„წლების წინ დევნილებს 7 ათას დოლარს აძლევდნენ, ეს ფული თავის დროზე არ ავიღე, რადგან ბინა მინდოდა,“ – გვიყვება დოდო ფაჩულია, აფხაზეთიდან დევნილი, – „30 წელია ქუჩაში ვარ, ნაქირავებში, ახლა 22 ათას ლარს მაძლევენ, მაგრამ ამ ფულით ვერ ვყიდულობ ვერაფერს. „ასტუპნოით“ რომ ვისარგებლო, მაგის საშუალებას არ მაძლევენ, მეუბნებიან, ასე კანონი დაირღვევაო,“- ამბობს ის. დოდო ფაჩულია ბათუმში, …
Tag Archives: დაუცველთა ისტორიები
როგორ დაეხმარა ტრენინგები დასაქმებაში ქედაში მცხოვრებ შშმ გოგოს
ქეთი მახარაძე მათ შორისაა, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა, რომ მოკლევადიან სწავლებებს, ტრენინგებსა და ონლაინ გადამზადებებს შეიძლება დადებითი შედეგი მოჰყვეს, როცა სამსახურს ეძებ. ქეთი ამბობს, რომ იმდენად ბევრ პროექტში მიიღო მონაწილეობა, ზოგჯერ ვეღარც კი იხსენებს, ვისგან რა ისწავლა და რა გამოცდილება მიიღო. მთავარი კი ის არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ქეთიმ შეძლო და ორ სხვადასხვა სფეროში …
Continue reading “როგორ დაეხმარა ტრენინგები დასაქმებაში ქედაში მცხოვრებ შშმ გოგოს”
„დილით თქვენ არ ფიქრობთ, როგორი ტროტუარი შეგხვდებათ“ – არქიტექტორი ბათუმიდან
ამბავს 26 წლის არქიტექტორზე სხვა დასაწყისი უნდა ჰქონოდა. თუმცა, რაზეც არ უნდა იყოს კითხვა, პირველივე პასუხს მაინც იქითკენ მივყავართ, რასაც ყველა ვხვდებით, როცა შშმ პირებს ვუსმენთ. საუბრის პირველივე თემა ქალაქის სრულად ადაპტირების საკითხია. „პრობლემების ერთობლიობაა ქვეყანაში. რთულია, რომელიმე წამოწიო წინ. მაგრამ ყველაფერი, რასაც ვცდილობთ, რისი მოღწევაც გვინდა, ამაზეა დამოკიდებული, ქალაქის სრულად ადაპტირებაზე“ – გვიხსნის ნოდარ …
Continue reading “„დილით თქვენ არ ფიქრობთ, როგორი ტროტუარი შეგხვდებათ“ – არქიტექტორი ბათუმიდან”
„ყველა საქმე ერთ ქალს გიცდის“ – მემთეური იალაღიდან სოფელში ბრუნდება
„დილის ხუთ საათზე ვდგები, ვლოცულობ და მაშინვე მივდივარ ბოსელში. ამოხვალ, რძე უნდა გამოწურო, ყველი აიღო, საჭმელი გააკეთო, სახლი დაალაგო, ბოსტანში ჩახვიდე და რა ვიცი, ყველაფერი ერთ ქალს გიცდის. დაძინება არ არის ჩვენთან. ბარში რომ ჩავალ, კარგად დავისვენებ, 2-4 საათი მაინც უნდა დავისვენო, ისე გადავიღალე, რომ რა ვიცი“, – მეუბნება 57 წლის ნათელა კახაძე, რომელიც აგერ …
Continue reading “„ყველა საქმე ერთ ქალს გიცდის“ – მემთეური იალაღიდან სოფელში ბრუნდება”
„გეტყვიან… რუსი მოდის, გაიქეცით, უნდა გაიქცე“ – რას ჰყვებიან ხურჩაში მცხოვრები ქალები
მეგრული ოდის ღია კარიდან სოფლის მთავარი გზა ჩანს. ზაფხულის ცხელი დღის სიჩუმეს ავტომობილის ხმა არღვევს. გზაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანებმა ჩაიარა. „აქ დავიბადე და გავიზარდე. ამ გზაზე სირბილში გავიზარდეთ. ამ გზაზე დაიკარგა ჩვენი ბავშვობა,“ – ხმაურის შემდეგ ჩამომდგარ სიჩუმეს ისევ არღვევს 42 წლის ლია კვარაცხელია. ლია ხურჩაში, საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელში ცხოვრობს. მდინარე ხურჩისწყლის მარცხენა მხარეს …
