297 ათასი ლარი ბათუმის გაფორმების კონცეფციისთვის – მერია ახალი წლისთვის ემზადება

ბათუმის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის თადარიგს უკვე იჭერს და ქალაქის გაფორმების ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 297 ათას ლარს დახარჯავს. ჯამში, საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის კი, ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი კონცეფცია ქალაქის გაფორმებისთვის უნდა ითვალისწინებდეს როგორც არსებული საახალწლო აქსესუარების გამოყენებას, ასევე ახლის შეძენას. ახალი კონცეფციის საფუძველზე უნდა მომზადდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც. მომსახურებას მერია …

ვინ რა ჰონორარი მიიღო 428 ათასი ლარიდან – ბათუმში საახალწლო კონცერტები დასრულდა

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილე სოლო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. თავდაპირველად ჰონორარის მიმღებთა სიაში სულ 96 მუსიკოსი, ჯგუფი თუ დიჯეი იყო. კონცერტებში მონაწილეებთან [ჰონორარის მიმღებ პირებთან თუ მათ მენეჯერებთან] გაფორმებულ ხელშეკრულებებს ბათუმის კულტურის ცენტრი ეტაპობრივად აქვეყნებს …

ვის რამდენი შეხვდა 428 ათასი ლარიდან – საახალწლო კონცერტების ჰონორარები ბათუმში

ბათუმის მერია ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების გამართვას, რომელიც 2025 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო, 2026 წლის 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში გეგმავს. ღონისძიებაში მონაწილე სოლო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში ჯამში 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. ჰონორარის მიმღებთა სიაში სულ 96 მუსიკოსი, ჯგუფი თუ დიჯეია. შესაბამის ხელშეკრულებებს ბათუმის კულტურის …

რა ნომერი ავტობუსები იმუშავებს ბათუმში ღამის 2 საათამდე ახალ წელს

ბათუმის მერიის განცხადებით, 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, №1, №1ა, №3, №4, №7, №7ა, №10, №10ა, №11, №12, №13 და №16 სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები, ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნულ მარშრუტებზე 22:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება. მერიას დღეს, 31 დეკემბერს, ევროპის მოედანზე გალა კონცერტიც აქვს დაგეგმილი. ამ თემაზე: 1.3 მილიონს გადააჭარბა ბათუმში ახალი წლის …

საახალწლოდ ბათუმში მუსიკოსების ჰონორარებში 428 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის მერია ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების გამართვას 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში გეგმავს. ღონისძიებაში მონაწილე სოლოშემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში კი 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. ახალი წლის ღონისძიებებისთვის ბათუმში დაიხარჯება მთლიანობაში 1 მილიონ 667 ათას 609 ლარი. მათ შორის: ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ტენდერში გამარჯვებულ …

1.3 მილიონს გადააჭარბა ბათუმში ახალი წლის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებმა ჰონორარების გარეშე

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ჯამში 349 ათას 943 ლარით ორი ტენდერი გამოაცხადა. საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის კი ტენდერი მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული 976 ათას 60 ლარით. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებს, ბათუმის მერია ტრადიციულად, ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გასცემს. საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეები და მათი ჰონორარები ჯერ ცნობილი არ არის. …

საახალწლო ნაძვის ხის და განათებების აწყობა-დაშლაში ბათუმის მერია 976 ათას ლარს გადაიხდის

საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის მერიის სამმართველომ ტენდერი 976 ათას 60 ლარით გამოაცხადა. ტექნიკური დავალებიდან ჩანს, რომ მერია წელს ახალი კონსტრუქციებისა თუ აქსესუარების შეძენას არ აპირებს და ტენდერში გამარჯვებულს მხოლოდ არსებულის [მათ შორის საახალწლო ნაძვის ხის] მონტაჟი, ზედამხედველობა და შემდეგ მათი დემონტაჟი ევალება. გამარჯვებულმა ასევე „უნდა უზრუნველყოს საახალწლო ნაძვის ხის ანთების რიტუალის შესაძლებლობა“. ბათუმის …

25 დეკემბერს ბათუმში ნაძვის ხის ანთებას და მხოლოდ საბავშვო კონცერტებს გეგმავენ

25 დეკემბერს მერია ბათუმში ნაძვის ხის ანთებას და საბავშვო კონცერტს გეგმავს. მერიის ინფორმაციით, ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს 20:00 საათზე, საბავშვო კონცერტის შემდეგ აანთებენ. საბავშვო კონცერტი დაიწყება 15:00 საათზე და 18:00 საათამდე გაგრძელდება. წარმოდგენას გამართავენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები. 18:00 საათიდან 22:00 საათამდე კი გაიმართება კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით. ისევე როგორც ნაძვის ხე, საკონცერტო სცენაც ევროპის …

