პირველი კადიროვის ბატალიონი შემოვიდა – რას იხსენებს აგვისტოს ომზე უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე

„საზოგადოებამ, რომელიც დღეს ელარჯს წელავს, რესტორნის კარები უნდა დაუკეტოს რუსებს. უნდა შეიგნოს, რომ რუსი მტერია და შეუქმნას მას დისკომფორტი“, – ამბობს უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე. მას „ბათუმელები“ აგვისტოს ომსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა. ბატონო ვანო, როგორც ვიცით, თქვენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახელმწიფო დაზვერვაში მუშაობდით. რუსეთი ცდილობს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო …

დიდი მსხვერპლი გვაქვს, მაგრამ ბახმუტს რუსები ვეღარ აიღებენ – ვანო ნადირაძე ფრონტის ხაზიდან

ბოლო დღეებში კიევი რამდენჯერმე გახდა რუსული ბომბების სამიზნე, თუმცა ომის ყველაზე ცხელი ხაზი ისევ ბახმუტის მიმართულებაზე გადის. რა მოლოდინები აქვთ მებრძოლებს და რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქართველ მებრძოლს უკრაინაში ვანო ნადირაძეს ესაუბრა. ბატონო ვანო, რა მიმართულებაზე იმყოფებით თქვენ ამჟამად და რა შეგიძლიათ გვითხრათ მიმდინარე ბრძოლებზე? კრემენაია-სვატოვოს მიმართულებაზე ვარ ახლა, ამ წუთისთვის …

ხერსონის ოლქში დაბნეული კი არა, უკვე დაშტერებულები არიან რუსები – ვანო ნადირაძე

„როგორც ვარაუდობენ, ამ ორ დღეში 2 ათასი რუსი ტყვედ უნდა ჩავარდეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე. ის სწორედ უკრაინის სამხრეთის ფრონტზე იბრძვის. მიმდინარე კვირაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდათ ხერსონის მიმართულებაზე. ნადირაძის თქმით, ძირითადი აქცენტი რუსული ლოჯისტიკის განადგურებაზეა მიმართული. უკრაინელები მნიშვნელოვან წინსვლას ელიან მომდევნო დღეებშიც. ბატონო ვანო, ითქვა, რომ ამ კვირაში …

რუსები „ჰაიმარსებს“ ვერ მისწვდებიან, ბაზები ხერსონში თითქმის გავანადგურეთ – ვანო ნადირაძე

რუსეთი ამერიკულ „ჰაიმარსებზე“ ნადირობას აცხადებს. რამდენად გამოუვათ ეს და როგორია ბრძოლის სურათი ამ წუთებში უკრაინაში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქართველ მებრძოლს, ვანო ნადირაძეს ესაუბრა, რომელიც ხერსონის ოლქში იბრძვის. ბატონო ვანო, წინა კვირას ითქვა, რომ დონეცკიდან ხერსონის მიმართულებით, რუსების სამხედრო მანქანების კოლონა გადაადგილდება, რა ინფორმაციას ფლობთ ამაზე, შეინიშნება სადმე ეს კოლონა? დონეცკიდან ხერსონამდე ძალიან შორი მანძილია …

„პუტინი გაგუდულია, თუ ბელარუსმა ფრონტი არ გახსნა“ – ვანო ნადირაძე უკრაინაში ომზე 

მომდევნო ორ კვირაში უკრაინელები მნიშვნელოვან წარმატებას ელიან ხერსონში. თუმცა ამის პარალელურად, რუსები ხერსონში მოსახლეობის რეპრესიებს და სამხედრო პოზიციებს აძლიერებენ. რა სტრატეგიას ირჩევს უკრაინა ხერსონის დასაბრუნებლად, ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართველ მებრძოლს ვანო ნადირაძეს ესაუბრა, რომელიც აქტიურადაა ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. ბატონო ვანო, უკრაინელებს აქვთ მოლოდინი, რომ ივლისის ბოლოს ხერსონს გაათავისუფლებენ. საჯარო წყაროების თანახმად, რუსები ამყარებენ ამ ქალაქში …

დამიჯერეთ, უკრაინა გაიმარჯვებს მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე – ვანო ნადირაძე

ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე უკრაინაში მიკოლაევი-ხერსონის ფრონტზე იბრძვის. ამ რეგიონის მთავარი ქალაქი, ხერსონი ომის დაწყების პირველივე დღეებში დაიპყრო რუსულმა არმიამ. ახლა უკრაინის არმია ცდილობს რეგიონი გაწმინდოს ოკუპანტებისგან, ექსპერტების თქმით, ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინა პარტნიორებისგან მძიმე შეიარაღებას მიიღებს. თავად ვანო ნადირაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ ძირითადი ომი სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება უკრაინის …

გგონია, რომ ბატალიონი გაანადგურე, უცებ ტარაკნებივით ამოძვრებიან – ვანო ნადირაძე

როგორ შეიძლება გაგრძელდეს ბრძოლები ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებაზე, სადაც ბოლო ერთი კვირაა ინტენსიურად იბრძვიან? „ბათუმელები“ გუშინ, პირველ ივნისს, ქართველ მებრძოლს, ვანო ნადირაძეს ისევ ესაუბრა, რომელიც სევეროდონეცკთან იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინელებს უკან დახევა მოუხდათ, ვანო ნადირაძე მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი თქმით, ეს სტრატეგიული დახევაა და „ჩემი აზრით, ცოტა უფრო ადრეც უნდა დაგვეხია, რადგან …

მალე ომის სურათი შეიცვლება, ივნისში კონტრშეტევაზე გადავალთ – ვანო ნადირაძე

ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ვანო ნადირაძე იზიუმთან და ხარკოვთან მიმდინარე ბრძოლების შესახებ გვესაუბრება. მისი თქმით, ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიმართულებით აქტიური ბრძოლები მიდის. ამ მიმართულებაზე რუსები უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ და შესაძლოა ეს ორი პატარა ქალაქი ალყაში მოექცეს იმ შემთხვევაში, თუკი რუსები ბახმუტთან (დონეცკის ოლქში) გზის გადაკეტვას შეძლებენ. „ამ მიმართულებაზე რუსებს 20 ტაქტიკური ბატალიონი ჰყავთ, აღებული აქვთ პოპასნაც, …

ხარკოვის ოლქში გავჭერით ალყა, მალე რუსები თავდაცვით პოზიციებში გადავლენ – ვანო ნადირაძე

„მესამე დღეა კონტრშეტევებზე ვართ გადასული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვანო ნადირაძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაშია ომის დაწყების დღიდან. ის ამჟამად ხარკოვის ოლქში იმყოფება, სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად. „ალბათ იცით, რომ იზიუმთან, ხარკოვის ოლქში, გავჭერით ალყა, ხარკოვის აღმოსავლეთით 4 სოფელია უკვე გათავისუფლებული და, ფაქტობრივად, შეტევაზე ვართ გადასული. ალბათ იცით, რომ იზიუმთან კიდევ ერთი რუსი გენერალია მკვდარი და …

Exit mobile version