მთავარი,სიახლეები

კახა კალაძის ქონება უკრაინაში

05.12.2024
კახა კალაძის ქონება უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 5 დეკემბერს, განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და „ოცნების“ კიდევ 17 პირს, მათ შორის ანტიკონსტიტუციური პარლამენტის წევრებს.

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, რასაც თანამდებობის პირები თავად ავსებენ და არც თუ იშვიათად ამ დეკლარაციებში თავიანთი ქონების ჩამონათვალი სრულად არ შეაქვთ, უკრაინაში ქონება მხოლოდ თბილისის მერს, კახა კალაძეს აქვს.

2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძეს უკრაინაში, კიევში ორი ბინა აქვს, ერთი ბინა, გამარჯვების ქუჩაზე – 220 კვ.მეტრია და ამ ბინაში კახა კალაძეს 150 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. მეორე  ბინა კი შევჩენკოს გამზირზე 250 კვ.მეტრია და ამ ქონებაში  თბილისის მერს 2005 წელს 700 000 აშშ დოლარი გადაუხდია.

წინა წლების ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძე კიევში ფლობდა ასევე მიწის ნაკვეთს, 3000 კვ.მეტრს, რომელიც მას უკვე გაუყიდია.

იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვისაც უკრაინის სანქციები ეხება ნახეთ აქ. 

„საქართველოში რაც ხდება, არის არაერთი ერის და არამარტო ჩვენი რეგიონის პრობლემა – თუ როგორ მიჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. უბრალოდ სირცხვილია, რასაც აკეთებენ თავიანთი ხალხის წინააღმდეგ. როცა მოსკოვში აქებენ ამ ხელისუფლებას, ეს ნათლად აღნიშნავს, ვისზე მუშაობენ თბილისში და ვისთვის არბევენ მიტინგებს“, – განაცხადა ზელენსკიმ სანქციების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: