რა მოხდა ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე – შეფასება

„ჩვენ წაგვერთვა არჩევანის უფლება. მე, როგორც მოქალაქე, შეურაცხყოფილი ვარ ამ არჩევნებით,“ – ამბობს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მას და სამოქალაქო ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს ვკითხეთ: რა მოხდა ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე, თუკი პირველ ტურზე სახელისუფლებო კანდიდატზე მეტი ხმა ენმ-ს მერობის კანდიდატმა – გიორგი კირთაძემ დააგროვა და საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა? ნათია …

ვინ როგორ სცადა ამომრჩევლის გულის მოგება მეორე ტურამდე ბათუმში

„პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ამომრჩეველი გაიზარდა – პოლიტიკოსები როცა ფიქრობენ, რომ მხარდამჭერებს გაიჩენენ, პირიქით, აღიზიანებენ“, – მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე საკუთარ დაკვირვებას და დასკვნას გვიზიარებს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. ასლან ჭანიძის დაკვირვებით, მერობის კანდიდატები ბათუმში მეორე ტურის სამზადისში ნაკლებად საუბრობენ რეალურ თვითმმართველობაზე და იმაზე, თუ კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებს ამომრჩეველი. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – …

„მონებო“ – ბათუმის საოლქო კომისიათან სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს

„სირცხვილია“, „მონებო“, „მოღალატე“ – ამ და სხვა შეძახილებით მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები საუბნო კომისიების წარმომადგენლებს დახვდნენ, რომლებმაც მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმები ბათუმის საოლქო კომისიაში მიიტანეს. ხმების დათვლის პროცესი სრულდება. ბათუმის საოლქო კომისიასთან აქციის მონაწილეებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. საპროტესტო აქციაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც პოლიციის თანამშრომლებთან. დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნებში ბათუმში …

„მთავარი საფიქრალი ახლა სახის შენარჩუნებაა“ – რა იცვლება პომპეოს ვიზიტის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ მაიკ პომპეომ ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდა ოპოზიციას, ქუჩის საპროტესტო აქციები გრძელდება. რამდენიმე დღეში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რაშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ აპირებს. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიუღებლად მიიჩნევს ბოიკოტს, მაგრამ იმავდროულად, თავისივე განცხადებით ადასტურებს იმ პრობლემების რეალურობას, რაზეც ოპოზიცია საუბრობს საქართველოში. რას შეცვლის პომპეოს გზავნილები და არჩევნების …

ცესკოს ინფორმაციით, ბათილია 59 772 ბიულეტენი, სააკაშვილის თქმით – 97 ათასი

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციას 97 ათასი ბიულეტენი გაუუქმეს. ამის შესახებ მან ლაივჩართვაშიც ისაუბრა და 2018 წლის პირველ დეკემბერს, არჩევნებიდან მეხუთე დღეს ფეისბუქში სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ინფორმაცია ბოლო და დაზუსტებულია. განსხვავებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] წინასწარი მონაცემები. ცესკოს ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, მთლიანობაში, წინასწარი მონაცემებით 59 772 …

ზურაბიშვილმა შუახევის ერთ უბანზე ვაშაძეს 1 ხმით მოუგო 

ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, შუახევის #82 ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ამ დროისთვის [00:40 საათი] 13 უბნიდან 11 უბანი მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი – ორი. შუახევის მეთხუთმეტე უბანზე კანდიდატებს შორის გამარჯვება ერთმა ხმამ გადაწყვიტა – #15 საარჩევნო უბანზე 224 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, 225 ხმა კი – სალომე ზურაბიშვილმა. ამ მუნიციპალიტეტში, ცესკოს მონაცემებით, სულ 49 საარჩევნო …

ხულოს 16 უბნიდან 15 სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების თანახმად, ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ამ დროისთვის 16 უბნიდან 15 უბანი სალომე ზურაბიშვილმა მოიგო, ერთი – მე-11 საარჩევნო უბანი კი – გრიგოლ ვაშაძემ. ამ უბანზე ხმები ასე გადანაწილდა: ვაშაძე – 219 ხმა, ზურაბიშვილი – 194 ხმა. ხულოში სულ 54 საარჩევნო უბანია. ცესკოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 24 128 ამომრჩეველია რეგისტრირებული, …