„თურქეთში გადავედი 500 ლარით, ბავშვები რომ გამომეწყო სასკოლოდ“ – ოჯახი კოკოტაურიდან
„ის გვიყიდა დედამ, რაც დავაბარეთ. ყველაფერი გვიყიდა. კარგი იქნებოდა, ჩვენ თვითონ შეგვერჩია,“ – გვითხრეს ლუკამ და ლიკამ, რომლებსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით. ბავშვებს და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის სამზადისზე ვკითხეთ. „თურქეთში გადავედით, ქემალ-ფაშაში მე და ჩემი მეუღლე. გვინდოდა ყველაფერი გვეყიდა და ბავშვები არ დაჩაგრულიყვნენ… 500 ლარით ორივე ბავშვი გამოვაწყვეთ სასკოლოდ, საყიდელი კიდევ ბევრია, თუ …
მუდმივი გაქცევა – როგორ ცხოვრობენ ქალები ხურჩაში, გამყოფ ხაზთან
„85 ოჯახი ცხოვრობს ხურჩაში. თითქმის ყველა სახლიდან ერთი ადამიანი მაინც არის საზღვარგარეთ წასული. წასულია ჩემი შვილიც. უნივერსიტეტში აკადემიური აიღო, პოლონეთში რომ ემუშავა. გამყოფი ხაზისპირას მცხოვრები ქალები მძიმე შრომას ვწევთ, მაგრამ ჩვენი მოყვანილი პროდუქტის გაყიდვა როცა გვინდა ზუგდიდის ბაზარში, ამ პროდუქტის მუნიციპალურ ავტობუსში ატანის უფლება არ გვაქვს. ტაქსი უნდა დავიქირაოთ. აი, ასე ვცხოვრობთ აქ“, – 52 …
Continue reading “მუდმივი გაქცევა – როგორ ცხოვრობენ ქალები ხურჩაში, გამყოფ ხაზთან”
კაცი შეშას მოიტანს და დაჯდება, მე რომ მოვალ ჭალიდან, სახლში ვაგრძელებ საქმეს – ქალი ხულოდან
„სოფელში ქალები სულ შრომობენ. აი, ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით, ჟოლოს ბაღში ვარ და ვკრეფ. დღეში 12-15 კილოც მომიკრეფია. ამხელა ბაღს მარტო ვუვლი, ჩემი ქმარი ხანდახან თუ მომეხმარება. პრეტენზიულია ჟოლო, არ არის ადვილი მოსავლელი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 32 წლის მადონა ხმალაძე. ოჯახი 18 წლის ასაკში შექმნა და ახლა ორი შვილი ჰყავს, – 5 და 12 წლის …
შაქარწყალზეც კი ვიძინებ, ოღონდ ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ – როგორ გააქვს თავი დედა-შვილს ბათუმში
„ყველაზე რთული მარტოობაა, როცა მარტოხელა ხარ და ყველა ზურგს გაქცევს, როცა აღარავის უნდიხარ,“ – თვალზე ცრემლი ადგება ქალს და მზერას გვარიდებს. – „გაჭირვებაა კიდევ უფრო რთული: რამდენჯერ შაქარწყალზე დამიძინია, ოღონდაც ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ,“ – გვიყვება მარტოხელა დედა დალი თებიძე. ის 25 წელია ბათუმში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში. დალისთან ერთადაა მისი შვილი სოფო, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე …
ჩემს სოფელში ქალები დილის 5 საათზე დგებიან და იწყებენ მუშაობას – სოფელი ხულგუმო
