„მშენებლობა და ისტორიული უბნები“ – კვლევის პრეზენტაცია ბათუმში

18 დეკემბერს, 11:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კვლევის პრეზენტაცია – „მშენებლობა და ისტორიული უბნები“. კვლევა პროექტის – „ურბანული გამოწვევები და მოსახლეობის ჩართულობა“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია, ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით და ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო, ეფექტური მექანიზმების ერთობლივად შემუშავება. პროექტს ახორციელებს „საგამოძიებო სტუდია REC“-ი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) …

24-დან არც ერთი – ისტორიული სახლები ბათუმში უკვე ერთი წელია ძეგლის სტატუსს ელიან

თითქმის ერთი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი 24 შენობიდან ერთის გაძეგლებაც ვერ შეძლო. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამ შენობების გამოსავლენად ბათუმის მერიამ სამი წლის წინ ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დახარჯა. ვიდრე სააგენტოში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, გასაძეგლებლად წარდგენილი შენობების დასაცავად არავინ არაფერს აკეთებს, მათი რიცხვი თანდათან მცირდება. წარდგენილი შენობებიდან რამდენიმე …

შეცვლილი დოკუმენტი – საია ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. საია იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც საკრებულომ მერიის წარდგენით მოიწონა და შეითანხმა შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ბათუმში დამცავი ზონების დადგენას ითვალისწინებდა. საიას პრეტენზია დამცავი ზონების დადგენას არ უკავშირდება – საქმე იმაშია, რომ მერიამ დოკუმენტის დასამტკიცებლად წარდგენამდე, კვლევით დადგენილი საზღვრები შეცვალა. ყველაფერი უფრო …

შენდება თუ არა ძველ ბულვარში ახალი 50-სართულიანი კორპუსი

ძველ ბულვარში მიმდინარე ახალ მშენებლობასთან ბრიფინგი დღეს, 9 ოქტომბერს, გელა დეკანაძემ გამართა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მას ეჭვი აქვს, რომ კომპანია „ბათუმი ამბასადორი“ ბულვარში იჯარით გადაცემულ ადგილზე ორსართულიანი კაფეს ნაცვლად 50-სართულიან კორპუსს აშენებს. „სხვა კუთხით გაუგებარია, რატომ მუშაობს აქ ბაუერის მძიმე ტექნიკა, რატომ ჩადიან მიწის სიღრმეში 80 მეტრი. ორსართულიანი რკინის კონსტრუქციის კაფეს დადგმას, რაც საინფორმაციო …

რვაფეხას მოზაიკით მოპირკეთება დაიწყო

ბათუმის ბულვარში კაფე „ფანტაზიას“ [„რვაფეხას“] მოზაიკით მოპირკეთება დაიწყო. ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ფიგურაა მოზაიკით მოპირკეთებული. „რვაფეხაზე“ მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება 2019 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. „რვაფეხას“ რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს. კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის …

სახელმწიფო ელექტროსისტემამ  ძეგლის დაცვის ზონაში ანძა კანონდარღვევით დადგა

„ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დროს ანძა ისე დადგეს ძეგლის დაცვის ზონაში, რომ შესაბამის უწყებებთან არ შეუთანხმებიათ. ანძა ქედაში, კოლოტაურის ციხესთან დგას, ციხე კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მირზა ცეცხლაძის თქმით, სახელმწიფო ელექტროსისტემას უარი ეთქვა ძეგლის დაცვის ზონაში ანძის დადგმაზე, თუმცა ანძა მაინც დაიდგა. „თავის დროზე ჩვენ საქმის …

მასკარონები და ატლანტები ბათუმის შენობებზე [ფოტო]

ბათუმის ქუჩების თვალიერებისას  შეამჩნევდით, რომ ზოგიერთი ძველი შენობის ფასადიდან ადამიანების სახეებისა და ზოგჯერ ცხოველების თავის მქონე დეკორატიული ელემენტები გიცქერთ, ეს მასკარონები და ატლანტებია. “სულ თავიდან მასკარონების ფუნქცია ავი სულების შეშინება იყო და მიიჩნეოდა, რომ შენობებზე გამოსახული ეს სახეები შენობებს დაიცავდა ავი სულების შესვლისგან. ტერმინი მასკარონი მე-17 საუკუნეში გამოიყენეს… მასკარონები გროტესკული გამოსახულებებია, რომელიც რაიმე ან ვინმე …

