რას ნიშნავს აშშ-ის კონგრესში მიღებული რუსულ-ჩინური გავლენების საწინააღმდეგო აქტი საქართველოსთვის – ინტერვიუ

8 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის აქტი“, რომელიც მთავრობას ავალებს, დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის გავლენა. კანონპროექტი კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს წარადგინა ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა – ჯო უილსონმა რესპუბლიკური პარტიიდან და სტივ კოენმა დემოკრატიული პარტიიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში რუსული და ჩინური …

„ივანიშვილი არის შიშებში“ – თინა ხიდაშელი „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ახალ სვლაზე

„ივანიშვილი, რა თქმა უნდა, არის შიშებში. ვფიქრობ, ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირებამ ეს შიშები გააძლიერა… ტრანზაქციული საგარეო პოლიტიკა – ზუსტად აქ აქვს მთავარი პრობლემა „ქართულ ოცნებას“. ეს რაღაც სამ ცხენზე ერთდროულად ჯდომა – ჩინურ ცხენზე, რუსულ ცხენზე, ირანულ ცხენზე – მერე ამერიკელებთან საუბარი და ვაჭრობა, თან მუდმივად შანტაჟის ენით,“ – თავდაცვის ყოფილი მინისტრს, თინა ხიდაშელს ბიძინა …

„ოცნებას“ ანაკლიის კარტი აქვს შემონახული გასათამაშებლად – ინტერვიუ

„ოცნებამ“ დაინახა ანაკლიის პორტი, როგორც ვაჭრობის შესაძლებლობა პარტნიორებთან… თუ რეალური ინტერესი გაჩნდა ამერიკელების მხრიდან და ეს ინტერესი ემთხვევა „ოცნების“ პოლიტიკურ ამოცანებს — ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი სინამდვილეში, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აღელვებს ანაკლიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, რომელსაც ანაკლიის პორტში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტზე ვესაუბრეთ. თინა ხიდაშელის აზრით, პირველ ეტაპზე ისტორიული მომენტი ხელიდან …

„კობახიძე გულგახეთქილი უყურებს ალბათ ირანის მოვლენებს“ – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

„ჩიხად ქცევის საფრთხე შეგვაძლებინებს, გადავლახოთ პარტიული, კორუფციულ-ელიტისტური ამბიციები და ცოტა ქვეყანაზეც ვიფიქროთ… ჯერჯერობით კიდევ გვაქვს შანსი… რაღაც მომენტში გავერკვევით, რომ შიდა პოლიტიკური ამბების გარდა, უზარმაზარი პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე და შეიძლება ჩიხად ვიქცეთ,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მას ინტერვიუს დროს რუბიოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შესახებაც ვკითხეთ: როცა ტრამპი …

ჩინელებს ჯერ ფულის დახარჯვა არ უნდათ, ეს კი ივანიშვილს არ აწყობს – ინტერვიუ

შუა დერეფანზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 29 სექტემბერს. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიას მიმართა: „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ და ირანულ გავლენებს…“ რეალურად, რა ინტერესი აქვს ჩინეთს საქართველოში? „მარტო გზებში ჩინური კომპანიების მიერ მიღებული სატენდერო თანხები თითქმის …

„გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს“ – ინტერვიუ

„ეს გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ვესაუბრეთ. რაზე მიუთითებს „ოცნების“ ლიდერების მოქმედებები და განცხადებები მას შემდეგ, როცა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით დაჭრილი კლინიკაში მოათავსეს? „თორნიკე რიჟვაძე დაიბარეს მოსაკლავად იმ ტიპის „რაზბორკაზე“, რომელიც სიკვდილით მთავრდება, ამიტომაც …

„22 მაისი არის დღე, როცა დაიწყო დიქტატურა საქართველოში” – თინა ხიდაშელი

„თუკი ოდესმე ვინმე წლების შემდეგ იკითხავს როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს, იმიტომ, რომ ზურა ჯაფარიძის საქმის მსგავსი პატიმრობები მხოლოდ და მხოლოდ დიქტატურებში ხდება. სხვა არანაირი მმართველობის პირობებში ასეთი პატიმრები ქვეყნებში არ არსებობენ,“ – ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი ზურა …

რატომ ვერ გააფორმა „ოცნებამ“ ხელშეკრულება ჩინეთთან ანაკლიის პორტის მშენებლობაზე – ინტერვიუ

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. თუმცა ერთი წლის შემდეგაც, ჯერ კიდევ არაა გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლებასა და კონსორციუმს შორის. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე წლის 8 აპრილს თქვა, რომ „შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და პროცესი …

