ხულოს საკრებულოში ოპოზიციონერებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს – რა გადაწყვიტა სასამართლომ

ხელვაჩაურის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც ხულოს საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის შექმნას ეხებოდა. ხულოს საკრებულომ ოპოზიციონერ წევრებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა. საკრებულოს წევრებს ფრაქციის შექმნის უფლებას კანონი აძლევს. როგორც „ბათუმელებს“ ბესიკ შაინიძემ უთხრა, ხულოს საკრებულოს წევრმა კოალიციიდან -„ძლიერი საქართველო“, ხელვაჩაურის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნუგზარ მგელაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი. კერძოდ, მოთხოვნა დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომ ხულოს საკრებულომ …

ხელვაჩაურის მერიიდან გათავისუფლებული მოხელის სარჩელი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ ხელვაჩაურის სასამართლოში არ დააკმაყოფილა გოჩა მჟავანაძის სარჩელი. საქმე ხელვაჩაურის მერიიდან გათავისუფლებას ეხება. გოჩა მჟავანაძის გათავისუფლება უკანონობად 2022 წელს სახალხო დამცველმა შეაფასა. გოჩა მჟავანაძე პროევროპული აქციის აქტიური მონაწილეა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარი, ანალიტიკოსი. იგი საჯარო მოხელე იყო – ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. გოჩა მჟავანაძე რეორგანიზაციის საფუძველზე …

რა ჩაწერა გადაწყვეტილებაში მოსამართლემ, რომელმაც უბნების გაბათილებაზე უარი თქვა

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ, ცესკოს მსგავსად, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა დაინახა იმაში, თუ კი არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა. თუმცა წუხელ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს მოსამართლემ მსგავს ფაქტებზე თქვა, რომ ხმების ფარულობა არჩევნებზე დაირღვა. 24 მოსამართლიდან მხოლოდ ერთმა, თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, რომ ხმის ფარულობა დაირღვა. დღეს, 5 ნოემბერს, საიას სარჩელების განხილვა სააპელაციო სასამართლოებში გაგრძელდება. „ბათუმელები“ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს …

აბაზანაში ქალს ვიდეო გადაუღეს და გაუვრცელეს – რა გადაწყვიტა ხელვაჩაურის სასამართლომ

„ს. ს.-მ ფარულად დამონტაჟებული მობილური ტელეფონის ვიდეოკამერის მეშვეობით უკანონოდ მოიპოვა პირადი საიდუმლოს – ა. შ-ს სრულიად შიშველი სხეულის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რამაც მნიშვნელოვანი მორალური ზიანი გამოიწვია,“ – წერია საქმეში, რომელიც ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ უკვე განიხილა. საქმის მასალების მიხედვით, კაცმა, რომელმაც ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი მოიპოვა, სოციალური ქსელის მეშვეობით სხვა პირს გადაუგზავნა ქალის შიშველი სხეულის ამსახველი …

ხელვაჩაურის სასამართლოში 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხელვაჩაურის სასამართლოს აპარატში 5 თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა. ისინი საკარანტინო სივრცეში მკურნალობენ, როგორც უსიმპტომო პაციენტები. კორონავირუსი არ დაუდასტურდათ მოსამართლეებს, ისინი დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სასამართლოში დისტანციის წესის დაცვით მუშაობენ, სასამართლომ გადადო იმ საქმეების განხილვა, რომელთა ვადებიც შეზღუდული არ იყო. ხელვაჩაურის სასამართლოში ამ დროისთვის სულ ორი მოსამართლე მუშაობს – გოჩა ფუტკარაძე …

“არ ვაღიარებთ” – შუახევში 64 წლის კაცის დაყაჩაღებაში ბრალდებულები

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა არჩილ დ.-ს და ხვიჩა ც.-ს. მათ 16 აგვისტოს შუახევში 64 წლის კაცის ჯგუფურად დაყაჩაღება ედებათ ბრალად. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში დღეს, 18 აგვისტოს, დისტანციური წესით გაიმართა. გამოძიების ვერსიით, შუახევის სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი ნოდარ დავითაძე 16 აგვისტოს ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძე „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელი მოლარეა, …

20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლეს

ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით. შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა. გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე …

„ვახტანგ ბერიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“ – გამოძიება ხულოს მერის წინააღმდეგ

ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში მცხოვრები მადონა სოლომონიძე პროკურატურისგან პასუხს ითხოვს. საქმე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ბერიძეს ეხება, რომელიც წინა წლებში ხულოს მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსი იყო. მოქალაქე ირწმუნება, რომ 2016 წლის 8 მაისს, ხულოში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავების დროს, ვახტანგ ბერიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. „ეს იყო აქცია არა ჰესების წინააღმდეგ, არამედ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. ჩემი სახლიც …

