დამეწყრილ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყრის დროს დაკარგულ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს. მაშველები დაკარგულებს  16 საათის განმავლობაში ეძებდნენ. სოფელში გრძელდება კიდევ სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები. მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ  ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი სოფელ ჯოჭოში. წინასწარი ინფორმაციით, სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი არასრულწლოვანი. მაშველები დილიდან …

მეწყერში მოყოლილი ავტომანქანა იპოვეს

ხელვაჩაურში, მეწყრის დროს დაკარგული ავტომანქანა იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია მანქანაში მყოფი ორი პირის მდგომარეობა. მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ  ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი. წინასწარი ინფორმაციით სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი არასრულწლოვანი, ხოლო მანქანაში – 2. მაშველები დილიდან ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. ძებნაში ჩართულია 120 მაშველი.

მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ისევ ეძებენ – ფოტოები სტიქიის ადგილიდან

პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა  ერთი საცხოვრებელი სახლი და ერთი ავტომანქანა ჩაიყოლა. წინასწარი  ინფორმაციით საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ორი ადამიანი კი  – ავტომობილში. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ დრომდე დაკარგული ადამიანების პოვნა ვერ მოხერხდა. დამეწყრილი ტერიტორია სრულად არის მიწით დაფარული ისე, რომ იმ ადგილას …

ქედაში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, ადიდდა მდინარე ბზანაც

ქედაში ძლიერი წვიმის გამო მდინარე ბზანა ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ელექტრობოძები, რამდენიმე სოფელი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სოფელი გულები, ზუნდაგა, კოლოტაური, დაბა ქედა – ეს ის ადგილებია, სადაც მეწყერი განვითარდა, დაბა ქედაში ადიდებულმა მდინარემ სახლებში შეაღწია. „ბევრი ლოკაციაა, სადაც მეწყრული პროცესებია განვითარებული. დოლოგანში მდინარე ბზანამ წააქცია რამდენიმე ელექტრობოძი, რის გამოც რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. …

სეტყვა და ღვარცოფი ხულოს სოფელში – მოსახლეობა ზარალს ითვლის [ვიდეო]

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო განვითარებულმა ღვარცოფმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა თხილვანაში, სოფლის გზები დააზიანა. დაისეტყვა ნათესები. „სეტყვა იყო, ნახევარი საათი. გზები და ნათესები დაზიანდა. ხეობაში არსებული მდინარე ადიდდა. სეტყვას იმდენი ზიანი არ მოუყენებია, რამდენიც ღვარცოფმა, რომელმაც ნათესები წალეკა,” – უთხრა „ბათუმელებს“ ქვედა თხილვანას მცხოვრებმა თეიმურაზ ქამადაძემ. ძლიერმა სეტყვამ გუშინ, 17 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის ორ …

მეწყერი ისევ განმეორდება – ქედის მერი

ქედაში, მახუნცეთის დასაწყისში, დელტურსა და რესტორან „ჭადრებს“ შორის გზის მონაკვეთზე,  მეწყერი ისევ ჩამოწვა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და გადაადგილება შესაძლებელია. თუმცა, აღნიშნული მონაკვეთი ისევ რჩება რისკის ზონად. რადგან, როგორც ქედის მერი ლევან გორგილაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, კლდის ფენის ჩამოშლა კვლავ მოსალოდნელია. „გეოლოგიური დასკვნა უკვე არსებობს რომლის მიხედვით,  მეწყრულ ზონაში ქვების სამი ფენაა განლაგებული. ერთი ნაწილი უკვე …

ქედაში საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა ცალმხრივად განახლდა

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე, ქედის მონაკვეთზე, მოძრაობა ცალმხრივად განახლდა. ქედის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხვალ დილით განახლდება სამუშაოები, რომ გზა ორმხრივად გაიხსნას. ავტომაგისტრალზე გადაადგილება დღეს, 10 მაისს, ჩამოწოლილი მეწყრის გამო შეიზღუდა, გზა ხეებითა და ლოდებით ჩაიხერგა. ქედის მერის, ლევან გორგილაძის განცხადებით, ასევე, შესაძლებელია შემოვლითი გზით სარგებლობა, თუმცა მხოლოდ ორხიდიანი მანქანებისთვის.

