დღეს, 25 აპრილს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ათეულის წევრი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. ლადო აფხაზავა სტუდენტებთან საუბარი ერთგვარი პერფორმანსით დაიწყო. აანთო სანთელი და სტუდენტებს ჰკითხა, თუ რა ასოციაციას იწვევდა ეს მათში. დარბაზიდან ისმოდა: „განათლება“, „ეკლესია“, „იმედი“, „წარმატება“, „90-იანები“, „რომანტიკა“… შემდეგ ლადო აფხაზავამ ერთი სანთლიდან მეორეს გადაუკიდა და …
Tag Archives: სტუდენტები
ბათუმის მერიამ ლუკა ასათიანის სტიპენდიაზე კონკურსი გამოაცხადა
ბათუმის მერიაში ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა ბათუმში რეგისტრირებულ წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ. საკონკურსო პირობების მიხედვით, პირველ სემესტრში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სტუდენტი 800-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 100 000 ლარია გამოყოფილი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები 29 მარტამდე უნდა წარადგინონ. გამარჯვებულები კი აპრილში გამოვლინდებიან.
სტუდენტთა დახმარების პროგრამა გრძელდება
აჭარის განათლების სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, პირველ საფეხურზე – ბაკალავრიატზე და მეორე საფეხურზე – მაგისტრატურაში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებას აგრძელებს. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას: სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი ან მეტი შვილი დედით ან მამით ობოლი, უდედმამო სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა ან ნაკლები სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებს. განაცხადების მიღება გრძელდება 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით.
როგორ გადავურჩეთ სტუდენტურ ცხოვრებას “ჩამოსულები”
ავტორი: ანა მსხალაძე ოთხი წლის წინ, როცა გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი, სრულიად ახალ გარემოში დამეწყო, რთულად თუ წარმოვიდგენდი, რომ ოთხი წლის შემდეგ, ღამის ორ საათზე დავბრუნდებოდი სახლში და დაველოდებოდი თანხის ჩარიცხვას, რომ მეჭამა. არა მოიცა, ასე ცოტა გაუგებარია, ამიტომ დავიწყოთ თავიდან. ბევრი რატომღაც არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ თუ ჩემი ცხოვრების შეცვლა მინდოდა ჩემი ქალაქი …
Continue reading “როგორ გადავურჩეთ სტუდენტურ ცხოვრებას “ჩამოსულები””
გადახდის მოსახერხებელი პირობები საქართველოს უნივერსიტეტისგან
უმაღლესი ხარისხის ევროპული განათლება საქართველოში ნამდვილად ხელმისაწვდომია, და ამის მაგალითი საქართველოს უნივერსიტეტია. სწავლების მაღალ ხარისხსს უზრუნველყოფენ დარგის ლიდერი ლექტორები, რომლებიც საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას, თეორიულ ცოდნასთან ერთად სტუდენტებს უზიარებენ. ასევე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ. საქართველოს უნივერსიტეტის მიზანია ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობების მქონე აბიტურიენტებს მისცეს სწავლის …
Continue reading “გადახდის მოსახერხებელი პირობები საქართველოს უნივერსიტეტისგან”
„ხართ თუ არა წითელაზე აცრილი?“ – ბსუ-ს ორი ათასამდე სტუდენტმა დადებითად უპასუხა
„ხართ თუ არა აცრილი წითელაზე?“ – ამ კითხვას დადებითად უპასუხა ორი ათასამდე სტუდენტმა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თითქმის 28 პროცენტმა კი უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. წითელას აცრასთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ონლაინ გამოკითხვას 28 იანვრის ჩათვლით აწარმოებს. წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის წარდგენა აუცილებელია სტუდენტებისთვის. როგორც ბსუ-ში აცხადებენ, ცნობის წარდგენა სავალდებულოა სტუდენტებისთვის საქართველოს …
Continue reading “„ხართ თუ არა წითელაზე აცრილი?“ – ბსუ-ს ორი ათასამდე სტუდენტმა დადებითად უპასუხა”
კონკურსი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის დასაფინანსებლად
აჭარის განათლების სამინისტრომ ქვეპროგრამის – „სწავლა საზღვარგარეთ“ ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსდებიან აჭარაში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეორე და მესამე საფეხურის, ასევე პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამებზე სწავლობენ. ქვეპროგრამის მონაწილე სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების (სწავლის საფასური, ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა …
Continue reading “კონკურსი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის დასაფინანსებლად”
