დღეს, 15 ივნისს, საღამოს, ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, მაღალ სართულზე. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და პოლიცია. განახლებული ინფორმაცია: ხანძარი ბაგრატიონის ქუჩაზე დაახლოებით 22:20 საათზე უკვე ლიკვიდირებული იყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
Tag Archives: ხანძარი ბათუმში
ხანძარი იყო ბათუმის პორტში
ბათუმის პორტში, 17 ნოემბერს, გვიან ღამით, ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, ცეცხლი გაუჩნდა ე.წ. სენდვიჩ პანელებს. უწყების ცნობით, ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეებმა შეძლეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ____________ ფოტოზე: კადრები ფეისბუქზე გავრცელებული ხანძრის ამსახველი ვიდეომასალიდან.
ხანძარი „ოცნების ქალაქში“ – დაიწვა რამდენიმე ბარაკი
ხანძარი იყო დღეს, 13 ოქტომბერს ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ . „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიწვა 4 საცხოვრებელი ბარაკი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ხანძარი უკვე ჩამქრალია: „დაიწვა რამდენიმე ბარაკი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“.
ხანძარი ბათუმში
ბათუმში, ჭავჭავაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კუთხეში, ორსართულიანი კერძო სახლის მანსარდი დაიწვა. როგორც სახანძრო სამსახურში გვეუბნებიან, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაიწვა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტრო სადენებს გაუჩნდა. ხანძარი დღეს, 19 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათისთვის გაჩნდა.
ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ ხანძარი იყო – დაიწვა სახლი
2 იანვარს, ღამით, ხანძარი გაჩნდა „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში. ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო სამსახური.
ბათუმის ბულვარში ხანძარია – იწვის რესტორანი
ბათუმის ბულვარში ხანძარია. ცეცხლი რესტორნის შენობას უკიდია. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სახანძრო სამსახურები.
ბათუმში ელექტროკარადას ცეცხლი გაუჩნდა
დღეს, 21 აგვისტოს ბათუმში, მელიქიშვილისა და გორგასლის კვეთაში ცეცხლი გაუჩნდა ელექტროკარადას. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო სამსახური. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ავარიული დაზიანების გამო გათიშულია 70-მდე აბონენტი. კომპანიაში გვითხრეს, რომ დაზიანება მალე აღმოიფხვრება. ____________ ფოტოზე: კადრი კობა ფარტენაძის ვიდეოდან
ბათუმის პორტში ხანძარი გაჩნდა
ხანძარი გაჩნდა დღეს, 8 ივნისს, საღამოს, ბათუმის პორტში. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახური. ბათუმის სახანძრო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ იწვოდა საწყობის სახურავი. შენობაში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად მეხანძრეები ხანძრის კერასთან მუშაობენ, თუმცა ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ბათუმში, მაღალსართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა
ხანძარი გაჩნდა დღეს, 30 დეკემბერს, ბათუმში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კუთხეში მდებარე კორპუსის ბინაში. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური. „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ბათუმში, მაღალსართულიანი კორპუსის ბინაში
25 მაისს, ღამით, ხანძარი გაჩნდა ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ბინაში, თვითმხილველების თქმით, მე-16 სართულზე. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამჟამად [12:00 სთ] ხანძრის კერა მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს, თუმცა სართულები დაკვამლიანებულია. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ადგილზე ამბობენ, ბინა უცხოელ სტუდენტებს აქვთ ნაქირავები, რომლებიც სახლში არ იმყოფებოდნენ. კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამ დროისთვის [12:23 …
Continue reading “ხანძარი ბათუმში, მაღალსართულიანი კორპუსის ბინაში”
ბათუმში ხანძარია – ცეცხლი რამდენიმე სახლს უკიდია
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების კვეთაში, ხანძარია. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი დაბალსართულიან სახლებს უკიდია. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა 11 ოჯახის საცხოვრებელი სახლი. ინფორმაცია განახლდება. ____________ ფოტოზე: სქრინი პირდაპირი ჩართვიდან
