თბილისში, საპროტესტო აქციაზე, სადაც საზოგადოება პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციას მართავდა, 9 მაისს, მცირე ინციდენტი მოხდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშს, გალაქტიონის ხიდის მიმდებარედ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი მიუახლოვდა, რომლებმაც თავიანთი პლაკატები გაშალეს მარშის წინ. როგორც მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გოტა ჭანტურია ამბობს „ბათუმელებთან“, მათ სააკაშვილის მხარდამჭერებს ორჯერ სთხოვეს არ გადაეფარათ მათი ბანერები სააკაშვილის პლაკატით, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა. …
Tag Archives: ნაციონალური მოძრაობა
19 წლის წინ მიშამ თქვა, რომ ასლანი გაიქცა. ამის აღსანიშნავად ვართ აქ – აქცია ბათუმში
დღეს, 6 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების“ აქცია გაიმართა – „თავისუფლება მიშას“. ევროპის მოედანზე გამოფენილი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს განხორციელებული პროექტები. პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერები დღეს ჩოლოქის ხიდზეც იმყოფებოდნენ, რომელიც ასლან აბაშიძემ, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო ააფეთქა 2004 წელს. „19 წლის წინ სააკაშვილმა თქვა – „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია“ და ზუსტად ამის აღსანიშნავად …
ევროკომისიის მოთხოვნების შესრულება და სააკაშვილის გათავისუფლება – აქცია ბათუმში
დღეს, პირველ აპრილს, ბათუმში, მთავრობის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა. აქციის მოთხოვნები იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება მთავრობის მიერ და პროტესტი, ხელისუფლების რუსული კურსის წინააღმდეგ. „ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას ყოფს და აპირისპირებს. მას უნდა, რომ გაათითოკაცოს და დაქსაქსოს საზოგადოება, მაგრამ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ერთობით და მოქმედებით. ივანიშვილი ანგრევს …
Continue reading “ევროკომისიის მოთხოვნების შესრულება და სააკაშვილის გათავისუფლება – აქცია ბათუმში”
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ოფისიდან კომპიუტერი მოიპარეს
„ოფისი დღეს დილით გაქურდული დაგვხვდა,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიშა ბოლქვაძე. მისი თქმით, პარტიის ხელვაჩაურის ოფისის ფანჯარა სპეციალური ხელსაწყოებით გახსნეს და მხოლოდ კომპიუტერი წაიღეს. „მაგიდაზე იყო მცირე ოდენობის ფულიც, რაზეც ხელი არ უხლიათ. დიდი ალბათობით, ინტერესი იყო კომპიუტერზე, რადგან იქ ინახება ჩვენი მონაცემები… ეს არის „ქურდული ოცნების“ მიერ წახალისებული, ქურდული იმიტომ, რომ …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ოფისიდან კომპიუტერი მოიპარეს”
„სააკაშვილი შესაძლოა ნელსონ მანდელაც გამოვიდეს ხალხის თვალში“ – ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან
„მიზანი იყო, რომ როგორმე დაეჩაგრათ სააკაშვილი და მისი იმიჯისთვის მიეყენებინათ ზიანი, მაგრამ სააკაშვილი იმიჯურად ამ პროცესს იგებს,“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი. მას ვესაუბრეთ პოლიტიკურ ინტერესზე, როცა ხელისუფლება კატეგორიულად უარს ამბობდა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა, თუ სასამართლოში გამოჩენაზე. დღეს, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან ისევ მიმართა საზოგადოებას. დავით ზურაბიშვილის აზრით, …
„ეს არ არის არჩევნები, ამას არ შევეგუებით“ – გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბრიფინგი გამართა და მედიას აცნობა, რომ ამ არჩევნების შედეგების შეგუებას ისინი არ აპირებენ. ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის პოზიცია ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ გააცნო მედიას. გიორგი კირთაძემ პოლიტიკურ განცხადებასთან ერთად დღეს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზეც ისაუბრა: „რა მივიღეთ კენჭისყრის დღეს: დაპირისპირება პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე, ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭების მობილიზება …
Continue reading “„ეს არ არის არჩევნები, ამას არ შევეგუებით“ – გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში”
რატომ გადაწყვიტა კახა ქაშიბაძემ იყოს ენმ-ს სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში – ინტერვიუ
ცნობილი ქირურგი კახა ქაშიბაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერია. ის ქვეყნის მასშტაბით იმ იშვიათი ექიმების რიგს მიეკუთვნება, ვინც ურთულეს – ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ატარებს. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში საქმიანობა და როგორ ხედავს ის ბათუმის მომავალს. გთავაზობთ ინტერვიუს კახა ქაშიბაძესთან. ბატონო კახა, თქვენ ხართ ენმ-ს სიის პირველი ნომერი. ეს იმას …
რიჟვაძე ტურისტების კლებაში ნაციონალებს ადანაშაულებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის სექტორში კლების ტენდენციის დაფიქსირების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მაისსა და ივნისში აჭარაში დაფიქსირდა პიკი ტურიზმის მიმართულებით და ამას მოწმობს როგორც დინამიკა საზღვრის კვეთის მიმართულებით, ასევე აეროპორტის მონაცემები, ამიტომაც მთავრობა უპრეცედენტო სეზონს ელოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. „…შემდეგ უკვე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ჩარევამ, პირველ რიგში, ნაცმოძრაობის …
Continue reading “რიჟვაძე ტურისტების კლებაში ნაციონალებს ადანაშაულებს”
დეპუტატის სასტუმროდან ენმ-ის წევრის გაძევებაზე გამოძიება დაიწყო