ქრისტინეს გზა ბავშვთა საოჯახო სახლიდან უნივერსიტეტამდე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალს სწავლობს, მეორე კურსზეა. სტუდენტურ კაფეში დილაობით ყავას მიირთმევს, სწავლას სამსახურსაც უთავსებს, მეგობრებთან ერთად კვირაში რამდენჯერმე დადის სპორტდარბაზში და ცდილობს აქტიურად იცხოვროს. ქრისტინე ფედანიანი 19 წლის ჩვეულებრივი სტუდენტია, მაგრამ არც ისე ჩვეულებრივია გზა, რომელიც მან სტუდენტობამდე გაიარა. ქრისტინე ოზურგეთის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გაიზარდა. 18 წლისა გაშვილდა, იმავე წელს …
Continue reading “ქრისტინეს გზა ბავშვთა საოჯახო სახლიდან უნივერსიტეტამდე”
განათლების მინისტრი აცხადებს, რომ 3 000 სტუდენტისთვის ქალაქს ააშენებენ
საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს, 22 ნოემბერს, განაცხადა, რომ 3 000 სტუდენტისთვის სტუდენტური ქალაქი აშენდება თბილისში. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სტუდენტურ ქალაქს 2019 წელს თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებენ. „პროექტში გათვალისწინებულია როგორც საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ასევე, ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტი-პროფილური გარე მოედნები. კამპუსს …
Continue reading “განათლების მინისტრი აცხადებს, რომ 3 000 სტუდენტისთვის ქალაქს ააშენებენ”
ბათუმში არ აჩერებენ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც მედიცინას სწავლობენ
ბათუმში მყოფმა სამმა უცხოელმა სტუდენტმა საქართველო რამდენიმე დღეში უნდა დატოვოს. სახელმწიფომ მათ უსაფრთხოების მიზეზით უარი უთხრა ბინადრობაზე. სახელმწიფოსგან მიღებული ოფიციალური წერილით სტუდენტებისთვის გაუგებარია, რატომ ან სად ქმნიან ისინი საფრთხეს, ან თუ საფრთხეს ქმნიან, რატომ არ ითხოვს მათ გაძევებას სახელმწიფო. ერთ-ერთმა უცხოელმა სტუდენტმა სასამართლოს მიმართა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ. სტუდენტები, რომლებსაც საქართველომ ბინადრობა არ მისცა, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში, …
Continue reading “ბათუმში არ აჩერებენ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც მედიცინას სწავლობენ “
103 სტუდენტი, რომლებმაც აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსება მიიღეს (სია)
აჭარის განათლების სამინისტრომ „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტები გამოავლინა. საკონკურსო კომისიამ 103 სტუდენტი დაასახელა გამარჯვებულად. მათ შორის, პირველი საფეხურის 90 და მეორე საფეხურის 13 სტუდენტი. კონკურსში მონაწილეობდა 2015, 2016 და 2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურზე ჩარიცხული 117 სტუდენტი. მათ შორის …
Continue reading “103 სტუდენტი, რომლებმაც აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსება მიიღეს (სია)”
შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში წელს 547 უცხოელი სტუდენტი ისწავლის
ბოლო მონაცემებით, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში 547 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპრატამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 535 სტუდენტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს. ყველაზე მეტი – 478 სტუდენტი არის ინდოეთიდან, აქედან 57 ბსუ-ში წელს ჩაირიცხა, სამ სტუდენტს კი სწავლის საფაურის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეუჩერდა. წელს შოთა …
Continue reading “შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში წელს 547 უცხოელი სტუდენტი ისწავლის”
„ეხსენებიათ ტოლერანტობა მაინც“ – რელიგიის სააგენტოს ლექცია დისკუსიის ნაცვლად უნივერსიტეტში
„აქ იმართება დისკუსია ტოლერანტობაზე?“ – იკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ვიდრე შეხვედრა დაიწყებოდა და როცა დარბაზიდან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს, ისიც აუდიტორიას შეუერთდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ აუდიტორიაში სტუდენტებს გამოწვევებზე სასაუბროდ დღეს, 11 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრამ დისკუსიის გარეშე ჩაიარა. არც ტოლერანტობა უხსენებია ვინმეს. „არ არის ეს ქვეყანა ისე წაქცეული, როგორც ამის წარმოჩენა …
ლიტერატურული ოდისეა – კონკურსი სტუდენტებისთვის
„ლიტოდისეა“ სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა გააგზავნოთ თქვენი დაწერილი მხატვრული ნაწარმოები, რომელიც არ იქნება ექვს გვერდზე მეტი. ნაწარმოების თემასა და ჟანრში კონკურსანტი შეზღუდული არ არის. ჟიური რვა მონაწილეს შეარჩევს, რომლებიც გაემგზავრებიან შემდეგ ქალაქებში: ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, გორში, თელავში, ახალციხეში, ზუგდიდსა და თბილისში. „მონაწილეები თითოეულ ქალაქში გაატარებენ ათ დღეს, თან ექნებათ დღიური, რომელშიც მხატვრულად აღწერენ …
Continue reading “ლიტერატურული ოდისეა – კონკურსი სტუდენტებისთვის”
რატომ იყენებენ სტუდენტები Mail.ru-ს?