„ოცნებას გარდაუვალის ცოტა ხნით გადადება შეუძლია“ – ინტერვიუ

„თუ ქართული საზოგადოება რუსულ შპს-დ გადაქცევას არ დათანხმდება, მათ სერიოზული პრობლემები ექნებათ,“ – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დარჩება ხელისუფლებაში, თუ საზოგადოება ხელისუფალს წინააღმდეგობას გაუწევს. სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლის აზრით, ივანიშვილისთვის ანგარიშგასაწევი აღარც ლეგიტიმაციის პრობლემა იქნება – დასავლეთის ქვეყნები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო დარღვევების გამოძიებას ითხოვენ. ჩანს, რომ ამ ეტაპზე …

„ოცნებისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია „ცეხავიკები“, ვიდრე ქვეყნის თავდაცვა – თინა ხიდაშელი ვაზიანზე

„ვაზიანს აქვს რამდენიმე ფუნდამენტურად განმასხვავებელი ნიშანი ყველა სხვა ქართულ სამხედრო ბაზასთან შედარებით. პირველი არის ის, რომ ის თბილისის, საქართველოს დედაქალაქის დამცავი ზღუდეა. ვაზიანის ბაზის აღება ნიშნავს იმას, რომ თბილისს ვაშიშვლებთ, მას აღარ ექნება სამხედრო დაცვა,“ – გვითხრა თინა ხიდაშელმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა. თინა ხიდაშელს „ბათუმელები“ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ესაუბრა, რომლის თანახმადაც …

„ომი დასრულდება, თუ პუტინმა დაიჯერა დასავლეთის ერთიანობა“ – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

„არანაირი ბზარი დასავლეთის ერთობაში არ უნდა გამოჩნდეს. როგორც კი ეს ბზარი გამოჩნდება, რუსეთი მაშინვე გადავა სამხედრო აგრესიაზე,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მას ვესაუბრეთ სანქციებზე, რაც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ვკითხეთ იმაზეც, თუ რას შეიძლება ელოდეს საქართველო ამ პროცესში და რა საფრთხეებს აჩენს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება საგარეო ურთიერთობებში? რამდენად იზრდება …

ხიდაშელი: ღარიბაშვილს რუსულ-ჩინური ინტერესების გამტარ კომპანიაში მაღალ ხელფასს უხდიდნენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი პრემიერობის კანდიდატსა და პარლამენტს მიმართავს. ამჟამად უკვე ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელის, თინათინ ხიდაშელის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ღარიბაშვილის გაპრემიერების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი შესაძლოა პრობლემური გახდეს. „ცნობილია, რომ ბატონი ღარიბაშვილი 2015 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ჩინური სახელმწიფო კომპანია CEFC-ის მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი იყო. აღნიშნული კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით …

ვინც ზრუნავს ქვეყანა დარჩეს რუსულ ორბიტაზე, ქართულ საინფორმაციო წყაროებს იყენებს – ინტერვიუ

ხელისუფლება თავად არის დღეს ტროლი – გვითხრა ინტერვიუს დროს თინა ხიდაშელმა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით საქართველოს ხელისუფლების აქტივობაზე ვესაუბრეთ. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სამუშაოდ სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური წლების წინ რამდენიმე უწყებაში შექმნეს, თუმცა საზოგადოებისთვის ჯერ არავის განუმარტავს: რას აკეთებენ ეს სამსახურები, რა შედეგი დადეს, ან სად აღმოვჩნდით უძლური, თუკი რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას რეალურად …

“ერთ ქურდს წაართმევენ და მეორე ქურდს მიაკუთვნებენ” – ხიდაშელი რ2-ის შესახებ

თინათინ ხიდაშელი, პოლიტიკოსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: “ქარს დათესავ? ქარიშხალს მოიმკი და ის ქარიშხალი შენვე წაგლეკავს. ვაზაგაშვილის საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმის მსგავსად მორიგი ლოდია სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავზე. სამწუხაროდ, ყველამ ვერ იპოვა სამართალი ჯერ და მათ შორის რუსთავი 2-ის ნამდვილი მესაკუთრეებიც არიან. David Dvali ურემი ნელა დადის, მაგრამ აუცილებლად მოვა შენამდე. იმედია, ახლა ევროსასამართლოს გმობის, ბიძინამ …

თურქული სამხედრო გემი ბათუმის ნავსადგურში

დღეს 4 აპრილს, ბათუმის ნავსადგურში თურქული სამხედრო გემი TCG Yavuz (F-240) შემოვიდა. თურქულ ფრეგატზე ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თურქული სამხედრო გემის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ ოზგურ ოზთურქის და ეკიპაჟის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.     „სამხედრო ფრეგატი TCG Yavuz (F-240) ბათუმის პორტში ორდღიანი …

Exit mobile version