297 ათასი ლარი ბათუმის გაფორმების კონცეფციისთვის – მერია ახალი წლისთვის ემზადება

ბათუმის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის თადარიგს უკვე იჭერს და ქალაქის გაფორმების ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 297 ათას ლარს დახარჯავს. ჯამში, საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის კი, ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი კონცეფცია ქალაქის გაფორმებისთვის უნდა ითვალისწინებდეს როგორც არსებული საახალწლო აქსესუარების გამოყენებას, ასევე ახლის შეძენას. ახალი კონცეფციის საფუძველზე უნდა მომზადდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც. მომსახურებას მერია …

ბათუმის მერიამ მუსიკოსებს 464 000 ლარი გადაუხადა საახალწლო კონცერტებში – ვინ რა თანხა მიიღო

ბათუმის მერია 2025 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებასა და მუსიკოსების ჰონორარებში ჯამში 772 ათას 978 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. აქედან მხოლოდ ჰონორარებში – 464 ათას ლარს. შესაბამისი ხელშეკრულებები კერძო პირებთან ბათუმის კულტურის ცენტრმა გააფორმა. საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე 7 იანვარს დასრულდა. 772 ათას 978 ლარის „გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“ გადახდაზე შესათანხმებლად ბათუმის კულტურის ცენტრმა სახელმწიფო …

ბათუმის მერიამ 20 ათასი ლარის ფეიერვერკები შეიძინა

საახალწლო ფეიერვერკებში ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 20 ათას ლარს გადაიხდის. შესაბამისი ხელშეკრულება ბათუმის კულტურის ცენტრმა შპს „ალკაჯეოსთან“ გასული წლის 30 დეკემბერს გააფორმა. „წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი თანახმაა უზრუნველყოს ქ. ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ფეიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებუილი რეგულაციების დაცვით. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს. მომსახურების ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი, …

ბათუმის ბიუჯეტიდან ნუცა ბუზალაძეს 25 510 ლარს გადაუხდიან

მომღერალ ნუცა ბუზალაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე კონცერტში მონაწილეობისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით, 25 ათას 510 ლარს გადაუხდიან ქალაქის ბიუჯეტიდან. „ხელშეკრულების საგანია საახალწლო ღონისძიებებში მომღერალი ნინო [ნუცა] ბუზალაძისა და ბენდის საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა [არანაკლებ 30 წთ.], რომელიც დაგეგმილია 2025 წლის 4 იანვარს ქ. ბათუმში, ევროპის მოედანზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 25510,20 [ოცდახუთიათას ხუთასათი ლარი და …

ბათუმში დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმოძრავებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება და პირველი იანვრის 01:00 საათამდე იმოძრავებენ. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი „დაგეგმილ ახალი წლის ღონისძიებების“ გამო გახანგრძლივდა. ბათუმის მერია დღეს, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე გალაკონცერტის გამართვას გეგმავს ევროპის მოედანზე. ევროპის მოედნის მიმდებარედ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან კი 23:00 საათიდან დაიწყება პროევროპული საპროტესტო აქცია. საპროტესტო აქციები …

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე აანთეს

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აანთეს, პარალელურად ევროპის მოედანზე გამართულ სცენაზე დღეიდან საახალწლო კონცერტები დაიწყო. ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის მოედანზე შეკრებილებს ახალი წელი ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მიულოცა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ ევროპის მოედანზე დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ფეიერვერკი გაუშვეს. ევროპის მოედანზე უკვე დამონტაჟებულია ჯიხურები საახალწლო ბაზრობისთვის და მათგან უმეტესობა უკვე …

ვინ იმღერებს ბათუმში საახალწლო კონცერტებზე – 448 ათასი ლარი დაიხარჯება ჰონორარებში

ბათუმში საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შეისყიდის. ღონისძიებები ევროპის მოედანზე 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. კულტურის ცენტრი თითოეული მონაწილის ჰონორარს არ აკონკრეტებს და დოკუმენტებში საერთო თანხა აქვს მითითებული – ჯამში 448 ათას 86 ლარი. „შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2023 წლის 25 …

ღამის ბათუმი წინასაახალწლოდ | ფოტორეპორტაჟი

საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში ბათუმის ბიუჯეტიდან წელს 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. ბათუმში წელს საახალწლო მანათობელ ახალ კონსტრუქციებსაც ამონტაჟებენ. ქალაქის გაფორმება დაწყებულია. წინასაახალწლოდ განათებული ბათუმი დღეს – მარიამ მუთიძის ფოტორეპორტაჟი ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო, რომელსაც საზეიმოდ 25 დეკემბერს აანთებენ. ნაძვის ხეში, რომელსაც ევროპის მოედანზე აწყობენ, ქალაქის ბიუჯეტიდან გასულ წელს მილიონამდე ლარია გადახდილი. …

