირაოს საფუძველზე ოთხი მათგანი გაათავისუფლა, მათ შორის თენგიზ პეტრიძე.

რა გაკეთდება €60 მილიონი სესხით ბათუმში და როდის დაიწყება თანხის ათვისება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW]  მიერ ბათუმისთვის გამოყოფილი 60 მილიონი ევროს სესხის ათვისებას 5 წელი დასჭირდება. „ეს დრო, წინასწარი გათვლებით, საჭიროა მთლიანად პროექტის დასრულებისთვის, რაც შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდსაც მოიცავს,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში. ამ თანხით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის, კახაბრის, ადლია-აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების …

ადლიის გამწმენდ ნაგებობას გააფართოებენ – პროექტი 12 მილიონი ევრო ეღირება

ბათუმში, ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოებას დაახლოებით 12 მილიონამდე ევრო დასჭირდება. ნაგებობის გაფართოება აუცილებელია იქედან გამომდინარე, რომ აქ სამომავლოდ თავი უნდა მოიყაროს საკანალიზაციო წყლებმა ბათუმს შემოერთებული ტერიტორიებიდან. შემოერთებულ ტერიტორიებზე [მახინჯაური, მწვანე კონცხი, ხელვაჩაური, ადლია, კახაბერი, აეროპორტის დასახლება, მეჯინისწყალი] საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება ერთიანი პროექტით განხორციელდება, რომლისთვისაც გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი [KFW] 60 მილიონამდე ევროს სესხს გამოყოფს. …

წელს პირველად ბათუმის სანაპიროზე კანალიზაცია გაუფილტრავად ზღვაში აღარ ჩაედინება

აჭარის სანაპიროსთან ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე +20 გრადუსია. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ბათუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის პარალელურად კი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება. ბათუმის საკანალიზაციო ქსელი, დღეის მდგომარეობით, ძირითადად ჩართულია ახალ სისტემაში, რომელიც ადლიის გამწმენდ ნაგებობას უერთდება, აქედან კი …

რატომ ბინძურდება არდაგანის ტბა

არდაგანის ტბა მექანიკურად [სპეციალური ტექნიკით] „ბათუმის წყალმა“ რამდენიმე დღის წინ გაწმინდა, თუმცა, დღეს ტბას, ისევ ტექნიკის გამოყენებით წმენდდნენ. „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ ტბის ზედაპირული გაწმენდა მიმდინარეობს ყოველდღე, მექანიკური გაწმენდა კი ხდება ტბაზე არსებული მდგომარეობის შეფასების მიხედვით. ტბა განსაკუთრებით „მაგნოლიას“ მხარეს ბინძურდება. „დღეს, სპეცტექნიკით მოხდა ზედაპირზე არსებული დაბინძურებული მასის ამოტუმბვა“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში. რა იწვევს ტბის ხშირ დაბინძურებას? …

სექტემბერში გოგოლის ქუჩა ჩაიკეტება – რა ეტაპზეა ბათუმში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია

ბათუმში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა აღმაშენებლის, ლეონიძის, შერიფ ხიმშიაშვილის, ფიროსმანის, კობალაძისა და მიმდებარე ქუჩებზე. მერიაში ვერ აზუსტებენ ტენდერის გამოცხადების თარიღს, თუმცა ვარაუდობენ, რომ სამუშაოები ამ ქუჩებზე 2019 წლის იანვრიდან დაიწყება. ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, კანალიზაციის ახალი ქსელის მშენებლობა დასრულებულია ე.წ. ჭაობის უბანში ჯავახიშვილის …

სანიაღვრე არხით დაბინძურებული ზღვა [ვიდეო]

ბათუმში ზღვას 20-მდე ღია თუ დახურული სანიაღვრე არხი უერთდება. სანიაღვრე არხად მიიჩნევა ის მდინარეებიც, რომლებიც ქალაქის უბნების გავლით უერთებიან ზღვას [ყოროლისწყალი, ბარცხანა, მეჯინისწყალი]. ამ არხებს ზღვაში დღემდე შეაქვთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. გარდა ამისა, სანიაღვრე არხებსა თუ მდინარეებზე ჯერ კიდევ თვითნებურად აქვთ მოქალაქეებს დაერთებული კანალიზაცია, შესაბამისად, ზღვაში ამ არხებით საკანალიზაციო წყლებიც ჩაედინება. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე …

ქუჩა ბათუმში, რომელსაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ვერ კეტავს

ბათუმში, გოგოლის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში [ბარცხანაში გადასასვლელი] 20-25 დღით მაინც უნდა გადაიკეტოს. აღნიშნულ მონაკვეთში, მიწაში საკანალიზაციო მილია ჩასადები, რომლითაც თამარისა და ბარცხანის ახალი საკანალიზაციო ქსელი ქალაქის ერთიან ქსელში ჩაირთვება. მიუხედავად ამისა, საპატრულო პოლიცია გზის დროებით გადაკეტვაზე თანხმობას არ იძლევა. „ვერ კეტავენ, საპატრულოში აცხადებენ – იმდენად დიდი ნაკადია ტრანსპორტის ამ მონაკვეთში, რომ ეს ფიზიკურად …