დათო ბოლქვაძე ერთ-ერთია სტუდენტებს შორის, ვინც ელექტრონული კომუნიკაციისთვის Mail.ru-ს იყენებს. დათო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ამბობს, რომ რუსულ ელექტრონულ ფოსტას მისი თანატოლებიც აქტიურად იყენებენ. რატომ ანიჭებენ უპირატესობას ახალგაზრდები Mail.ru-ს? – „ძალიან მარტივია ფაილების გადასაგზავნად და ამიტომ ვიყენებ უკვე ხუთი წელია. ვიცი, რომ არსებობს სხვა ფოსტებიც, მაგრამ მე ეს მირჩევნია, შეჩვეული ვარ,“ – გვიყვება დათო. რაც შეეხება …
სტაჟირება სტუდენტებისთვის აშშ-ის საელჩოში
აშშ-ის საელჩო აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის 2 ვაკანტურ ადგილზე. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ ამერიკულ გარემოში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობაა. დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ამ სტაჟირებით მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება აშშ-ის საელჩოში, საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში. მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რაიმე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა „ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული …
Continue reading “სტაჟირება სტუდენტებისთვის აშშ-ის საელჩოში”
პროფესიულ სასწავლებლებში 2 700 სტუდენტი მიიღეს
2 700-ზე მეტი აპლიკანტი პროფესიული სასწავლებლების სტუდენტი გახდა. შედეგები დღეს, 23 მაისს, გამოქვეყნდა. როგორც პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ სამხარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ათეულში პირველ ადგილს ისევ კულინარია ინარჩუნებს. შემდეგ მოდის ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბუღალტრული აღრიცხვა, მოთხოვნადი გახდა ელექტროობაც. მოთხოვნადი პროფესიების ათეულშია ასევე რესტორნის მენეჯმენტი და სარესტორნო საქმის წარმოება, სტილისტის პროგრამა – კერვა-დიზაინის …
Continue reading “პროფესიულ სასწავლებლებში 2 700 სტუდენტი მიიღეს”
როდისაა დასაშვები გვამზე მუშაობა – ცვლილება კანონში
გვამებზე სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის კუთხით კანონმდებლობა შეიცვალა. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე აქვთ უფლება, უპატრონო გვამთან იმუშაონ, ასევე სხვა ქვეყანაში შეიძინონ გვამი და საქართველოში შემოიტანონ. აქამდე უმაღლეს სასწავლებლებს ამის უფლება არ ჰქონდათ. „უპატრონოობის დადგენიდან 1 თვის ვადაში გადაეცემა გვამი სასწავლო დაწესებულებას. სასწავლო წელი უკვე სრულდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენ შემოვიტანთ გვამს,“ – ამბობს ლეილა ახვლედიანი, …
Continue reading “როდისაა დასაშვები გვამზე მუშაობა – ცვლილება კანონში”
აჭარის განათლების სამინისტრომ 50 სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა დაუგვიანა
აჭარის განათლების „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, სწავლის საფასურის დაფარვაში ეხმარება. მიმდინარე წელს სამინისტროს 50 ბაკალავრი უნდა დაეფინანსებინა, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუფარავს სწავლის თანხა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზოგიერთმა სტუდენტმა თავად გადაიხადა სწავლის საფასური, რადგან მათ შესაძლოა შეწყვეტოდათ სტუდენტის სტატუსი. თუ რატომ არ გადარიცხა სამინისტრომ 50 სტუდენტის სწავლის …
Continue reading “აჭარის განათლების სამინისტრომ 50 სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა დაუგვიანა”
როდის დასრულდება ბსუ-ს სტუდენტთა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] სტუდენტთა ახალი საცხოვრებელი შენობის მშენებლობა 2018 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა შენობის დასრულების ვადა, შენობაზე ერთი სართულის დამატების გამო, 25 სექტემბრამდე გადაიწია. სტუდენტთა ახალი საცხოვრებელი კორპუსი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე შენდება. ბსუ-ს თავდაპირველი გადაწყვეტილებით სტუდენტთა საცხოვრებელი სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ვექტორმა“ დაიწყო, რომელთანაც ხელშეკრულება 2 359 000 ლარზე …
Continue reading “როდის დასრულდება ბსუ-ს სტუდენტთა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა”
ხელისუფლება სტუდენტების საგრანტო დაფინანსების წესს ცვლის
საქართველოს პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინფორმაციით, მიმდინარეობს უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების დღევანდელი მოდელის ფუნდამენტური გადახედვა. სისტემის შეფასება „მსოფლიო ბანკის“ მონაწილეობით ხორციელდება, – წერს ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. ჯაშის განმარტებით, „წელს, იმისთვის, რომ ჩვენს აბიტურიენტებს და სტუდენტებს არ შეექმნათ დამატებითი ფინანსური ბარიერები, სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების ოდენობა კვლავ 2 250 ლარზე შენარჩუნდება“. უმაღლესი განათლების დაფინანსების …
