„ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმის“ განხილვა 10 წლის თავზე ხელახლა დაიწყება. ჯერ უცნობია, ამჯერად რომელი მოსამართლე მოუსმენს ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც ჩვენება წლების წინ მისცეს სასამართლოს და სამართალი ვერ იპოვეს. ყოფილი პატიმრებიდან რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც. ამ საქმის განხილვა განსაკუთრებით გაჭიანურებულია – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ზუსტად ციხეებში არსებული სისასტიკის გამოძიების დაპირებით მოვიდა. „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეს“ …
Tag Archives: ბათუმის ციხე
ბათუმის ციხეში პატიმარი იმ საკანში დაჭრეს, სადაც ვიდეოკამერებია
ბათუმის ციხეში ერთმა პატიმარმა თანამესაკნე თავის და კისრის არეში დააზიანა, მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას პენტიენციური სამსახური ავრცელებს. ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, პენიტენციური სამსახურის მიერვე გავრცელებული ინფორმაციით, იმ საკანში მოხდა, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია ვიდეო-სათვალთვალო კამერით აკვირდება. პატიმრის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაცია საკანში მყოფმა მესამე პატიმარმა შეატყობინა. „4 მარტს, დაახლოებით 10:11 საათზე …
Continue reading “ბათუმის ციხეში პატიმარი იმ საკანში დაჭრეს, სადაც ვიდეოკამერებია”
ადვოკატი: ბათუმის ციხეში ბრალდებულს ვერ შემახვედრეს
„დაახლოებით სამი საათი ველოდი ბრალდებულთან შეხვედრას. ბათუმის ციხე მას შემდეგ დავტოვე, როცა ციხის ადმინისტრაციამ ვერ მიპასუხა კონკრეტულად, როდის მოხერხდებოდა ბრალდებულთან ჩემი შეხვედრა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისი თქმით, პრობლემები პანდემიის დროს გაჩნდა, როცა ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფებს შეხვედრების ოთახში ვეღარ ხვდებიან და ამისთვის ე.წ. პაემნების ოთახს იყენებენ, რომელიც მინითაა გადატიხრული. ასეთი ოთახი ბათუმის მე-3 …
Continue reading “ადვოკატი: ბათუმის ციხეში ბრალდებულს ვერ შემახვედრეს”
„მე თქვენ მაწამებთ“ – პატიმრის თქმით, ექიმის მიერ დანიშნული წამლები ციხეში არ აქვთ
„მე თქვენ მამყოფებთ გაუსაძლისი ტკივილების ქვეშ, რაც იწვევს სულიერ ტანჯვას და წამებას. მე თქვენ მაწამებთ“, – წერს ბათუმის ციხეში მყოფი მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი. მან წერილი ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან გამოგვიგზავნა მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე წერილის ჩვენთვის გადმოცემის საშუალება არ მისცეს. ნუგზარ თაბაგარის ადმინისტრაციული საჩივარი 27 დეკემბერს განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ. მოსამართლემ პატიმრის …
შესაძლო ახალი სასჯელი პატიმრებისთვის, რომლებიც ერთმანეთს მავთულებით გადაებნენ
პატიმრები, რომლებმაც ხელებში მავთულები პროტესტის ნიშნად გაიყარეს და ერთმანეთს გადაებნენ, შესაძლოა, ახალი დანაშაულისთვის ახალი მუხლით გაასამართლონ. ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმრები: გიორგი მარსაგიშვილი და გიორგი ვარდუაშვილი წერენ, რომ მათ ბათუმის ციხეში სამუდამოდ დარჩენით ბათუმის ციხის დირექტორი დაემუქრა. ციხეში მისულმა გამომძიებელმა კი აცნობა, რომ მათ წინააღმდეგ მართლაც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის შესაბამისად – პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის …
Continue reading “შესაძლო ახალი სასჯელი პატიმრებისთვის, რომლებიც ერთმანეთს მავთულებით გადაებნენ”
პატიმრის წერილი იმაზე, თუ რატომ გაიყარა ყელში მავთული
„…მან განმიცხადა, რომ ჩვენი საჩივარით ფეხებსაც ვერ მოვჭამთ. ეს შეხვედრა მართლა მუქარა იყო, ამისრულებდა კიდეც, დაგვალპობდა ვანდალურსა და კარცერებში. ამის შემდგომ ჩვენ მივმართეთ პროტესტის მძიმე ფორმებს. მე, გიორგი მ.-მ ყელში გავიყარე მავთული და ასევე ხელში გავიყარე მავთული… ჩვენ მივეკერეთ ერთმანეთს და პროტესტის ამ ფორმით გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ყველა იმ უკანონობასთან, რასაც ამ დაწესებულებაში ჩადიან ხსენებული …
Continue reading “პატიმრის წერილი იმაზე, თუ რატომ გაიყარა ყელში მავთული”
ცოტნე ანანიძე ციხიდან გამოსვლის შემდეგ: წყლის პრობლემა გამოსასწორებელია
