პეტრას ციხესთან, ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცი იპოვეს

ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მაშველებმა გამთენიისას იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცი საბანაოდ გუშინ, საღამოს შევიდა ზღვაში ჩაქვის სანაპირო ზოლში. სამძებრო სამუშაოები, რაშიც პოლიციაც იყო ჩართული, ღამით შეწყდა. სამაშველო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამაშველო სამუშაო დილით განახლდა და მაშინვე იპოვეს მამაკაცის ცხედარი ციხისძირში, ზღვის სიღმეში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძოიებს 115-ე მუხლის შესაბამისად, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას …

შსს: ზღვაზე მაშველებმა წელს საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ, მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. მათი უმეტესობა წყალზე მაშველებმა ნაპირზე 4-5- ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს. „შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ამავე პერიოდში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 200-მდე დაკარგული ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს… შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, …

დღეს ზღვაზე ისევ შტორმია

საშტორმო მდგომარეობა დღეს [29 ივლისი] დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნება – ამის შესახებ შს სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს ზღვაში არ შევიდნენ. ამ უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მოქალაქეებს რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ. დღეს ბათუმში, ისე როგორც აჭარის მთელ სანაპირო ზოლში წვიმს. წვიმა შენარჩუნდება დღეს მთელი დღის განმავლობაში. ასევე ხანმოკლე წვიმები …

გონიო-კვარიათთან ზღვამ დაახლოებით 35 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გონიო-კვარიათთან ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მამაკაცის ვინაობა დადგენილი არ არის, მისი სავარაუდო ასაკი 35 წელია. ფაქტის შესახებ შსს-ში შეტყობინება დღეს, 27 ივლისს, დილით, 8 საათზე შევიდა. ფაქტთან დაკავშრებით მოკვლევა 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 3 ივლისს ბათუმის პლაჟიდან გაუჩინარებული 44 წლის კობა ბაკურიძე ჯერ კიდევ არ უპოვიათ.

ჭოროხში ჩავარდნილი მამაკაცი ზღვამ ფოთში გამორიყა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ორი დღის წინ, მდინარე ჭოროხში გაუჩინარებული მამაკაცი, დღეს, 24 ივლისს, ზღვამ ფოთის სანაპიროზე გამორიყა. სამაშველოს ინფორმაციით, მამაკაცი დაახლოებით 65 წლამდე ასაკისაა. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.    

გონიოში 17 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ნახევარი საათის წინ გონიოში 17 წლის ბიჭი ზღვაში გაუჩინარდა. ის ორ პირთან ერთად იყო ზღვაში შესული. სამაშველოს ინფორმაციით, ორი პირის გამოყვანა მოხერხდა, ერთი კი  გაუჩინარდა. ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. დაღუპული ბიჭი დამსვენებელი იყო. სამაშველოს ინფორმაციით, დილით ოთხი ადამიანი გადაარჩინეს ქობულეთში მაშველებმა, ამ წუთებში კი სამაშველო სამსახურს ერთი დამსვენებელი დაფიქსირებული ჰყავს ზღვაში …

ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია

კვარიათი, ჭოროხის შესართავი, ახალი ბულვარის ნაწილი, „პიშევიკები“, ფიჭვნარი – ეს ის ადგილებია, სადაც დღეს ზღვაში საბანაოდ შესვლა აკრძალული ან არარეკომენდებულია. აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, კვარიათსა და ახალ ბულვარში იმ მონაკვეთებშია აკრძალული ზღვაში შესვლა, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს. ეს ადგილებია სარფის პლაჟიდან კვარიათის პლაჟამდე მონაკვეთი, ხოლო ბათუმში, ჭოროხის შესართავიდან ახალ ბულვარამდე [საზაფხულო ამფითეატრის მიმდებარე …

მეათე დღეა მაშველები ზღვაში მამაკაცს ეძებენ

მეათე დღეა სამაშველო სამსახური ზღვაში დაკარგულ კობა ბაკურიძეს ეძებს. თვითმხილველებისა და ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. დღეს, 13 ივლისს, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში მიმდინარე სამაშველო-საძებრო სამუშაოებს საზღვაო ადმინისტრაციის კატარღა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც დაემატა, რომელიც ზედაპირულ დათვალიერებას აწარმოებს. „როგორც ექსპერტები ამბობენ, …

