საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო ბათუმის მერიის მიერ წარდგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის შემუშავებულ დოკუმენტს 15 თებერვალს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა. დოკუმენტის განხილვასა და მის დამტკიცებას ბათუმში გასული წლის მეორე ნახევრიდან ელიან, თუმცა საკითხზე მსჯელობა ცენტრალურ უწყებებში მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ორგანიზაცია …
Tag Archives: ბათომი
„ბათომის“ ღია წერილი პრემიერ-მინისტრს
საზოგადოება „ბათომი“ მიმართავს: პრემირ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს. მიმართვის ტექტს უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს მთავრობაში წარდგენილია დოკუმენტი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების საზღვრების დამტკიცების შესახებ, რომლის საფუძველია ბათუმის ისტორიულ–კულტურული საყრდენი გეგმა. ამ მრავალდისციპლინარულ კვლევაზე სხვადასხვა დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა …
ვინ და რატომ იცავს ბათუმს
ათი წლის წინ, როცა ბათუმის ძველ ქუჩებში საუკუნის წინ აგებული, ორ-სამსართულიანი შენობების ნგრევა და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსების ჩადგმა გადაწყდა, რამდენიმე ბათუმელმა ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა იშლებოდა და ბათუმი საკუთარ თავს კარგავდა. ბოლო წლებში ბათუმში ამ ჯგუფის ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა, რამდენიმე ადამიანის ნაცვლად ძველი ბათუმის დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო მეტი …
არა ჩაბეტონებას! – ნაძვის ხესთან აჭარის მთავრობას ტრანსპარანტებით დახვდნენ
31 დეკემბერს, ზუსტად 12 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, იქ, სადაც საახალწლო გალა-კონცერტი იმართება, საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა და ასევე სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს საპროტესტო აქცია – „არა ჩაბეტონებას!“ აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ქალაქში მიმდინარე ქაოტური მშენებლობები. აქტივისტები აპროტესტებენ, ბათუმში, ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი ექვსი თაუერის მშენებლობას. „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ გადაწყდა აქციის გამართვა ახალი წლის …
Continue reading “არა ჩაბეტონებას! – ნაძვის ხესთან აჭარის მთავრობას ტრანსპარანტებით დახვდნენ”
„ბათომი“ საჯარო უწყებებისთვის რეკომენდაციების პაკეტს ამზადებს
სივრცით ტერიტორიული დოკუმენტის მოსამზადებლად ბათუმის მერიას ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. არც ისტორიული დაცვის ზონაა დამტკიცებული, მერია კულტურის სამინისტროს დასკვნას ელოდება. იმაზე, რომ ქალაქს განაშენიანების გეგმა არ აქვს, უკვე ბევრჯერ დაიწერა – დაპირების მიუხედავად, ამ ხარვეზების კანონმდებლობის დონეზე გამოსასწორებლად ვერც მერია და ვერც საკრებულო ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამენ. პროცესი დროში დიდხანს იწელება. ამ პროცესის დაჩქარებას …
Continue reading “„ბათომი“ საჯარო უწყებებისთვის რეკომენდაციების პაკეტს ამზადებს”
რიჟვაძეს მიაჩნია, რომ „უბადრუკი მცდელობაა“ უსისტემო და ქაოტური მშენებლობის გაპროტესტება
„ვიწრო ჯგუფი, რომელიც ცდილობს მოახდინოს დისკრედიტაცია ქალაქმშენებლობის“, „უსუსური მცდელობა,“ „უბადრუკი მცდელობა“ – ამ ფრაზებით მოიხსენია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ადამიანები, რომლებიც ქალაქში უსისტემო და ქაოტურ მშენებლობას აპროტესტებენ, ასევე, იბრძვიან ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის გადასარჩენად. თორნიკე რიჟვაძეს არ უთქვამს, კონკრეტულად ვის გულისხმობს ამ ადამიანების ჯგუფში. მისი აზრით, ადამიანების ეს ჯგუფი დესტრუქციულია და მათ ამის უფლება არ …
დარჩება თუ არა ბათუმს მწვანე ზონა – საკრებულოს მრჩეველთა საბჭო მერიისგან პასუხს ითხოვს
