ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ხანძარია

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორსართულიან სახლში ხანძარია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, სახლის პირველ სართულზე მაღაზიებია. ხანძრის შედეგად ერთი საცხოვრებელი ბინა დაიწვა. დაზიანდა სახურავი. ამ სახლის პირველ სართულზე განთავსებულ 7 სავაჭრო მაღაზიაში წყალი ჩავიდა და, სავარაუდოდ, საქონელი დასველდა. ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, მერია ზარალს დაითვლის და ნაწილობრივ აანაზღაურებს. რაც შეეხება კომერციული …

ხანძარი ბერიძის ქუჩაზე ლოკალიზებულია – დარჩენილია კვამლის კერა

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამჟამად მეხანძრეები კვამლის რამდენიმე დარჩენილ კერაზე მუშაობენ. ბოლო ინფორმაციით დაიწვა ერთი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე სახლის სახურავი. სულ დამწვარია 200 კვ.მ ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი, ლაშა კომახიძეც.  

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, სახლები იწვის

ბათუმში, ბერიძის (ყოფილი კალიევის) ქუჩაზე, სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ორსართულიან სახლში გაჩნდა. ამ დროისთვის აღნიშნული სამსახური არ ფლობს ინფორმაციას, ევაკუირებულია თუ არა მოსახლეობა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც. მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, „მხოლოდ სახლის მეპატრონეა ცუდად,“- ამბობენ სასწრაფოში.

ხანძარი „ოცნების ქალაქში“

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ რამდენიმე წუთის წინ ხანძარი იყო. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ხის სახლს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი თითქმის ჩააქრეს, თუმცა მეხანძრეები ადგილზე ამ წუთებშიც [22:30 სთ.] მუშაობენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაიწვა დაახლოებით 25 კვ/მ ხის ფიცრული, რომელშიც, სავარაუდოდ, არავინ ცხოვრობდა. ცეცხლი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ …

ელექტრომრიცხველზე ცეცხლის გაჩენის გამო აჭარის ტელევიზია გაითიშა

მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში, არსებულ ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ელექტრომრიცხელებს გაუჩნდა. მრიცხველებიდან დენი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მიეწოდება. როგორც ტელევიზიის ტექნიკურმა დირექტორმა,  ჯემალ გვეტაძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, ცეცხლის გაჩენა მრიცხველების გადატვირთვამ გამოწვია. „მიზეზი არის დატვირთვა, რადგან მოძველებულია სადენები, ვეღარ უძლებს. ტელევიზიას ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგება“, – გვითხრა გვეტაძემ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, …

ხანძარი მაღლივი კორპუსის მე-12 სართულზე

ბათუმში, ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, 17-სართულიანი კორპუსის მე-12 სართულზე, სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

ბათუმის ერთ-ერთ კაფეში ცეცხლი გაჩნდა

ბათუმში, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში, წრიულთან მდებარე კაფეში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე წუთში მოახერხეს. ცეცხლი კაფეს სამზარეულოში, სავარაუდოდ, გაზქურას გაუჩნდა. დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები და პოლიციელები ამ წუთებშიც მუშაობენ. სწრაფი კვების ობიექტში, რომელიც აბუსერიძის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზეა განთავსებული, ხანძარი დღეს, 27 სექტემბერს, დაახლოებით დილის 9 …

მე-10 სართულზე დაკვამლიანების გამო კობალაძის ქუჩაზე სახანძრო გამოიძახეს

რამდენიმე წუთის წინ, დაახლოებით 02 საათზე, ბათუმში კობალაძის ქუჩაზე მდებარე მაღლივ კორპუსებთან სახანძრო სამსახურისა და პოლიციის რამდენიმე მანქანა იყო მობილიზებული. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მიიღეს შეტყობინება, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან კვამლი გამოდიოდა: „ადგილზე, ხანძარი როგორც ასეთი, არ დაგვხვდა, იყო დაკვამლიანება შენობის მეათე სართულის ერთ-ერთ აივანზე, რომლის ლოკალიზებაც მოხდა.“ მეხანძრეების თქმით, აივანზე მდებარე ბალიშს, სავარაუდოდ, სიგარეტის  ნამწვი დაეცა, …

