„არქის“ დამფუძნებელმა, ივლიანე წულაიამ ქობულეთის სანაპიროზე ახალი პროექტის დაწყების შესახებ პომპეზურად დაანონსა. პრეზენტაცია სანაპიროზე, ზღვისა და აფრებიანი გემების ფონზე გამართეს. კომპანიის ინფორმაციით, სანაპიროზე „ქობულეთი რიზორთის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე „Swissotel Kobuleti Beach Resort“-ის ბრენდის სასტუმრო-რეზიდენციული საკურორტო კომპლექსი უნდა აშენდეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი უნდა იყოს საქართველოში.“ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობას „ქობულეთი რიზირთი“ გეგმავს, თბილისის …
Tag Archives: კახა კალაძე
კალაძე წერს, რომ გერმანია „ჭაობშია ჩაფლული“ – ზაარბრიუკენმა თბილისთან მეგობრობა შეწყვიტა
დღეს, 19 მაისს, თბილისის მერი, კახა კალაძე „სამძიმრის წერილით“ გამოეხმაურა გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ზაარბრიუკენი წყვეტს 51-წლიან მეგობრობას ქალაქ თბილისთან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ზაარბრიუკენის მერიამ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო. კალაძე თავის „სამძიმრის წერილში“ გერმანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი …
რამდენიმე ერთს ურტყავდა, სასიკვდილოდ გამმეტებელი ცემის კადრები – ჩასაფრება კალაძის შტაბთან
ონისე ოქრიაშვილი, რომელიც 8 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მომავალ მარშს მოჰყვებოდა, ჰყვება როგორ დაიწყო დაპირისპირება მელიქიშვილზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბი მდებარეობს.„დღეს ქართული ოცნების დაჯგუფებამ ორგანიზებული ჩასაფრება მოგვიწყო.30-40 მომიტინგე ამოვედით ვარაზის ხევზე მარშით. კალაძის შტაბთანაც ოციოდე მომიტინგე დაგვხვდა. უჩვეულო სიტუაცია იყო – ვერცერთი პოლიციელი ვერ დავინახე. საგულისხმოა, რომ მარშსაც სულ მოგვყვება პოლიციის მინიმუმ 3 ეკიპაჟი + …
პოლიციამ იძალადა ბათუმელები/ნეტგაზეთის ჟურნალისტზე და საქმიანობაში ხელი შეუშალა
მელიქიშვილზე, კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე დაპირისპირებისას, პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფესიბუქლაივში აშუქებდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს. „აქციის მონაწილეების ძირითად ნაწილს პოლიცია აწვებოდა პარლამენტის მიმართულებით და აღარ აძლევდა გადაღების უფლებას. იქ იყვნენ მედიის წარმომადგენლები და იღებდნენ როგორ გამოდიოდნენ შტაბიდან …
Continue reading “პოლიციამ იძალადა ბათუმელები/ნეტგაზეთის ჟურნალისტზე და საქმიანობაში ხელი შეუშალა”
თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებისთვის 8.5 მილიონ ლარს დახარჯავს
თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 8 მილიონ 576 967 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ ირაკლი კობახიძეს აცნობა და ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო მომსახურებების გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობა ითხოვა. შესაბამის განკარგულებას კობახიძემ 5 დეკემბერს მოაწერა ხელი. განკარგულების მიხედვით, დაფინანსება 2024-2025 წლების ბიუჯეტების ასიგნებებიდან გაიცემა. მომსახურებების შესყიდვა უკვე დაწყებულია, ზოგ შემთხვევაში გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებებიც. თბილისის …
Continue reading “თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებისთვის 8.5 მილიონ ლარს დახარჯავს”
კახა კალაძის ქონება უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 5 დეკემბერს, განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და „ოცნების“ კიდევ 17 პირს, მათ შორის ანტიკონსტიტუციური პარლამენტის წევრებს. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, რასაც თანამდებობის პირები თავად ავსებენ და არც თუ იშვიათად ამ დეკლარაციებში თავიანთი ქონების ჩამონათვალი სრულად არ შეაქვთ, უკრაინაში ქონება მხოლოდ თბილისის მერს, კახა კალაძეს აქვს. 2024 წლის …
„გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე“ – კალაძე ამჯერად ევროკავშირის ელჩს დაესხა თავს
„ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე,“ – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც ამჯერად ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის დაესხა თავს. პაველ ჰერჩინსკიმ 2024 წლის 5 ოქტომბერს გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ახალი სარეკლამო რგოლი, რომლის ეთერში გაშვებაზე სამმა ტელევიზიამ: „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ უარი თქვეს. ამ ვიდეორგოლებში ოკუპანტი რუსებისგან დანგრეული …
კალაძემ შვილი ფრანგულ ძვირადღირებულ სკოლაში შეიყვანა, მაშინ როცა „ოცნება“ ხალხს ევროპით აშინებს
