ქალი ფეხბურთელები მხარს უჭერენ „ლანჩხუთის“ პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ

ქალი ფეხბურთელების ნაწილი სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთსა“ და კოლეგას, რომელიც საკუთარი კლუბის ხელმძღვანელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. საუბარია ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ 20 წლის ფეხბურთელზე, რომელმაც საფეხბურთო კლუბის მფლობელს, 32 წლის ბიზნესმენ მეჰმეთ უიარის გასული წლის დეკემბერში უჩივლა. 9-თვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, 2026 წლის 22 სექტემბერს, ბიზნესმენი გაამართლეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. …

რატომ დატოვა ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ პროტესტის ნიშნად მოედანი თამაშის წინ

29 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უარი თქვა მეტოქე გუნდთან, „ნიკე ლუსოსთან“ თამაშზე და მოედანი დატოვა. იქამდე, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მოედანზე გაშალეს ბანერი წარწერით: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“. მოკლე ხანში „ლანჩხუთის” ფეისბუქგვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზს განმარტეს: „საგანგებო განცხადება! ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება …

16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში ჩატარებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები სან-მარინოში ჩატარებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში სალომე ხუბულურის გუნდმა ესტონეთის ნაკრებს 5:2 სძლია. საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი სოფი ხელაშვილმა შეასრულა. თითო გოლი ქეთევან ჭურკვეიძის, ანანო წიქარიძის და ლოლიტა კალოიანის ანგარიშზეა. საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ტურნირის სამივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. სასტარტო …

სექსუალური შევიწროების გამო ქალ ფეხბურთელებს 36 000 ლარს გადაუხდიან – სასამართლო

დღეს, 4 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა პრეცედენტული გადაწყვეტილება და სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბ „მართვესა“ და მწვრთნელ პაატა დოგრაშვილის მხრიდან 9 ქალი ფეხბურთელის  მიმართ. ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს, რომელიც სასამართლოში ქალ ფეხბურთელების ინტერესებს წარმოადგენდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი და მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში …

რა სტერეოტიპებს ებრძვიან გოგონები წალკიდან – Video

თითქმის ყოველ დღე 25 გოგონა ფეხბურთის სათამაშოდ იკრიბება წალკის ცენტრალურ მოედანზე. დღეს მათზე გიყვებით, გოგონების საფეხბურთო კლუბ „ეძანზე“. კლუბი 2021 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა, თუმცა მისი ჩამოყალიბების იდეა კლუბის დამფუძნებლებსა და ამავდროულად მწვრთნელებს, გივი ფუტკარაძესა და ალექსანდრე შავაძეს ერთი წლით ადრე გაუჩნდათ. გივი და ალექსანდრე სპორტსკოლაში მუშაობდნენ ერთად, როცა წალკის შიდა ტურნირი ჩაატარეს ფეხბურთში. ტურნირზე გოგონებიც …

გოგოების ერთადერთი საფეხბურთო გუნდი მარნეულიდან – საუკეთესოები ჩემპიონატზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით 6 აგვისტოს 15 წლამდე გოგოების საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო „კაჭრეთის ამბასადორში“. 2022 წლის სეზონზე ტურნირში გოგოების 40-ზე მეტი გუნდი იღებს მონაწილეობას. 15 წლამდე გოგოების მარნეულის საფეხბურთო გუნდი „ალგეთი“ შეჯიბრზე წელს პირველად მოხვდა და მეორე ადგილი მოიპოვა. „ალგეთი“ მარნეულში გოგოების ერთადერთი საფეხბურთო გუნდია. გუნდში 12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიის ოცი გოგო …

ქუთაისის „მართვე“ საქართველოს ჩემპიონი გახდა ქვიშის ფეხბურთში

დღეს, 22 მაისს, ბათუმში, ქვიშის ფეხბურთში ქალთა გუნდებს შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა ქუთაის „მართვესა“ და ხობის „კოლხეთს“ შორის. ფინალურ შეხვედრაში ანგარიშით – 12:10 – „მართვემ“ გაიმარჯვა. ფინალური მატჩი ბათუმში დაძაბულად მიმდინარეობდა. რამდენჯერმე ანგარიში გათანაბრდა. ბოლო, გადამწყვეტი გოლების გატანამდე უპირატესობა ხობის „კოლხეთს“ ჰქონდა, თუმცა გამარჯვება საბოლოოდ „მართვემ“ მოიპოვა. „მართვეს“ გუნდის წევრების თქმით, ისინი თამაშის დროს ყოველთვის …

უეფა და დისნეი იწყებს პროექტს საქართველოში ფეხბურთის მოყვარული გოგოებისთვის

„ფლეიმეიქერსი“ უეფასა და დისნეის ერთობლივი პროექტია, რომლის ვარჯიშები დისნიეს ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და გარკვეული აქტივობების დახმარებით, 5-8 წლამდე გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს მიზნად. სავარჯიშო პროცესში ჩართვა ბავშვებს უფასოდ შეეძლებათ. საქართველოში „ფლეიმეიქერსის“ ჩასატარებლად მწვრთნელების სპეციალური პროგრამით გადამზადებას, სპორტულ ეკიპირებასა და ელექტრონულ სახელმძღვანელოებს უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.  აღნიშნული პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ლოკაციას მოიცავს. ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც კერძო სკოლები, …