2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან ახალი წლის აღსანიშნად

ბათუმში ქუჩების საახალწლო ილუმინაციებით მორთვა უკვე მიმდინარეობს, თუმცა მთავარი ნაძვის ხის აწყობა ჯერ არ დაუწყიათ. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო ღონისძიებების გამართვას მერია წელსაც ევროპის მოედანზე გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მახლობლად, სადაც მოქალაქეები 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებს მართავენ. მოქალაქეები საჯარო ჯგუფებში უკვე წერენ, რომ ახალ წელსაც ერთად, საპროტესტო აქციებზე შეხვდებიან. საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციებისა …

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებისთვის 8.5 მილიონ ლარს დახარჯავს

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 8 მილიონ 576 967 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ ირაკლი კობახიძეს აცნობა და ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო მომსახურებების გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობა ითხოვა. შესაბამის განკარგულებას კობახიძემ 5 დეკემბერს მოაწერა ხელი. განკარგულების მიხედვით, დაფინანსება 2024-2025 წლების ბიუჯეტების ასიგნებებიდან გაიცემა. მომსახურებების შესყიდვა უკვე დაწყებულია, ზოგ შემთხვევაში გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებებიც. თბილისის …

დამწვრობის ცენტრში საახალწლო პიროტექნიკით დაშავებულ 2 ბავშვს მკურნალობენ

თბილისში, დამწვრობის ცენტრში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ. „ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ის ახალ წლამდე გადმოიყვანეს რეგიონიდან. მოზარდს დამწვარი ჰქონდა სახე, კისერი, გულმკერდი და ზედა კიდურები, ასევე, აფეთქების შედეგად დაუზიანდა სასუნთქი გზებიც. მას ჩაუტარდა 2 ქირურგიული ოპერაცია, ახლა გაუმჯობესების სტადიაშია“ – უთხრა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ „ბათუმელებს“. მისივე თქმით, მეორე …

პირველი ახალშობილი წელს ბათუმში დაიბადა – BMC

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ცნობით, პირველი ახალშობილი 2024 წელს ბათუმში, BMC-ის  სამშობიარო განყოფილებაში დაიბადა. ახალშობილი 2024 წლის პირველ იანვარს, დაახლოებით 00:06 საათზე დაიბადა, მას ილია დაარქვეს. როგორც ბათუმის სამედიცინო ცენტრში „ბათუმელებს უთხრეს“, ახალშობილის წონა კგ-ია, სიმაღლე კი 51 სანტიმეტრი.

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 19 საათზე დაიწყება

დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები 19 საათზე დაიწყება. განრიგის თანახმად, ჯერ გაიმართება ჯამბაზების წარმოდგენა, ცეცხლოვანი შოუ, შემდეგ კი საახალწლო კონცერტი, რომელზეც იმღერებენ: ღამის შოუს ბენდი; ბენდი „სისაიდი“, ზვიად ბოლქვაძე, აჩიკო გოგიტიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, სანდრო კურცხალიძე, მორის მელაძე, სულხან დევაძე, მარიტა ცეცხლაძე, ლუკა ზაქარიაძე, სალომე მირიანაშვილი, მაგდა გიორგაძე, თათია …

დღეს ბათუმში 18 საათიდან მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 18:00 საათიდან მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. ბათუმის მერიის ცნობით, მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს. დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საახალწლო კონცერტი 19 საათზე დაიწყება და ღამის პირველ საათამდე გასტანს. _____________ ფოტო: ბათუმის ავტოტრანსპორტი

ახალი წელი პსპ-ში – გაიგე, რას შეიძენ 50%-მდე ფასდაკლებით 

პსპ-ში საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო. დღესასწაულის პერიოდში თავის მოვლის რუტინის განახლებას ნახევარ ფასად შეძლებთ. ტრადიციული სასაჩუქრე ნაკრებების გარდა, მომხმარებლებს სპეციალური საახალწლო ნაკრების შეძენაც შეუძლიათ. პსპ-ეს საახალწლო ფასდაკლების შესახებ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს, სალომე პატარაიას ვესაუბრეთ. რას სთავაზობს პსპ საახალწლოდ მომხმარებელს?  პსპ-ში საახალწლო ფასდაკლებები უკვე დაიწყო. მომხმარებლებს დახვდებათ 50 პროცენტამდე ფასდაკლება, რომელიც სამოცდაათამდე ბრენდის პროდუქტებზე ვრცელდება. ფასდაკლებაშია როგორც …