ხანძარი ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში

ხანძარია ბათუმში, გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი მრავალბინიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე ბინას გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან. ______________ განახლება: ხანძარი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კორპუსის მე-6 სართულზე დაიწვა 70 კვ.მ სასხვენო გადახურვა და კორპუსის სხვენზე დაშენებული ოთახი – 40 კვ.მ. …

ხანძარი ბათუმში – დამწვარია ათი მაღაზია

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ათამდე სავაჭრო ობიექტი დაიწვა. ხანძარი 30 აგვისტოს, დილის ორი საათზე გაჩნდა. მის ჩაქრობას ათი სახანძრო მანქანა და 65 მეხანძრე მაშველი ორ საათზე მეტ ხანს ცდილობდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე გაჩნდა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მის გვერდით მდებარე სხვა მაღაზიებს მოედო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ …

სახანძრო: მაღაზია „ტექნობუმში“ ხანძარი ლოკალიზებულია

დღეს, 5 აგვისტოს, დაახლოებით 1 საათის წინ, ბათუმში, მაღაზია „ტექნობუმში“ ხანძარი გაჩნდა. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია მაღაზიის გარკვეული ნაწილი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაღაზია, სადაც ხანძარი გაჩნდა, ბათუმში, ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში მდებარეობს. იქვეა არაერთი მსხვილი სავაჭრო ობიექტი [ბათუმი მოლი და სხვ.], ასევე „რომპეტროლის“ ბენზინგასამართი სადგური. ადგილზე ამ დროისთვის [03:30 სთ.] მობილიზებულია …

სახანძრო სამსახური ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრში

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯადო მედიცინის ცენტრში დღეს, 27 ივლისს, დილით, სახანძრო სამსახური გამოიძახეს. როგორც „ბათუმელებს“ მეხანძრეებმა უთხრეს, შენობაში არაფერი არ დამწვარა და შენობაში მოკლე ჩართვა მოხდა.  

ბათუმში, გორგასლისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში, ხანძარი ჩააქრეს – დაიწვა სახლის სახურავი

ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში, ხანძარი უკვე ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვა და მისაღები ოთახი, სულ – 190 კვ.მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის დადგენილი არ არის, ხანძრის გაჩენის მიზეზი.  

ბათუმში, მე-8 სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა

თვითმხილველის ინფრომაციით ბათუმში ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე მაღლივ კორპუსში ბინა იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და პოლიცია. ინფორმაციას სახანძრო-სამაშველო სამსახურში ადასტურებენ. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში განაცხადეს, რომ ამ დრისთვის აბუსერისძის ქუჩიდან გამოძახება არ დაფიქსირებულა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი VOX-ის მოპირდაპირედ მდებარე კორპუსის მე-8 სართულზე, ბინაში, სავარაუდოდ სამშენებლო ნარჩენებს გაუჩნდა და ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. შემთხვევის დროს არავინ …

ბათუმის ვიცე-მერი: მერია ხანძრით დაზარალებულებს ქირით გადაიყვანს

ბათუმის ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან გაჩენილი ხანძრის ადგილას მივიდა. ვიცე-მერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია რამდენი ოჯახია დაზარალებული, მაგრამ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერია ქირით საცხოვრებელ ფართობებში გადაიყვანს. „შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან და მუშაობენ. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა დამწვარი… ჩვენ ველოდებით ზუსტ აღწერას. ამ ეტაპზე  ვერ გეტყვით რისგან გაჩნდა ხანძარი, ან ზუსტად რამდენი ოჯახია დაზარალებული. პირველ რიგში, …

ინტოქსიკაციით და სტრესის გამო საავადმყოფოში სამი ადამიანია გადაყვანილი – ხანძარი ბათუმში

ბათუმის მერის მოადგილის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, ბათუმში  ხანძრის გამო ამ დროისთვის ერთი მეხანძრე რეფერალურ, ხოლო ორი მოქალაქე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. „მათ უტარდებათ შესაბამისი პროცედურები.  ხანძრის შედეგად დამწვრობა არც ერთს არ აღენიშნება. მეხანძრეს ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს, ერთ მოქალაქეს სტრესის ფონზე აქვს მაღალი წნევა, მეორეს კი – შაქარი.“ – გვითხრა ლელა სურმანიძემ. ხანძარი ბათუმში, მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან …

ხანძარი ბათუმში, მანთაშევის გადასასვლელთან [ფოტო]

ხანძარი ბათუმში, ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან ახლოს მდებარე სახლებს დღეს, 24 აპრილს, დაახლოებით ექვს საათზე გაუჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დამწვარია ოთხი საცხოვრებელი სახლი.  