გზა ცალმხრივად შესაძლოა რამდენიმე საათში გაიხსნას – მეწყერი ქედაში

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ლოდებს აფეთქებენ, რათა ჩამოწოლილი მეწყრისგან გზა გაწმინდონ. მეწყერი ავტომაგისტრალზე, ქედაში, დღეს, 10 მაისს ჩამოწვა, რის შედეგადაც ავტომობილების მოძრაობა შეფერხდა. ქედის მერის, ლევან გორგილაძის განცხადებით, სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს და შესაძლოა, მაგისტრალზე რამდენიმე საათში მოძრაობა ცალმხრივად აღდგეს. მისივე თქმით, შესაძლებელია შემოვლითი გზით სარგებლობა, თუმცა მხოლოდ ორხიდიანი მანქანებისთვის.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი მეწყერმა ჩაკეტა

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ამ დროისთვის [10:00 სთ] ჩაკეტილია. გზაზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში, დღეს, 10 მაისს, მეწყერი ჩამოწვა. გზა ხეებითა და ლოდებითაა ჩახერგილი. „მეწყერი დიდია, კლდეა ჩამოშლილი და მაგისტრალის გასაწმენდად შესაძლოა აფეთქება გახდეს საჭირო. ამ ეტაპზე ტექნიკა მუშაობს შემოვლითი გზის მოსაწყობად. შემოვლითი გზა დაიწყება ქვედა მახუნცეთის ხიდიდან და უნდა ჩამოვიდეს ახალ ხიდამდე. ესეც დროებით და გადაუდებელი …

მოქალაქე: მეწყერს მიაქვს ჩემი ბაღი, არავინ მოდის დასახმარებლად

ხელვაჩაურში, სოფელ ყოროლისთავში მცხოვრები მარინა ფაღავა ამბობს, რომ მეწყერმა მისი მანდარინის ბაღი დააზიანა და შიდასასოფლო გზა ჩაკეტა. მოქალაქის თქმით, მან ხელვაჩაურის მერიას ორი კვირის წინ მიმართა, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. „…სოკარგაზს გაჰყავდა მილები, რა დროსაც გამოვიდა წყალი. მითხრეს, ეს წყაროს წყალიაო. 42 წელია აქ ვარ და არ ყოფილა წყარო… ვუთხარი, რომ ეს მოაშვავებდა აქაურობას, …

ხულოში ხიხაძირისკენ მიმავალი გზა მეწყერმა ჩაკეტა

ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის მე-19 კილომეტრზე, ხულოში, სოფელ ფუშრუკაულსა და კვატიას შორის ტერიტორიაზე, დღეს, პირველ აპრილს, მეწყერი ჩამოწვა. ხულოს მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში ჩამოშლილმა მიწის მასამ საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაკეტა. გზის გაწმენდის სამუშაოები გვიან საღამომდე მიმდინარეობდა. გაწმენდის სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები აწარმოებენ. მერიის ინფორმაციით, რაღაც მონაკვეთში მოხერხდა გზის გახსნა მაღალი გამავლობის …

ხულოს სოფელ მეკეიძეებში მეწყერი ჩამოწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში გუშინ მეწყრული პროცესი განვითარდა. მიწის ჩამოშლის შედეგად არავინ დაზარალებულა. ხულოს მერიაში ამბობენ, რომ სოფელთან მისასვლელი ალტერნატიული გზა არსებობს. ამ წუთებში ადგილზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდის სამუშაოებს ატარებს. მეწყრული პროცესების შედეგად საავტომობილო გადაადგილება არ შეზღუდულა. აჭარის საავტომობილო გზების ინფორმაციით, რამდენიმე საათში გზის გაწმენდის სამუშაოებში დამატებითი მძიმე ტექნიკა ჩაერთვება და ჩამონაშალის …