სად შევუკვეთოთ ბათუმში გემრიელი საახალწლო კერძები – „მულტი“ 2 მენიუს გთავაზობთ

ახალი წელი გვიახლოვდება და სიხარულთან ერთად საზრუნავიც იმატებს. ახალ წელს ყველაფერი გვჭირდება: ნაძვის ხე, სათამაშოები, გემრიელი საჭმელი, სადღესასწაულო ტკბილეული, შვებულების დღეებში ხან საზეიმო, ხანაც მშვიდი საღამოები ახალი წიგნებით. და ეს ყველაფერი გვინდა ისე, რომ არ ვიყოთ დაღლილი, არც სადღესასწაულო სადილის მომზადებას ვჩქარობდეთ და ვღელავდეთ, მოვასწრებთ თუ არა ყველაფერს: გემრიელ კერძებს, ლამაზად ჩაცმას და კარგი განწყობის …

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ევროპის მოედანზე ორშაბათს, 25 დეკემბერს, 20 საათზე აინთება. 25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე გაიმართება საზეიმო კონცერტიც – ჯამბაზების წარმოდგენა/ცეცხლოვანი შოუ, იმღერებენ „რანინა“ და ბენდი „რეგიონი“. საახალწლო დღეებში ევროპის მოედანზე გაიმართება საშობაო ბაზრობა, სადაც გაიყიდება საკვები, ალკოჰოლური სასმელები და სუვენირები. ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბათუმის მერიამ 2022 წელს, 968 387 ლარად, გადაუდებელი …

ვინ იმღერებს ახალ წელს ბათუმში – საახალწლო ღონისძიებების განრიგი

ბათუმის კულტურის ცენტრი საახალწლო – სადღესასწაულო ღონისძიებებს 25 დეკემბრიდან იწყებს. საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 2024 წლის 07 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ძირითადი საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან. ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს, 20 საათზე აინთება და გაიმართება საზეიმო გალა კონცერტი: ჯამბაზების წარმოდგენა/ცეცხლოვანი შოუ, იმღერებენ „რანინა“ და ბენდი „რეგიონი“. ღონისძიებას …

ხელვაჩაურში უკანონოდ მოპოვებული სოჭის ტოტები ამოიღეს – დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარასა და შიდა ქართლში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში მოქალაქემ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოიპოვა სოჭის სახეობის ხის ტოტები, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარის მიმდებარედ, მოქალაქეს 15 ერთეული ნაძვის სახეობის ხე-მცენარე უკანონოდ გადაჰქონდა. დეპარტამენტის აჭარისა და გურიის, ასევე შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოების …

ვინ იმღერებს ბათუმში საახალწლო კონცერტებზე – 448 ათასი ლარი დაიხარჯება ჰონორარებში

ბათუმში საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შეისყიდის. ღონისძიებები ევროპის მოედანზე 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. კულტურის ცენტრი თითოეული მონაწილის ჰონორარს არ აკონკრეტებს და დოკუმენტებში საერთო თანხა აქვს მითითებული – ჯამში 448 ათას 86 ლარი. „შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2023 წლის 25 …

ღამის ბათუმი წინასაახალწლოდ | ფოტორეპორტაჟი

საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში ბათუმის ბიუჯეტიდან წელს 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. ბათუმში წელს საახალწლო მანათობელ ახალ კონსტრუქციებსაც ამონტაჟებენ. ქალაქის გაფორმება დაწყებულია. წინასაახალწლოდ განათებული ბათუმი დღეს – მარიამ მუთიძის ფოტორეპორტაჟი ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო, რომელსაც საზეიმოდ 25 დეკემბერს აანთებენ. ნაძვის ხეში, რომელსაც ევროპის მოედანზე აწყობენ, ქალაქის ბიუჯეტიდან გასულ წელს მილიონამდე ლარია გადახდილი. …

ბათუმში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს დგამენ | ფოტო

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო. ნაძვის ხეში, რომელსაც ევროპის მოედანზე მეორე წელია დგამენ, ქალაქის ბიუჯეტიდან გასულ წელს მილიონამდე ლარია გადახდილი. ასეთი იყო ბათუმის ნაძვის ხე შარშან: საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში [რაშიც ნაძვის ხის დადგმაც შედის] ბათუმის მერია წელს 5 მილიონზე მეტ ლარს იხდის. ხელშეკრულება ტრადიციულად შპს „აჭარგანათებასთან“ არის გაფორმებული. პარალელურად დაწყებულია ქალაქის …