„იქნებ ჩვენც გვინდა, რომ შემოვიდეს შენიშვნები, რატომ ფიქრობთ, რომ ვმალავთ რაღაცას?“ – ამ კითხვით ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მირიან მეტრეველმა საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს, კონკრეტულად კი, საბჭოს წევრს, ნინო ინაიშვილს მიმართა. მანამდე ნინო ინაიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ბათუმის მერიამ, საკრებულოსთან ერთად, მწვანე კონცხზე სამშენებლოდ გამიზნულ მიწის ფართობს ისე შეუცვალა ზონის სტატუსი, რომ …
„ბათომმა“ საკრებულოს „რივიერასთან“ დაკავშირებული პროცედურის შეჩერება სთხოვა
დღეს, 19 ოქტომბერს, საკრებულოს ღია კარის სხდომაზე საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ, ნინო ინაიშვილმა საკრებულოს ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ დაგეგმილ სამშენებლო პროექტ „რივიერასთან“ დაკავშირებული პროცედურების შეჩერება სთხოვა. საპროექტო ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მოსამზადებლად გეგმარებითი დავალების გასაცემად ბათუმის მერიაში ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. ნინო ინაიშვილი მიიჩნევს, რომ წარმოება უნდა შეჩერდეს: „… საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და …
Continue reading “„ბათომმა“ საკრებულოს „რივიერასთან“ დაკავშირებული პროცედურის შეჩერება სთხოვა”
არა ჩაბეტონებას – „ბათომი“ პეტიციით საკრებულოსა და კულტურის სამინისტროს მიმართავს
პეტიციით – „არა ჩაბეტონებას“ ორგანიზაცია „ბათომი“ ბათუმის საკრებულოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართავს. პეტიციის მოთხოვნები ოთხი პუნქტისგან შედგება: ბათუმის საკრებულომ უახლოეს კვირაში მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც განიხილავს და შეითანხმებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონას კვლევის შედეგად დადგენილ საზღვრებში იგულისხმება კომპანია „გეოგრაფიკის მიერ“ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც მერიამ ისტორიული ბათუმის დაცვის ზონის საზღვრები დაადგინა. ბათუმის …
Continue reading “არა ჩაბეტონებას – „ბათომი“ პეტიციით საკრებულოსა და კულტურის სამინისტროს მიმართავს”
„ბათომის“ 4 მოთხოვნა ბათუმის მერიასა და საკრებულოს აქციაზე – „არა ჩაბეტონებას“
ბათუმში, ევროპის მოედანზე „ბათომის“ ორგანიზებთ გამართულ აქციაზე, საზოგადოების წევრებმა ოთხი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს. „ბათომი“ ქალაქის მერიას და საკრებულოს მიმართავს: [checklist] დადგინდეს „ძველი ბათუმის“ ისტორიული საზღვრები, კვლევის შედეგად არსებულ საზღვრებში; ამ დოკუმენტის საბოლოოდ დამტკიცებამდე შეწყდეს აღნიშნულ საზღვრებში დემონტაჟისა და მშენებლობის ნებართვების გაცემა; მწვანე კონცხზე მდებარე ნაკვეთს, რომელსაც საკრებულომ მოუხსნა სარეკრეაციო ზონის სტატუსი, დაუბრუნდეს ეს სტატუსი; აღნიშნულ …
Continue reading “„ბათომის“ 4 მოთხოვნა ბათუმის მერიასა და საკრებულოს აქციაზე – „არა ჩაბეტონებას“”
„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ევროპის მოედანზე [ფოტორეპორტაჟი]
ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეთა აქცია – „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ მიმდინარეობს. აქცია საზოგადოება „ბათომის“ ორგანიზებით იმართება. „ბათომმა“ აქცია, 3 ოქტომბერს დააანონსა. ამავე დღეს „ბათომმა“ ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე, საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. „მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამბჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი …
Continue reading “„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ევროპის მოედანზე [ფოტორეპორტაჟი]”
საკრებულოს წევრები „ბათომის“ პროტესტზე: პროტესტს გააჩნია, პიროვნებას და რაოდენობას
„…მაგალითად, ჩემთან ხუთსულიან ოჯახში, ერთ-ერთს მაინც აქვს მომზადებულ კერძზე პროტესტი, ოთხი ვნაყრდებით და ერთიც შესაბამისობაშია. გამიგებთ ალბათ იუმორს. პროტესტის ფორმას გააჩნია, პიროვნებას და რაოდენობას,“ – ასეთ შედარებას იყენებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ სალუქვაძე საკრებულოს ბოლო სხდომაზე საზოგადოება „ბათომის“ წევრების პროტესტს. ამ ორგანიზაციის წევრებმა მწვანე კონცხზე ხეების მოსალოდნელი გაჩეხვა გააპროტესტეს. საკრებულოს წევრი ფიქრობს, რომ ბათუმში …
