23 მარტი და წინასწარ გამოცხადებული დახვრეტის ქრონიკა

შოთა გუჯაბიძე. ნაწყვეტი წიგნიდან „ბათომი“. 1921 წლის მარტია. საქართველოს დემოკრატიული მთავრობა ბათუმშია და თავისი არსებობის ბოლო წუთებს ითვლის. წითელი დროშა კი ფრიალებს თბილისზე, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება. ამასობაში თურქებმა დრო იხელთეს და ბათუმი და მისი შემოგარენი დაიკავეს. მთელი ჯარი რუსეთთან საბრძოლველად იყო მობილიზებული და ბათუმის დასაპყრობად უკეთეს დროს ვერც იშოვიდნენ. პოლკოვნიკმა ქიაზიმ-ბეიმ თავი ბათუმის …

„მერი ძველ ბათუმში მშენებლობის შესაზღუდად თავისავე პრაქტიკას არ იყენებს”

ბათუმელი სამოქალაქო აქტივისტები ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვს მეორედ შეხვდნენ. მერმა მორატორიუმის სამართლებრივი საფუძვლების მოსამზადებლად ათი დღის ვადა ითხოვა, მაშინ, როცა ბათუმის მერია მსგავს პრაქტიკას 2013 წლამდე, წლების განმავლობაში მიმართავდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტებით გუშინ მერთან შეხვედრაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის წარმომადგენელი ნათია ზოიძე მივიდა. „პირველი შეხვედრა დასრულდა იმ შეთანხმებით, …

„დაიცავი ძველი ბათუმი“ ლაშა სირაბიძის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ 21.02.2017 წლის სიახლეების გვერდზე გამოქვეყნდა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გამტარებელ სახელმწიფოში არჩეული საჯარო პირის მიერ საკუთარი ამომრჩევლების/აქტიური ადამიანების მიმართ გამოხატული მსგავსი დამოკიდებულება შოკისმომგვრელია, რომ არაფერი ითქვას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი ქალაქის ისტორიისა და მემკვიდრეობის მიმართ. ბ-ნი სირაბიძის განცხადების შინაარსი ცდება ერთი კონკრეტული …

საინიციატივო ჯგუფი ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

საზოგადოება „ბათომმა“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პეტიცია შეიმუშავა, რომლითაც ძველ ბათუმში ისტორიული ნაგებობების ნგრევის პროცესს აპროტესტებენ და ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნგრევის პროცესმა განსაკუთრებით ბოლო წლებში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. „სამწუხაროდ, დღემდე ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას დაეცვა ისტორიული შენობა, პირიქით, უმეტეს შემთხვევაში სწორედ …

საზოგადოების პროტესტი ბარათაშვილის 24-ში დანგრეულ ისტორიულ სახლთან

ამ წუთებში ბათუმში, ბარათაშვილის 24 ნომერში, ისტორიული შენობის დემონტაჟის გამო საზოგადოება „ბათომის“ წევრები და სხვა პირები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქალაქის მერისგან, გიორგი ერმაკოვისგან ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოითხოვენ ისტორიული სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით. „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორია ქალაქის არჩეული მერის პოლიტიკა,  კულტურული მემკვიდრეობისa და ისტორიული ძეგლების დაცვის კუთხით. ტერიტორიის ურბანული განვითარების კუთხით, ძველი ბათუმის ისტორიული არქიტექტურისა …

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი ეკლესია ჩამოინგრა

4 თებერვალს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩის #35-ში ძველი, სომხურ-კათოლიკური ეკლესიის შენობა ჩამოინგრა. საზოგადოება „ბათომის“ წევრის, შოთა გუჯაბიძის თქმით, შენობა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დროინდელ ბათუმში იყო აგებული,  1877 წელს.  სამლოცველოს ფუნქცია შენობას გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ძველი სომხურ-კათოლიკური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე იყო 2012 წლიდან. შენობა წლებია მოუვლელია. „შენობის …

ხვალ – საჯარო ლექცია ბათუმში განაშენიანების პოლიტიკაზე [ანონსი]

ხვალ, 27 იანვარს, 13 საათზე „ლურჯი ფარი” და საზოგადოება “ბათომი” გიწვევთ საჯარო ლექციაზე –  „განაშენიანების პოლიტიკის საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები”. ლექციას წაიკითხავს ანანო ცინცაბაძე – სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების იურისტი, გარემოს დაცვის სამართლის სპეციალიზაციით, რომელიც რამდენიმე წელია სამოქალაქო სექტორში სოციალური უფლებებისა და საჯარო სივრცეების სამართლებრივი დაცვისა და განვითარების მიმართულებით მუშაობს. ლექციის ფორმატი თავისუფალია, ნებისმიერ მსურველს შეეძლება …

საზოგადოება “ბათომის” ღია წერილი ზურაბ პატარაძეს

საზოგადოება „ბათომი“ღია წერილით მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – ზურაბ პატარაძეს. დაახლოებით ანალოგიური შინაარსის წერილით “ბათომმა” ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვსაც მიმართა გასული წლის დეკემბრის თვეში. ზურაბ პატარაძისადმი გაგზავნილი წერილის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ: “მოგმართავთ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებითა და მდგრადი განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფი და გთხოვთ შეხვედრას, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რათა განვიხილოთ ისეთი მწვავე საკითხი, როგორიც …

“ბათომი”: მირანდა ჩარკვიანის საქმიანობა შესწავლილი უნდა იყოს შესაბამისი უწყებების მიერ

დღეს, 3 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომმა“ ბრიფინგი გამართა და ღია წერილით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. „ბათომი“ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე შენობის დემონტაჟს აპროტესტებს და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის საქმიანობის შესწავლას ითხოვს: „ფარნავაზ მეფის #57-ში დაწყებულია შენობის დემონტაჟი. აღნიშნული შენობა ისტორიულია, იგი მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ღირებული ნაწილია. …

ჟურნალისტების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში – კონკურსი

„მედიის როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში“ – ამ თემაზე შაბათს, 12 ნოემბერს,  ოთხი საათის განმავლობაში ჟურნალისტებთან იმუშავებს „ლურჯი ფარის“ საქართველოს კომიტეტის ხელმძღვანელი მანანა თევზაძე. „ლურჯი ფარის“ ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან შესახევედრად არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათომმა” მოიწვია. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იმ გამოწვევების გადასაწყვეტად, რის წინაშეც ბათუმში კულტურული მემკვიდრეობა დგას, ჟურნალისტების ჩართულობა მნიშვნელოვანია – საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს ეროვნული …

„ბათომი“ – წიგნი ძველ ბათუმზე ფასდაკლებით saba.com.ge-ზე

„1894 წლის ბათუმი. ქალაქის სათათბიროში დიდი აურზაურია. სათათბირო აზიზიეს მოედანზე დგას და ხალხს ვერ იტევს. ბათუმი თავისი არსებობის მანძილზე პირველ ქალაქისთავს ირჩევს. ქალაქს ამ დროს უკვე ჰყავს მთავარმართებლის მიერ დანიშნული ქალაქისთავი, კ. დ. გავრონსკი, რომელიც წინასწარ იღებს მოლოცვებს. ხმის დამთვლელი კომისია თვალებს არ უჯერებს. გაიმარჯვა ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანმა.“ – ეს ნაწყვეტია შოთა გუჯაბიძის წიგნიდან …

Exit mobile version