მეწყრის გამო მახუნცეთთან ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ჩაიხერგა

ქედის სოფელ მახუნცეთთან ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ამ წუთებში ჩახერგილია. გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება 9:00 საათზე შევიდა. „ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ამ წუთებში [9:40სთ.] ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას და დაიწყება გზის გაწმენდა,“ – გვითხრეს მერიაში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 14 თებერვალს, „დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის …

მეწყერი ქედაში – ხუთსულიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

ქედაში, სოფელ ზენდიდში, ბერიძეების საცხოვრებელთან 4 თებერვალს მეწყერი განვითარდა. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბერიძეების 5-წევრიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას იქნა გაყვანილი, ხოლო სტიქიის ადგილს გეოლოგები უახლოეს დღეებში შეისწავლიან, რომელთა დასკვნის საფუძველზე თვითმმართველობა მოახდენს რეაგირებას. მცირე მეწყერი განვითარდა, ასევე, ქოსოფელში, რომელიც, მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დღეს გაიწმინდება. გუშინ, 4 თებერვალს, ქედაში გზაზე  ორი მეწყერი ჩამოწვა. მეწყრული მოვლენები ქედაში …

ქედაში გზაზე ორი მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 4 თებერვალს, მეწყერი ჩამოწვა ქედაში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, მახუნცეთის მონაკვეთზე, რის გამოც 15 წუთის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა იყო შეფერხებული. ამ დროისთვის მოძრაობა ცალმხრივად უკვე აღდგენილია. დღეს ქედაში კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა სოფელ აბუქეთაში, საავტომობილო გზაზე. ქედის მერიის ინფორმაციით, მეწყერი საგზაო დეპარტამენტმა გაწმინდა და ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. ქედაში დღეს დილიდან თოვლ-ჭყაპია, ამჟამად კი ინტენსიურად თოვს.

მეწყერი ქედაში – ხუთი ოჯახი მისასვლელის გარეშე დარჩა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულაში მეწყერი ჩამოწვა, დაახლოებით ხუთი ოჯახი მისასვლელი გზის გარეშეა დარჩენილი. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩამოწოლილი მასა აღარ მოძრაობს, თუმცა გაწმინითი სამუშაოების დაწყება ჯერ არ შეიძლება: „იმიტომ რომ შეიძლება ეს მასა ამოძრავდეს. თუ ასე მოხდება, ორ ოჯახს შესაძლოა საფრთხე შეექმნას, ამიტომ მოსახლეობა გაფრთხილებულია, ველოდებით ამინდის დასტაბილურებას, შემდეგ კი დავიწყებთ გაწმენდით …

„ვითხოვთ გასახლებას“ – საპროტესტო აქცია შუახევში

შუახევში, სოფელ ბუთურაულში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს, 23 აპრილს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სოფლიდან დროულ გასახლებას ითხოვენ. „მიწა ნაპრალებითაა სავსე, დაღებული აქვს პირი მიწას, სახლებზე სულ ბზარებია. მეშინია, არ ჩამოინგრეს და შიგნით არ მოვყვეთ… გეოლოგები სწავლობენ, მაგრამ დროულად არ დებენ დასკვნას. ვისაც დასკვნა აქვს, მასაც არ ასახლებენ,“ – ამბობს ბუთურაულში მცხოვრები რუსლან მიქელაძე. ადგილობრივების თქმით, სოფელში …

სოფელ კორომხეთში მცირე მეწყერი განვითარდა

ქედის მერიის ცნობით, უამინდობის შედეგად, სოფელ კორომხეთში მცირე მეწყერი განვითარდა. მეწყერი შიდა საუბნო, ორ ოჯახთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოწვა. მეწყრისგან გზის გაწმენდა ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება, ხოლო შემდგომ მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები გატარდება. მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, მერია ვითარებას ადგილზე გაეცნო. მერიის ცნობით, ქედაში ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია. _________________ ფოტო: ქედის მერია