„ჩემს სოფელში ქალები დილის ხუთ საათზე დგებიან, ზოგჯერ 4-ზეც. ათობით ძროხას წველიან და შემდეგ, დილის შვიდ საათზე, მინდვრებში უშვებენ საბალახოდ. შინ დაბრუნების შემდეგ კი სახლის საქმეებს იწყებენ. საუზმეს ამზადებენ ოჯახისთვის, ბავშვებს – სკოლისთვის, შემდეგ კი ბაღჩა-ბოსტანში მუშაობენ მთელი დღე. ღორი, ძროხა, ქათამი – ყველაფერს ქალმა უნდა მიხედოს. ძნელია სოფელში ცხოვრება, სადაც ფიზიკური შრომის გარდა არაფერი …
Continue reading “ჩემს სოფელში ქალები დილის 5 საათზე დგებიან და იწყებენ მუშაობას – სოფელი ხულგუმო”
რატომ გადავწყვიტე სტუდენტობა 29 წლის ასაკში – 3 შვილის დედა ხულოდან
„ხშირად ქალები ჩრდილში ვდგავართ და ველოდებით, როდის დაგვანათებს მზე. მაგრამ მზე თავისით არ დაგვანათებს, თუ ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯებს საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და თავად არ გამოვალთ ამ ჩრდილიდან“, – ამბობს 29 წლის ლელა ვანაძე „ბათუმელებთან“. ლელა ვანაძე ხულოში ცხოვრობს. ის მეცხრე კლასში იყო, როცა სკოლა მიატოვა. რაღაც დროის შემდეგ ორი წელი სასულიერო სასწავლებელში ისწავლა, 18 …
Continue reading “რატომ გადავწყვიტე სტუდენტობა 29 წლის ასაკში – 3 შვილის დედა ხულოდან”
„ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მარტო“ – მარტოხელა დედების ისტორიები თავშესაფრიდან
„მე რომ პირველად სრულიად მარტო დავრჩი და ნაქირავებში შევედი, რომ დავდე ჩემოდანი და დავჯექი, ორი დღე ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ საჭმელიც არ მიჭამია. ვფიქრობდი, სად ვარ? რატომ ვარ ამ მდგომარეობაში… ძალიან ბევრი რამ გამოვიარე თავშესაფრამდე და მერეც…“ – ჰყვება 27 წლის ანა, რომელიც მეხუთე წელია დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს. „თავშესაფარში ვცხოვრობ 2019 წლიდან. ჩემი …
Continue reading “„ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მარტო“ – მარტოხელა დედების ისტორიები თავშესაფრიდან”
ხულოელ სტუდენტს აჭარის მთავრობამ ევროპაში სწავლა არ დაუფინანსა – მინდა ვიმუშაო ისლამზე
ხულოში მცხოვრები მუსლიმი აქტივისტი ქალი და „სოლიდარობის თემის“ წევრი ლია დეკანაძე სწავლას ევროპაში, კერძოდ ესპანეთსა და ნიდერლანდებში გააგრძელებს. მან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა. შემოდგომა-ზამთრის სემესტრს ლია ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტში ისწავლის, გაზაფხულის სემესტრს კი ესპანეთში, კორდოვას უნივერსიტეტში გაატარებს. ლია დეკანაძე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სამაგისტრო საფეხურზე თეოლოგიის მიმართულებით აპირებს სწავლას და კვლევების გაკეთებას. „უკვე …
სკოლა-ქოხი სოფელ ფარავანში – რას ჰყვება ქართულის მასწავლებელი