27 უბნის მონაცემებით ბათუმში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში ამ წუთებში უკვე ოცდაშვიდზე მეტი უბნის მონაცემებია დათვლილია, მათ შორის: # 72, 88, 101, 5, 102, 5, 102, 57, 95 და სხვა უბნები. ამ დროის მონაცემებით [23:00 საათი], ოლქში შემოსული დათვლილი ოქმების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს 7 385 ხმით, გრიგოლ ვაშაძეს კი – 6 338 ხმა აქვს. ოლქში შემოსული ოქმების თანახმად, …

ბათუმის #64 უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელსაც მარკირების კვალი ჰქონდა

ბათუმის #64 უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც ხელზე მარკირების კვალი აღენიშნებოდა, უბანზე არ უშვებდნენ, რასაც იგი აპროტესტებდა, ირწმუნებოდა, რომ ხმა არ ჰქონდა მიცემული და ითხოვდა სხვა მეთოდით გადამოწმებას. საბოლოოდ ამომრჩეველს კომისიამ მაინც მისცა ხმის მიცემის საშუალება. აღნიშნულის შესახებ უბანზე საჩივარი არ დაწერილა.

საჩივარი ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის გამო

ბათუმის 59-ე უბანზე საჩივრის დაწერის მიზეზი ამომრჩევლის გაცხადებული არჩევანი გახდა. ამომრჩეველი კაბინიდან გაშლილი ბიულეტენით გამოვიდა და ბიულეტენი ყუთთან მყოფ საარჩევნო კომისიის წევრს აჩვენა. მან თქვა, რომ „ქალური სოლიდარობის გამო“ გააკეთა არჩევანი. აღნიშნულზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. საარჩევნო უბანზე განაცხადეს, რომ ეს კანონდარღვევა არ ყოფილა და კომისიის წევრი ვერ გააკონტროლებს ამომრჩევლის ქცევას. ამომრჩევლის ხმის ფარულობა დღეს …

ბათუმის 29-ე უბანზე დაპირისპირების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში 29-ე უბანზე დღეს „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვა, სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და ფიზიკურ დაპირისპირებას ამ დროს ჰქონდა ადგილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 162 პრიმა მუხლით – კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის, ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა. ამავე თემაზე:  ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ …

რა გახდა დამკვირვებლის გაძევების მიზეზი ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან

ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან ორგანიზაციის – „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ დამკვირვებელი გააძევეს. ადგილზე იმყოფებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი და გამოიძახეს პოლიციაც. საბოლოოდ დამკვირვებელი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს. „დამკვირვებელი ახდენდა პირადი მონაცემების გადაღება-დამუშავებას. ნაკადის მომწესრიგებელთან იდგა, ამომრჩევლების პირადობაში იხედებოდა, იღებდა ინფორმაციას და შემდეგ ტელეფონით რაღაცას ეძებდა, რაღაც სისტემაში შედიოდა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად იმავეს აგრძელებდა, შენიშვნაც ასახულია ჟურნალში და ბოლოს …

ბათუმში საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა რიგებია [ფოტო]

დღის 12 საათისთვის ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანთან ამომრჩეველთა რიგები გაჩნდა. ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლები ელოდებიან, როდის მიეცემათ არჩევანის გაკეთების საშუალება. ცესკოს ბოლო მონაცემებით, ჯერჯერობით ამომრჩეველთა აქტივობა მეორე ტურში უფრო მიღალია, ვიდრე პირველ ტურში იყო.

აჭარაში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ხელვაჩაურშია, ყველაზე დაბალი – ხულოში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.26%, რაც რაოდენობრივად არის 255 251 – ამომრჩეველი. აჭარაში ამომრჩევლთა აქტივობა 10 საათის მონაცემებით: ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 7.3-მა პროცენტმა  ქედაში – 7-მა პროცენტმა  ქობულეთში –  8.2- მა პროცენტმა  შუახევში –  7.6-მა პროცენტმა  ხელვაჩაურში – 8.9-მა პროცენტმა  ხულოში – 6.2-მა პროცენტმა  ცესკოს  ინფორმაციით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 …

ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვეს – ადგილზეა პოლიცია

ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვეს. როგორც ადგილზე ამბობენ, კოორდინატორს სია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა წაართვა. საარჩევნო უბანთან იმყოფება „ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, ირაკლი ჭეიშვილი და, ასევე, უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი. ისინი ამბობენ, რომ სანამ მათ კოორდინატორს არ დაუბრუნებენ სიას, მანამდე არ დატოვებენ ტერიტორიას. ამ დროისათვის „ოცნების“ კოორდინატორი, რომელსაც სია წაართვეს, პოლიციის განყოფილებაშია და ჩვენებას …