ქვედა თხილვანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მეწყრული პროცესი გააქტიურდა. სოფელში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, მეწყერმა ერთ სახლთან მისასვლელი საავტომობილო გზა ჩაკეტა და ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი ხიდი, რომელიც თავის დროზე მეწყერმა დააზიანა, კიდევ უფრო ჩაიტანა ხევში. „ეს ხიდი 15-20 წელია უფუქციოა, სოფელს აქვს სხვა გზაც. ახლა მეწყერმა ხიდი კიდევ უფრო ქვევით ჩაიტანა. აქედან 50-60 მეტრია სახლებამდე, ჯერჯერობით საფრთხე …

ხელვაჩაურში მეწყერმა 5 ოჯახთან მისასვლელი გზა ნაწილობრივ ჩაკეტა – არის განმეორების საფრთხე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზედა სამებაში, მალაყმაძეების უბანში, ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც ნაწილობრივ გადაიკეტა ხუთ ოჯახთან მისასვლელი გზა, არსებობს მეწყრის გამეორების საფრთხე; გარდა ამისა, მიწის მასა ჩამოწვა და გზა ჩაიხერგა ხელვაჩაურში სოფელ კაპრეშუმიდან აგარის მიმართულებით. მერიის ინფორმაციით, საგზაო დეპარტამენტმა გააგზავნა ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. სოფელ მახინჯაურში ადიდდა მდინარე, რის შედეგადაც დაიტბორა რამდენიმე …

სოფელ თხილვანაში მოულოდნელად მოვარდნილმა მდინარემ გზა დააზიანა

სულ 10 წუთი წვიმდა – ამბობენ სოფელ თხილვანაში, სადაც მოულოდნელად მოვარდნილმა მდინარემ გზა დააზიანა. ამ დროისთვის [20 ივნისი – 15:00 საათი] გარესამყაროს მოწყვეტილია ოთხი სოფელი. თხილვანა მეწყერსაშიში ზონაა, ამიტომ სახელმწიფომ აქ მცხოვრებ 60 ოჯახს 25 ათასი ლარი კომპენსაცია გადაუხადა. See more სახელმწიფო პროგრამა სოფლის დაცლას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, სოფლის დატოვება ყველა მცხოვრებმა ჯერ კიდევ ვერ …

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში

მეწყრის პრევენციული ღონისძიებების პროექტი ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა ქედის თვითმმართველობისთვის. მეტიც, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია ოპტიმისტურია და რამდენიმე წელიწადში ეკომიგრანტთა პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას პროგნოზირებენ. ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკოლოგიური საფრთხის პრევენციისთვის გარკვეული თანხა გამოიყოფა. 60-მდე სოფელში ეწყობა სანიაღვრეები, გაბიონები, წყალშემკრები არხები, ხიდები და ა.შ. მიმდინარე წელს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძებებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 480 900 ლარია გათვალისწინებული, მათგან ამ დროისთვის …

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი დიოკნისთან მეწყრის შემდეგ [ფოტოამბავი]

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან, მეწყერი ორი კვირის წინ ჩამოწვა. მიწის მასამ მაშინ გზა ჩაკეტა და გოდერძის მიმართულებით ავტომობილები შემოვლითი გზით – სოფელ პაქსაძეებიდან, კორტოხიდან და ბეღლეთიდან გადაადგილდებოდა. მაგისტრალი დღეს გახსნილია, თუმცა გზის სავალი ნაწილი ამორტიზებულია, არც მეწყრული პროცესების განმეორებაა გამორიცხული. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, ხომ არ იგეგმება გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გამაგრების, ფერდდამცავი თუ …

აჭარის მთაში გეოლოგები მუშაობენ – საცხოვრებელი სახლის შესწავლას 300-მდე ოჯახი ითხოვს 