„სოფელი, სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, ყოველთვის შავ-თეთრი იყო. თუმცა სიცოცხლე მაინც იგრძნობოდა. არც ახლა აქვს ფერები ჩემს სოფელს, თითქოს იმედი ქრება, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ ცხოვრებას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქართული ენის მასწავლებელი მანუშაკ მკრტიჩიანი. ის ნინოწმინდაში, სოფელ ფარავანში ცხოვრობს და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. ამბობს, რომ ქართული ენით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა სოფელში არ ჰყავდა მასწავლებელი, ვინც …
Continue reading “სკოლა-ქოხი სოფელ ფარავანში – რას ჰყვება ქართულის მასწავლებელი”
რას ჰყვება ბათუმელი სექსმუშაკი თავის ცხოვრებაზე
მაია 10 წელია სექსსამუშაოშია ჩართული, ის კაცებთან მუშაობს. პროსტიტუციაში ჩართვის მთავარ მიზეზად სიღარიბეს, ძალადობას და მხარდაჭერის არარსებობას ასახელებს: „წარმოიდგინე, რომ ორგანიზმი არ გაქვს, გამოფიტული ხარ, რობოტად მუშაობ – გეუბნებიან და უნდა გააკეთო ის, რაც არ გინდა, ფულის გამო… არც არავინ გეზიზღება, არც არავინ გიყვარს, საკუთარი შვილიც კი მაგ დროს დავიწყებული გყავს“. მაია 19 წლის იყო, …
Continue reading “რას ჰყვება ბათუმელი სექსმუშაკი თავის ცხოვრებაზე”
ბავშვობაში დაწყებული სექსსამუშაო – სოფლისგან უარყოფილი 2 ქვიარის ისტორია
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფლად და დაბებში მცხოვრები მოსახლეობა, როგორც წესი, კულტურულად უფრო კონსერვატიულია, რის გამოც შესაძლოა უფრო ნაკლები მიმღებლობა ჰქონდეთ მათ გვარსა და სანათესავოში ღიად გეი/ლესბოსელი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ. ჩვენი რესპონდენტები, სულიკო და ანასტასია, იმ მძიმე ისტორიებს გვიზიარებენ, რაც მათი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო გამოიარეს და რის გამოც იძულებულნი გახდნენ ბავშვობაშივე გაქცეულიყვნენ …
Continue reading “ბავშვობაში დაწყებული სექსსამუშაო – სოფლისგან უარყოფილი 2 ქვიარის ისტორია”
„აი, დარდი, თუ რუსები არ შემოვლენ“ – მაღაზიის მეპატრონე ქალი ანაკლიიდან
„ზოგიერთი მეუბნება, არ გინდა ვაჭრობა? შენთან რუსი არ შემოვაო. არ შემოვა და აი, დარდი. მე რუსებზე ხომ არ ვიყავი დამოკიდებული. მაქვს სოფლის მაღაზია, შემოდის ჩემი მეზობელი, შემოდის ჩემი ქართველი. როგორც არის – მიმიღებს ასეთს, თუ არადა, მიბრძანდეს. მე ძალას არავის არ ვატან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანაკლიაში მცხოვრებმა ჟანა ცხადაიამ, მას შემდეგ, რაც ვკითხეთ, თუ რა …
Continue reading “„აი, დარდი, თუ რუსები არ შემოვლენ“ – მაღაზიის მეპატრონე ქალი ანაკლიიდან”
მუდმივი მალვა, ძალადობა და სიღარიბე – სექსმუშაკი ქალები საქართველოში
„19 წლის გავთხოვდი, ქმარი სვამდა და მცემდა… მუდამ შარზე იყო, რამდენჯერ გავუგდივარ ღამით თოვლსა და წვიმაში გარეთ, მერე ჩუმად ვიპარებოდი ბავშვებთან; მშობლებთან დაბრუნებულს მითხრეს, უნდა მოითმინოო. ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა, საკუთარ თავში ჩავიკეტე… გამიჭირდა გაჩერება, წასასვლელი კი არსად მქონდა… ნაცნობმა გოგომ, თურქეთში, ეს სამუშაო შემომთავაზა“, – ჰყვება ირინა ბათუმიდან, ის ახლა 46 წლისაა და 15 წელია …