ხულო, შუახევი და ქობულეთი ახალი წლის ღონისძიებებს მთავრობის დავალებით ჩაატარებენ

საქართველოს მთავრობამ დაახლოებით ერთი კვირის წინ, 2023 წლის 5 დეკემბერს, გამოსცა განკარგულება, რომლითაც რამდენიმე მუნიციპალიტეტს, მათ შორის ხულოს, შუახევსა და ქობულეთს „ეთხოვა“ საახალწლო ღონისძიებების ჩატარება. ეს სამი მუნიციპალიტეტი კი, ამ ღონისძიებების ჩასატარებლად, ჯამში ნახევარ მილიონზე მეტ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავენ. საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით პროექტის – „ახალი წლის დღეები საქართველოში“ გამართვასთან დაკავშირებით …

250 ათასი ლარი ქობულეთში საახალწლო და მერიის წლის შემაჯამებელი ღონისძიებისთვის 

ქობულეთში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარია გათვალისწინებული და შესაბამის მომსახურებაზე მერიამ ტენდერიც გამოაცხადა. ამავე ტენდერის ფარგლებში ქობულეთის მერია წლის შემაჯამებელი ღონისძიების ორგანიზებასაც შეისყიდის. ქობულეთში საახალწლო დღეებში კულტურული ღონისძიებების ორგანიზების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 24 ნოემბერს დაიწყება და 27 ნოემბერს დასრულდება. ღონისძიებების ჩატარების დრო კი 2023 წლის 25 დეკემბრიდან 2024 …

ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება ბათუმში საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის 

ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში არ შედის იმ მომღერლების/შემსრულებლების ჰონორარი, რომლებსაც 31 დეკემბრის კონცერტზე მოიწვევენ. ღონისძიებები ორი კვირის განმავლობაში – 2023 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით – ევროპის მოედანზე გაიმართება. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ორი ტენდერი გამოაცხადა 319 ათას 450 და 196 ათას …

201 ათასი ნახევარი კილომეტრი სიგრძის ქუჩისა და ნაძვის ხის მოსართავად ქობულეთში

ქობულეთის მერია საახალწლოდ ქალაქის გასაფორმებლად სხვადასხვა დეკორაციას შეისყიდის. ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების შესყიდვაზე კი ტენდერი 201 ათას 600 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, „მიწოდებული დეკორაციებით მოირთვება ქობულეთში დავით აღმაშენებლის ქუჩის ცენტრალური ნაწილი [სიგრძით მინიმუმ 500 მეტრი], ასევე მოედანი, სადაც განთავსებული იქნება ნაძვის ხე“. თუმცა დეკორაციების მიმწოდებელს ქუჩის მორთვა ამ პირობით არ ევალება. ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამონტაჟო …

5 მილიონი ლარი ქალაქის გაფორმებისთვის – ბათუმის მერია საახალწლოდ ემზადება

საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის და სხვადასხვა მანათობელი კონსტრუქციების შესაძენად ბათუმის მერიამ 5 მილიონი ლარი გამოყო. ამ თანხაში შედის საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი და ასევე, სადემონტაჟო სამუშაოებიც. „ქალაქ ბათუმში საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობის [თანმდევი მომსახურება მონტაჟით-დემონტაჟი] სახელმწიფო შესყიდვაზე“ ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა 5 მილიონ 159 …

რა საახალწლო კონცერტებია დაგეგმილი ბათუმში ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტები გრძელდება. კონცერტები 3 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით, 18 საათზე დაიწყება. საახალწლო აფიშა ასე გამოიყურება: 5 იანვარი – SCOOL FRIENDS, „ელანძე“, ELROW, DJ დავით ვოლკოვი, DJ MAXIC 6 იანვარი – ASTEROID, AND OTHERS, BLACK SEA , DJ როკო ჯიბუტი. 7 იანვარი – საშობაო კონცერტი, DJ MICH დასწრება თავისუფალია. ევროპის მოედანზე ასევე მიმდინარეობს …