აქცია ბათუმის ჩაბეტონების წინააღმდეგ ევროპის მოედანზე – კვირას, 7 ოქტომბერს
კვირას, 7 ოქტომბერს, 14 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საზოგადოება „ბათომი“ აქციას გამართავს. ამის შესახებ დღეს, 3 ოქტომბერს, განაცხადეს საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა. „ბათომმა“ დღეს ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე, საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. „მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამბჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცე, …
Continue reading “აქცია ბათუმის ჩაბეტონების წინააღმდეგ ევროპის მოედანზე – კვირას, 7 ოქტომბერს”
აქცია მწვანე კონცხის ჩაბეტონების წინააღმდეგ – „ბათომი“ მერიას სასამართლოში უჩივლებს
საზოგადოება „ბათომი“ ქალაქის მერს ლაშა კომახიძეს საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ პრესრელიზის ტექსტს, რომელიც „ბათომმა“ გაავრცელა: „მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამბჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცე, ბათუმის რივიერა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიები. სწორედ იქ, სადაც …
„ბათომი“ ახალ პროექტს იწყებს – მერია თანამშრომლობისთვის მზადაა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“, რომელიც უკვე წლებია კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქმშენებლობის საკითხებზე მუშაობს, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა. „ბათომის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით, ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, სახელმწიფო უწყებების ერთიანი და მდგრადი ურბანული პოლიტიკა შემუშავდება. პროექტი „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის“ ხელშეწყობით განხორციელდება და 14 …
Continue reading “„ბათომი“ ახალ პროექტს იწყებს – მერია თანამშრომლობისთვის მზადაა”
ბათუმი და ჭაობი
ქალაქი ზღვით იწყებოდა და რკინიგზის ხაზით მთავრდებოდა. იმას იქით ქვეყნიერების დასასრული იყო. თავი უნდა გადაგედო, პეტერბურგის ქუჩას რომ გადასცდენოდი. ჭაობში დაიხრჩობოდი და თუ არ დაიხრჩობოდი, ან ყაჩაღები მოგკლავდნენ, ანდა გაგძარცვავდნენო, ჰყვება დავით კლდიაშვილი. ყველაზე თავზეხელაღებულები სანადიროდ დადიოდნენ იხვზე, ტახსა და შველზეო. ბათუმი აღარ იყო პორტო-ფრანკო. ქალაქის ძირითადი ნაწილი გაშენებული იყო, განაპირას უკვე იდგა ახალი რკინიგზის …
ბათუმში მატარებელი შემოვიდა
1883 წლის 23 მაისს ბათუმი უცნაურმა ხმამ გააღვიძა. ქალაქს მსგავსი ჯერ არაფერი გაეგონა. მთელი ბათუმი ფანჯრებს მიაწყდა. ქალაქი ფეხზე დადგა. მეეზოვეებმა დაგვა შეწყვიტეს, მეფაეტონეებმა აღვირი მოზიდეს და გაურკვეველი მიმართულებით დაიწყეს მზერა. რაღაც ამბავი კი ხდებოდა, მაგრამ არავინ იცოდა – რა. ქალაქის ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო. ბათუმში მატარებელი შემოვიდა. რკინიგზის შემოყვანა 1878 წელსვე გადაწყდა, როგორც კი …
„ბათომის“ წევრი ზურაბ პატარაძეზე: „გაიშიფრა ეს კაცი საბოლოოდ“
ორგანიზაცია „ბათომის “ წევრი შოთა გუჯაბიძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ზურაბ პატარაძე ამ გადაწყვეტილებით „საბოლოოდ გაიშიფრა“. მან ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ბათომისთვის“ მიცემული პირობა შეასრულა და კმდს ზონალური საბჭოს შემადგენლობა განაახლა, ოღონდ მისი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და საბჭოს შემადგენლობაში გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა ისევ საჯარო მოხელეებს დაუტოვა. …
Continue reading “„ბათომის“ წევრი ზურაბ პატარაძეზე: „გაიშიფრა ეს კაცი საბოლოოდ“”
არასამთავრობოებმა ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოში წარსადგენად სამი კანდიდატი შეარჩიეს