Continue reading “მუდმივი მალვა, ძალადობა და სიღარიბე – სექსმუშაკი ქალები საქართველოში”
იმამი ლგბტქ თემის ჩაგვრაზე: „უმრავლესობა მრუშობს – ვცემოთ?“ I VIDEO
„როგორიც არის ლგბტ თემის მოცემულობა, ისეთივე ცოდვაა ისლამის მიხედვით მრუშობა,“ – ამბობს ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი, თამაზ მგელაძე. ეს ის მეჩეთია, რომლის მშენებლობაც მუსლიმებმა 2017 წლიდან დაიწყეს, თუმცა ნებართვას არ აძლევენ. იმამს ამ შემთხვევაში სხვა დაუცველ ჯგუფებზე ვესაუბრებთ საქართველოში, მაგალითად, ლგბტქ თემზე, ასევე ქალთა მიმართ ძალადობაზე: როგორ უყურებს მუსლიმი თემის ერთ-ერთი ლიდერი სხვა ჯგუფების ჩაგვრას? …
Continue reading “იმამი ლგბტქ თემის ჩაგვრაზე: „უმრავლესობა მრუშობს – ვცემოთ?“ I VIDEO”
„მარწყვი 8 ლარი ღირდა. ვერ ვუყიდე“ – მარტოხელა დედისა და 5 წლის ლუკას ცხოვრება ნაქირავებში
„ვიბრძვი, რომ ყველა ეტაპი რაღაცნაირად გადავლახო, მარტოხელობა ძალიან ძნელია,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი, რომელიც 5 წლის ლუკასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. იგი გვიყვება, რასთან უწევს გამკლავება, როგორც მარტოხელა დედას. „6 წელია აქ ვარ, გაუსაძლისი პირობებია“, – ნონა ქვის იატაკს დაჰყურებს და მერე აივნისკენ იმზირება: აივნის კართან ცემენტის ტომრებზე ქალს გაზქურა მოუწყვია, გაზის ბალონი კი, …
ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ
დღეს, 5 ივნისს, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“ და არასრულწლოვან შშმ გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობის თაობაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ. „ჩემთან ინფორმაცია მოვიდა ერთ-ერთი ახლობელი ქალის …
Continue reading “ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ”
როცა შვილმა სახლიდან გამოგაგდო, სასამართლომ კი ბაჟის გადაუხდელობის გამო საქმე არ მიიღო
„აივანზე შემასახლეს, რომელიც სულ 3 კვადრატული მეტრია,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები პენსიონერი ქალი. ნანა ბ. სასამართლოში ბინის დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ ვერ იხდის სასამართლო ბაჟს – 3 ათასს ლარს, რის გარეშეც მის სარჩელს არ განიხილავენ. „ბათუმელები“ ორ კონკრეტულ საქმეს გაეცნო, სადაც უკვე პენსიონერი დედები საკუთარი შვილების წინააღმდეგ დავობენ სასამართლოში. ორივე შემთხვევაში დავის საგანი საცხოვრებელი ბინაა, რომელიც …
რა სტერეოტიპებს ებრძვიან გოგონები წალკიდან – Video
თითქმის ყოველ დღე 25 გოგონა ფეხბურთის სათამაშოდ იკრიბება წალკის ცენტრალურ მოედანზე. დღეს მათზე გიყვებით, გოგონების საფეხბურთო კლუბ „ეძანზე“. კლუბი 2021 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა, თუმცა მისი ჩამოყალიბების იდეა კლუბის დამფუძნებლებსა და ამავდროულად მწვრთნელებს, გივი ფუტკარაძესა და ალექსანდრე შავაძეს ერთი წლით ადრე გაუჩნდათ. გივი და ალექსანდრე სპორტსკოლაში მუშაობდნენ ერთად, როცა წალკის შიდა ტურნირი ჩაატარეს ფეხბურთში. ტურნირზე გოგონებიც …
