დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოტოციკლეტით მიიყვანა კაცი, მან კი სხვას ესროლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 ივლისს მომხდარი დანაშაულში ორი პირი მონაწილეობდა, მათგან ერთი კი არასრულწლოვანი იყო. უწყების განცხადებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, დაკავებულმა არასრულწლოვანმა მოტოციკლით ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე …

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული დ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში თურქეთის მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ა.ფ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ დ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.“ – …

ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

შსს-ს ინფორმაციით, ხელვაჩაურში ერთი პირი დააკავეს, ადამიანის დაჭრის ფაქტზე. „გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2004 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“ – აცხადებს შსს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია და ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა. გამოძიება საქართველოს …

 რა უთხრა მოსამართლეს 4 კაცის დაჭრაში ბრალდებულმა – „რატომ უნდა მივიმალო?“

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გიორგი ს.-ს, რომელმაც ბათუმში, ლუკა ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოში, პროკურატურის ვერსიით, 4 პირი დაჭრა. ეს 22 აგვისტოს მომხდარი ამბავია. გასროლის შედეგად ავტოსახელოსნოში მომუშავე მამა და მისი ორი შვილი დაიჭრა. დაიჭრა კიდევ ერთი პირი, ისიც სახელოსნოში მუშაობდა. გამოძიება ბრალდებულს თავდაპირველად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდა, თუმცა კვალიფიკაცია პროკურატურამ შეცვალა და …

დააკავეს კაცი, რომელმაც 4 პირი დაჭრა ბათუმში, ავტოსახელოსნოში

დააკავეს კაცი, რომელმაც ბათუმში, ლუკა ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოში 4 პირი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, 22 აგვისტოს, მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1977 წელს დაბადებული გ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. ეს დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული …

ბათუმში 2 კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მესამეს კი მანქანა დააჯახეს

ბათუმში, ასათიანის ჩიხში ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ერთს – ავტომანქანით დაეჯახნენ. შემთხვევა დღეს, 22 აგვისტოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოსთან მსუბუქი ავტომანქანით მივიდა, მანქანით ერთ ხელოსანს დაეჯახა, ხოლო ორი ხელოსანი დაჭრა. დაჭრილები მამა და შვილები არიან. თვითმხილველის თქმით, კაცი, რომელიც ავტოსახელოსნოში მივიდა, რამდენჯერმე გაისროლა და მალევე ავტომანქანით მიიმალა. …

ბათუმში TBC ბანკის ოფისში, კრედიტოფიცერი დაჭრეს

დღეს, 16 მაისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, TBC ბანკის ცენტრალურ ფილიალში კაცი დაჭრეს. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაჭრილი TBC ბანკის თანამშრომელია. „ბათუმელებს“ ადგილზე მყოფმა პირებმა უთხრეს, რომ კაცი დანით დაჭრეს. უცნობია ინფორმაცია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. განახლება: შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა ერთი კაცი დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც …

ბათუმში დღეს დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

გარდაიცვალა კაცი, რომელიც ბათუმში დღეს, 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი 44 წლის კაცი კლინიკა BMC-ში იყო მოთავსებული. კლინიკის ინფორმაციით, დაჭრილს მრავლობითი შემავალი ჭრილობა ჰქონდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო და „რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, დაფიქსირდა სიკვდილი“. კლინიკაში არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი ჭრილობა ჰქონდა კაცს, მაგრამ აღნიშნეს, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღისგან იყო მიყენებული და პაციენტს ბევრი სისხლი ჰქონდა …

ბათუმში 44 წლის კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

დღეს, 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით ბათუმში 44 წლის კაცი დაჭრეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. „კრიტიკულად მძიმეა, მას უტარდება სათანადო პროცედურები,“ – გვითხრეს კლინიკა BMC-ში, სადაც დაჭრილი სასწრაფრო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, დაჭრილს რამდენიმე ნატყვიარი აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.    