„ნიკოლას პირველი დღე“, – ამ წარწერით აქვეყნებს თბილისის მერი, კახა კალაძე შვილის სკოლაში შესვლის ვიდეოს TikTok-ზე. თბილისის მერმა და „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელიც ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა, თავის დროზე შვილების დაბადების ადგილად ევროპა აირჩია და განათლებაც ევროპული შეურჩია შვილებს. კერძოდ, ფრანგული სკოლა, რომელიც, როგორც ამ სკოლის ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში 2006 …
რატომ არ აგებენ პასუხს პოლიტიკოსები, როცა ბავშვები იღუპებიან
13 ოქტომბერს 13 წლის გოგო ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში მეგობრის დასახმარებლად შევიდა და დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. იმ დღეს იმავე შადრევანში დენმა კიდევ ორ მოზარდს დაარტყა. მათი გადარჩენა მებაღემ შეძლო, გოგონას გადარჩენა კი დაგვიანდა. ფაქტმა საზოგადოების დიდი ნაწილი შეაშფოთა და დაამწუხრა. მათი უმრავლესობა ფეისბუქზე აპროტესტებდა მომხდარს და ქალაქის მერს, კახა კალაძეს მოუწოდებდა დაეტოვებინა თანამდებობა. ქუჩაში …
Continue reading “რატომ არ აგებენ პასუხს პოლიტიკოსები, როცა ბავშვები იღუპებიან”
თბილისობა არ ჩატარდება, თანხა გადაირიცხება ბათუმში დაღუპულთა ოჯახების ფონდში – კალაძე
თბილისის მერობის „ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისობა არ ჩატარდება. „ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, …
გიორგი ვაშაძე კახა კალაძის განცხადებაზე: მოუწევთ ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინება
“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რომელიც აქამდე იყო, ანუ შერეული სისტემით. შესაბამისად, ხელისუფლება არ მიდის არავითარ დათმობაზე, მიუხედავად პიკეტირებული პარლამენტისა. კახა კალაძის განცხადება, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეაფასა, როგორც „არაადეკვატურობა“ და თქვა, რომ: „მათ მოუწევთ ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინება. მთელი საერთაშორისო საზოგადოება არის ჩვენს მხარეს, …
Continue reading “გიორგი ვაშაძე კახა კალაძის განცხადებაზე: მოუწევთ ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინება”
კალაძე გახარიას გადადგომაზე – არ ყოფილა მაგაზე საუბარი
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 24 ივნისს, „ქართული ოცნების“ სატაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა. კახა კალაძე გახარიასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაუსვეს. სწორედ ამ კითხვების საპასუხოდა თქვა კახა კალაძემ, რომ არ ყოფილა ამაზე საუბარი. დღეს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და ბიძინა ივანიშვილმა უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა შინაგან საქმეთა მინისტრის, …
Continue reading “კალაძე გახარიას გადადგომაზე – არ ყოფილა მაგაზე საუბარი”
რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს – კალაძის სპეციალური ბრიფინგი
საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შესვლის შემდეგ, მოქალაქეთა პროტესტის ფონზე ქართული ოცნების სახელით კახი კალაძე საგანგებო განცხადებას აკეთებს: „ქართული ოცნების“ სახელით მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი საქართველოს პარლამენტში. რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ამ ფორმით კონფერენცია არ გაგრძელდება. ჩვენ 17 საუკუნეა მართლმადიდებელი სამყაროს წარმომადგენლები ვართ და ყველა პლატფორმას ვიყენებთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის. …
Continue reading “რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს – კალაძის სპეციალური ბრიფინგი”
„პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფი „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ ეხმაურება 2018 წლის 29 მარტს, ხუთშაბათს, ტელეგადაცემა „რეაქციის“ ეთერში ქალაქ თბილისის მერის, ბატონ კახა კალაძის განცხადებას შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობის თაობაზე. გვჯერა, რომ თბილისის მერმა აღნიშნული განცხადება შშმ პირთა ადამიანის უფლებების პატივისცემის გამოსახატად, კეთილი განზრახვით გააკეთა. გვსურს ვაცნობოთ, რომ გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის თანახმად, …
Continue reading “„პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება”
კახა კალაძე: ეს იყო მართული პროცესი
12 მარტს,აჭარის მთავრობის სახლთან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბათუმში გუშინ ღამით განვითარებული მოვლენები შეაფასა: “ძალიან მძიმე ღამე იყო ბათუმისთვის. თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იმ მონაპოვართაგან, რაც ჩვენმა ხალხმა მოახერხა 2012 წელს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავცდეთ იმ ჩარჩოებს, კანონს და წესრიგს, რაც ამ მიმართულებით არსებობს. გუშინ რაც მოხდა ეს იყო ვანდალიზმი …