რა თქვეს არჩილ ვანაძემ და გია ერმაკოვმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ

“ერთადერთი უდანაშაულო მხოლოდ თქვენ ხართ,” – ამ სიტყვებით მიმართა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არჩილ ვანაძეს. ის ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანია და ერთ-ერთი ბრალდებული იყო “მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე”, რომლის განხილვაც დღეს დასრულდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვის მუხლით და წელიწად-ნახევრით თავისუფლება აღუკვეთა ეგარსლან …

“ასე ჩავრჩით ჩვენ აქ”- გია ერმაკოვის რეპლიკა მოწმეს

“Point Bank-ი არ იყო ბანკი… შეეძლოთ ეკითხათ და ვეტყოდით მერიის თანამშრომლებს რჩევის სახით,” – ეს ერთ-ერთი პოზიცია იყო, რომელიც დღეს, 31 ოქტომბერს, “მერიის მაღალჩინოსნების პროცესზე” მოწმე ოთარ გზირიშვილმა გააჟღერა. იგი”ბაზის ბანკის” იურისტია. ამ ბანკმა დაადასტურა “იაფი სახლის” პროექტზე საბანკო გარანტიის ნამდვილობა, თუმცა მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “კონვენტ ჯორჯიამ” ბათუმის ბიუჯეტიდან თანხა მიიღო ავანსის …

თბილისში შეაჩერეს საქმის განხილვა, რომელმაც ერმაკოვისა და სხვების ბედი უნდა გადაწყვიტოს 

„შემდეგი სასამართლო სხდომა ჩანიშნული ჯერ არ არის,“ – გვითხრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრში საქმეზე, სადაც ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. ეს ის საქმეა, რომელზეც მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს „ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეში“. ბოლო პროცესი „ბაზისბანკის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა იგი მოსამართლე ნინო მამულაიშვილის ბიულეტენზე გასვლის გამო გადაიდო. …

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში დატოვეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები: არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლემ. მოსამართლის განმარტებით, ბათუმის მოქმედ მერს არ შეეძლო დამოუკიდებლად ბრალდებულებთან შეთანხმება. გარდა ამისა, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულები საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩებოდნენ. აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა პატიმრობაში …

გაათავისუფლებენ თუ არა ერმაკოვს პატიმრობიდან, ხვალ გადაწყდება

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარ პატიმრობაში  მყოფ გია ერმაკოვს, არჩილ ვანაძეს და ეგარსლან ლომიძეს დღევანდელ პროცესზე უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ხვალ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წინასწარ პატიმრობაში დარჩებიან თუ არა მერიის მაღალჩინოსნები. “მე უკვე ჩამოყალიბებული მაქვს პოზიცია, მაგრამ მჭირდება გარკვეული სამართლებრივი ანალიზი… ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს საქმეზე უნდა მივიღო გადაწყვეტილება,”- უთხრა მოსამართლემ მხარეებს დღევანდელ პროცესზე. …

რა უთხრა სასამართლოს ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა – მაღალჩინოსნების საქმე

„მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ დღეს, 20 სექტემბერს ჩვენება ნუკრი დეკანაძემ მისცა, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა. იგი „იაფი სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესში იყო ჩართული. მაშინ იგი ბათუმის მერიის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ამ საქმეზე ბრალდებულებს შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე. “არსებობდა რისკები… მე, …

„ადვოკატებს მოწმის დისკრედიტაცია სურთ“ – პროკურორი „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„სადაა დოკუმენტი, სადაც გაწერილია სატენდერო კომისიის ვალდებულება, რომ მას უნდა მოეთხოვა საბანკო ამონაწერი?“ – ეს კითხვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე დაუსვა აუდიტორ ჰენრი სანიკიძეს. დღეს, 16 სექტემბერს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა „მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე“ აუდიტორის ჩვენება მოისმინა. აუდიტის დასკვნა მთავარი მტკიცებულებაა ამ საქმეში. სასამართლო პროცესზე ადვოკატების საპასუხოდ მოწმის სახით დაბარებულმა მთავარმა აუდიტორმა, …

„მეტი გულისყურია საჭირო“ – აუდიტორის ჩვენება „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„ტენდერში გამოვლენილი კომპანიის დისკვალიფიკაცია არ მოხდა. ასევე დაფინანსდა ისეთი ღონისძიებები, რაც არ უნდა დაფინანსებულიყო,“ –  უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ჰენრი სანიკიძემ. იგი სახელმწიფო აუდიტის წამყვანი აუდიტორია და  დღეს, 16 სექტემბერს, „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ მან ჩვენება მისცა სასამართლოს – აუდიტის დასკვნის საფუძველზე მისცა პროკურატურამ პასუხისგებაში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები „იაფი სახლის პროექტთან“ დაკავშირებით, მათ შორის, ბათუმის …

სასამართლომ დაკავებულ 7 მაღალჩინოსანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე ლევან გელოვანმა “იაფი სახლის” საქმეზე დაკავებულ შვიდივე მაღალჩინოსანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დარბაზში მოსამართლის დასაბუთება პროტესტის ნიშნად აღარ მოუსმენიათ. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლის გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორმა რამაზ შავაძემ წინასასამართლო სხდომის გამართვა ზუსტად ორი თვის შემდეგ მოითხოვა. ეს კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადაა აღკვეთის შეფარდების შემდეგ. “წესით ჩვენ უნდა ვითხოვდეთ მაქსიმალურ ვადას… პროკურატურას სჭირდება …

Exit mobile version