ეძღვნება ბავშვებს, რომლებსაც ნაძვის ხე არასდროს ჰქონიათ

თოვს. ფანჯარას ჯვრის ფორმის ვიწრო ხის ნაჭრებში გაჭედილი შუშა ჩამოჰქცევია. ალბათ სიცივეს ვერ გაუძლო. მთელი ღამე ყინავდა. ძალიან ცივა ახლაც. დედამ, რომელიც 4 შვილს გვზრდის, მისაღებ ოთახში, იატაკზე გაგვიშალა ლოგინი. აქ შეშის ღუმელი დგას, სხვა ოთახებში – არა. სიცივისთვის არ ვემეტებით. თვითონაც გვერდით მოგვიწვა. ღამით რამდენჯერმე ადგა, ღუმელს შეშა შეუკეთა. მე დამსხვრეულ შუშას ვხვეტ. ჩემი …

კახაბერი და ხანუმები – საახალწლო კონცერტი ბათუმში ღამის 11 საათზე დაიწყება

დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი 23 საათზე დაიწყება. კონცერტს „კახაბერი და ხანუმები“ გამართავენ. საახალწლო ღონისძიებების აფიშა ევროპის მოედანზე ასე გამოიყურება: 31 დეკემბერი – გალა კონცერტი – „კახაბერი და ხანუმები“ 1 იანვარი – DJ QARCII 2 იანვარი – „WHY NOT“, „MELOMANIAKK“, „ღამის შოუს ბენდი“, DJ KIMO 3 იანვარი – „კონიაკი“, 4 UP, …

სარიჩაირი, დათოვლილი მთები ხულოში და ახალი წელი

ხულოში 60 სმ-მდე თოვლია. დათოვლილი მთები და ხის სახლები იმდენად ლამაზი სანახავია, რომ ადგილობრივების აღფრთოვანებასაც კი იწვევს. მოქალაქეები ხულოს სოფლებიდან თავად გვიგზავნიან ფოტოებს. ზოგიერთი მათგანი არარეალურიც კი შეიძლება გეგონოთ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკიბაკოში მცხოვრებმა მერაბ დუმბაძემ ფოტოები გამოგვიგზავნა მთა სარიჩაირიდან. ის ახლაც მთაშია სრულიად მარტო. მისი სოფელი მთიდან 4 კილომეტრის დაშორებითაა. მერაბ დუმბაძე ხუთი წელია, …

31 დეკემბერს ავტობუსები ბათუმში ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ

31 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, №1, №1ა, №3, №11 და №13 სამარშრუტო ხაზებზე მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ. „გარდა ამისა, 18:00-დან 02:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება“, – აცხადებს კომპანია. 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება. — ასეთი გრაფიკით საქალაქო ავტობუსები მოძრაობდნენ 25 დეკემბერსაც, როცა ევროპის მოედანზე საახალწლო …

ინდაური 120 ლარი, ნიგოზი 30 – პროდუქტის ფასების სია ბათუმის აგრარული ბაზრიდან – ვიდეო

ბონში მდებარე ბათუმის აგრარულ ბაზარს წინასაახალწლოდ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს. თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასულ წლებში ახალ წლამდე 2, 3 დღით ადრე მათ გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავდათ. „ბათუმელების” დაკვირვებით ხილი და ბოსტნეული აგრარულ ბაზარში 1, 2 ლარით ნაკლები ღირს ქალაქის მარკეტების ფასებთან შედარებით წინასაახალწლოდ. ახალი წლის მთავარი კერძის, საცივის ინგრედიენტი – ნიგიზი კი თუ ქალაქში 28, …

წლის ყველაზე „სკანდალური“, ძვირი და ლამაზი ნაძვის ხეები საქართველოში

ახალი წლის წინა დღეებში სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა საახალწლო ნაძვის ხეებია. ხშირად ეს თემა ხუმრობის ან ერთგვარი შეჯიბრის საგანიც კი ხდება მუნიციპალიტეტებს შორის. „ბათუმელები“ გთავაზობთ საახალწლო ნაძვის ხის ფოტოებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. წლის ყველაზე „სკანდალური“ ნაძვის ხე უდავოდ ბათუმში დადგეს. ახალი საახალწლო ნაძვის ხე ბათუმის მერიამ 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის …

საახალწლო ფოტოები წარსულიდან | ფოტოამბავი

როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საქართველოში, რა ეცვათ საზეიმო შეკრებებზე, როგორ რთავდნენ ნაძვს? – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულმა არქივმა რამდენიმე ფოტო შემოინახა, სადაც ძირითადად ბავშვები ჩანან საახალწლო ნაძვის ხესთან – სკოლებსა და ბაღებში, საახალწლო ზეიმებზე. ამ კადრებზე თარიღები იშვიათადაა დატანილი, თუმცა, როგორც ჩანს, კადრები 1950-1980-იან წლებშია გადაღებული.

Exit mobile version