გოგოლის ქუჩა [მაიაკოვსკიდან ნონეშვილამდე] შესაძლოა 20-25 დღით გადაკეტონ

ბათუმში, გოგოლის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში [ბარცხანაში გადასასვლელი] შესაძლოა 20-25 დღით გადაიკეტოს. აღნიშნულ მონაკვეთში, მიწაში საკანალიზაციო მილი უნდა ჩაიდოს, რომლითაც თამარისა და ბარცხანის ახალი საკანალიზაციო ქსელი ქალაქის ერთიან ქსელში ჩაირთვება. სამუშაოები ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა, საპატრულო პოლიციამ „სეზონზე გადატვირთული მოძრაობის გამო“ მშენებელ კომპანიას სამუშაოების ჩატარების [გზის გადაკეტვის] უფლება არ მისცა. „15 სექტემბრის შემდეგ, …

„ჭაობში“ ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელშიც გაგრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ „ჭაობის დასახლებაში“ არაერთი ქუჩა ამორტიზებულ-გადათხრილია, ამასთან ზოგიერთ უბანში ინტენსიური სამუშაოები არ შეინიშნება, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პროცესი გეგმით მიმდინარეობს და ზოგიერთ ქუჩაზე სამუშაოები დაგეგმილზე ადრეც კი დასრულდება. „ჭაობში“ დღეს, ასე ვთქვათ, ორი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს – მიწისქვეშა [კანალიზაციის ახალი ქსელის მშენებლობა] და მიწისზედა [სანიაღვრე არხები, კეთილმოწყობა, გარე განათება]. ქუჩების კეთილმოწყობა კი დამოკიდებულია საკანალიზაციო …

დააფინანსებს თუ არა გერმანული ბანკი კანალიზაციის მოწყობას ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზეც

განიხილეს თუ არა KfW-ის წარმომადგენლებთან კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი ბათუმისთვის შემოერთებულ ტერიტორიებზე? – ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, ამ საკითხზე მერიაში საუბარი იყო. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KfW] წარმომადგენლები ბათუმში რამდენიმე დღის წინ იყვნენ. „რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტანდარტული წესია, რომ სამუშაოების გარკვეული ფაზის დასრულებიდან მეოთხე წელს აკეთებენ საბოლოო შეფასებას. ამჯერად, ისინი პირველი და მეორე …

რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

ბათუმში, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია მოწყობილი და აქამდე მიიჩნეოდა, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო  ადგილი იყო, ფაქტობრივად, დაჭაობებულია. ტბის ირგვლივ მძაფრი სუნი და ნაგავი ტბაში რამდენიმე თვეა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუ 6 მაისის პარკში, ასე თუ ისე ნურიგელის ტბას უშველეს, რომელსაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა, არდაგანის ტბას ამ დრომდე არავინ პატრონობს. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ …

კანალიზაციის ახალი სისტემა ახალი პრობლემებით „ჭაობის“ უბანში

ბათუმში, ლადო ასათიანის ჩიხში მცხოვრებლები ამბობენ, რომ საკანალიზაციო სისტემის შეცვლის მიუხედავად, მთელს ქუჩაზე არის აუტანელი სუნი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეებმა გასულ კვირას წერილობით მიმართეს ქალაქის მერიასაც, მაგრამ მათთვის ამ დრომდე პასუხი არ გაუციათ. „ბათუმის წყლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლადო ასათიანის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში ჩატარდა წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და სახლების დაერთებას ახალ ქსელში ეტაპობრივად …

ბათუმის უბნები სასმელი წყლის გარეშე – პრობლემის მოგვარებას 50 მილიონი ევრო დასჭირდება

ბათუმში, დავით კაკაბაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ერთ ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ჰპირდებიან, ბათუმის მერიაში კი ეუბნებიან, რომ მათ უბანში წყლის სისტემის მოწყობის გეგმაც კი არ განიხილება. თითქმის ანალოგიური სიტუაციაა ბათუმს შემოერთებულ სხვა დასახლებებშიც ხელვაჩაურიდან აეროპორტამდე მონაკვეთში. მოსახლეობა სასმელად აქ „უცნობი წარმოშობის“ გრუნტის წყალს იყენებს. „სასმელი …

იგეგმება თუ არა ახალი გზის მშენებლობა და ოჯახების ასახლება „ბონი-გოროდოკის“ უბანში

ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ აქვთ ინფორმაცია, თითქოს იგეგმება ახალი გზის მშენებლობა [გოგოლის ქუჩიდან გოროდოკის დასახლების მიმართულებით], რის გამოც რამდენიმე ოჯახის ასახლება იქნება აუცილებელი. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ბათუმის მერიაში. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განცხადებით, აღნიშნულ უბანში ახალი გზის მშენებლობა არ განიხილება, მეტიც, აქ არც …

პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე

ბათუმში ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის უნდა დასრულდეს. ასევე დასრულდება  გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩების მონაკვეთები ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს შორის. რაც შეეხება ამ ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებს „ჭაობში“ და ასევე სხვა ქუჩებს, მათი სრული რეაბილიტაცია 2018 წლის 4 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. გრიბოედოვის ქუჩაზე სამუშაოები გრაფიკით 29 მარტს უნდა …

Exit mobile version