ვინ უნდა იყიდოს მაღალი სახანძრო კიბე ბათუმისთვის? – მერია და საკრებულო დუმს
„ვოქსის“ კორპუსში, 23-ე სართულზე ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველები ფეხით ავიდნენ და „შლანგებიც თავად აჭიმეს“, როგორც ეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მეხანძრისთვის ნაკლებია საფრთხე, თუ ხანძრის ქრობის დაწყება შენობის გარე პერიმეტრიდან იქნება შესაძლებელი, მით უმეტეს მაშინ, თუ მაღლივ შენობას მხოლოდ ერთი კიბე აქვს – ასეთ შემთხვევაში დაკვამლიანების რისკი მაღალია. 18 დეკემბერს „ვოქსის“ კორპუსში ხანძარი 23-ე სართულზე, …
Continue reading “ვინ უნდა იყიდოს მაღალი სახანძრო კიბე ბათუმისთვის? – მერია და საკრებულო დუმს”
საგანგებო – „ვოქსში“ ხანძარი ლოკალიზებულია, არავინ დაშავებულა
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ბათუმში. ე.წ. „ვოქსის“ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველებმა ათამდე მანქანა და სახანძრო კიბე გამოიყენეს. სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმში, მაღალსართულიან კორპუსში, ხანძარი 18 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაჩნდა შენობის ბოლო სართულზე, სადაც რესტორანი მდებარეობს. ამავე თემაზე: მეხანძრეები ავიდნენ და მუშაობენ შლანგებით – საგანგებო „ვოქსის“ ხანძარზე
მეხანძრეები ავიდნენ და მუშაობენ შლანგებით – საგანგებო „ვოქსის“ ხანძარზე
ბათუმში, მაღალსართულიან სახლში, რომელიც „ვოქსის“ სახელითაა ცნობილი, ხანძარია. ხანძარი 18 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაჩნდა „ვოქსის“ ბოლო სართულზე, სადაც რესტორანი მდებარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მეხანძრე-მაშველები ავიდნენ შენობაში, ადგილზე მუშაობენ გაჭიმული შლანგებით და მათთვის წყლის მიწოდება ხერხდება. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. ასევე, ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი დაშავებულების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, …
Continue reading “მეხანძრეები ავიდნენ და მუშაობენ შლანგებით – საგანგებო „ვოქსის“ ხანძარზე”
ბათუმში, „ვოქსის“ შენობაში, ხანძარია
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ე.წ. „ვოქსის“ შენობაში ხანძარია. ხანძარი მრავალსართულიანი კორპუსის თავზე მდებარე რესტორანში 18 დეკემბერს, გვიან ღამით გაჩნდა. როგორც “ბათუმელებს” ადგილზე მყოფმა პირებმა აცნობეს, რესტორანი სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი იყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია ჩართული. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. ასევე ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი დაშავებულების შესახებ. მთავარი ფოტო: ხვიჩა …
ხანძარი ბათუმში
ბათუმში, ორბელიანის ქუჩაზე ხანძარი იყო. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ბათუმში
ბათუმში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარედ ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს გაუჩნდა, რომლის სახურავიც გუდრონით იყო მოწყობილი. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. განახლებული ინფორმაცია: ამ დროისთვის [17:30 სთ.] ხანძარი უკვე ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბათუმში ლიფტის შახტში ხანძარი გაჩნდა
სახანძრო სამსახური იყო გამოძახებული დღეს, პირველ დეკემბერს, საღამოს, ბათუმში, ბესიკისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. ხანძრის კერა ამ დროისათვის უკვე ჩააქრეს.
ბათუმში სახლი დაიწვა
ბათუმში გამთენიისას საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში უთხრეს, დაიწვა საცხოვრებელი სახლის მეორე სართული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საცხოვრებელი სახლი ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. როგორც ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში გვითხრეს, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია განცხადებით მიმართვის შემდეგ დაეხმარება. „სახლი გადაიხურება დროებით ტენტით, შემდეგ, …
ხანძარი ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე
დღეს, 14 ნოემბერს, დილით, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო მანქანა მივიდა. ბინაში ცეცხლის ჩასაქრობად შესული სამი მაშველი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულ მაშველებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. ამ დროისთვის, [ 9:45] ხანძარი ლოკალიზებულია.