იძულების მუხლით ხულოს სასტუმროს ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევა წუხელ, 7 მაისს, სასტუმრო „ხულოში“ მოხდა. სასტუმროს მესაკუთრემ, პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ სასტუმროს ნორმის დაცლა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს – ხათუნა ბერიძეს მოსთხოვა. დეპუტატს არ განუმარტავს მიზეზი, რის გამო მოსთხოვა მან სტუმარს სასტუმროს დატოვება. დეპუტატმა სასტუმროს …
Continue reading “დეპუტატის სასტუმროდან ენმ-ის წევრის გაძევებაზე გამოძიება დაიწყო”
რატომ დაუჭირა მხარი აჭარის დეპუტაციამ პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციას ენმ-ის რეჟიმად გამოცხადებაზე
„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას „სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმაც. თუმცა, საბოლოოდ, რეზოლუციამ საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. 45 მომხრე, 16 – წინააღმდეგი. ეს შედეგი დაფიქსირდა 21 თებერვალს, რეზოლუციის პროექტის კენჭისყრის დროს. რეზოლუციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი უნდა შეფასდეს როგორც „სააკაშვილი-ბოკერიას ძალადობრივი რეჟიმი“. რეზოლუციას პარლამენტის აჭარის დეპუტაციის ერთმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი. …
„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“ – საია ბაღების დირექტორების ფარულ ჩანაწერებზე
„თუ დადგინდება, რომ ეს ჩანაწერები ნამდვილია, მაშინ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, კონკრეტულად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ბათუმში სამი საბავშვო ბაღის დირექტორთან ფარული სატელეფონო ჩანაწერი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 24 ოქტომბერს, გამოაქვეყნა. ჩანაწერების მიხედვით, ბაღების დირექტორები „ოცნების“ მხარდამჭერებს აგროვებენ. ანნა მდინარაძის განმარტებით, თუკი ჩანაწერი ავთენტურია, ირღვევა საარჩევნო კოდექსის 49-ე …
ენმ-ის ფრაქციები აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არ დაიშლება
ბათუმის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ საკრებულოში მათი ფრაქცია არ დაიშლება. „ვრჩებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, მეც და სხვებიც. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის“, – ამბობს გიორგი კირთაძე. ნაციონალურ მოძრაობას ბათუმის საკრებულოს ფრაქციაში სამი წევრი ჰყავს – თავად გიორგი კირთაძე, ნოდარ დუმბაძე და ჯუმბერ კახიძე. გიორგი კირთაძის ინფორმაციითვე, რომელიც ამავე დროს …
Continue reading “ენმ-ის ფრაქციები აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არ დაიშლება”
გიორგი კირთაძე „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებსა და გეგმებზე
გიორგი კირთაძე არის ბოლო მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი, იყო წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. ის არის „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი საქართველოს პარლამენტში. კენჭს იყრის #69 საარჩევნო ოლქში. ბატონო გიორგი, თქვენს საარჩევნო პროგრამაში საუბარია ისეთ პროექტებზე, რომლებიც, წესით, დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. რამდენით გაიზრდება ბიუჯეტი იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოხვალთ და როგორ აპირებთ ბიუჯეტის გაზრდას? თუ ვსაუბრობთ პროგრამაზე, მე მგონი …
Continue reading “გიორგი კირთაძე „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებსა და გეგმებზე”
მურმან დუმბაძე: „ოცნება“ და „ნაციონალები“ აჭარაში გარიგდნენ
ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძე საკუთარი პარტიის შექმნას გეგმავს. ის აპირებს პარტია მის მიერვე შექმნილი ორგანიზაციის „ემსახურე საქართველოს“ ბაზაზე დააფუძნოს. პარლამენტარის თქმით, მას პარტიის შექმნის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა მისი გეგმები აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის აჭარაში დაბრუნებამ შეცვალა. მურმან დუმბაძე „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გარიგებაში ადანაშაულებს და ახლა მისი მთავარი მიზანი, …
Continue reading “მურმან დუმბაძე: „ოცნება“ და „ნაციონალები“ აჭარაში გარიგდნენ”
საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია
რამდენად ღრმაა „ნაციონალურ-დემოკრატიულ“ ერთობაში გაჩენილი ბზარი? ეს კითხვა წინა კვირას განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე თავისთავად გაჩნდა. „ნაციონალებისა“ და „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ პარტიად შერწყმის დიადი გეგმის ჩაშლა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს – კობა დავითაშვილს დაბრალდა. მისი ხმამაღალი განცხადება, არჩევნების შემდგომ მისივე სიჩუმის ფონზე, უფრო მკვეთრად გაისმა. თუმცა, განხეთქილების თაობაზე ეჭვებს სხვა გარემოებებიც აძლიერებდა. ყველაფერის თავი …
„ნაციონალები“ ისევ „ნარკოტიკებსა და იარაღის შენახვაზე“ დააკავეს
სხვადასხვა ბრალდებით აჭარაში კვლავ გრძელდება იმ ადამიანთა დაკავება-დაპატიმრება, რომლებიც ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თუ ამ მოძრაობის მხარდამჭერები არიან. ეს „უცნაურობა“ თურმე ჩვეულებრივი დამთხვევებით აიხსნება და ამას ხელისუფლების მხრიდან მათი ოპონენტების მისამართით რაიმე სახით პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან საერთო არაფერი აქვს. აჭარის პოლიციაში კი არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი ჩვეულებრივ კრიმინალის წინააღმდეგ ილაშქრებენ და ამ „ლაშქრობის“ კანონიერ უფლებასთან ერთად, …
Continue reading “„ნაციონალები“ ისევ „ნარკოტიკებსა და იარაღის შენახვაზე“ დააკავეს”