ბათუმის ციხეში პატიმრებს, რომლებმაც ხელში მავუთულები გაიყარეს, ცოტნე ანანიძე შეხვდა, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მისი თქმით, პატიმრები ამ დროისთვის დეესკალაციის ოთახში განმარტოებით იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „მათ აღარ აქვთ გაყრილი ხელში მავთულები… ერთ-ერთს პატიმარს აქვს მხოლოდ ხელში მავთული. მე სამივე პატიმარს ცალ-ცალკე შევხვდი და სამივე მათგანმა დაადასტურა, რომ აქვთ წყლისა …
Continue reading “ცოტნე ანანიძე ციხიდან გამოსვლის შემდეგ: წყლის პრობლემა გამოსასწორებელია”
ბათუმის ციხეში სამმა პატიმარმა ხელებში მავთული გაიყარა და ერთმანეთს გადაება – ადვოკატი
„ისინი ითხოვენ წყალს, ვენტილაციას, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, წამლებს… ისინი აპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტული თანამშრომლების უხეშ მოქცევას, რის გამოც იქმნება კონფლიქტი და შემდეგ პატიმრები ე.წ. დეესკალაციის ოთახში განმარტოებით გადაჰყავთ,“ – ამბობს ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი. მისი აღწერით, ბათუმის ციხის ერთ საკანში მყოფი სამი პატიმარი ერთმანეთს მავთულით 30 მარტს გადაება. მავთული პატიმრებმა ხელებში გაიყარეს. „ერთ-ერთმა პატიმარმა მავთული ყელშიც …
ბათუმის ციხეში პატიმრები წყალს ითხოვენ
ბათუმის ციხეში წყლისა და ხელოვნური ვენტილაციის პრობლემაზე პაატა დიასამიძე საუბრობს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში, ანუ ბათუმის ციხეში დღეს, 28 მარტს, იმყოფებოდა. „პატიმრებს, განსაკუთრებით დეესკალაციის ოთახში მყოფებს, აწუხებთ წყლისა და ვენტილაციის პრობლემა. მათი თქმით, წყალი ციხეს გრაფიკით მიეწოდება. ეს განსაკუთრებით გაუსაძლისი ბოლო პერიოდში გახდა, როცა ხელოვნური ვენტილაციაც ითიშება – დეესკალაციის ოთახში საპირფარეშო …
ბათუმის ციხეში პატიმარი სამედიცინო მომსახურების მიღების მოთხოვნით შიმშილობდა
„ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი – ნუგზარ თაბაგარი მეშვიდე დღეა შიმშილობს,“ – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ანნა მდინარაძე. იგი ორი დღის წინ შეხვდა ამ მსჯავრდებულს. სახალხო დამცველი პატიმრის შიმშილობის ფაქტს ადასტურებს. ომბუდსმენის აპარატი ამ შემთხვევას უკვე სწავლობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ნუგზარ თაბაგარმა შიმშილობა გუშინ საღამოს შეწყვიტა. „ჩვენ გვითხრა ნუგზარ …
Continue reading “ბათუმის ციხეში პატიმარი სამედიცინო მომსახურების მიღების მოთხოვნით შიმშილობდა”
ბათუმის ციხე ომბუდსმენის ანგარიშში: ღია საპირფარეშო სათვალთვალო კამერის არეალშია
„უსაფრთხო ოთახებში ლეიბი მოთავსებულია პირდაპირ იატაკზე. ოთახებში ცხელა, არ იღება ფანჯრები და, შესაბამისად, არ ხდება ბუნებრივი ვენტილაცია. ღია საპირფარეშო ხვდება ოთახებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ხედვის არეალში…“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ბათუმის ციხეში არსებულ მდგომარეობას აღწერს. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში, ანუ ბათუმის ციხეში ვიზიტი გასული წლის თებერვალში, ასევე 2016 წლის მაისში ჰქონდათ. …
Continue reading “ბათუმის ციხე ომბუდსმენის ანგარიშში: ღია საპირფარეშო სათვალთვალო კამერის არეალშია”
რა ღირს ციხიდან სატელეფონო საუბრის ერთი წუთი
თუ რა ღირს სატელეფონო საუბრის ერთი წუთი ციხეში და რამდენს იხდიან პატიმრები ამ სერვისში, „ბათუმელებმა“, ჯერჯერობით, ვერ დაადგინა. „არაფერს ამბობენ ჩვენთვის უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების და წუთების შესახებ. დღემდე არ გვასარგებლებენ ჩამოჭრილი წუთებით…“ – ეს ერთ-ერთმა პატიმარმა შეატყობინა „ბათუმელებს“ ციხიდან გამოგზავნილი წერილით. პატიმრები სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვაზე ხშირად საუბრობენ. პატიმარი ნუგზარ თ. გვწერს, რომ დაწესებულებაში დამონტაჟებულ …
Continue reading “რა ღირს ციხიდან სატელეფონო საუბრის ერთი წუთი”
ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მივიდა