Continue reading “რა სტერეოტიპებს ებრძვიან გოგონები წალკიდან – Video”
5 ბავშვის ამბავი ბათუმიდან, რომლებსაც აქონდროპლაზია აქვთ
18 დღე და 18 ღამეა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის წინ – იქ, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობს, საპროტესტო აქციას მართავენ დედები. ქალები, რომელთა შვილებსაც იშვიათი გენეტიკური დაავადების, აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვთ, ითხოვენ წამალს ბავშვებისთვის. აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ის 25 ათასი ბავშვიდან ერთს უვლინდება. 36 წლის ხატია ხურციძეს ბათუმის ბულვარში, სხვა მშობლებთან ერთად შევხვდით. …
Continue reading “5 ბავშვის ამბავი ბათუმიდან, რომლებსაც აქონდროპლაზია აქვთ”
ბაბუა, რომელმაც აუტისტ შვილიშვილს ცურვა, ბაღის მოვლა და ველოსიპედის ტარება ასწავლა
73 წლის კაცმა, ბაბუამ, შეძლო და შეცვალა აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ცხოვრება. არ გაიქცა, ხელი არ ჩაიქნია, ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვალა საყვარელი შვილიშვილის სამყარო. ასწავლა ცურვა, ხეზე ასვლა, ველოსიპედის ტარება, ტრაქტორის მართვა, მარწყვის, სიმინდის, კარტოფილის ყანების მოვლა. დაიჯერა და სხვაც დააჯერა, რომ თუ გიყვარს, შეუძლებელსაც შეძლებ. 73 წლის ასაკში შეძლო და ყველაფერი ისწავლა აუტისტური სპექტრის შესახებ, ოქროს …
უსინათლო კაცი: მერიამ სიმინდის სახარში წამართვა, მათხოვრობას ვერც თავს ვაკადრებ, ვერც ბათუმს
„დამიბრუნონ სიმინდის სახარში“, – რამდენჯერმე იმეორებს ზურა მსახურაძე და მოუსვენრად აკაკუნებს ტროტუარზე ჯოხს – შეხებით რომ იგრძნოს, ზუსტად რა ადგილას დგას და სად ხარშვამდე სიმინდს, ვიდრე მას ღამით მოჰპარავდნენ. ზურაბ მსახურაძე 62 წლის უსინათლოა. იგი ამბობს, რომ 40 წელია ვერ ხედავს, ხელისუფლებამ კი, ხელშეწყობის ნაცვლად, საარსებო წყაროს გარეშე დატოვა – მოქალაქის თქმით, გუშინ წინ, ღამით, …
წამალი უფასოდ მეკუთვნის, მაგრამ აფთიაქიდან აფთიაქში დავდივარ და ვერ ვიღებ
ბათუმელ ირაკლი ცეცხლაძეს სპეციალური სამაჯური უკეთია წარწერით – „ეპილეფსია“. ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი საჭირო მედიკამენტს დროულად ვერ მიიღებს და ამის გამო შესაძლოა ქუჩაშიც დაეცეს, რადგან არის შემთხვევები, როცა სასწრაფო დახმარების დროს ექიმი ვერ ცნობს ეპილეფსიის ნიშნებს, ამიტომ ირაკლიმ თავად იპოვა ასეთი გამოსავალი, რადგან მას სისტემა ამ შემთხვევაში ვერ ეხმარება. ირაკლი ცეცხლაძე ეპილეფსიის მედიკამენტს ბავშვობიდან იღებს. …
Continue reading “წამალი უფასოდ მეკუთვნის, მაგრამ აფთიაქიდან აფთიაქში დავდივარ და ვერ ვიღებ”