Continue reading “ხელისუფლება სტუდენტების საგრანტო დაფინანსების წესს ცვლის”
სტუდენტებს მატარებლის ბილეთის საფასურის ნახევარს უკან დაუბრუნებენ
სტუდენტებს, რომლებმაც მატარებლით მგზავრობის დროს სპეციალური შეღავათით ვერ ისარგებლეს და მატარებლის ბილეთში სრული ფასი გადაიხადეს, გადახდილი თანხის ნახევარს უკან დაუბრუნებენ. „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ სტუდენტებმა წერილობით „საქართველოს რკინიგზას“ უნდა მიმართონ ბილეთების შეძენის სალაროებში და პირადობის მოწმობის, ასევე შეძენილი ბილეთის ასლი უნდა დატოვონ. მათ შეძენილი ბილეთის 50 პროცენტი მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხებათ. „სტუდენტებისთვის …
Continue reading “სტუდენტებს მატარებლის ბილეთის საფასურის ნახევარს უკან დაუბრუნებენ”
ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ევროპაში დემოკრატიულ მმართველობას სწავლობს
ბათუმელი გიორგი სიხარულიძე ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში, იოჰან სკაიტეს პოლიტიკის ინსტიტუტში სამაგისტრო პროგრამაზე – დემოკრატია და მმართველობა სწავლობს. თბილისში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2017 წლის თებერვალში, გიორგიმ სასწავლო გრანტი მიიღო. ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში კი ის გაცვლითი პროგრამით ესტონეთში და ბულგარეთში იმყოფებოდა. გიორგის თქმით, ევროპაში განათლების მიღების ორი მოტივი აქვს, ისწავლოს დემოკრატიული მმართველობა და კონფლიქტები. „ევროპული და ქართული …
Continue reading “ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ევროპაში დემოკრატიულ მმართველობას სწავლობს”
კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად
იმ სტუდენტებს, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტია 71 პროცენტის, შესაძლებლობა აქვთ, სწავლის დაფინანსება მიიღონ. სწავლა აჭარის განათლების სამინისტროს ქვეპროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ფინანსდება. დაფინანსების მისაღებად სტუდენტებმა კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელიც სამინისტრომ „განათლების ხელმისაწვდომიბის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში უკვე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2017 წელს …
Continue reading “კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად”
ბათუმელი სტუდენტის ნამუშევარმა საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმარჯვა
გიგა სურმანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიის გემთწამყვანის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტია, რომელმაც ბულგარეთში, IAMU-ს (საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაცია) საერთაშორისო კონფერენციაზე თემა – „ახალი ტექნოლოგიები ნავიგაციაში“ წარადგინა და სამ საუკეთესო სტუდენტთა შორის მოხვდა. საქართველოს გარდა გამარჯვებული თემები წარმოდგენილი იყო აშშ-დან და ფილიპინებიდან. საერთაშორისო კონფერენციაში 59 ქვეყანა მონაწილეობდა. „ჩემი თემა შეეხებოდა ნავიგაციაში ქარის გამოყენებას. თუ როგორ არის შესაძლებელი …
Continue reading “ბათუმელი სტუდენტის ნამუშევარმა საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმარჯვა”
ახალი პროექტები საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით
სტუდენტთა ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება. სტუდენტური საცხოვრებლის შენობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის …
Continue reading “ახალი პროექტები საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით”
სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
დღეს ბათუმში სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები ელექტრონულად უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია 25 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. პროგრამის ფარგლებში 200 სტუდენტი ორ ეტაპად, ივლისსა და აგვისტოში დასაქმდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სტუდენტები ბათუმის მერიის სტრუქტურულ და ადმინისტრაციულ ერთეულებში პროფესიული კუთხით დასაქმდებიან და გაწეული შრომა მერიაში გავლილ სტაჟირების კურსად ჩაეთვლებათ. შესაბამისად, გადაეცემათ …
Continue reading “სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო”
განათლების სამინისტროს კონკურსი სტუდენტების დასაფინანსებლად
აჭარის განათლების სამინისტრო სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს. დაფინანსება გამოცხადდა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2016 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. სამინისტროში განცხადებების მიღების ვადა 2017 წლის 13 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლითაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური …
Continue reading “განათლების სამინისტროს კონკურსი სტუდენტების დასაფინანსებლად”
აჭარის განათლების სამინისტროს გრანტები სტუდენტებისთვის
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წელს ჩარიცხულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს. სამინისტროში განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრა 2017 წლის 13 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ: 2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო …
Continue reading “აჭარის განათლების სამინისტროს გრანტები სტუდენტებისთვის”
აჭარის განათლების სამინისტრო სტუდენტების დასაფინანსებლად დამატებით კონკურსს აცხადებს
აჭარის განათლების სამინისტრო საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის, დამატებით კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2013, 2014 და 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71 …
აჭარის განათლების სამინისტრომ 399 სტუდენტი დააფინანსა
აჭარის განათლების სამინისტრომ 2016-2017 წლის სასწავლო წლის პირველ (შემოდგომის) სემესტრში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული 399 სტუდენტი დააფინანსა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაუგრძელდათ 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში დაფინანსებულ 291 სტუდენტს, რომლებმაც გადალახეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ბარიერი – 71% (საშუალო აკადემიური მოსწრება) და 2015-2016 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრში …
Continue reading “აჭარის განათლების სამინისტრომ 399 სტუდენტი დააფინანსა”
ტურიზმი – ახალგაზრდების შემოსავლის წყარო
უნივერსიტეტის, რეპეტიტორის, უცხო ენის კურსების, ბინის ქირის და სხვა გადასახადების ფული რომ შეაგროვონ, აბიტურიენტები და სტუდენტები საზაფხულო არდადეგებზე მუშაობენ. ისინი ძირითადად მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები. განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა მუშაობს ტურისტულ სეზონზე ბათუმში – ზოგიერთი კაფე, კლუბი თუ სხვა დაწესებულება სპეციალურად ამ სეზონისთვის იხსნება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამ ადგილებში მოთხოვნა სწორედ ახალგაზრდებზეა. რამდენის გამომუშავებას ახერხებენ …
დღეს სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო
სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელშიც ბათუმში რეგისტრირებული სტუდენტები მონაწილეობენ დღეს დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საკონკურსო კომისიამ 375 განაცხადიდან 200 ბენეფიციარი შეარჩია, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. პრიორიტეტი მიენიჭათ მაღალი აკადემიური მოსწრების, სოციალურად დაუცველ, დედით ან მამით ობოლ სტუდენტებს, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილებსა და სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან. დღეს ბათუმის მერიაში, სტუდენტებს მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშილი და სპორტისა …
Continue reading “დღეს სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო”
უცხოელი სტუდენტები აჭარაში
ბათუმის რამდენიმე უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტები სწავლობენ. მათ შორის არიან ინდოელი, თურქი, აზერბაიჯანელი, სირიელი, ამერიკელი და ნიგერიელი ახალგაზრდები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო განათლების მიღება საქართველოში, კერძოდ ბათუმში გადაწყვიტეს. სიუჟეტში ისინი თავად ყვებიან თავიანთ არჩევანზე, რამდენად მოსწონთ სწავლა, სად და რა პირობებში უწევთ ცხოვრება, რა ბარიერებს აწყდებიან და რა მიაჩნიათ პრობლემად. სიუჟეტი მომზადდა პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების …
კონკურსი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სამინისტრო 2016 წელს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც: 2013, 2014 და 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის …
Continue reading “კონკურსი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად”
სად დასაქმდებიან ბათუმელი სტუდენტები
200 ბათუმელ სტუდენტს ქალაქის მერია ერთი თვის მანძილზე დაასაქმებს. თითოეული, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, 400 ლარს მიიღებს. პროგრამაში მოსახვედრად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 20 ივნისამდე გაგრძელდება. სად დასაქმდებიან სტუდენტები? “სტუდენტური საზაფხულო დასაქმების” პროგრამის ბიუჯეტი წელს 85 000 ლარია. ამ პროგრამას ბათუმის მერია უკვე შვიდი წელია ახორციელებს და წლების განმავლობაში იცვლებოდა როგორც ბენეფიციართა კრიტერიუმები, ისე სამუშაოთა …