მსჯავრდებული კახა მ. ბათუმის ციხიდან, ამბობს, რომ ციხიდან ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ის სხვადასხვა პრობლემას ასაჩივრებდა, ადრესატს არ მისვლია. კახა მ.-მ წერილი ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებიდან პირველ მაისს გააგზავნა და ამის დამადასტურებელი ქვითარიც აქვს. წერილი ადვოკატ მალხაზ ზოიძეს უნდა ჩაბარებოდა. „გზავნილი დაწესებულებიდან გაგზავნილია, წერილის ადრესატამდე მიტანას ფოსტა უზრუნველყოფს“, – მოგვწერეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან. „წერილი ფოსტას …
Continue reading “ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მივიდა”
რა ძალისხმევა გაიღო დეპუტატმა ბათუმის ციხეში შესასვლელად
18 მაისს ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან პატიმრებმა „ბათუმელებს“ წერილი გამოუგზავნეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან საპატიმრო დაწესებულებაში შესვლას ითხოვდა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ძალისხმევა გაიღო აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ საიმისოდ, რომ მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლება მოეპოვებინა? უმაღლესმა საბჭომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლების მისაღებად შვიდი თვის წინ მიმართა. თუმცა …
Continue reading “რა ძალისხმევა გაიღო დეპუტატმა ბათუმის ციხეში შესასვლელად”
პატიმრები ცოტნე ანანიძეზე: კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან
პატიმრები ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილით დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში არსებობს სამედიცინო მომსახურების, ასევე ბრალდებულების შემთხვევაში – თარჯიმნისა და უფასო იურიდიული დახმარების მიღების პრობლემები. წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ისინი ვერ ახერხებენ ცოტნე ანანიძესთან შეხვედრას. ცოტნე ანანიძე ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, ამჟამად კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარეა. „აჭარის უზენაესი საბჭოს ადამიანის …
Continue reading “პატიმრები ცოტნე ანანიძეზე: კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან”
პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს
„დამიჯერეთ, არ მითქვამს ცხვირის ოპერაციაზე უარი, კუჭ-ნაწლავიც ძალიან მტკივა, ხერხემალი, ტკივილგამაყუჩებელ ნემსს ვითხოვ და არ მიკეთებენ,“ – ამას ციხიდან მსჯავრდებული კახა მ. გვწერს. პატიმარი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, აწუხებს სხვადასხვა დაავადება და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ, მიზანმიმართულად არ გაუკეთეს ოპერაცია და ამის გამო გაურთულდა ფარინგიტი. პატიმარი ასევე არ …
Continue reading “პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს”
სხეულის დაზიანების მაჩვენებელი ბათუმის ციხეში 19-დან 212-მდე გაიზარდა
სასჯელაღსრულების ბათუმის მე-3 დაწესებულებაში სხეულის დაზიანების მაჩვენებელი 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით, 19-დან 212-მდე გაიზარდა. მონაცემები სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში წერია, რომელიც ომბუდსმენმა გუშინ, პირველ აპრილს გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კონკრეტულად ბათუმის ციხეში, სხეულის დაზიანების კატეგორიებიდან თვითდაზიანების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია [2015 წელს – 0, 2016 წელს – 180]. საყოფაცხოვრებო მიზეზით სხეულის დაზიანების 26 შემთხვევა …
Continue reading “სხეულის დაზიანების მაჩვენებელი ბათუმის ციხეში 19-დან 212-მდე გაიზარდა”
დარღვევა ბათუმის ციხეში, რის გამოც არავინ დასჯილა
პატიმარი ბათუმის ციხიდან ტელეფონით სარგებლობის უფლების დარღვევას აპროტესტებს. გვწერს, რომ წინასწარ სთხოვენ იმ ტელეფონის ნომრებს, ვისთანაც აპირებს საუბარს. მსჯავრდებულ ლ.მ.-ს გასული წლის 20 ივნისის ფაქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიუმართავს. ინსპექტორმა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა. ინსპექტორის აპარატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მსჯავრდებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იმყოფება [ბათუმის მე-3 საპყრობილე], მაგრამ კონკრეტულად პატიმარი ლ.მ. ნახევრად …
Continue reading “დარღვევა ბათუმის ციხეში, რის გამოც არავინ დასჯილა”
უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი ბათუმის ციხეში