სასწრაფო: ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან. „ძირითადად ემოციური ფონის გამო ესაჭიროება მოსახლეობას დახმარება, დაშავებულები არ არიან“ – გვითხრეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. ხანძრის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფება. ხანძარი ბათუმში, „მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან“ ახლოს მდებარე სახლებს დღეს, 24 აპრილს, დაახლოებით ექვს საათზე გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დამწვარია სამი …

ბათუმში ხანძარია – საცხოვრებელი სახლები იწვის

ბათუმში, ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან ხანძარია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან. სასწრაფო სამედიცინო სამსახური ადგილზე იმყოფება.    Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on Tuesday, April 24, 2018

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხანძარი ჩააქრეს

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის #130-ში, მრავალბინიანი სახლის მეოთხე სართულზე ხანძარი ჩააქრეს. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დახმარება გამოიძახეს ამ სახლის მეხუთე სართულზე, სადაც   „კვამლის გამო შეწუხდნენ“. საავადმყოფოში გადაყვანა არავის დასჭირვებია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური და პოლიცია.   მთავარი ფოტო: როინ გუნდაძე / ხანძარი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე [#130]

ხანძარი ბათუმში, ქსოვილების მაღაზიაში

ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში, ხანძარი გაჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ქსოვილების მაღაზიას მიადგა ზიანი, დაიწვა „ქსოვილების ნაწილი“. მაღაზიის მესაკუთრე ლალი ანთია ამბობს, რომ მან ნახევარი საათით დაკეტა მაღაზია და გავიდა, დაბრუნებულს კი მაღაზიაში კვამლი დახვდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.            

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე ხანძარია

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე. ე.წ. მეზღვაურთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამაშველოს ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, სახლის მეპატრონე ბინაში არ იმყოფებოდა. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კონკრეტულად რამ გამოწვია აალება, ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. შს …

ხანძრით დაზარალებულების შესახებ ბათუმის მერია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ბარაკული ტიპის სახლი დაიწვა. დაზარალებულების ინფორმაციით, დაიწვა ოთხი ოჯახის საკუთრება. როგორ დაეხმარება მერია დაზარალებულებს, სად გაათევენ ისინი ღამეს და დაზუსტებულია თუ არა ინფორმაცია დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ? – ამ თემაზე ბათუმის მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. „ გასულია ადგილზე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, რომელიც აზუსტებს დეტალებს და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ,“ …

ხანძარი ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე [ვიდეო]

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია. ადგილზე იმყოფება სახანძრო  და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის შედეგად ოთხი ოჯახი დაზარალდა. სახლი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ვარდო ბერიძეს ეკუთვნის. „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ ცეცხლი სავარაუდოდ დამწვარი შეშისგან გაჩნდა, რომელიც მეზობლის ღუმლიდან გადმოვარდა. „ჩემი …

ხანძარი ლეონიძის ქუჩაზე

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გამოძახება მიიღეს ბათუმში, ლეონიძის ქუჩიდან.   სახანძროს ინფორმაციით, ლეონიძის 23-ნომერში ხის საამქრო ფუნქციონირებს. „საამქროსთან ახლოს არის პატარა ჯიხური, სადაც ნახერხი იყო შეგროვილი და ამ ნახერხს გაუჩნდა ცეცხლი. მიზეზი ჩვენთვის უცნობია,“- გვითხრეს სახანძრო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საამქროში არავინ დაშავებულა.

27 ნოემბერი გლოვის დღეა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები“- აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფეისბუკით გაავრცელა. 24 ნოემბერს, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი …

დავით სერგეენკომ ხანძრის შედეგად დაშავებული პირები მოინახულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბათუმში „ლეოგრანდში“  მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული პირები საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრის გარდა საავადმყოფოში მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს ამ დროისთვის დაშავებული ოთხი პაციენტი გადის. აქედან, ორი პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი პაციენტი კი კლინიკა „მედცენტრში“. …

ლეოგრანდში დაზარალებულის შვილი: მამაჩემი ამბობს, რომ კვამლი უცებ შევარდა ფიტნეს დარბაზში

