ბათუმში 2 კვირით ჩაიკეტება ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 16 ივნისის საღამოს 9 საათიდან 30 ივნისამდე პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის ინფორმაციით მიზეზი „საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია“. კერძოდ, ქუჩის ამ მონაკვეთზე „ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის საფარი დაიგება“. ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ ქალაქის მერიამ საუბარი 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს. ამავე მიზეზით ბათუმში …

ბათუმში მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისი 5 ივლისამდე ჩაიკეტა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 ივლისამდე ჩაიკეტა მოძრაობა მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისში – რუსთაველისა და ნინოშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში. „საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისიდან 5 ივლისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, შოთა რუსთაველის ქუჩიდან ეგნატე ნინოშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან“ – წერს ბათუმის მერია. „ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და …

საკრებულოს განმარტება – რატომ დააგეს ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე ასფალტი ტენდერის გარეშე

„რატომ არ დაველოდეთ პროცედურებს და რატომ ვიჩქარეთ? ტურისტული სეზონის, გაზაფხულის დღესასწაულების და მათ შორის, ბათუმობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაოები დაწყებულიყო დროულად და დასრულებულიყო შესაბამისად დროულად,“ – დღეს, 30 მარტს, ასე განმარტა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან დავითაძემ მიზეზი, თუ რატომ დაიწყო საკრებულოს გვერდის ავლით ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმის მერიამ. ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის …

უკანონო სამუშაოების დაკანონება – როგორ „აგვარებს“ ბათუმის მერია აბაშიძეზე ქვაფენილის აყრის საკითხს

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და არც შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულა. „ბათუმელები“ ამ დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 16 მარტს წერდა და ქალაქის მერიასაც მიმართა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. პასუხის ნაცვლად, მერიას პრობლემის „მოგვარებაზე“ დაუწყია მუშაობა. კერძოდ, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეცვალა სხვა ქუჩებთან …

ქვაფენილების აყრის გამო ბათუმში კიდევ ერთი ქუჩა გადაიკეტა

ბათუმში ქვაფენილის აყრა და, შესაბამისად, სხვადასხვა ქუჩის ჩაკეტვა გრძელდება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, 18 მარტიდან 1-ელ აპრილამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის გამზირიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. თუმცა 26 მაისის ქუჩაზე მოძრაობა დღეს, 17 მარტს უკვე შეზღუდულია [აბაშიძე-კლდიაშვილის მონაკვეთში. „შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან“, – წერს ბათუმის მერია. ბათუმში …

მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილს ბათუმის მერია ტენდერის გარეშე ყრის

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტშია გაწერილი და არც სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ფიქსირდება ტენდერი. მიუხედავად იმისა, რომ გამზირი არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიგურირებს, ადგილზე სამუშაოებს კერძო კომპანია „ბონდი-2009“ აწარმოებს. მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ განმარტება – რის საფუძველზე მიმდინარეობს სამუშაოები და რა სახსრებით ფინანსდება. ბათუმის …

ბათუმში მარჯანიშვილის და ასათიანის ქუჩები გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ

ბათუმში ქვაფენილის ასაყრელად და შემდეგ ასფალტის დასაგებად ლუკა ასათიანის ქუჩა გადაიკეტა – ზურაბ გორგილაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მთლიანად გადაიკეტა ასევე კოტე მარჯანიშვილის ქუჩა [დემეტრე თავდადებულისა და ვაჟა-ფშაველას შორის], რომელიც ასათიანის ქუჩას კვეთს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ მონაკვეთებში მოძრაობა ტრანსპორტისთვის დღეიდან, 14 თებერვლიდან, 1 კვირის განმავლობაში იქნება შეზღუდული. ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა …

ბათუმის მერია ქუჩებში აყრილ ქვაფენილს ახლა 2 ნაწილად ყიდის – აუქციონი 800 000 ლარით არ შედგა

ბათუმის მერიამ ქალაქის ქუჩებში აყრილი ქვაფენილების გასაყიდად ამჯერად ორი აუქციონი გამოაცხადა. თითოეულ აუქციონზე 10 000 კვადრატული მეტრი ქვაფენილის საწყისი გასაყიდი ფასი 400 000 ლარია. მერია ქვაფენილს ერთიანად ყიდდა, თუმცა, 20 ათასი კვადრატული მეტრი მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილზე გამოცხადებული აუქციონი, სადაც საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარი იყო, არ შედგა. ამ აუქციონში, რომელიც 11 სექტემბერს დასრულდა, …

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია აუქციონზე ყიდის – საწყისი ფასი 800 ათასი ლარია

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია უპირობო აუქციონზე ყიდის. აუქციონის მიხედვით, გასაყიდად გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 20 000 კვ.მ მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილი. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 24 000 ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 11 სექტემბერს დასრულდება. გრანიტის ქვაფენილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საწყობშია განთავსებული. აუქციონის პირობის მიხედვით, „გამარჯვებული ვალდებულია, …

ქვაფენილი დატაცებულია, მივმართავ აუდიტს – საკრებულოს წევრი

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ მერიის ქონების მართვის სამსახურში არ იციან, რა რაოდენობის ქვაფენილი აყარა მერიამ ქალაქის სამი ქუჩიდან და რა ღირებულებისაა ეს ქვაფენილი. მისი თქმით, ვერც საკრებულოში და ვერც მერიის შესაბამის სამსახურებში ოპოზიციამ ვერ მიიღო პასუხი ამ საკითხის გარშემო დასმულ კითხვებზე. მან დღეს, 5 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა იმის …

რატომ არის ბათუმის ქუჩებში ქვაფენილი მუდმივად დაზიანებული

ბათუმის ცენტრალური, ქვაფენილიანი ქუჩები ბევრ ადგილზე დაზიანებულია. მემედ აბაშიძის, ვაჟა-ფშაველას, გამსახურდია, ფარნავაზ მეფის და კიდევ ბევრ სხვა ქუჩაზე, ქვაფენილი თვეობით ამოყრილია. ამოყრილი ქვების ადგილი წვიმის დროს წყლით ივსება, რაც დამატებით დისკომფორტს ქმნის, როგორც ავტომობილებით გადაადგილებისას, ასევე ქვეითებისთვის. ბათუმის მერიის წარმომადგენლები პერიოდულად ჩნდებიან ხოლმე ქუჩებში და ამოყრილ ქვაფენილს ასწორებენ, თუმცა როგორც თავად გვეუბნებიან, ისინი მხოლოდ ზედაპირულ …

გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს ბათუმის მერია ალაგ-ალაგ „კაპიტალურად“ შეაკეთებს

ბათუმის მერია 317 682 ლარის დახარჯვას გეგმავს ბათუმში ორი ქუჩის გარკვეული მონაკვეთების „კაპიტალური რეაბილიტაციისთვის“. ესაა, ძირითადად, ქვაფენილებიანი ქუჩები: ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის. მიუხედავად იმისა, რომ მერია ყოველწლიურად 250 ათას ლარამდე ხარჯავს ქუჩების მოვლა-შენახვაში, ბევრი ქუჩა, მათ შორის ეს ქუჩებიც, ზოგ ადგილზე იმდენად ამორტიზებულია, რომ გავლა უსაფრთხო არც ავტომანქანებისთვისაა და არც ქვეითებისთვის. მერიამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე …

Exit mobile version