კახა მეცხვარიშვილი ბათუმის ციხიდან წლის განმავლობაში აგზავნის წერილებს. „ბათუმელებისთვის“ და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებისთვის მიწერილ წერილებში ის სამედიცინო მომსახურების ხარისხს უჩიოდა და დახმარებას ითხოვდა. მისი ერთ-ერთი წერილის საფუძველზე შემოწმება ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ჩაატარა და სხვადასხვა ხარვეზთან ერთად, უკანონო სამედიცინო საქმიანობის შემთხვევაც დაადგინა. მარტში, როცა „ბათუმელებმა“ კახა მეცხვარიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, …
Continue reading “უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი ბათუმის ციხეში”
პატიმარი ბათუმის ციხიდან: საჩივრებს მიბლოკავენ
პატიმარი ვაჟა ა. ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, ციხიდან გამოგზავნილი საჩივრები ადრესატამდე არ მიდის. “გამოგზავნილ ღია თუ დახურულ საჩივრების რეგისტრაციის კოდებს არ მაძლევენ. სოციალური მუშაკები ყოველდღე სხვადასხვა აბსურდულ მოტივებს იმიზეზებენ, თუ რატომ არ მოაქვთ რეგისტრაციის კოდები…” – წერს პატიმარი. რა სისტემით იგზავნება ციხეებიდან საჩივრები და როგორ უნდა დარწმუნდეს …
Continue reading “პატიმარი ბათუმის ციხიდან: საჩივრებს მიბლოკავენ”
წერილი ბათუმის ციხიდან: „უსაფრთხოების საკანი“, როგორც დასჯის მეთოდი
სამი პატიმარი ბათუმის ციხიდან სამედიცინო მომსახურების ხარისხს აპროტესტებს და მთავარი ექიმის, ინგა სურმანიძის მოპყრობას ღირსების შელახვად აფასებს. წერილში პატიმრები კონკრეტულ შემთხვევას ასახელებენ, როცა მსჯავრდებული რეგისტრირებულია, როგორც საოპერაციო და ამ დროს მას ე.წ. ანტივანდალურ საკანში ათავსებენ: „დღეს, 14 ივლისს, ეს პატიმარი ექიმის, ინგა სურმანიძის გულგრილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე არის მოთავსებული „უსაფრთხოების საკანში“… მისი ქცევა და მიდგომა თითოეული …
Continue reading “წერილი ბათუმის ციხიდან: „უსაფრთხოების საკანი“, როგორც დასჯის მეთოდი”
პატიმარი: არ მომეცა აღსარების თქმის უფლება
„იყო ასეთი მომენტი, როდესაც მამაოს შევხვდი და ვთხოვე აღსარების თქმა. მამაოსთან თავზე მადგა თანამშრომელი. მე თანამშრომელს ვთხოვე ან დავეტოვებინე, ან რამდენიმე ნაბიჯით მაინც დაეცვა დისტანცია, რადგან მამაოსთან მეთქვა აღსარება, რაზეც უარი განმიცხადა. ეს ყოველივე იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი და გამაოგნებელი, რის შემდეგაც იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი უკან, საკანში. არ მომეცა აღსარების თქმის უფლება,“ – გვწერს პატიმარი …
Continue reading “პატიმარი: არ მომეცა აღსარების თქმის უფლება”
პატიმარი საკუთარ სამედიცინო დოკუმეტაციას ითხოვს
მსჯავრდებული კ.მ. ბათუმის ციხიდან საკუთარ სამედიცინო ისტორიას ითხოვს. მისი თქმით, ის მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონეა და სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. პატიმარი აპირებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართოს. ის წერილს “ბათუმელების” გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს და უფლებადამცველებს უგზავნის. ამავე წერილში პატიმარი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარ ექიმს, ინგა სურმანიძეს მიმართავს …
Continue reading “პატიმარი საკუთარ სამედიცინო დოკუმეტაციას ითხოვს”
სასჯელაღსრულების სამინისტრო “ბათუმელების” სტატიას გამოეხმაურა
“ბათუმელებში” გამოქვეყნებულ სტატიას “პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში” გამოეხმაურა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო. ჩვენ ამ უწყების მიერ გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
რა დარღვევებია ბათუმის მესამე საპყრობილეში
ბათუმის მესამე საპყრობილეში მყოფი რამოდენიმე პატიმარი იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორისაგან გადაუდებელ დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის უფროსის მოადგილემ იოსებ თოფურიძემ განაცხადა, რომელიც გასულ კვირას იუსტიციის მინისტრის დავალებით ბათუმის საპყრობილეში ინსპექცირებისათვის იყო მივლინებული. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ასეთი შემოწმება ბათუმის საპყრობილეში ბოლო 12 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. თოფურიძის …
Continue reading “რა დარღვევებია ბათუმის მესამე საპყრობილეში”