თორნიკე რიჟვაძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხმა ბათუმის #16 საარცევნო უბანზე მისცა. მან მედიასთან ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა: „დღეს გავაკეთე პრინციპული არჩევანი ქვეყნის ევროპული გზით განვითარების სასარგებლოდ. მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. დღეს ყველას ვალია დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რომლითაც განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის #17 საარჩევნო უბნიდან კომისიამ დამკვირვებელი გააძევა

ბათუმის #17 საარჩევნო უბნიდან კომისიამ ორგანიზაცია “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” დაკვირვებელი გააძევა. კომისიის განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ დამკვირვებელი ხმის მისაცემად შემოსულ ამომრჩევლებს სთხოვდა სახელისა და გვარის დასახელებას და პირადობის მოწმობის ჩვენებას, რითაც, კომისიის განმარტებით, ხელს უშლიდა კომისიის მუშაობას. აქტის დაწერამდე იგი კომისიის თავმჯდომარემ გააფრთხილა, რომ მას არ ჰქონდა ამის უფლება. ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც, რადგან …

„რევოლუციის საფრთხე არ არსებობს“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ქართული ოცნების“ ლიდერები ბოლო დღეებში ყველაზე მეტად ოპოზიციის „რევოლუციურ სცენარზე“ საუბრობენ. მანამდე ისინი სამოქალაქო ომის საშიშროების შესახებ უყვებოდნენ ამომრჩევლებს. ყოველდღე ახალ-ახალი ფეისბუქ სტატუსები ჩნდება ყოფილი სამხედრო პირებისგან, ასევე პატრულის თანამშრომლებისგან დაწერილი – მათ მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი არ შეიძლება იყოს. რეალურად ჩანს თუ არა მოვლენების რევოლუციურად  განვითარების შესაძლებლობა – „ბათუმელები“ ისტორიკოს გრიგოლ გეგელიას ესაუბრა. …

„საერთო მტრის წინაშე ყველამ უნდა დაივიწყოს წყენა“ – არჩილ ხაბაძის საარჩევნო სტრატეგია 

„ჩვენი გვარდია დიდია, ყველა წყენა გვერდით უნდა გადავდოთ და გავერთიანდეთ, რომ მეორე ტურში დავდოთ სასურველი შედეგი“, – ამ მიზნით აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, არჩილ ხაბაძე ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრებს მართავს. ამომრჩეველთან შეხვედრებს ქობულეთში მართავს აჭარის  მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც. რა სტრატეგიით აპირებს „ძველი და ახალი, გაერთიანებული დიდი გვარდია“ არჩევნების მოგებას, …

ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისში კორდინატორები გასაუბრებაზე დაიბარეს [ვიდეო]

დღეს, 3 ნოემბერს, ბათუმში „ქართული ოცნების“ ოფისთან ხალხმრავლობაა. შენობის შესასვლელში შეკრებილები თავიანთ რიგს ელოდებიან. ადგილზე „ბათუმელების“ გამოჩენამ მათი გაღიზიანება გამოწვია: „ოცნების კოორდინატორები ვართ. რა გინდათ, რატომ გვეკითხებით… რა არ გვაქვს უფლება?“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის ინფორმაციით, შტაბში პარტიის კორდინატორებთან გასაუბრება, პირველი ტურის შედეგების გაანალიზებისა და გადახალისების პროცესი მიდის. ჭეიშვილი არ გამორიცხავს, …

როგორ დათვალეს ხმები “მანდარინების უბანზე”

ბათუმის 79-ე ოლქის 63-ე უბანზე შემაჯამებელ ოქმში ბალანსი ვერ მიიღეს. ეს ის უბანია, სადაც დღის განმავლობაში რამდენიმე მარკირებაგავლილმა ამომრჩეველმა სცადა ხმის მიცემა. უბანზე მისულმა ოლქის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ მარკირების აპარატი მანდარინის სითხესაც აფიქსირებს. კომისიის მონაცემებით, უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 478. იმისთვის, რომ ბალანსი გასწორებულიყო, კომისიის მდივანმა და თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა …

Exit mobile version