„ბათომი“ ვერ მოხვდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ მრჩეველთა საბჭოში წარმომადგენლების წარდგენის თხოვნით მიმართა. ეს ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხებზე მუშაობს და ამ მიმართულებით სამთავრობო სტრუქტურების გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებს. „ბათომი“ დაუპირისპირდა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს. 23 იანვარს ორგანიზაციას სოციალურ ქსელში არცთუ ისე კონსტრუქციული სტატუსი მიუძღვნა მოქმედმა მერმა, ლაშა კომახიძემ, რომელიც …
შაგანე
28 დეკემბრის ღამეს ბათუმისთვის უჩვეულოდ დიდი თოვლი მოვიდა. ეს ის ღამეა, თოვლმა „რკინის თეატრი“ რომ დაანგრია. დილით ესენინმა ციგით მიაკითხა შაგანეს და სასეირნოდ წაიყვანა. აქ უკვე მასპინძლად გრძნობდა თავს ჩრდილოელი, თოვლით და ციგით სტუმარი აღარ ეთქმოდა. ძალიან მხიარული იყო, თითქმის მახინჯაურამდე ჩავიდნენ, მაგრამ დაიღალა, ციგაზე ჩამოუჯდა შაგანეს და დიდხანს და მძიმედ სუნთქავდა. მერე შაგანე გახდა …
შოთა გუჯაბიძე: „მერმა გადაწყვიტა, საკონტროლო გასროლით მოვეთავებინეთ“
„რატომ ცდილობთ შექმნათ აგრესიული ფონი?“, „თანამშრომლობისთვის გამოწვდილ ხელს კბენთ და ღრღნით?!“, „მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია“, – ეს არის ის ციტატები ფეისბუქზე დაწერილი ვრცელი პოსტიდან, რითაც ბათუმის არჩეულმა მერმა საზოგადოება „ბათომის“ წევრების მიმართ. ამის მიუხედავად ლაშა კომახიძე წერს, რომ „ეს იყოს პროლოგი მომავალი შეხვედრისთვის“. ლაშა კომახიძემ პოსტი კულტურული მემკვიდრეობის დამცველ ორგანიზაციას მას შემდეგ მიუძღვნა, რაც …
Continue reading “შოთა გუჯაბიძე: „მერმა გადაწყვიტა, საკონტროლო გასროლით მოვეთავებინეთ“”
„მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია“ – ლაშა კომახიძე „ბათომს“ პასუხობს
ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში საზოგადოება „ბათომს“ პასუხობს. „ბათომმა“ დღეს ღია წერილი გაავრცელა და ლაშა კომახიძეს მოუწოდა გაიღოს ძალისხმევა ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. ბათუმის მერი სოციალურ ქსელში სწორედ ამ მიმართვას გამოეხმაურა. მერის მიერ გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „მინდა გამოვეხმაურო ორგანიზაცია „ბათომის“ და მისი ცალკეული წევრების მიერ სოციალურ ქსელში წარმოებულ კამპანიას ბათუმის …
Continue reading “„მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია“ – ლაშა კომახიძე „ბათომს“ პასუხობს”
ისტორიულ ქალაქს მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ ქმნიან – „ბათომის“ ღია წერილი მერს
ორგანიზაცია „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, ღია წერილით მიმართავს და ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობების, ეგრეთ წოდებული ფონური ნაგებობების, ისტორიული სახლების დემონტაჟის გაცემული ნებართვების გადახედვას და ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცებას სთხოვს. „ბათუმელები“ ორგანიზაციის ღია წერილს სრულად გთავაზობთ. „ბატონო ლაშა! 2018 წელს, თქვენი მერად არჩევის შემდეგ, ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში ისტორიული სახლების დემონტაჟი ინტენსიურად …
ნგრევა გრძელდება – ამჯერად ისტორიული სახლი ფარნავაზ მეფის #52-ში
ბათუმში, ფარნავაზ მეფის 52-ში, ისტორიულ სახლს ანგრევენ. მე-19 საუკუნეში აშენებული სახლისთვის ბათუმის ძველ უბანში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლის სტატუსი არ მიუნიჭებია. ისტორიული სახლის დემონტაჟს კომპანია „ტვიქს ჰაუსი“ ახორციელებს. კომპანიის დამფუძნებელმა, მინდია დავითაძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ იგივე კომპანია ამ ადგილას შვიდსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. „დემონტაჟისა და ახალი მშენებლობის ნებართვაც მერიამ გასული წლის 3 ნოემბერს მოგვცა. …
Continue reading “ნგრევა გრძელდება – ამჯერად ისტორიული სახლი ფარნავაზ მეფის #52-ში”
ლაშა კომახიძე “ბათომის” წევრებს: მაჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ
ბათუმში, ფარნავაზ მეფის 60/62-ში მდებარე სახლი დაანგრიეს, მის ნაცვლად კი 6-სართულიანი სახლი უნდა აშენდეს. ორსართულიან საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონია, თუმცა მე-19 საუკუნეში იყო აშენებული და ისტორიული ღირებულება ჰქონდა. ინფორმაციამ სახლის დანგრევის შესახებ მოქალაქეთა იმ ნაწილის პროტესტი გამოიწვია, ვინც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვისთვის იბრძვის. ამ თემაზე დისკუსია დაიწყო ფეისბუქ ჯგუფ …
Continue reading “ლაშა კომახიძე “ბათომის” წევრებს: მაჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ “
„ბათომი“ ქალაქის მერს ისტორიული უბნების დამცავი რეჟიმების დადგენას სთხოვს
საზოგადოება „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღია წერილით მიმართავს და ისტორიულ უბნებზე დამცავი ზონების საზღვრებისა და რეჟიმის დადგენას სთხოვს: „ისტორიული ქალაქებისა და ისტორიული უბნების ურბანული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ზოგადი დაცვითი ზონების დამტკიცება, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. კანონის მიხედვით, ზოგადი დამცავი ზონის დამტკიცების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, თუმცა შესაძლებელია, რომ საყრდენი …
Continue reading “„ბათომი“ ქალაქის მერს ისტორიული უბნების დამცავი რეჟიმების დადგენას სთხოვს”
ზურაბ პატარაძე ზონალური საბჭოს დათხოვნას არ ჩქარობს
ერთი თვის წინ, 31 ოქტომბერს, პრივატულ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ორგანიზაცია „ბათომს“ შეჰპირდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს დაითხოვდა და ახალ საბჭოს დარგის სპეციალისტებით დააკომპლექტებდა. „ბათომში“ მიიჩნევენ, რომ საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული საბჭო ვერ მიიღებს კვალიფიციურ გადაწყვეტილებებს ძეგლებთან მიმართებაში, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, საბჭოს წევრებს დარგთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვთ. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამ …
Continue reading “ზურაბ პატარაძე ზონალური საბჭოს დათხოვნას არ ჩქარობს “
მწვანე აქტივიზმი – დისკუსია ბათუმში [ანონსი]
დღეს, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება დისკუსია თემაზე „მწვანე აქტივიზმი უკეთესი საცხოვრებელი გარემოსთვის“. დისკუსიის მომხსენებლები იქნებიან: ირაკლი კუპრაძე, სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრი; ირმა ზოიძე, ჟურნალისტი, საზოგადოება „ბათომის” წევრი და ეთუნა ლომაძე, ბათუმის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების, საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი. დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი იქნება. დასწრება თავისუფალია. დისკუსიის …
Continue reading “მწვანე აქტივიზმი – დისკუსია ბათუმში [ანონსი]”
თორმეტი განრისხებული კანდიდატი
ავტორი: შოთა გუჯაბიძე ზუსტად კი არ მახსოვს თორმეტი თუ იყვნენ. იქნებ თერთმეტი იყვნენ, ან ცამეტნი? ოთხი წლისწინანდელი ამბავია. ახალი მერი უნდა ავირჩიოთ ქალაქმა დღე-დღეზე, პირველი არჩეული მერი უნდა ჰყავდეს ბათუმს ქალაქად არსებობის 126 წლის განმავლობაში. პატარა ამბავი არაა ამხელა ქალაქის პირველი პირი, თან იმ ფონზე, როცა ძველი ბათუმი თვალდახელშუა ინგრევა. დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა იმის …
ბარათაშვილის 24-ში მშენებლობის შეჩერებაზე სასამართლო იმსჯელებს
ბარათაშვილის 24-ში მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ხვალ, პირველ სექტემბერს უნდა მიიღოს. ორგანიზაცია „ბათომმა“ სასამართლოს უკვე მიმართა დაზუსტებული სარჩელით, სადაც წერია, რომ ნებართვის ბათილად ცნობის გარდა, მშენებლობა საერთოდ უნდა შეჩერდეს ბარათაშვილის 24-ში. ისტორიული სახლი ბარათაშვილის 24-ში კომპანიამ „დარ ბილდინგი“ დაანგრია. ამჟამად ეს კომპანია ამ მისამართზე შვიდასრთულიან სახლს აშენებს. ორგანიზაცია …
Continue reading “ბარათაშვილის 24-ში მშენებლობის შეჩერებაზე სასამართლო იმსჯელებს”
იკომოს საქართველოს დასკვნა ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში დაგეგმილ მშენებლობაზე