ბათუმში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს დგამენ | ფოტო

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო. ნაძვის ხეში, რომელსაც ევროპის მოედანზე მეორე წელია დგამენ, ქალაქის ბიუჯეტიდან გასულ წელს მილიონამდე ლარია გადახდილი. ასეთი იყო ბათუმის ნაძვის ხე შარშან: საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში [რაშიც ნაძვის ხის დადგმაც შედის] ბათუმის მერია წელს 5 მილიონზე მეტ ლარს იხდის. ხელშეკრულება ტრადიციულად შპს „აჭარგანათებასთან“ არის გაფორმებული. პარალელურად დაწყებულია ქალაქის …

ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება ბათუმში საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის 

ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში არ შედის იმ მომღერლების/შემსრულებლების ჰონორარი, რომლებსაც 31 დეკემბრის კონცერტზე მოიწვევენ. ღონისძიებები ორი კვირის განმავლობაში – 2023 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით – ევროპის მოედანზე გაიმართება. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ორი ტენდერი გამოაცხადა 319 ათას 450 და 196 ათას …

5 მილიონი ლარი ქალაქის გაფორმებისთვის – ბათუმის მერია საახალწლოდ ემზადება

საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის და სხვადასხვა მანათობელი კონსტრუქციების შესაძენად ბათუმის მერიამ 5 მილიონი ლარი გამოყო. ამ თანხაში შედის საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი და ასევე, სადემონტაჟო სამუშაოებიც. „ქალაქ ბათუმში საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობის [თანმდევი მომსახურება მონტაჟით-დემონტაჟი] სახელმწიფო შესყიდვაზე“ ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა 5 მილიონ 159 …

ბათუმის ახალი ნაძვის ხე ჯერ ისევ გზაშია

ახალი წელი ყოველთვის დეკემბრის ბოლოს დგება – ეს არ იცვლება. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით კი, ბათუმში ნაძვის ხეს 25 დეკემბერს ანთებენ. ქალაქის მერია ვერც ერთ წელს ვერ ახერხებს დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვა ისე დაგეგმოს, რომ ფორსმაჟორი არ შექმნას. 11 დღით ადრე, დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი არ დაუწყიათ. ამის პარალელურად მოსახლეობამ იცის, …

ბათუმის საახალწლო აფიშა – რას ვნახავთ ევროპის მოედანზე

წელს საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გაიმართება. უკვე ცნობილია საახალწლო ღონისძიებების განრიგი.  20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ყოველ დღე, ღონისძიებები ევროპის მოედანზე დილის 12 საათიდან დაიწყება. 12-დან 19 საათამდე აქ ანიმატორები იქნებიან, 13 საათზე ჯამბაზების წარმოდგენის ნახვა იქნება შესაძლებელი, 14 საათზე – ილუზიონისტის, ხოლო 15 საათზე – აკრობატების. საკონცერტო ნაწილი კი ევროპის მოედანზე …

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბათუმში

წელს სად აპირებთ ახალი წლის გატარებას? სახლში, ოჯახის წევრებთან, ქუჩაში, ღია ცისქვეშ თუ სულაც რომელიმე რესტორანში ან კაფეში, მეგობრებთან ერთად? ყველა ვარიანტი კარგია, თუმცა არსებობს კიდევ უკეთესი – რას ფიქრობთ ახალი წლის დღეების ბათუმში გატარებაზე? ის, რომ ბათუმი ზაფხულშია კარგი, სიმართლეა, მაგრამ მთლად ზუსტიც არ გახლავთ. ბათუმში წასვლა ყველა სეზონზე კარგი იდეაა, ახალი წლის შესახვედრად …

ბათუმის ბულვარში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა თითქმის დასრულებულია

ბათუმის ბულვარში მთავარი ნაძვის ხის აწყობა თითქმის დასრულებულია, უახლოეს დღეებში მის მორთვას დაიწყებენ, ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორის ჯონი საბაშვილის ინფორმაციით ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ახალი აქსესუარები დაემატება და  განსხვავებული ელფერი მიეცემა.   როგორც უკვე ცნობილია 2020 წელს მთავარი საახალწლო კონცერტი ბათუმში ტრადიციულად ევროპის მოედანზე აღარ გაიმართება. ბათუმის მერია ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას ცვლის. მთავარი კონცერტის …