ბათუმში მრავალსართულიან სახლში ხანძარია | LIVE
ხანძარი გაჩნდა დღეს, 10 აგვისტოს, ბათუმში მრავალსართულიან სახლში. ცეცხლი ბოლო სართულს უკიდია. ამ დროისთვის [16:00] აქ მხოლოდ დაკვამლიანება შეინიშნება. თვითმხილველების თქმით, ბინიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, გამოიყვანეს აქ მცხოვრები პირები. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო სამსახური. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ადგილზეა სასწრაფო სამედიცინო სამსახური.
ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ხანძარია | LIVE
ხანძარია ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, სადაც ცეცხლი გაჩნდა მაღალსართულიან კორპუსში მდებარე ბინაში. ადგილზე მუშაობს სახანძრო სამსახური, 8 ეკიპაჟი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. განხორციელდა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია.
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარია – დაიღუპა 1 პირი
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ორსართულიან კორპუსში ხანძარია. ვიდეომასალაში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ჩანს, რომ კორპუსის ერთ კონკრეტულ ბინაში არის ხანმოკლე აალება, რასაც მოჰყვება დიდი დაკვამლიანება. „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა ადგილზე უთხრა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად. ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ისმის, რომ კორპუსში ცხოვრობდა უსინათლო კაცი. სამაშველო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია შშმ პირის ცხედარი. ხანძრიდან …
Continue reading “ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარია – დაიღუპა 1 პირი”
ხოფაზე ტანსაცმლის 2 მაღაზია დაიწვა – ადგილზე საქონლის გადარჩევას ცდილობენ | LIVE
დღეს, 9 თებერვალს, ხოფის ბაზრობაზე ტანსაცმლის მაღაზია დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა მაღაზიაში არსებული საქონლის დიდი ნაწილი. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ბაზრობის მოვაჭრეები შეეცადნენ მაღაზიის მეპატრონეს დახმარებოდნენ გადარჩენილი საქონლის დახარისხებაში. ხოფის ბაზრობა, ისევე როგორც სხვა ბაზრობები საქართველოში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გუშინ გაიხსნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხოფის ბაზრობაზე მაღაზიაში ხანძარია
დღეს, 9 თებერვალს, ხოფის ბაზრობაზე მდებარე ორ მაღაზიას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. ტერიტორიაზე შეინიშნება დაკვამლიანება. ამ დროისათვის, 11:44 საათზე, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე რჩება სახანძრო სამსახური. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. _______________
ხანძარი ოცნების ქალაქში
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის დასახლებაში ხანძარია. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი გაუჩნდა კონტეინერს, რომელსაც მესაკუთრე საცხოვრებლად იყენებდა. ხანძარი ამ წუთებში ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ბათუმში – დამწვარია ერთი სახლი
დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე კერძო სახლი დაიწვა. ბარაკული ტიპის სახლს ცეცხლი საღამოს საათებში გაუჩნდა. ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
საგანგებო ბათუმის ხანძარზე: მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია
ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ცეცხლი მოედო 2-სართულიან სახლს. მალევე ცეცხლი გავრცელდა მეორე სახლზეც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის წარმომადგენლის ცნობით, „ცეცხლი უკიდია საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას, მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები“. „ბათუმელების“ ჟურნალისტის მიერ განხორციელებულ ლაივ …
Continue reading “საგანგებო ბათუმის ხანძარზე: მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია”
ბათუმში ავტომანქანა დაიწვა [ფოტო]
