ნეტგაზეთი • RU

ბათუმში ავტომანქანა დაიწვა [ფოტო]

დღეს, 21 თებერვალს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე  ხანძარი იყო – ცეცხლი გაუჩნდა ჯერ ერთ ავტომანქანას, შემდეგ მეორეს გადაედო. საბოლოოდ დაიწვა ერთი ავტომანქანა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ მეხანძრეები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“

ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com