„ეს სპეცრაზმი არ არის“ – აჭარის პოლიციის უფროსი მთავრობასთან მობილიზებაზე

„ეს სპეცრაზმი აარა, ჩვეულებრივი საპოლიციო ძალებია, შსს-ს წარმომადგენლები არიან. უბრალოდ, როტაცია ხდება პერიოდულად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კოტე ანანიაშვილმა. მას აჭარის მთავრობის სახლთან ახლოს, თეატრის წინ პოლიციის მანქანების და სამართალდამცველების ახალი მობილიზების შესახებ ვკითხეთ. პოლიციის მანქანების გვერდით დგას ლურჯი ავტობუსიც. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს აქ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის …

საპროტესტო აქცია ბათუმში ორმეტრიანი დისტანციით [ვიდეო]

ბათუმში საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს 3 საათზე შეიკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება. აქციაზე დღეს ყველაზე ხშირად ლიდერები სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნისკენ მოუწოდებდნენ. აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებმა სპეციალური სტიკერები გააკრეს, რომელთა შორის მანძილი 2 მეტრია. საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღევანდელ აქციაზე თემურ ბერიძემაც მიმართა. ის ხულოს არქივის უფროსია …

ბათუმის სასამართლომ მხოლოდ 1 საჩივარი დააკმაყოფილა საარჩევნო დავებიდან 

„ეს არის ცალსახად დაუსაბუთებელი“, – ასეთია საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის სამართლებრივი შეფასება მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. ქვეყნის მასშტაბით საქალაქო სასამართლოებში საარჩევნო დავების განხილვა დასრულდა – ასობით საჩივრის ფონზე თითზე ჩამოსათვლელად, რამდენიმე უბანზე ხმები ხელახლა გადათვალეს. პოლიტიკური ოპოზიციის მსგავსად, უკვე მესამე სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ იმაზე, …

„პარლამენტში არშესვლა ოცნებას არაფერს აკლებს“ – ინტერვიუ ზაალ ანდრონიკაშვილთან

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. პროტესტის მიზეზი გაყალბებაა, ხოლო მანდატებზე უარის თქმა, ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემას შეუქმნის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. ოპოზიციის გადაწყვეტილებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. „ბათუმელები“ პუბლიცისტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა, რომელმაც ფეისბუქში დაწერა, რომ ივანიშვილის რეჟიმს პარლამენტში მარტო დარჩენა პირიქით აწყობს. ბატონო ზაალ, ოპოზიცია პარლამენტში …

ვინ იქნება მაჟორიტარი უმაღლეს საბჭოში – უსკო-ს წინასწარი მონაცემები

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის შესარჩევად ქობულეთში გაიმართება. აქ 50-პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა კიდევ ორ მაჟორიტარულ ოლქში. უსკო-ს მონაცემებით, ქობულეთის 73 საარჩევნო უბანში სულ 41 918-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მეტი ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – ცოტნე ანანიძემ დააგროვა – 49.06 პროცენტი. …

ოქმები, რომლითაც 76 ამომრჩევლის ხმა გაქრა – ოლქის განმარტება

თბილისში, ისნის საარჩევნო ოლქის 84-ე სპეცუბანზე 76 ამომრჩევლის ხმა გაქრა. ცესკოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული არჩევნების შემაჯემებელ ოქმებში ციფრები ერთმანეთს არ ემთხვევა. 84-ე სპეცუბნის მაჟორიტარული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, სულ ამ სპეცუბანზე 77 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, თუმცა არჩევნებში მონაწილეობდა – 65. ოქმის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს – ხატია დეკანოიძეს …

მხოლოდ კომისიის წევრების 8 ხმა – პროტესტი წაბლანასა და წაბლიანში

“ეზოში არიან შეკრებილი, იქნებ შემოვიდნენ, რა ვიცი… ჯერჯერობით მარტო კომისიის წევრებმა მივეცით ხმა. 8 კონვერტია ჩაგდებული ყუთში,”- ამბობს “ბათუმელებთან” ბიჭიკო შანთაძე. ის ხულოში, სოფელ წაბლანას საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეა. ამ სოფელში დღეს არჩევნებზე არავინ მიდის. არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ სხალთის თემის სოფელ წაბლიანშიც. დღეს არც აქ მოსილა ამომრჩეველი უბანზე. წაბლანელები რომ არჩევნებზე არ მიდიოდნენ, ამის შესახებ …

მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | ნაწილი მეორე | იდეალური ძარცვა

იაგო ხვიჩია  24 ოქტომბერი, 2020 წელი “გირჩის” მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან ბათუმში ბევრი მეგობარი მყავს, მათი და მათი ოჯახების დამსახურებით, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ჩემთვის ძალიან ახლობელია ეს ქალაქი. ბათუმში ჩამოსვლა, ყოველთვის ჩემი მეგობრების ნახვის სიხარულსა და მათთან გართობასთან ასოცირდებოდა, ამიტომ როცა აქ წამოსვლა გადავწყვიტე ვიცოდი, რომ ამ ქალაქში თავს უცხოდ არ ვიგრძნობდი. არ ვიცი რა შედეგებით დამთავრდება არჩევნები, …

განათლების სისტემის განსაბჭოება | ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში

ლალი ანთიძე პარტია ,,გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი  აჭარის უმაღლეს საბჭოში დღევანდელი ქართული სასკოლო განათლების სისტემის კრიზისი იმდენად აშკარაა, რომ მის უარყოფას სისტემის ყველაზე თავგამოდებული დამცველებიც კი ვერ შეძლებენ. პრინციპში, არც ცდილობენ. ხელისუფლებამ ამ ყველაზე სენსიტიურ თემაზე ,,დუმილის უფლება“ აირჩია. ამ მოცემულობაში მართებული პოზიცია იქნება, თუ ასეთი კოლაფსის მიზეზებს გავაანალიზებთ და გამოსავლის გზების ძიებას დავიწყებთ. მიუხედავად სასკოლო …

„გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი ლალი ანთიძე – „ვიქნები აქტიური მასწავლებელიც“

„ქალს რა უნდა გირჩში“ – ეს კომენტარი ლალი ანთიძეს დაუწერეს, როცა ცნობილი გახდა, რომ იგი „გირჩის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი იქნებოდა. ლალი ანთიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და „ზოგადი უნარების“ ცნობილი მასწავლებელი ბათუმში. რას ფიქრობს ლალი ანთიძე მოქალაქეების ერთი ნაწილის აგრესიაზე, როცა ქალები პოლიტიკურად აქტიურდებიან და თან იმ ფონზე, როცა თავად …

დაკეტილი კაბინეტები ხელვაჩაურის მერიაში „ოცნების“ კანდიდატების წარდგენისას

„მთლიანად მუნიციპალიტეტი იყო პარალიზებული მაშინ, როდესაც „ოცნება“ ვითომ მოსახლეობას ხვდებოდა, მე ყველა კაბინეტი დავიარე, მხოლოდ საკრებულოს აპარატში დამხვდა მთავარი სპეციალისტი ია დუმბაძე“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის მაღალმთიანეთიდან საქართველოს პარლამენტში. მიშა ბოლქვაძემ დღეს, 31 აგვისტოს, ფეისბუქზე, პირდაპირი ვიდეოჩართვით აჩვენა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაცარიელებული შენობა და გამოკეტილი კაბინეტები. …

Exit mobile version