შეაჩერებს თუ არა ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში მშენებლობას სასამართლო საქმის განხილვის დასრულებამდე, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. კომპანია „დარ ბილდინგს“ ამ ადგილზე მშენებლობის ნებართვა უკვე აქვს. ორგანიზაცია „ბათომში“ კი მიიჩნევენ, რომ ბარათაშვილის 24-ში შვიდსართულიანი სახლის მშენებლობა ამ ქუჩის ისტორიულ განაშენიანებას დაარღვევს. „ბათომმა“ ამასთან დაკავშირებით სასამართლოს „იკომოს საქართველოს“ გენერალური მდივნის, ხელოვნებათმცოდნე ნატო ცინცაბაძის დასკვნა წარუდგინა. დასკვნას უცვლელად გთავაზობთ: …
Continue reading “იკომოს საქართველოს დასკვნა ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში დაგეგმილ მშენებლობაზე”
20 ათასი ლარი ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის
ბათუმის მერია ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს შეისყიდის. ამისთვის მერია ბიუჯეტიდან 20 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტში, ხვალ, 5 ივლისს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. საზოგადოება „ბათომი“, რამდენიმე თვეა ინტენსიურად ითხოვს ძველი ბათუმის ტერიტორიას განესაზღვროს და დაუმტკიცდეს ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს რეგულაცია, დაეხმარება ქალაქს შეინარჩუნოს ისტორიული ნაწილის იდენტობა და …
Continue reading “20 ათასი ლარი ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის”
„ფონური ნაგებობების გარეშე ისტორიული განაშენიანება არ არსებობს“
„ძეგლი არ არის ცალკეული ობიექტი – ასეთი მიდგომა უკვე დიდი ხანია აღარ არის, მაგრამ ჯერ კიდევ არის ჩვენს მენტალობაში. ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ ერთ ობიექტს, თითქოს მას გარემო არ გააჩნია,“ – განაცხადა ლეილა თუმანიშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის უფროსმა თავისი მოხსენების წარდგენისას. შეხვედრა 2 ივნისს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. ლეილა თუმანიშვილმა ხაზი გაუსვა ფონური …
Continue reading “„ფონური ნაგებობების გარეშე ისტორიული განაშენიანება არ არსებობს“”
დისკუსია ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე
„ისტორიული ბათუმის ევროპული განვითარებისთვის” – ამ თემაზე, ხვალ 2 ივნისს, 11:00 საათზე, ბათუმის საკრებულოს დარბაზში შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კულტურული მემკვიდრეობის თემებზე მომუშავე საზოგადოება “ბათომი”, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე მოხსენებებს გააკეთებენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის უფროსი ლეილა თუმანიშვილი, ,,გეოგრაფიკის” წამყვანი …
Continue reading “დისკუსია ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე”
„ბათომის“ კიდევ ერთი მიმართვა ზურაბ პატარაძეს
ბატონო ზურაბ, უპირველესად გამოვხატავთ კმაყოფილებას იმ საქმიანი შეხვედრის გამო, რომელიც ჩვენ შორის შედგა მიმდინარე წლის 20 იანვარს და ველოდებით ამ შეხვედრისას მიღწეული შეთანხმებების შესრულებას. ამჯერად გვსურს მოგმართოთ ორი მწვავე პრობლემის გამო, რომელთა დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობასაც ვხედავთ; ამასთან, ორივე ეს საკითხი უშუალოდ თქვენს კომპეტენციას განეკუთვნება. [red_box]პირველი საკითხი[/red_box] პირველი საკითხი ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის …
Continue reading “„ბათომის“ კიდევ ერთი მიმართვა ზურაბ პატარაძეს”
„პარტიზანული მებაღეობა“, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და „ბათომი“ – საჯარო შეხვედრა ბათუმში
31 მარტს, 11:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თბილისიდან მოწვეული ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები გამართავენ შეხვედრას თემაზე – „ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და მართვა, თანამოაზრეების მოზიდვა და მედიასთან კომუნიკაცია.“ მოწვეული სტუმრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ ხდება სამოქალაქო კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა, ადვოკატირებისა და ქსელური …