მეშვიდე დღე – მაშველები ზღვაში კობა ბაკურიძის ძებნას აგრძელებენ

სამაშველო სამსახური აგრძელებს კობა ბაკურიძის ძებნას. ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე პლაჟზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ, მისი კვალი დაიკარგა. კობა ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, თამაზ ბაკურიძის ძმაა. თამაზ ბაკურიძემ ფეისბუქის საშუალებით მოსახლეობას მიმართა თხოვნით, დაეხმარონ ძმის პოვნაში: „მინდა მივმართო მოსახლეობას და განსაკუთრებით სანაპორო ზოლზე ( ფოთი, ქობულეთი, მწვანე …

ზღვაზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება

რამდენიმე დღეა ზღვაში გაუჩინარებულ კობა ბაკურიძეს სამაშველო სამსახური ეძებს. ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე პლაჟზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ, მისი კვალი იკარგება. კობა ბაკურიძის ძმის, თამაზ ბაკურიძის თქმით, ოჯახის მოთხოვნა, რომ გადამოწმებულიყო სანაპიროზე არსებული სათვალთვალო კამერები გუშინ [8 ივლისს] დაკმაყოფილდა, თუმცა, თვითმიხლველების ნაამბობი, რომ თითქოს მათ კობა ნახეს ხმელეთზე …

თამაზ ბაკურიძე: ვითხოვ ვიდეოჩანაწერების ამოღებას, თუმცა გამოძიება ინერტულია

მეექვსე დღეა სამაშველო სამსახური ზღვაში დაკარგულ კობა ბაკურიძეს ეძებს. თვითმხილველების და ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე პლაჟზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ, მისი კვალი იკარგება. კობა ბაკურიძის ძმა, თამაზ ბაკურიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გამოძიება არაეფექტურად მუშაობს. ის გამოძიებას პლაჟის მიმდებარედ არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას თხოვს, თუმცა გამოძიებას ჩანაწერები …

ბანაობა შტორმის დროს [ფოტო]

იმის მიუხედავად, რომ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია და ბანაობა აკრძალულია, ბათუმის სანაპირო ზოლში მობანავეს ბევრს ნახავთ. მაშველები მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ იბანაონ, ვიდრე სამაშველო კოშკებზე მაშველები თეთრ ალმებს არ გადმოკიდებენ. ბათუმის სანაპირო ზოლზე დღეს მთელი დღე წითელი ალმებია აღმართული.      

მაშველის მოწოდება: ვიდრე თეთრ ალმებს არ დაინახავთ, ნუ შეხვალთ ზღვაში

მაშველები ამ დრომდე ეძებენ ზღვაში გაუჩინარებულ ორ მამაკაცს. სამაშველო სამუშაოებს შტორმი ართულებს. შტორმის დროს მაშველებმა გუშინ, 5 ივლისს, 20 დამსვენებლის გადარჩენა მოახერხეს. რატომ შედიან ადამიანები შტორმის დროს ზღვაში საბანაოდ და რა მექანიზმი აქვთ მაშველებს, რომ მათ ამ დროს ბანაობა შეუზღუდონ? – „ბათუმელელები“ მამუკა თურმანიძეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ესაუბრა. „შავი ზღვის აკვატორიაში გუშინ …

წუხელ ზღვაში კიდევ ერთი, 25 წლის მამაკაცი გაუჩინარდა

აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, წუხელ, დაახლოებით 20 საათზე, ზღვაში შევიდა 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და გაუჩინარდა. შემთხვევა მოხდა გონიოში, პოლიციის საგუშაგოს მიმდებარე პლაჟზე. სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ 5-ბალიანი შტორმის გამო ზღვაში სამუშაოები შეფერხდა. ამ უწყების ინფორმაციით, დღეს დილიდან განახლდა სამაშველო სამუშაოები – ორი კატერი და ორი მყვინთავი ეძებს გაუჩინარებულს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ასევე გრძელდება 44 წლის კობა …