ქედას ფეხბურთელი გოგონების გუნდი ეყოლება

ქედის სასპორტო სკოლაში გოგონათა სექცია ფეხბურთში პირველად გაიხსნა. გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწვრთნელი ვარჯიშები. როგორც ქედის სასპორტო სკოლაში ამბობენ, ქედაში გოგონათა მხრიდან ფეხბურთით დაინტერესება მაღალია და მალე გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ გოგონათა გუნდს შეჯიბრებებსა და ფესტივალებზე უგულშემატკივრონ. ამ ეტაპზე სულ 30 გოგონა გადის შესარჩევ ეტაპს. „მე-5 კლასიდან მივიღეთ გოგონები. ჯერ გუნდი ჩამოყალიბებული არ არის. …

ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია შეიქმნა | რა მოლოდინები აქვთ ფეხბურთელებს

31 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 31-ე ყრილობაზე წარადგინეს ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია, რომელიც 2021-2024 წლებში დაგეგმილ, სფეროს მდგრადი განვითარებისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. საქართველოში 2016 წლიდან რეგულარულად იმართება ქალთა ეროვნული ლიგა. ამჟამად ქვეყანაში I და II ლიგა არსებობს, რომელშიც ჯამში 16 გუნდი მონაწილეობს. ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ქეთევან ყიფიანი “ბათუმელებთან” აღნიშნავს, რომ 2015 …

„გამარჯვება ეძღვნება რიონის ხეობის მცველებს“ – ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბი

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „მართვემ“ დღეს, 30 მაისს, ქსკ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა და გამარჯვება „რიონის ხეობის მცველებს“ მიუძღვნა. „ეს გამარჯვება ეძღვნება რიონის ხეობის მცველებს!“ – წერს გუნდი ფეისბუქზე. „მართვე“ ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბია და ისინი ღიად უჭერენ მხარს „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს. „მართვესა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა დღეს, 30 მაისს, ბათუმში, ორთაბათუმის საფეხბურთო სკოლა „ბაკურის“ …

ქალთა საფეხბურთო კლუბი “მართვე” ნეკა დოროყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბი მართვე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს: “გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნეკა დოროყაშვილს და დავგმოთ ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები, მედიით მაინც ხდება მოძალადის რეპუტაციის აღდგენა მისი ჩემპიონატში გამარჯვების გამო. ვთვლით, რომ არანაირი გამარჯვება და ტიტული არ …

ფეხბურთელ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმე – PHR-ის განცხადება

პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო 9 ქალი  (მათ შორის, ერთი ბავშვი) ფეხბურთელი, რომელთა მიმართაც მწვრთნელის მხრიდან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, გარყვნილ ქმედებასა და თაღლითობას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის” (PHR), რომელიც 9 ქალი ფეხბურთელის (მათ შორის, ერთი ბავშვის) ინტერესებს იცავს. „ქალი ფეხბურთელები წლების განმავლობაში სავარაუდოდ განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას და  სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის …

„ლანჩხუთის“ ბომბარდირი, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა

22 ნოემბრის წვიმიან საღამოს გურიის პატარა ქალაქ ლანჩხუთში ფეხბურთელ ქალთა კლუბი „ლანჩხუთი“ დაბრუნდა რუმინულ „ოლიმპია კლუჟთან“ მოგებული მატჩის შემდეგ. ქალაქში, სადაც 6 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მათ ისე დახვდნენ, როგორც გმირებს – ავტომანქანების გაბმული სიგნალებით, სიხარულის შეძახილებით და ფეიერვერკით. ქალთა საფეხბურთო გუნდმა „ლანჩხუთმა“ პირველმა საქართველოს ისტორიაში შეძლო უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფიკაციო მატჩის მოგება და გუნდი …

ქართველი მეზღვაურების მილოცვა „ლანჩხუთის“ ქალ ფეხბურთელებს ატლანტის ოკეანიდან

ქართველმა მეზღვაურებმა, რომლებიც ტოგოს რესპუბლიკაში, ქალაქ ლომეში იმყოფებიან, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ გემზე საქართველოს დროშის აღმართვითა და ჰიმნის აჟღერებით მიულოცეს უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა. „საღამო მშვიდობისა საქართველო, საღამო მშვიდობისა ლანჩხუთი! ქალთა საფეხბურთო გუნდს ვულოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ატლანტიკის ოკეანიდან, სამი სტადიონის სიგრძის გემიდან. 22 ქართველი გილოცავთ ამ გამარჯვებას და მრავალი მიღწევები გქონოდეთ წინ“ …

ჩემპიონთა ლიგა: ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ მეორე თამაში მოიგო

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ „ოლიმპია კლუჟს“ მოუგო ანგარიშით 1:0. გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა. თამაში რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა. შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ „ოქჟეტპესს“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს. შემდეგი წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება, სადაც „ლანჩხუთის“ მეტოქე გაირკვევა. მე-16-ედ ფინალში ორმატჩიანი დაპირისპირებები გაიმართება. …

ჩემპიონთა ლიგა – ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ “ოქჟეტპესს” დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს. „ანგარიში მეხუთე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, თათია გაბუნიას კარში გოლი ბიბიგულ ნურუშევამ გაიტანა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. „ლანჩხუთმა“ ანგარიშის გათანაბრება …

ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია სკოლა ევრო-2000-ის მხარდაჭერით

გერმანია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტურნირი ფეხბურთში, რომლის ორგანიზატორი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის სკოლების განყოფილება (ZFA). ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, სკოლა ევრო-2000 და სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი. ტურნირში  სკოლა ევრო-2000-ის გოგონათა გუნდმა გაიმარჯვა მოსწავლეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა განათლების მინისტრის მოადგილემ, ბადრი …

Exit mobile version