ბულვარში კაცმა უცხოელი ქალი დაჭრა და თავი მოიკლა

ბათუმის ბულვარში კაცმა ქალი დანით დაჭრა და თვითონ თავი მოიკლა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის კაცმა დანით დაჭრა, რის შემდეგაც კაცმა დანით თვიდაზიანება მიიყენა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ადგილზე, ბულვარის ტერიტორიაზე, კაცის ცხედარი დახვდა, დაჭრილი ქალი კი, რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108-ე მუხლის შესაბამისად, …

ბათუმში დანით 35 წლის კაცი დაჭრეს

დღეს, 9 ივლისს, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 35 წლის კაცი დაჭრეს. ის „მედცენტრში“ გადაიყვანეს. „მედცენტრის“ ინფორმაციით, კაცი ქვედა კუდურის არეშია დაჭრილი და მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო. კლინიკის პრესცენტრის განმარტებით, ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კაცი დანით დაჭრეს და კონფლიქტში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის წინ, ქუჩაში მოხდა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ბათუმში კაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ე.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი – 1974 წელს …

ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ვ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. დანაშაული 9-დან 13-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ორი ადამიანი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – აცხადებს შს სამინისტრო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, …

ქობულეთში კაცი დაჭრეს

შს სამინისტრო ქობულეთში ერთი ადამიანი დაჭრის ფაქტს ადასტურებს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შსს-ს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, შეტყობინება რამდენიმე წუთის წინ შევიდა პოლიციაში. ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, სანადირო თოფით არის დაჭრილი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი ადამიანი ეკიპაჟის მისვლამდე გადაიყვანეს საავამყოფოში. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებული ჯერ დაკავებული არ …

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს  

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუში] ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი მიიყვანეს. ახალგაზრდა კაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. „ოპერაციის შემდეგ დაჭრილი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – გვითხრეს კლინიკაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კაცი დღის პირველ ნახევარში აეროპორტის გზატკეცილზე დაიჭრა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ „დაჭრასთან დაკავშირებით მათთან გამოძახება არ ყოფილა“. „ბათუმელების“ …

ბათუმში ქალი ოჯახის წევრმა კისრის არეში დაჭრა – კაცი დაკავებულია

ბათუმში ოჯახური კონფლიქტის შედეგად ოჯახის წევრმა ქალი კისრის არეში ბასრი იარაღით დაჭრა.  ქალს, რომელსაც კისერში ჭრილობა ჰქონდა,  კლინიკა “მედალფაში” გაუწიეს სამედიცინო დახმარება.  მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ქალს  რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული კისრის არეში, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხრიდან. ექიმი ამბობს, რომ  ქალი ამბულატორიულ მკურნალობას ექვემდებარება და მალე გაწერენ კლინიკიდან. შსს-ს ინფორმაციით კაცი, რომელმაც ქალი დაჭრა, ცხელ …

საპროტესტო აქცია სასამართლოსთან – „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბის საქმე

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში მომხდარ ჩხუბში მონაწილე ოთხი პირის სასამართლო პროცესი იმართება. სასამართლოს შენობის წინ დაკავებულთა ახლობლები შეიკრიბნენ და სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება სთხოვეს. “ეს ბიჭები არიან უდანაშაულონი. შიშველი ხელებით იყვნენ. არაფერი ისეთი არ ჩაუდენით, რომ ციხეში იჯდნენ, ” – ამბობს ერთ-ერთი განსასჯელის დედა ლიანა ტაკიძე. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბი 2 …

ბათუმში, საშაურმეში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე დაჭრა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ [22:00] მოხდა. თვითმხილველის თქმით, რომელიც საშაურმეს თანამშრომელია, ტერასაზე ერთ მაგიდასთან რამდენიმე ქართველი ბიჭი იჯდა. მათ გვერდით ისხდნენ უცხოელები. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც შემდეგ კონფლიქტში გადაიზარდა. ამ დროს უცხოელმა დანა ამოიღო და ახალგაზრდა კაცი ფეხში დაჭრა. დაჭრილი პირი …

რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, პროკურატურის მოთხოვნით გაათავისუფლეს. თავდაპირველად ბრალდებულ გიორგი ტ.-სთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ ითხოვა. რამდენიმე დღეში მოსამართლესთან საკუთარი ინიციატივით ისევ პროკურორმა იშუამდგომლა და იგივე გიორგი ტ.-ს გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვა. გიორგი ტ. პატიმრობიდან გაათავისუფლეს. საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი …

აქციის ბათუმელი მონაწილე: ექიმები რეზინის ტყვიას ჩემი ორგანიზმიდან დღემდე ვერ იღებენ

„ექიმები მეუბნებიან, რომ თუ ახლა ტყვიას ამომიღებენ, შესაძლოა, ანთებითი პროცესი გააქტიურდეს, ქსოვილი ძალიან დაზიანებული და დასუსტებულია, 11 მმ-ით არის ტყვია შესული ხელში,“ – გვიყვება ბათუმელი გიორგი თებიძე. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტია. 20 ივნისის ღამეს მას რეზინის ხუთი ტყვია მოხვდა სხეულზე. გიორგი ტყვიით სხეულში სამსახურში დადის – ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში და დღევანდელ აქციაზეც აპირებს მისვლას. …

მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ფეისბუქპოსტის გამო დაჭრეს

„მანქანით ევროპის მოედნიდან გამიყვანეს. კახა მიქელაძემ მითხრა, რომ სპეციალურ ადგილზე მივყავდი,” – აცხადებს ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე თევზაძე. იგი 21 ივნისს დაჭრეს. ამ საქმეზე ჯგუფური ხულიგნობის მუხლით ორი პირია დაკავებული, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, კახა მიქელაძე. ალექსანდრე თევზაძე ყვება, რომ კონფლიქტი „ფეისბუქში“ დაიწყო, სადაც ალეკოს თქმით, კახა მიქელაძემ საპროტესტო აქციებზე გამოსულ …

ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს

ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. შემთხვევა 21 ივნისს მოხდა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაჭრის შესახებ თავად ალექსანდრე თევზაძეც ადასტურებს. ალექსანდრე თევზაძე ასევე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის ცივი იარაღით არის დაჭრილი. ის ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ კონფლიქტის მიზეზს და დამჭრელის ვინაობას არ ასახელებს. „ჩემი …

ბათუმში ნაცემი კაცი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით საღამოს რვა საათზე კაცს სცემეს. იგი ექიმებმა უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რეფერალურ ჰოსპიტალში. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, 30 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო და მას სხეულზე ნაკაწრები აღენიშნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. დადგენილია ორი სავარაუდო დამნაშავე, რომლებიც ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში …

მოქალაქემ ჯერ ბიზნესპარტნიორი დაჭრა, შემდეგ კი პოლიციის შენობაში მუცლის არეში ჭრილობა მიიყენა

მოქალაქემ ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობა მუცლის არეში მიიყენა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე მოქალაქემ თავისი ბიზნესპარტნიორი დაჭრა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი კუჭის არეში იყო დაჭრილი და იგი რეფერალურ ჰისპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ კლინიკაში ის კაცი გადაიყვანა, ვინც ცეცხლსასროლი იარაღით თავი დაიჭრა. …

ბათუმში ავტომობილი დაცხრილეს, დაჭრილია ერთი ადამიანი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს ბათუმში მსუბუქი ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს. დაჭრილია 30 წლამდე კაცი, რომელიც გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით. პირველი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, მეორე მუხლი კი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას და გამოყენებას. შსს ცნობით, ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებული არ არის და …

“პოლიციელმა 6 საათით იარაღი თვითონ დაიტოვა” – დაჭრის საქმე “რესპუბლიკურში”

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლემ ბრალდებულ გიორგი ტ.-ს ჩალურჯებულ თვალს მიაქცია ყურადღება. “ხომ არ უკავშირდება ეს სამართალდამცველებთან ურთიერთობას?” – იკითხა მოსამართლემ, რაზეც ბრალდებულმა მოკლედ უპასუხა: “არა” ბრალდებული გიორგი ტ. 24 წლისაა და მახინჯაურში ცხოვრობს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას და ტარებას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგის 7 წლამდე პატიმრობა ელის. საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში …