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო (ვიდეო)

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე  21:00 საათზე აინთო. ნაძვის ხის ანთებამდე ბათუმელებს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე მიესალმა. საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში ბავშვებმა აანთეს. მერის თქმით, 2017 წელი იყო ბევრი წარმატებისა და ასევე ტკივილის წელიც. ქალაქის მერის თხოვნით, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპული  ადამიანების ხსოვნას წუთიერი პატივი მიაგეს. ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის …

დაკიდული ნაძვის ხე ბულვარში

ბათუმის ბულვარში საახალწლო ნაძვის ხე 29 დეკემბერს აანთებენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში წელს განსხვავებული სტილის ნაძვის ხე დადგეს. ნაძვის ხე დაკიდულია და ფერებს იცვლის. ახალი ნაძვის ხისა და განათებების შესაძენად ბათუმის ბულვარმა  148 ათასი ლარი დახარჯა. „საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული  თაღი, ასევე ლედპროექციით განათდა ბულვარის კოლონადები. …

შევინარჩუნებ ინტრიგას – ბათუმის მერი ქალაქის საახალწლო სამზადისზე

როგორი საახალწლო განათება ექნება წელს ბათუმს – ამ საკითხით დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაინტერესდა. მან სთხოვა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ინფორმაცია საახალწლო განათებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ბათუმის მერის ინფორმაციით, საახალწლო განათებასთან დაკავშირებული სამონტაჟო სამუშაოები 25 დეკემბერს უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში 37 ქუჩაზე დაამონტაჟებენ საახალწლო განათებებს. აქედან 111 ახალი კონსტრუქცია იქნება, …

ჩამოვლენ თუ არა „მგზავრები“ და „გამოუვალი მდგომარეობა“ ბათუმში საახალწლოდ

„მგზავრებისა“ და „გამოუვალი მდგომარეობის“ მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვაზე ბათუმის კულტურის ცენტრს შესყიდვების სააგენტომ უარი უთხრა. ბათუმში, საახალწლო კონცერტებში დაგეგმილია ჯგუფების -„მგზავრებისა“ და „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან მათთვის 83 750 ლარის გადახდა იყო გათვალისწინებული. ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, „მგზავრებს“ 67 500 ლარი, ხოლო „გამოუვალ მდგომარეობას“ 16 250 ლარი უნდა მიეღო ჰონორარის სახით. „მგზავრების“ კონცერტი ბათუმში …

ევროპის მოედანზე ნაძვის ხე დაშალეს

ბათუმში ევროპის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს. 2017 წლის ნაძვის ხის შესაძენად მერიამ 256 730 ლარი გადაიხადა. წელს ნაძვის ხის გასაფორმებლად 840 ცალი წითელი, მწვანე და ოქროსფერი სათამაშოები იყო შეკვეთილი, რასაც 180 ცალი წითელი ბაფთა დაემატება. ნაძვის ხის დემონტაჟის შემდეგ, ევროპის მოედნიდან საახალწლო ჯიხურებსაც აიღებენ. წელს ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე, წინა წელთან …

ევროპის მოედანი ბათუმში წინასაახალწლოდ

ხვალ 27 დეკემბერს, ევროპის მოედანზე საბავშვო კონცერტები გაიმართება. საბავშვო სტუდია „მულტი-პულტი“ თანამედროვე ცეკვების კონცერტს გამართავს. საღამოს ცოცხალი ბენდი  „Groove Phoenix“-ი დაუკრავს. 28 დეკემბერის სარამოს  ედიშერ ლომაძის ბენდი  „ჯეოპლანტი“ დაუკრავს. გაიმართება ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტიც. 29 დეკემბრის საღამოს კი ევროპის მოედანზე  ცოცხალი ბენდის „„Four Seasons“-ის კონცერტი გაიმართება. დღის განმავლობაში კი მოედანზე საბავშვო ღონისძიებებია დაგეგმილი. 30 დეკემბერს ევროპის …

ენმ ბათუმის მერიას: სად არის ნაძვის ხე?

დღეს 19 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ საახალწლო სამზადისთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, არც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და არც ქალაქის სკვერებში,   არ არის განთავსებული საახალწლო ნაძვის ხეები. „დილიდან დავდივარ ქალაქში, მაინტერესებდა სადმე თუ მიმდინარეობს ნაძვის ხის მონტაჟი და ვერსად ვერ ვნახე. ნაძვის ხე არ დაუდგამთ ევროპის მოედანზეც სადაც, ტრადიციულად ამ დროისთვის …

Exit mobile version