კვამლი გაჩნდა ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობაში, სადაც ამჟამად კაზინო და სასტუმრო მდებარეობს. ადგილზე გამოძახებული სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერა შენობაში არ არის და კვამლის მიზეზი ძველი გენერატორის ამუშავება გახდა.
Tag Archives: ხანძარი ბათუმში
ხანძრის დროს ერთ-ერთი მეხანძრე დაშავდა
დღეს, 27 მარტს, გამთენიისას, ბათუმში, ოძელაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის დროს ერთ-ერთი მეხანძრე გია დოლიძე დაშავდა. „კვამლი ჩაყლაპა და პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, ჟანგბადი ჩაასუნთქეს საავადმყოფოში და გამოუშვეს. ახლა თავს კარგად გრძნობს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში. დაშავებული მეხანძრე სახანძრო სამსახურში უკვე 20 წელია მუშაობს. „საკმაოდ გამოცდილი და კარგი მეხანძრეა“, – გვეუბნებიან სახანძრო სამსახურში. ხანძრი ამ დილით ხუთსართულიან საცხოვრებელ …
ხანძრის შედეგად დაშავებული პირები თბილისში გადაიყვანეს
22 თებერვალს, გვიან ღამით, ბათუმში, ღამის კლუბ ,არენაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული პირები თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, ორი ქალი და ერთი მამაკაცი კი სხეულის მძიმე დამწვრობებით მოათავსეს საავადმყოფოში. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული პირები, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე …
Continue reading “ხანძრის შედეგად დაშავებული პირები თბილისში გადაიყვანეს”
ხანძარი შაფათავას ქუჩაზე
4 თებერვალს ბათუმში, შაფათავას 37 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლს მოედო ცეცხლი. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა სახლის კედლის დაახლოებით 15 კვ.მ და 40 კვადრატამდე სახურავი. ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ჯერ სწავლობენ.
ენმ: ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთავრობამ ბინები უნდა უყიდოს
„ნაციონალური მოძრაობის“ და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის განცხადებით, მთავრობამ იმ 12 ოჯახს, რომლებსაც თამარის დასახლებაში გუშინ ხანძრის შედეგად სახლები დაეწვათ, ბინები უნდა შეუსყიდოს. „2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული იყო 25-მილიონიანი ფონდი და როცა ჩვენ დავსვით კითხვები, რისთვის იყო განკუთვნილი ეს თანხები, გვითხრეს, რომ საგანგებო შემთხვევებისთვის. ამიტომ, მოვუწოდეთ აჭარის მთავრობას, რომ …
Continue reading “ენმ: ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთავრობამ ბინები უნდა უყიდოს”
მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტრანსფორმატორი იწვის [ფოტო]
ამ წუთებში მემედ აბაშიძის 25 ნომერში [მ. აბაშიძის და კ. გამსახურდიას ქუჩების კვეთა] ტრანსფორმატორი იწვის. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო ჯგუფი გასულია ადგილზე. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ხანძარი ინასარიძის ქუჩაზე [ვიდეო]
3 ივნისს, დილით, ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ინასარიძის ქუჩის 7ა-ში, მეოთხე სართულზე. ბათუმის სახანძრო სამსახურის უფროსის, ხუსეინ სირაბიძის განმარტებით, ნაწილობრივ დაიწვა ერთი ბინა, ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საწყობები იწვის
როგორც ხანძრის ადგილზე მყოფი “ბათუმელების” ჟურნალისტი იუწყება, ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია – იწვის სხადასხვა კომპანიის საწყობი, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, საკვებ პროდუქტებთან ერთად განთავსებულია საოჯახო ტექნიკა და კომპიუტერები. ხანძარს გადარჩენილ ნივთებს შორის ჩანს შპს “სავარძელის” ავეჯი. ხანძარი დიდ ფართობზეა გაკიდებული. ადგილზე იმოფება სახანძრო და სააშველო სამსახურები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია სახანძრო სამსახურს არ აქვს. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი მასშტაბურია. ხანძარი …
Continue reading “გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საწყობები იწვის”