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

2 მარტის საღამოს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს ცნობით 5 ადამიანია დაკავებული. ინციდენტი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა, რის შედაგადაც ორი ადამიანი დაიჭრა, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე, 239-ე და 117-ე მუხლებითაა აღძრული. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ჯგუფს შორის კონფლიქტი პირველ …

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქალი და კაცი დაჭრეს

დღეს, 2 მარტს, დაახლოებით 19:00 საათისათვის,  ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეზოში 2 ადამიანი დაჭრეს, ხოლო ოთხ ადამიანს სცემეს. როგორც „ბათუმელებს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, ინციდენტი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა. “დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი არის დაჭრილი, ერთი მძიმედ დაჭრილი იყო, შემავალი ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში და ოპერაცია გავუკეთეთ. რეანიმაციაში წევს და აგრძელებს მკურნალობას. მის სიცოცხლეს …

ჯარისკაცი, რომელმაც მეორე ჯარისკაცი დაჭრა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ჯარისკაცი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით მეორე ჯარისკაცი დაჭრა, სასამართლომ 4- ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შემთხვევა ბათუმში 22 იანვარს მოხდა. დაჭრილი ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე რჩება. შემთხვევას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებდა. როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, გამოძიება სსკ-ის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ითვალისწინებს თავისუფლების …

ბათუმში ჯარისკაცი დაჭრეს

ბათუმში, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, ჯარისკაცი დაჭრეს. დაჭრილი ჯარისკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის „მედცენტრში“ გადაიყვანა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ჯარისკაცს ტყვია მარცხენა ხელზე მოხვდა. ექიმების თქმით, ჯარისკაცს ხელი, სავარაუდოდ, მოტეხილიც ჰქონდა, თუმცა იგი კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში. თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ „უნებლიე გასროლა განახორციელა ერთმა სამხედრო მოსამსახურემ და იდაყვის არეში დაიჭრა მეორე“. პრესცენტრის ინფორმაციით, …

ბათუმში გუშინ 38 წლის ქალი მოკლეს, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ბათუმში გუშინ, 24 ნოემბერს ერთი ქალი მოკლეს და ერთი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში …

ქალი, რომელიც შვილმა დაჭრა, საავადმყოფოში რჩება

55 წლის ქალი, რომელიც გუშინ შსს-ს ინფორმაციით 22 წლის შვილმა დაჭრა, საავადმყოფოში რჩება. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ინფორმაციით, ქალს ოპერაცია უკვე გაუკეთდა და პოსტოპერაციული მკურნალობისთვის პალატაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქალი ყელის არეში იყო დაჭრილი. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა, წერეთლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დედას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან …

ბათუმში კაცი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში ქუჩაში კაცის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ვ.მ. დააკავეს. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. დაკავებული 27 წლისაა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა 15 სექტემბერს ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1971 წელს დაბადებულ ა.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა …

ბათუმში კაცი დაჭრეს – მას ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი 

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, დაახლოებით ერთი საათის წინ, 50-წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებული არ არის. გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს 4 ტყვია ესროლეს  – ხელსა და ფეხში. ის ამ დროისთვის რეფერალურ საავადმყოფოშია.

ბათუმში კაცი დაჭრეს – სავარაუდო დამნაშავე დადგენილია

25 აგვისტოს, საღამოს, ბათუმში კაცი დაჭრეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ის კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანა. სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს წელის არეში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ამ დროისთვის დაჭრილი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ინციდენტი მელიქიშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, შელაპარაკებას მოჰყვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მისი ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში …

ხულოში ქალი დაჭრეს – შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია ერთი პირი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ალმეში დღეს, 12 აგვისტოს, ქალი დაჭრეს. „ემერჯენსი სერვისში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე გასულია მათი რეანომობილი: „ამ დროისთვის [15:40 სთ.] პაციენტი ჯერ ბათუმში გადმოყვანილი არ არის, თუმცა აუცილებლად მოხდება მისი ჩამოყვანა“. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, 117-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. „როგორც ამბობენ, ქალი დღეს დილით დანით დაჭრეს. …

Exit mobile version