სააგენტომ ვაჟა-ფშაველას 13-ს შესაძლოა ძეგლის სტატუსი მოუხსნას

ვაჟა-ფშაველას 13-სთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განიხილავს. სხდომა სააგენტოში გუშინ, 13 ივნისს, გაიმართა, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის. მე-19 საუკუნეში აგებული სახლი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, 2015 წლის ნოემბერში უკანონოდ დაანგრიეს. კომპანია „სლავა 2015“ აქ ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავდა. ისტორიული მემკვიდრეობის უკანონო დემონტაჟის გამო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ …

ძველი ბათუმის იატაკები [ფოტო]

ბათუმში ბევრი საინტერესო ადგილია, რომელთა ნახვაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვისაც ერთნაირად საინტერესოა. ძველი შენობების თვალიერებისას სადარბაზოებში ქვევით დახედვაც არ დაგავიწყდეთ, ბევრ ისტორიულ სახლში საუკუნის წინ დაგებული ფილები უკვე აღარ არსებობს, თუმცა დღემდე არაერთი სახლის სადარბაზოში ძველი იატაკი სრულად ან ფრაგმენტულად არის შენარჩუნებული. სახლები, რომელთა სადარბაზოების იატაკებს ახლა დაათვალიერებთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.   ამავე თემაზე: ძველი …

ხიხანის ციხის კოშკების რეაბილიტაციაზე ტენდერი არ შედგა

ხიხანის ციხის კოშკი N2-სა და კოშკი N3-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით კოშკების რეაბილიტაციისთვის 110 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. „სააგენტოში ამჟამად ვმუშაობთ, განვიხილავთ ყველა ნიუანსს, რაც სატენდერო პირობებს უკავშირდება, შევისწავლით დეტალურად და ტენდერს ხელახლა გამოვაცხადებთ,“ – გვითხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა, მირზა …

ქობულეთში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ორი ქვევრი აღმოაჩინეს

ქობულეთში, სოფელ ჩეხედანაში მცხოვრებმა კობა ხაბაზმა საკუთარი სახლის ეზოში ძველი ქვევრები აღმოაჩინა. ქვევრების სიძველე ჯერ არავის დაუდგენია. თავად კობა ხაბაზი ამბობს, რომ წინა თაობებისგან არაფერი სმენია ეზოში ქვევრების არსებობის შესახებ. ორი ქვევრი ერთმანეთის გვერდიგვერდ კობა ხაბაზმა რამდენიმე დღის წინ იპოვა. „ეზოს მოპირკეთება გადავწყვიტე და მაშინ აღმოვაჩინეთ ეს ქვევრები,“ – გვიყვება კობა ხაბაზი, – „ნაძვის ძირას …

ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი ერთსართულიანი სახლი მშენებელმა დაანგრია

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე ერთსართულიანი ისტორიული სახლი, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად ეროვნულ სააგენტოში ჰქონდა წარდგენილი, მშენებელმა დაანგრია. ადგილობრივების თქმით, მათ შპს „ ძმების სახლი“ გაურიგდა: „კომპანიამ ამ ადგილის დათმობის სანაცვლოდ შემოგვთავაზა ოროთახიანი ბინები გუდიაშვილის ქუჩაზე და დავთანხმდით, რადგან სახლი ძველია, ერთ ეზოში ბევრნი ვცხოვრობდით და ვიწროდ ვიყავით“. …

როგორი იქნება რეაბილიტირებული ხიხანის ციხე [ფოტო]

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხიხანის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. თითქმის აღდგენილია ციხის ერთ-ერთი, N3 კოშკი, ხოლო ამავე და კიდევ N2 კოშკის რეაბილიტაციაზე მორიგი ტენდერი 2018 წლის 3 მაისს დასრულდება. არსებობს ციხის სარეაბილიტაციო გეგმა და ამასთან, რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც „ადაპტირების გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა არ დაიკარგოს ისტორიული ნაგებობის ავთენტურობა… სხვა შემთხვევაში მივიღებთ ახალციხის რაბათის ახლადადაპტირებული კომპლექსის …

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, 17-20 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. ღონისძიებების ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, ააიპ დღის ცენტრ ,,იალქანის’’ ბენეფიციარებისათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (პეტრას ციხე, ოქროპილაურას ციხე, მახუნცეთის თაღოვანი ხიდი, ახალციხის ისტორიული ციხე-კომპლექსი, გელათის მონასტერი) საგანმანათლებლო პროგრამის …