ბოლო გეოლოგიური შესწავლით, აჭარის მთაში მცხოვრები ხუთი ოჯახი განსასახლებელია. განსახლების რეკომენდაცია გეოლოგებმა შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – სამ, ხოლო ხულოში მცხოვრებ ორ ოჯახთან დაკავშირებით ახლახან დაწერეს. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, განსახლების რეკომენდაცია შუახევში სოფელ დარჩიძეებში, ვარჯანაულსა და ბუთურაულში მცხოვრებ სულ სამ ოჯახზე გაიცა. „ეს ოჯახები ჩაერთვებიან სახელმწიფოს 25 000-ლარიან პროგრამაში. საცხოვრებელი სახლებისა …

ბათუმი – ახალციხის გზაზე, სოფელ დიოკნისთან მეწყერმა გზა ჩაკეტა

ბათუმი – ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე, 92-ე კილომეტრზე, სოფელ დიოკნისთან მეწყერი განვითარდა. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა. ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის, რამაზ შავაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გოდერძის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით, სოფელ პაქსაძეებიდან, კორტოხიდან და ბეღლეთიდან არის შესაძლებელი, რაც შეხება ცენტრალურ გზაზე ჩამოსულ მიწის მასას, მისი თქმით, …

სოფელ საციხურში მეწყრული პროცესი განვითარდა

ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ღორჯომის ხეობაში, სოფელ საციხურში, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეწყრული პროცესი განვითარდა. მისივე თქმით, ხულოს მერიამ ადგილის შესწავლის თხოვნით გეოლოგებს წერილით უკვე მიმართა. ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, საფრთხის დიდი რისკები არ არის და ამ დროისთვის არც ოჯახების განსახლებაა საჭირო. „მერიაში შემოვიდა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ნაპრალი გაჩნდა, შეტყობინებისთანავე მერიის თანამშრომლები …

ქედაში მეწყერმა სასოფლო გზა ჩაკეტა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში განვითარებულმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა. მეწყერი განვითარდა სოფელ კუჭულაშიც, ნაკაშიძეების საცხოვრებელ სახლთან. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაკაშიძეების ოჯახი უსაფრთხო ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება სოფელ ზვარეში საავტომობილო გზას, მერის თქმით, იგი უახლოეს პერიოდში გაიხსნება. „ნაკაშიძეების ოჯახი დროებით მეზობელთან გადავიდა, საცხოვრებელ სახლთან განვითარებულ მეწყრულ პროცესებს  გეოლოგები ხვალ შეისწავლიან. მერია …

ხულოში მეწყერმა სოფელ უჩხოსთან მისასვლელი გზა ჩაკეტა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოსთან დამაკავშირებელ შიდა სასოფლო გზაზე მეწყერი განვითარდა, რამაც სოფელთან საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა. ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიდინარეობს. „ძველ მეწყრულ ადგილზე განვითარდა მეწყერი, თუმცა არ არის დიდი მიწის მასა ჩამოსული, ტექნიკა მუშაობს, მალე აღდგება საავტომობილო მიმოსვლა“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე. ამ დროისთვის ხულოს მაღალი ზონის სოფლებში …

გოჩა მელაძე: სოფელ პანტნართან დამაკავშირებელი გზა ხვალ გაიწმინდება

საციხურის თემის, სოფელ პანტნართან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც მეწყერმა ჩაკეტა, ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, 27 დეკემბერს გაიხსნება. „უსაფრთხოებიდან გამომდინარე გზას მხოლოდ ერთი ტექნიკა წმენდს. მიწის საკმაოდ დიდი მასა ჩამოვიდა. მართალია, გაწმენდითი სამუშაოები გუშინ დავიწყეთ, მაგრამ რადგან მცოცავი მიწაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტექნიკა ნელა მუშაობს, სავარაუდოდ ხვალისთვის ველოდებით გზის გაწმენდის დასრულებას,“ – ამბობს მერი. სოფელ პანტნართან …

მეწყერმა სოფელ კობალთაში გზა ჩაკეტა

მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ ამ უბანში მცხოვრებ 10 ოჯახთან დამაკავშირებელი საუბნო გზა ჩაკეტა. შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა იწმინდება და საავტომობილო მიმოსვლა მთლიანად აღდგება. „გზის გაწმენდა მიმდინარეობს, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეფერხება არ არის, საუბარია მხოლოდ საუბნო გზაზე, სადაც მეწყერი ხშირად ვითარდება, აქ მეწყერი ორი დღის …