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“  გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. 21 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, გამოძიებას ჯერ ოფიციალური ვერსია არ გაუცხადებია. „ბათუმელები“ ერთ-ერთი დაზარალებული პირის შვილს, ნიკა კახიძეს ესაუბრა, რომელიც ხანძრის დროს მამის დასახმარებლად მივიდა სასტუმროში: „იმ დღეს მე და მამაჩემი სპაში ვაპირებდით ერთად წასვლას, თუმცა მე აღარ წავსულვარ. როცა …

პატარაძე „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით: კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა

დღეს, 25 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გუშინ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე დროა, ყველა ძალიან ვღელავთ, მძიმე წუთებია ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქელებისთვის და მინდა ყველას მივუსამძიმრო, მართლაც დიდი ტრაგედია. გამოძიება დაწყებულია, ახლახანს დავასრულე საუბაში შს სამინისტროს და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან, გავმართეთ სამუშაო შეხვედრა. არის ძალიან ბევრი …

„ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის გამო საქართველოს პატრიარქი ბათუმში ჩამოდის

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივნის, თამარ ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, თბილისიდან „წუთი-წუთზე უნდა გამოფრინდეს“. მისი ინფორმაციით, თვითმფრინავი 12 საათისთვის უნდა გამოფრენილიყო ბათუმში, თუმცა უამინდობის გამო, შესაძლოა დააგვიანოს. „როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქი  პირველიდან ორის ნახევრამდე უნდა ჩამოფრინდეს ბათუმში და პირდაპირ  „ლეო-გრანდში“ მიბრძანდება“-ამბობს თამარ ჩხაიძე. სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გუშინ 24 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც 11 …

ბათუმის ვიცე-მერი: ლეოგრანდს არაერთხელ მიეცა შენიშვნები და დაჯარიმდა კიდეც

11 ადამიანი გარდაიცვალა და 21 დაშავდა გუშინ, 25 ნოემბერს  სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად. ათი გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი ირანის. ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის თქმით, სასტუმროში მყოფი პირები ქალაქის სხვადასხვა სასტუმროებშია გადანაწილებული. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 21 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, აქედან 13 პირი უკვე გაწერილია, რვა კი საავადმყოფოში რჩება.  „ლეოგრანდში“ იმყოფება ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ …

სასტუმრო ლეოგრანდი ხანძრის შემდეგ [ფოტო]

24 ნოემბერს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 – საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე. ხანძარი სასტუმროში საღამოს რვა საათზე გაჩნდა. სამაშველო სამსახურები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ. ხანძრის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან. სასტუმროს გარე ფასადზე ხანძრის კვალი არ ეტყობა, თუ არ ჩავთვლით კვამლისგან გაშავებულ ფარდებს და კვამლის სუნს, რომელიც ამ დრომდე …

ბათუმში რესტორნის საკვამურში ხანძარი გაჩნდა [ფოტო]

ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ახალ ბულვარში მდებარე რესტორან „აჭარულ სახლში“. როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში უთხრეს, ხანძარი საკვამურში გაჩნდა და მისი ჩაქრობა სწრაფად მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა.

ბულვარში ღამის კლუბი დაიწვა

ბათუმის ბულვარში ღამის კლუბი Boom-Boom Beach-ი დაიწვა. სახანძროს ინფორმაციით, დაიწვა დაახლოებით 150 კვ.მ ფართობი. როგორც სახანძროში „ბათუმელებს“ უთხრეს,  შენობა ცარიელი იყო, მასში უკვე აღარ იყო ინვენტარი. სახანძროს ინფორმაციით, მეხანძრეებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე სახლი იწვის

ამ წუთებში ხანძარია ბათუმში, გორგასალის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში. ცეცხლი ერთსართულიან სახლს უკიდია. ადგილზე სახანძრო სამსახურია მობილიზებული. განახლება: ხანძარი ლოკალიზებულია. დაიწვა სამი მაღაზია და ორი საცხოვრებელი ფართი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

კვამლი ყოფილი ფოსტის შენობის თავზე [ფოტოამბავი]

კვამლი გაჩნდა ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობაში, სადაც ამჟამად კაზინო და სასტუმრო მდებარეობს. ადგილზე გამოძახებული სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერა შენობაში არ არის და კვამლის მიზეზი ძველი გენერატორის ამუშავება გახდა.

Exit mobile version