ენმ-ს პარტიული სიის ათეული აჭარის უმაღლეს საბჭოში

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები დღეს, 1-ელ ოქტომბერს დაასახელა. პროპორციული საარჩევნო სიის პირველ ათეულში არიან: ელგუჯა ბაგრატიონი გიორგი კირთაძე გია აბულაძე მედეა ვასაძე ლევან ანთაძე ირაკლი ჩავლეიშვილი მამული სურმანიძე ასმათ დიასამიძე დავით კონცელიძე მამუკა ჯევაიში აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრია, მათგან სამი მაჟორიტარული წესით ირჩევა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს …

აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ბათუმში [ფოტო]

ოპოზიცია დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში ერთიან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის სლოგანია „ერთად ერთის წინააღმდეგ“. შეკრებილების მოთხოვნა ისევ პროპორციული საარჩევნო სისტემაა, დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ არ შეასრულა. აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალურ პარკსა და პორტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ვარდების სკვერში გადაინაცვლეს, სადაც მათ ოპოზიციის ლიდერები სიტყვით მიმართავენ. ამ თემაზე „ერთად ერთის წინააღმდეგ“ – ოპოზიცია ბათუმში აქციას მართავს [live]

„ერთად ერთის წინააღმდეგ“ – ოპოზიცია ბათუმში აქციას მართავს [live]

ოპოზიცია დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში ერთიან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის სლოგანია „ერთად ერთის წინააღმდეგ“. შეკრებილების მოთხოვნა ისევ პროპორციული საარჩევნო სისტემაა, დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ არ შეასრულა. საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალურ პარკსა და პორტთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მსვლელობას მოაწყობენ მემედ აბაშიძის ქუჩაზე. შემდეგ კი გადაინაცვლებენ ვარდების სკვერში, საიდანაც ოპოზიციის ლიდერები სიტყვით მიმართავენ. See more

გრიგოლ გეგელია ივანიშვილის ინტერვიუზე: ეს არის ის, რაც დაემართა სააკაშვილს

„ის არ მიიჩნევს ანგარიშვალდებულად თავს ქართველ ხალხთან, არც ევროპელ პარტნიორებთან და საერთოდ, არავისთან. ივანიშვილს ახლა აქვს ერთადერთი პრინციპი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ეს შესაძლოა ყველაფრის ფასად გააკეთოს… ყველაზე დრამატული ამ ინტერვიუში ჩემთვის იყო ის, რომ ივანიშვილი არის სრულიად არაადეკვატური, ის აბსოლუტურად სხვაგანაა. ეს არის ის, რაც დაემართა სააკაშვილს…“ – ამბობს გრიგოლ გეგელია,  პროფესიით პოლიტოლოგი და …

აჭარის უმაღლეს საბჭოზე ბოქლომის დასადებად მივიდნენ – აქცია

დღეს, 22 ნოემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოს ჭიშკარზე ენმ-ს წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ბოქლომის დასადებად მივიდნენ. ისინი უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას და პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას აპროტესტებენ. ელგუჯა ბაგრატიონი თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 18 ნოემბერს დააკავეს. მას მოსამართლე ვალერიან  ფილიშვილმა 12 დღით პატიმრობა მიუსაჯა. საპროტესტო აქცია …

ლაშა ბაქრაძე: კიდევ უფრო მეტი რყევებია მოსალოდნელი

პარლამენტის შენობის პიკეტირებას ისევ აპირებენ. აქციის მონაწილეები პარლამენტარებს პარლამენტში მომავალი კვირის ორშაბათსაც არ შეუშვებენ. ჯერ უცნობია, რა გზას მიმართავს ამჯერად ხელისუფლება: ისევ სპეცრაზმის დახმარებით გახსნის ბოქლომებს, თუ საზოგადოების მოთხოვნას გაითვალისწინებს და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება. „ხელისუფლება ახლაც ცდილობს დაითვალოს აქციის მონაწილეები… სინამდვილეში ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობა არაა მთავარი,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ. მას …

„ვერ ვეტყვით მსოფლიოს – გამარჯობა, ჩვენ ოლიგარქის ორღობიდან ვართ“ – ნენე კვინიკაძე

„…ზოგჯერ დეტალი აღწერს მთელ ტრაგედიას, მაგალითად, ზღვაში ჩაგდებული ძაღლის კადრი ყველაზე ნათლად გვახსენებს აფხაზეთის ტრაგედიას, ვიდრე დახოცილი ადამიანები. ჩემთვის ამ აქციის დეტალი სპეცრაზმელების თანაგრძნობა იყო – თითქოს არც ბრაზდებოდა ხალხი მათზე. ეს არ იყო შიში. იქ უკვე იდგა ხალხი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი ქცევა. ჩვენ ვხედავდით ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ არჩევნებით უნდა შეცვალონ,“ – გვიყვება …

საყვირებით აჭარის მთავრობასთან – გრძელდება საპროტესტო აქცია „დავიბრუნოთ ქვეყანა“ 

„ჩვენ არ ვიშლებით, ღამეც აქ ვიქნებით“, – ამბობს საპროტესტო აქციის მონაწილე, ხათუნა ბერიძე. იგი სამოქალაქო მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია. სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები საპროტესტო აქციისთვის ამ საღამოსთვისაც ემზადებიან. მათ მთელი დღის განმავლობაში საყვირებით ხმაური არ შეუწყვეტიათ მთავრობის სახლთან. აჭარის მთავრობის სახლის წინ ისევ გაშლილია სამი კარავიც. ხათუნა ბერიძის თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება დაპირებას არ …