დღეს, 21 თებერვალს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ხანძარი იყო – ცეცხლი გაუჩნდა ჯერ ერთ ავტომანქანას, შემდეგ მეორეს გადაედო. საბოლოოდ დაიწვა ერთი ავტომანქანა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ მეხანძრეები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ხახულის ქუჩაზე
ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, დღეს, 28 მაისს, ხანძარი გაჩნდა. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ ფიცრულ სახლს გაუჩნდა, რომელიც მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ბათომი“: ისტორიული დაცვის ზონაში ხანძრები ეჭვს აჩენს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ აჭარის კულტუტული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორს, ზაურ ახვლედიანსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ლაშა კომახიძეს მიმართავს. ორგანიზაცია ეხმიანება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, 20 აპრილს გაჩენილ ხანძარს, რომლის შედეგადაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში ხანძარი გაჩნდა. „მიმდინარე წლის 20 აპრილს ქალაქ ბათუმში, კომახიძის ქუჩა 1-ში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი ძალიან საგანგაშოა ქალაქისთვის. ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრები ეჭვს აჩენს …
Continue reading “„ბათომი“: ისტორიული დაცვის ზონაში ხანძრები ეჭვს აჩენს”
ხანძარი ბათუმში, ძველ სინაგოგასთან მდებარე შენობაში
დღეს, 22 აპრილის საღამოს, 9 მარტის ქუჩაზე, ძველი სინაგოგის ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში უთხრეს, შენობაში იყო ლეიბები და როგორც ჩანს, აქ უსახლკარო ადამიანები ათევდნენ ღამეს. მეხანძრეების თქმით, ხანძრის შედეგად დაზიანდა შენობის სახურავი, დაახლოებით 15 კვ მეტრი. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარის კერა ამჟამად ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. ძველი სინაგოგას …
Continue reading “ხანძარი ბათუმში, ძველ სინაგოგასთან მდებარე შენობაში”
ძველ ბათუმში დამწვარ სახლს ძეგლის სტატუსი აქვს
ძველ ბათუმში, კომახის ქუჩის პირველ ნომერში ხანძრის შედეგად 400-მდე კვ.მ საცხოვრებელი ფართობი დაიწვა. დამწვარ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლინადაა დამწვარი, სახლში 8 ოჯახი ცხოვრობდა, რომელბიც მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა. „დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ პირველადი მატერიალური დახმარება და მიეწოდებათ საკვები პროდუქტები“ – ამბობენ მერიაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, აღდგება თუ არა სახლი …
Continue reading “ძველ ბათუმში დამწვარ სახლს ძეგლის სტატუსი აქვს”
ხანძარი ბათუმში – დაიწვა საცხოვრებელი სახლის ნაწილი
ბათუმში, დღეს 20 აპრილს, დილით, რევაზ კომახიძის #1-ში [ზვიად გამსახურდიას ქუჩის მიმდებარედ] საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით 1500 კვ/მ-მდე ფართობიდან 400 კვ/მ დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათს მუშაობდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
სასტუმრო “მგზავრების” საუნაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბათუმში, სასტუმრო “მგზავრებში” გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი სასტუმროს საუნაში, პირველ სართულზე გაჩნდა. “საუნაში იწვოდა საყოფაცხოვრებო ნივთები და თვითონ სააბაზანოს მოპირკეთება, დაახლოებით სამ კვადრადზე. ათ წუთში ჩავაქრეთ ცეცხლი,” – უთხრა ჟურნალისტებს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმსართველოს უფროსის მოადგილემ ხუსეინ სირაბიძემ. ხანძრის გაჩენიდან მალევე ევაკუაცია გამოცხადდა. ყველა სტუმარი და მომსახურე პერსონალი შენობის გარეთ …
Continue reading “სასტუმრო “მგზავრების” საუნაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია”
ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე ბარაკის ტიპის სახლი დაიწვა
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ბარაკის ტიპის სახლს ხანძარი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. „შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხის სახლი იყო. გვერდით მდგომ შენობებზე ცეცხლი არ გავრცელებულა“ – გვითხრეს სახანძრო სამსახურში. See more