მე-2 სკოლის შენობიდან ბათქაში ცვივა – რას აპირებს განათლების სამინისტრო

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან ბათქაში ცვივა. ახვლედიანის ქუჩის მხრიდან ბათქაშის ჩამოვარდნის ამსახველი ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა. სკოლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე განმარტავს, რომ შენობიდან ზედაპირული ბათქაში ცვივა და ის გამვლელებს  საფრთხეს არ უქმნის. „როგორც იცით, ეს შენობა ძეგლია და მისი რემონტი შეუძლებელია. განათლების სამინისტრო გეგმავს რეაბილიტაციას, მაგრამ კონკრეტული …

საკრებულოს გადაწყვეტილება „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია მოიწონა. „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება ადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იმ ნაწილისათვის გარკვეულ ზონებს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს. განკარგულების მიხედვით, შპს „გის და დზ საკონსულტაციო …

ბათუმის ეკლესიები ადრე და ახლა [ფოტომანიპულაცია]

  ამავე თემაზე: ძველი და ახალი ბათუმი [ფოტომანიპულაცია] საბჭოთა და თანამედროვე ბათუმი ოთხ ფოტოზე [ფოტომანიპულაცია]

რატომ არ იცავს სახელმწიფო რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას

საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაა. მოქალაქეები მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დავობენ. დავის საგანი იმ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა, რომელიც სხვადასხვა რელიგიურ კონფესიის საკუთრებაშია. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმ სამართლებრივ ნორმას, რომლის მიხედვითაც რელიგიური კონფესიების საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე არ ვრცელდება კანონით გათვალისწინებული კულტურული …

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრეზენტაცია ბსუ-ში

2018 წლის 19 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრეზენტაცია თემაზე: „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რაოდენობის, მათი ადგილმდებარეობის, აგების თარიღის, ფუნქციური დანიშნულების და ა.შ. შესახებ. ასევე, ფაკულტეტს გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაცული სრულყოფილი და …

გეგელიძეების მეჩეთის მიმდებარედ, ქედის მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს

სოფელ გეგელიძეებში, მეჩეთის მიმდებარედ, მეწყერი მიმდინარე წლის იანვარში განვითარდა, რამაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საძირკვლის ჩამოშლის საფრთხე შეუქმნა. მეწყრული პროცესები საფრთხეს უქმნიდა ასევე, იქვე მდებარე ორ საცხოვრისსაც. სტიქიური კერა ოპერატიულად შეისწავლეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოწვეულმა გეოლოგებმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებმა. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, ქედის მერიამ მეჩეთის მიმდებარედ მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებების პროექტი შეისყიდა, რომელიც ამ …

რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით

მას შემდეგ, რაც „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა სტატია – „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგება, სადაც აღნიშნული იყო, რომ წყლის მტვერი, რომელიც „რვაფეხას“ თევზებიდან იფრქვეოდა, განახლებულ ფიგურებში აღარ იქნება, თემაზე კომენტარი გააკეთა „რვაფეხას“ მხატვარ-რესტავრატორმა, ილია ფესვიანიძემ. ის „რვაფეხას“ რეაბილიტაციაზე მუშაობს. ილია ფესვიანიძე აცხადებს, რომ ჯგუფმა ფოტომასალაზე დაყრდნობით იმუშავა: „24-იანი არმატურები სრულიად დაჟანგული იყო. არ ვიცი, როგორ გადარჩა ისე, რომ …

„რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგება

კაფე „ფანტაზიას“ [„რვაფეხას“] სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილიდან ახალ ეტაპზე გადავა. მშენებლები მის მოზაიკით მოპირკეთებას დაიწყებენ. თუმცა, სანამ „რვაფეხაზე“ სამუშაოები დასრულდება, სპეციალისტები ამბობენ, რომ მთელი რიგი შეცდომებია დაშვებული, რაც „რვაფეხას“ თავდაპირველი სახით აღდგენას გამორიცხავს. მხატვარ-მონუმენტალისტი თემურ მჟავანაძე, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში „რვაფეხას“ მოზაიკით მოპირკეთებაზე იმუშავა ამბობს, რომ დღეს ნაწყენი და გაბრაზებულია. „ეს არ არის რესტავრაცია, რაც …

„მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია“ – ლაშა კომახიძე „ბათომს“ პასუხობს

ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში საზოგადოება „ბათომს“ პასუხობს. „ბათომმა“ დღეს ღია წერილი გაავრცელა და ლაშა კომახიძეს მოუწოდა გაიღოს ძალისხმევა ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. ბათუმის მერი სოციალურ ქსელში სწორედ ამ მიმართვას გამოეხმაურა. მერის მიერ გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „მინდა გამოვეხმაურო ორგანიზაცია „ბათომის“ და მისი ცალკეული წევრების მიერ სოციალურ ქსელში წარმოებულ კამპანიას ბათუმის …

მშენებელი ბათუმში ისტორიული სახლის დემონტაჟზე თანხმობას ითხოვს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის #65-ში, შპს „აჭარა დეველოპმენტი“ ისტორიული სახლის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. მშენებლობის მსურველმა კომპანიამ მშენებლობაზე თანხმობის მისაღებად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მიმართა. სააგენტოს ეს პროექტი საბჭოს მომავალი სხდომის დღის წესრიგში აქვს შეტანილი. „ბათუმელები“ ისტორიულ სახლში მცხოვრებლებს …

ნგრევა გრძელდება – ამჯერად ისტორიული სახლი ფარნავაზ მეფის #52-ში

ბათუმში, ფარნავაზ მეფის 52-ში, ისტორიულ სახლს ანგრევენ. მე-19 საუკუნეში აშენებული სახლისთვის ბათუმის ძველ უბანში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლის სტატუსი არ მიუნიჭებია. ისტორიული სახლის დემონტაჟს კომპანია „ტვიქს ჰაუსი“ ახორციელებს. კომპანიის დამფუძნებელმა, მინდია დავითაძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ იგივე კომპანია ამ ადგილას შვიდსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. „დემონტაჟისა და ახალი მშენებლობის ნებართვაც მერიამ გასული წლის 3 ნოემბერს მოგვცა. …

„დეცე ლახვრა“ – ცის ფანჯარა კავკასიონზე

სვანეთი – რა გახსენდებათ პირველი, როცა საქართველოს ერთ-ერთი კუთხის სახელს გაიგონებთ? სვანური კოშკები? უშბა თუ თეთნულდი? მზით ამონათებული შხარა თუ უშგულის პანორამა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე სვანეთზე ცისფერი, გამჭვირვალე, ხმაურიანი ნენსკრა წარმომიდგება თვალწინ. არსად მანამდე მსგავსი შეფერილობის მდინარე არ მინახავს და მგონია, ერთხელ თუ ნახავს ადამიანი ჭუბერის მწვანე ხეობაში ჩაფლულ ამ ფირუზისფერ სასწაულს, შეუძლებელია …

ლაშა კომახიძე “ბათომის” წევრებს: მაჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ 

ბათუმში, ფარნავაზ მეფის 60/62-ში მდებარე სახლი დაანგრიეს, მის ნაცვლად კი 6-სართულიანი სახლი უნდა აშენდეს. ორსართულიან საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონია, თუმცა მე-19 საუკუნეში იყო აშენებული და ისტორიული ღირებულება ჰქონდა. ინფორმაციამ სახლის დანგრევის შესახებ მოქალაქეთა იმ ნაწილის პროტესტი გამოიწვია, ვინც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვისთვის იბრძვის. ამ თემაზე დისკუსია დაიწყო ფეისბუქ ჯგუფ …

„ბათომი“ ქალაქის მერს ისტორიული უბნების დამცავი რეჟიმების დადგენას სთხოვს

საზოგადოება „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღია წერილით მიმართავს და ისტორიულ უბნებზე დამცავი ზონების საზღვრებისა და რეჟიმის დადგენას სთხოვს: „ისტორიული ქალაქებისა და ისტორიული უბნების ურბანული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ზოგადი დაცვითი ზონების დამტკიცება, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. კანონის მიხედვით, ზოგადი დამცავი ზონის დამტკიცების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, თუმცა შესაძლებელია, რომ საყრდენი …

„აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“ – პრეზენტაციის ანონსი

2017 წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება პრეზენტაცია – „აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“. მოქმედი აქტებით შეუძლებელია აჭარაში მდებარე უძრავი ძეგლების რაოდენობის დადგენა, ასევე ძეგლების შესახებ ბრძანებებში ფიქსირდება მთელი რიგი უზუსტობები, ხოლო ძეგლების შესახებ არსებული ინფორმაცია არ იძლევა მათი ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას. აღნიშნული პრობლემატიკის გადასაჭრელად სააგენტომ ჩაატარა შესაბამისი …

რას სთავაზობს სახელმწიფო მესაკუთრეს, რომლის ისტორიული სახლი ინგრევა

ილია ევანის ოჯახი ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ისტორიულ სახლში ცხოვრობს. ილია ამბობს, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სახურავი თუ არ გამოიცვალა, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი ზამთარს ვეღარ გაუძლებს. გენერალ უშაკოვის ყოფილ აგარაკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა. სახურავის გამოცვლაზე ილია ევანს უარი უთხრა ქობულეთის მერიამ რესურსების სიმცირის გამო. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამები არ …

პეტრას ციხის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები დაიწყო

აჭარის ა/რ მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით 2015 წელს პეტრას ციხის რეაბილიტაცია დაიწყო. სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ციხის კედლების რეაბილიტაცია. 2017 წლისათვის სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში დაიწყო პირველი ეტაპის სამუშაოები: ამ ეტაპზე …

ბიზნესმენ თენგიზ ბაკურიძის შეუსრულებელი დაპირება სტალინის მუზეუმზე

სამი წლის წინ ბათუმში სტალინის სახლ-მუზეუმი დაანგრიეს. ისტორიული სახლის ნაცვლად ამ ადგილას ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა. სახლის დანგრევამდე, 2011 წელს, ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ მედიასთან განაცხადა, რომ სახლს, სადაც სტალინი ცხოვრობდა, შეაკეთებდა და კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდეგ მუზეუმს ისევ მოაწყობდა. მაშინ სტალინის მუზეუმიდან ექსპონატები დროებით ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაიტანეს. „საჯარო პირობის გარდა, ჩვენ თენგიზ ბაკურიძემ ხელშეკრულება …

მოქალაქე: ციხისძირში ისტორიულ სახლებს ანადგურებენ

ციხისძირში, ზღვასთან ახლოს, სასტუმრო „კასტელო მარისთან“ ახლოს მდებარე ისტორიული აგარაკები ნადგურდება. 6 აგარაკს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2016 წელს მიანიჭა ძეგლის სტატუსი. სტატუსის მინიჭების შემდეგ აგარაკების მდგომარეობა არ შეცვლილა. პირიქით, ადგილობრივები ამბობენ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებულ აგარაკებს მიზანმიმართულად ანადგურებენ. „არ ვიცი, ვინ ანადგურებს, მაგრამ ამ სახლს ფანჯარა ჰქონდა და მოხსნეს, მალე ალბათ სახურავსაც გადახსნიან. …

კორუფცია და საზოგადოების ინტერესების გათელვა – ბათომის მიმართვა ზურაბ პატარაძეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პატარაძეს, ქალაქ ბათუმის მერს, ბატონ გიორგი ერმაკოვს მოგახსენებთ, რომ ამა წლის 12 ოქტომბერს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჩატარდა კულტურული მემკვიდრეობის (ე.წ. „ზონალური“) საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც „გუშაგი ძაღლების“ როლში ესწრებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აქტივისტები, რომლებმაც გამოხატეს მკვეთრი პროტესტი ერთ–ერთი განსახილველი საკითხის მიმართ. კერძოდ – მაზნიაშვილისა და ჟორდანიას კუთხეში (##27/17) მდებარე …

ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო

წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო. ტაძრის რეაბილიტაცაზე მუშაობს ტენდერში გამარჯვებული „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“. აღდგენითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 99 ათასი ლარი დაიხარჯება. ხინოწმინდის ეკლესია მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ქობულეთიდან 45 კმ-ის დაშორებით. ეკლესია, სავარაუდოდ,  IX საუკუნეშია აშენებული. ისტორიული ცნობები ხინოს შესახებ პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება. ხინოწმინდის საეპისკოპოსოს დაარსების …

ბარათაშვილის 24-ში მშენებლობის შეჩერებაზე სასამართლო იმსჯელებს

ბარათაშვილის 24-ში მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ხვალ, პირველ სექტემბერს უნდა მიიღოს. ორგანიზაცია „ბათომმა“ სასამართლოს უკვე მიმართა დაზუსტებული სარჩელით, სადაც წერია, რომ ნებართვის ბათილად ცნობის გარდა, მშენებლობა საერთოდ უნდა შეჩერდეს ბარათაშვილის 24-ში. ისტორიული სახლი ბარათაშვილის 24-ში კომპანიამ „დარ ბილდინგი“ დაანგრია. ამჟამად ეს კომპანია ამ მისამართზე შვიდასრთულიან სახლს აშენებს. ორგანიზაცია …

Exit mobile version