სპეცრაზმმა თბილისში პარლამენტთან აქციის დაშლა დაიწყო

სპედანიშნულების რაზმებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლა დაიწყეს. ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა დასაშლელად, თუმცა აქციის მონაწილეები არ დაშლილან. აქციის მონაწილეები აწეული ხელებით შეხვდნენ სპეცრაზმის გამოჩენას. პარლამენტთან ისმის გამაფრთიხლებელი სიგნალები და მოწოდებები: დაიშალოს აქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. აქციის დასაშლელად უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა …

ბათუმში მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს – საპროტესტო აქცია

აჭარის მთავრობის სახლის წინ, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე აქციის მონაწილებს კარავი არ გააშლევინეს. პოლიციის განმარტებით, სავალ გზაზე კარვის გაშლა უსაფრთხო არ იყო. საბოლოოდ პოლიციასა და აქციის მონაწილებს შორის შეთანხმება შედგა. კარავი მთავრობის სახლის წინ, ტროტუარზე გაშალეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ. ვადამდელი პროპორციული არჩევნები, გარდამავალი მთავრობა და საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა – ეს …

ბათუმში მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, მობილიზებულია პოლიცია

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. „სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს და ვუერთდებით მათ მოთხოვნებს“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ამ წუთებში აქციის მონაწილეები იკრიბებიან თბილისშიც, რუსთაველის გამზირზე, სადაც დაგეგმილია აქცია სახელწოდებით – „დავიბრუნოთ ქვეყანა“. აქციებზე “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ. დღესვე, 17:00 საათზე …

შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა იქნება აღკვეთილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს, „17 ნოემბერს, დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ …

აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში დღეს აქცია გაიმართება – „პროპორციული არჩევნებისთვის“

დღეს, 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. აქციის ორგანიზატორები, გუშინ, ბათუმში მოქალაქეებს ურიგებენ ფლაიერებს და მოუწოდებენ, რომ 17 ნოემბერს ერთად შეიკრიბონ აჭარის მთავრობის სახლთან, რათა „ყველა ერთის წინააღმდეგ“ გამოვიდეს და პასუხი მოსთხოვონ „მატყუარა ქართულ ოცნებას“. ბათუმში …

„ბიძინა, რატომ მოგვპარე პროპორციული საარჩევნო სისტემა!“- აქცია ბათუმში

პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო, რამდენიმე დღეა საზოგადოების ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავს თბილისსა და ბათუმში. მორიგი აქცია გაიმართა დღეს, 16 ნოემბერს, აჭარის მთავრობის შენობის წინ. სამოქალაქო და პარტიული აქტივისტები 18:00 საათისთვის ბათუმში, ვარდების სკვერში შეიკრიბნენ, იქედან კი მსვლელობა დაიწყო მთავრობის შენობისკენ, სადაც გამოფინეს პლაკატები წარწერით – „მატყუარა ბიძინა“, „შეცვალე“, „გადამგდები მთავრობა“ და ა.შ. …

„ყოველ დღე გვექნება აქცია“ – ბათუმში კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათზე შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციები ბათუმში გაიმართება ხვალაც და ზეგაც. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პროპორცული საარჩევნო წესის კანონპროექტის ჩაგდებას. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა გასცა 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ. „ყოველ დღე გვექნება აქციები, ხვალ …

რა შემთხვევაში ცხადდება ვადამდელი არჩევნები?

„ვადამდელი არჩევნები შესაძლოა გამოცხადდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერი გადადგება და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი კანონით განსაზღვრულ ვადებში ნდობას ვერ გამოუცხადებს,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე. არსებობს მეორე გზაც – პრემიერი მთავრობის შემადგენლობას ცვლის და პარლამენტისგან მისთვის ნდობის გამოცხადებას ითხოვს, რაც ასევე ვერ ხერხდება. ორივე შემთხვევაში ვადამდელ არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს. …

უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „კონსერვატორი“ დავით ბაციკაძე ამბობს, რომ უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნება -აჭარას“ ხელმძღვანელიცაა. „არ ვაპირებ ამ ეტაპზე უმრავლესობის დატოვებას. მე, პირადად, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ წავიდე უმრავლესობიდან“, – ამბობს დავით ბაციკაძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება პარლამენტის მხრიდან საკმარისი საფუძველი ამ გადაწყვეტილების მისაღებად. …

მუხრან ვახტანგაძე: მე “კონსერვატორებს” ვტოვებ და “ოცნებაში” ვრჩები

“მე შემოვედი პარლამენტში “ქართული ოცნებიდან” და ვრჩები “ოცნებაში”, – გვითხრა ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში. ის ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების” წევრია. ამ ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიამ და წევრებმა – ზვიად ძიძიგურმა და ნინო გოგუაძემ დღეს, 15 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. “მე “კონსერვატორებს” დავტოვებ, ეს ავტომატურად ხდება,” – გვითხრა მუხრან ვახტანგაძემ. მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტის …

ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის წინ, ენმ-წევრები აქციას მართავენ, მათ მთავრობის სახლის შესასვლელი გადაკეტეს, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ოთხი მონაწილე დააკავა. დაკავებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი – რეზო ხარაზი, “ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივას წევრი” გია ხალვაში, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი ბეგლარ ფუტკარაძე და მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ წევრი ალექსანდრე მილორავა. პოლიციის დეპრატამენტის ხელმძღვანელმა კოტე ანანიაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა გაეთავისუფლებინათ …

„გადაგვაგდე? – გადაგაგდებთ“- საპროტესტო აქცია და მსვლელობა ბათუმში

„გადაგვაგდე? – გადაგაგდებთ“, „არ გავჩუმდები“ – ამ ლოზუნგებით ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები, სამოქალაქო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობაც მოაწყვეს მოწოდებით: „გამოდი“. დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. მერაბ ჯიხაძე, მოქალაქე: „მე მეზღვაური ვარ …

Exit mobile version