მუსლიმური პანსიონი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს – პარლამენტს ლიცენზიის გადავადება მოსთხოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ჩელტაში მდებარე მუსლიმური პანსიონის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ოქმის მიხედვით, პანსიონს 3 ათასი ლარით აჯარიმებენ. სამართალდარღვევის არსებობა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ უნდა დაადასტუროს. საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს. „ლიცენზიის არქონის გამო დაგვაჯარიმეს 3 ათასი ლარით. სასამართლო პროცესი გადაიდო… აჭარაში სულ 15-მდე პანსიონია, სხვა არ დაუჯარიმებიათ, როგორც …

აკვნის ჯოხით რძლის ცემისთვის დედამთილი 600 ლარით დააჯარიმეს

რძლის ცემისთვის ხელვაჩაურში მცხოვრები მ.ფ. 600 ლარით დააჯარიმეს. ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა. „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავდი ჯოხით,“ – უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა. სასამართლოს მხარეებმა …

სასჯელი არასრულწლოვან გოგოსთან სექსისთვის

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ორი განაჩენი მიუღია. ორივე შემთხვევაში გამოძიება მიუთითებს, რომ სექსუალური კავშირი „ნებაყოფლობითი“ იყო და ოჯახი შეიქმნა. პროკურატურამ ორივე ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, სასამართლომ კი გასამართლებულებს დამატებით სასჯელად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა. არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის ხელვაჩაურის სასამართლომ ხულოში მცხოვრები რ.დ. გაასამართლა. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა …

მოსამართლე ბრალდებულის მოწმეების დაკითხვაზე უარს ამბობს – „გიორგი მიქაუტაძის საქმე“

„მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება, იგი დაუსაბუთებელია,“ – ასე აფასებს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებას საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. ამ მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის მოწმეების დაკითხვაზე უარი თქვა. მან მხოლოდ პროკურატურის მოწმეებს მოუსმინა და პირდაპირ დასკვნითი სიტყვების მოსმენას აპირებდა. ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი გიორგი მიქაუტაძეა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს …

„წიხლებს მირტყამდა ის ბიჭი,“ – გიორგი მიქაუტაძის სასამართლო ჩვენება

„აღშფოთება გამოვხატე, რას აკეთებთ, შვილებთან ერთად ვარ-მეთქი. სიტყვასიტყვით ვერ გავიმეორებ, მოვერიდები. რაც ვიდეოშია, ისაა რეალური,“ – ასე უპასუხა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ადვოკატის შეკითხვას მოქალაქის გინებაზე. ადვოკატმა სულხან კაპანაძემ მას გონიოს პლაჟზე გადაღებულ ვიდეოზე ჰკითხა, სადაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის და 13 წლის არასრულწლოვნის ფიზიკური დაპირისპირება ჩანს, ასევე ისმის მოსამართლის გინება. გიორგი …

ბრალდებული მოწმეს: აჩეხვით თუ ვემუქრებოდი მელოტ კაცს, პოლიცია რატომ არ გამოიძახეთ?

„ქალბატონი, მამაკაცი და კიდევ ბიჭი მელოტი კაცისკენ იწეოდნენ… მერე შეზლონგზე იჯდა ქალი, რომელიც მელოტ კაცს ემუქრებოდა, აგჩეხავო“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა დღევანდელ პროცესზე „გონიოს პლაჟის ინციდენტი“  პროკურატურის მიერ დაბარებულმა მოწმემ – მირზა მიქელაძემ. იგი 2016 წლის აგვისტოში მაშველად მუშაობდა გონიოს პლაჟზე, სადაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს და 13 წლის ბიჭს შორის დაპირისპირება მოხდა. არასრულწლოვნის მშობლების …

მოსამართლის ჩარევის შედეგად, ექსპერტიზის გამქრალი დასკვნა „მიქაუტაძის საქმეს“ დაუბრუნდება

არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ბავშვზე მიყენებული ფიზიკური დაზიანებები დასტურდება, „გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაუბრუნდება. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მისი სიცოცხლის ხელყოფის მუქარას გამოძიება 13 წლის არასრულწლოვნის მშობლებს – თამარ ხაჭაპურიძესა და კახაბერ ხაჩიძეს ედავება. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა …

პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მოსამართლე მიქაუტაძის საქმიდან გაქრა ბავშვის ცემაზე ექსპერტიზის დასკვნა

„ეს პროკურორი უნდა დააპატიმრონ, მან იცრუა…“ – წამოიძახა სასამართლო პროცესის დროს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ პროკურორ დავით ხარძეიშვილის მისამართით. ამ რეპლიკამდე გამომძიებელმა თამაზ აბაშიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ექსპერტიზას თვითონ მიმართა, დასკვნაც თვითონ წამოიღო ბიუროდან და „მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაურთო. გიორგი მიქაუტაძე ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. ამ საქმეში არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული …

მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე ბრალდებულებს სკაიპით ჩართავენ

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე ბრალდებულებს დიდი ბრიტანეთიდან სკაიპით ჩართავენ. გადაწყვეტილება ხელვაჩაურის სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა დღევანდელ პროცესზე მიიღო. ეს პირველი პროცესი იქნება, სადაც ბრალდებულები პროცესს დისტანციური წესით  დაესწრებიან და ჩვენებებსაც მისცემენ. გიორგი მიქაუტაძე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. „ეს პრეცედენტია, როცა სკაიპით ჩაერთვებიან ბრალდებულები. მორიგი პროცესი 30 აპრილს დაინიშნა,“ – ამბობს „ახალგაზრდა …

გიორგი მიქაუტაძის საქმე – ბრალდებულები დიდი ბრიტანეთიდან სკაიპით ჩართვას ითხოვენ

„მოვითხოვთ დისტანციურ ჩართვას დიდი ბრიტანეთიდან. ჩვენი მიზანი არ არის სასამართლო პროცესის გაჭიანურება,”- აღნიშნა დღეს, 12 მარტს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ადვოკატმა სულხან კაპანაძემ. იგი საია-ს იურისტთან, პაატა დიასამიძესთან ერთად დაცვის მხარეს წარმოადგენს საქმეში, სადაც დაზარალებულად მიჩნეულია გიორგი მიქაუტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. გამოძიება მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ცოლ-ქმარს ედავება – თამარ …

“გიორგი მიქაუტაძის საქმეზე” პროკურორი შეცვალეს

“გიორგი მიქაუტაძის საქმის” განხილვა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გადაიდო. გადადება პროკურორმა რომან ბოლქვაძემ ითხოვა, რომელმაც დავით ხარძეიშვილი ჩაანაცვლა და საქმის გასაცნობად დრო ითხოვა. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება …

პროკურორი: ბავშვის ცემის ფაქტზე იუსტიციის საბჭოს მდივანი დაკითხულია

საქმე, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს – გიორგი მიქაუტაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, დღეს, 12 თებერვალს განიხილავდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა [იმ დროს გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო]. ბავშვის ცემის …

სოციალური სააგენტო: უმჯობესია ბავშვი მამამ გაზარდოს

20 წლის ნინი აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს [სახელი შეცვლილია]. ის 16 წლისა გათხოვდა. ახლა სამი წლის შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ოჯახში 16 წლით უფროს ქმართან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, როცა გასულ წელს თქვა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება და სწავლა სურდა. ნინი ქმრისგან არაერთხელ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. სასამართლომ მისი მეუღლე ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლა და პირობითი მსჯავრი …

ბაბუა 20 წლის შვილიშვილი გოგოს ცემისთვის გაასამართლეს

65 წლის ა.ფ. ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს.  შემთხვევა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. განაჩენში, რომელსაც ხელვაჩაურის მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი აწერს ხელს, აღნიშნულია: „დაახლოებით 20:30 საათზე, ა. ფ-მ ჩაცმულობასთან და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოჯახის წევრს, შვილიშვილს, ნ. ფ.-ს სხეულზე ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი…“ ბაბუა იმავე დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის. …

როგორ აისახა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა შუახევის გამგეობაზე

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვახტანგ ბერიძის სარჩელი. ეს მოქალაქე შუახევის კულტურის ცენტრიდან უკანონოდ გათავისუფლებას ასაჩივრებდა. მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ განმარტა, რომ კულტურის ცენტრი არასამეწარმეო იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელის გათავისუფლების უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს ნებისმიერ დროს აქვს, მათ შორის, დარღვევის არარსებობის შემთხვევაშიც. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს, მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ უზენაესი სასამართლოს მიერ გასული წლის ბოლოს მიღებული …

საჯარო განცხადება უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო #2-394/2017 საქმე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის  ადმინისტრაციის  განცხადების გამო, ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე. უპატრონოდ საცნობი 2,48 მ3 II ხარისხის ხე-ტყე, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 465,30 ლარი. იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, უნდა განაცხადონ  თავიანთი უფლებების შესახებ, პუბლიკაციის დღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში, ხელვაჩაურის …

„გონიოს პლაჟის ინციდენტი“, რომელშიც დაზარალებული იუსტიციის საბჭოს ახალი მდივანია

„მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე“, – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“გასული წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებული ინციდენტის განხილვა ამ დრომდე გრძელდება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში. გიორგი მიქაუტაძე 2017 წლის 24 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. მანამდე იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. გონიოში მომხდარი ინციდენტის სასამართლო გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა მოსამართლე ხვიჩა …

Exit mobile version