სამაშველო სამსახური ზღვაში მამაკაცს ეძებს

სამაშველო სამსახური ბათუმში, ზღვაში, მამაკაცს ეძებს. სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, 3 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე შევიდა ზღვაში საბანაოდ. „მაშველებმა დაინახეს, რომ ჩადიოდა, თუმცა ამოვიდა თუ არა უკან, არ დაუნახავთ. ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დადასტურებული, რომ ნამდვილად ზღვაში დაიკარგა,“ – გვითხრეს სამაშველო სამსახურში. ამის მიუხედავად, სამაშველო ჯგუფები დაკარგულ მამაკაცს მაინც ეძებენ. დაკარგული მამაკაცის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე …

კვარიათში ავტომანქანა გზიდან ზღვაში გადავარდა

კვარიათში ავტომანქანა გზიდან ზღვაში გადავარდა. ავტომანქანაში მყოფი ხუთივე პირი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს, მათგან სამი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, ორი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხუთიდან ოთხს მძიმე დაზიანებები არ მიუღია, მათ შორის ერთმა მიიღო მოტეხილობები. შემთხვევა გუშინ ღამის 11 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე აღძრულია 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

მიკროავტობუსი მდინარიდან მაშველებმა გამოიყვანეს

გოდერძის უღელტეხილზე სამგზავრო მიკროავტობუსი მდინარიდან მძიმე ტექნიკის საშუალებით გამოიყვანეს. მიკროავტობუსი ხულოდან ადიგენის მიმართულებით მიდიოდა. ტრანსპორტში, მძღოლის გარდა, ხუთი მგზავრი იყო, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. მდინარე, საიდანაც მიკროავტობუსი ვეღარ გამოვიდა, გზას კვეთს. სამაშველო სამსახურს დაახლოებით დილის ექვს საათზე ერთ-ერთმა მგზავრმა დაურეკა. მაშველებმა მგზავრებისა და მიკროავტობუსის მდინარიდან გამოყვანა მოახერხეს. „მანქანა ქვიშა-ღორში იყო გაჩერებული, მძღოლი მდინარიდან გამოსვლას და მგზავრების …

სახლის ჩამონგრევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, სახლის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი ადამიანის გადარჩენა კი სამაშველო ჯგუფმა შეძლო. „შეტყობინება დილის რვა საათზე შემოვიდა. ხუთი ადამიანი იყო მოყოლილი ნანგრევებში, ერთია დაღუპული,“-ამბობენ სამაშველო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი ახალაშენებული იყო. ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იმყოფება. ოჯახის ერთ-ერთი წევრი 36 კვირის …

ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, ბათუმში, დღეს 30 ივნისს, საღამოს საათებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. გაძლიერდება  დასავლეთის ქარის და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაცემა. ამინდის გაუარესება მოსალოდნელიან მაღალმთიან აჭარაშიც. „არამდგრადი ამინდები გაგრძელდება შემდეგ დღეებშიც“, – უთხრა „ბათუმელებს“ დოდო გვაზავამ. აჭარის სამაშვილო სამსახურში ამბობენ, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელი უამინდობის შესახებ გაფრთხილებულები …

მაშველები სეზონის წინ

წელს აჭარის სამაშველო სამსახურის ტექნიკურ აღჭურვილობას ორი კატერი და ერთი სკუტერი დაემატა, შესაბამისად, ახლა სანაპირო ზოლზე ხუთი კატერითა და ექვსი სკუტერით იმორიგევებენ. სანაპირო ზოლი, სადაც ბანაობა ნებადართულია, წელს არ გაზრდილა და დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე, წინა წლების მსგავსად, კვლავაც 135 მაშველი იზრუნებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს მათ 350-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე. „გვექნება 6 სწრაფმავალი სკუტერი, 200, …

ავტომანქანა ზღვაში გადავარდა, არის მსხვერპლი

წუხელ, დაახლოებით ღამის სამ საათზე, ბათუმის ნავსადგურში, ერთ-ერთი ნავმისადგომიდან ავტომანქანა ზღვაში გადავარდა. დაიღუპა მანქანის მძღოლი, რომელიც 47 წლის იყო. არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცმა განზრახ გადააგდო მანქანა ზღვაში, მანამდე კი საკუთარ ოჯახში დარეკა და მათ აცნობა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა. თუმცა, შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ ამ საკითხს გამოძიება დაადგენს. სამაშველო სამსახურმა ზღვაში გადავარდნილი მსუბუქი ავტომანქანა უკვე ამოიღო. …

Exit mobile version