ხულოს მერი: სოფელ პანტნარში გზა ადგილობრივის წინააღმდეგობის გამო ვერ გაიწმინდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარში გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია. სოფლის საავტომობილო გზაზე მეწყერი გუშინ, 24 დეკემბერს, საღამოს განვითარდა, რამაც რამდენიმე ოჯახთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა. ხულოს მერის, გოჩა მელაძის თქმით, გზა სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის წინააღმდეგობის გამო ვერ გაწმინდეს. „მიწის დიდი მასა ჩამოწვა საავტომობილო გზაზე. გზის გასაწმენდად მობილიზებული იყო ტექნიკა, თუმცა მოქალაქე, რომლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან …

წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი გზა გახსნილია

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი საავტომობილო გზა გახსნილია. 8 დეკემბერს თემურ ბარამიძის საცხოვრებელთან განვითარებულმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა.  გეოლოგიური შესწავლის შემდეგ, ამ ტერიტორიის გაწმენდა საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობამ 17 დეკემბერს დაიწყო და დღეს დაასრულა. მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.  

ხელვაჩაურის 16 სოფელში მეწყერი განვითარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციოალიტეტის 16 სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. ამ დროისთვის გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჩიქუნეთსა და ზედა ქოქოლეთში სადაც მეწყერმა გზა ჩაკეტა. პრესსამსახურის ინფორმაციით, გეოლოგები მუშაობენ ექვს ლოკაციაზე სადაც ეწყერია განვითარებული და დასკვნები, როგორც ხელვაჩაურის მერიში გვეუბნებიან, ორშაბათისთვის იქნება ცნობილი. ოფიციალური ინფორმაციით, ექვემდებარება თუ არა რომელიმე ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას, გეოლოგიური …

მეწყერი შუბნის თემში – გზა, რომელიც საფრთხის შემცველია

მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტის შუბნის თემში. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში შუბნის თემთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა. შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა სრულიად გაიწმინდა და საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. „გზა გაიხსნა, მაგრამ მეწყერი აქტიურია, არის ალბათობა, რომ ისევ განვითარდეს მეწყრული პროცესი. მეწყერი გუშინ განვითარდა, გავწმინდეთ, თუმცა დღეს განმეორებით ისევ …

როდის დაეხმარებიან ხულოში დამეწყრილ ოჯახებს

ხულოში, სოფელ რაქვთაში მეწყერი გუშინწინ ჩამოწვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატი – ირაკლი ჯორბენაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დამეწყრილ მოსახლეობას ყურადღებას არ აქცევს. მისი თქმით, ქვედა და ზემო რაქვთაში ოთხი ოჯახის გასახლებაა საჭირო. ერთი ოჯახი კი მეზობელთან ცხოვრობს. მეწყრის შედეგად დაზარალებულმა რომან მიქელაძის ხუთსულიანმა ოჯახმა გუშინწინ დატოვა საკუთარი სახლი. „გამგეობის წარმომადგენლები და გეოლოგები დღეს იყვნენ …

მეწყერმა ქედაში საცხოვრებელი სახლი წაიღო

ქედაში, სოფელ ოტომბერში, გუშინ, საღამოს მთიდან ჩამოსულმა მეწყერმა ომარ ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლი და ბოსელი წაიღო ოთხ სულ საქონელთან ერთად. გვიან ღამით მეწყერი განვითარდა მეძიბნა – აგითის დამაკავშირებელ სასოფლო გზაზეც – სტიქიამ გზა მთლიანად წაიღო. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაზიანებულა. ,,მიწის დიდი მასა ჩამოვიდა, რამაც საცხოვრებელი სახლი და ბოსელი მთლიანად წაიღო, სტიქიის …

Exit mobile version