ბათუმში მოზარდმა 32 წლის კაცი დანით დაჭრა

ბათუმში მოზარდმა კაცს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი 32 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ რ.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. ამ საქმეზე სამართალდამცველებმა 2010 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს ჯანმრთელობის განზრახ …

ოჯახის 14 წლის წევრის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ახმეტაში კაცი დააკავეს

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების და მუქარის ბრალდებით, ახმეტაში კაცი დააკავეს. შს სამინისტროს თანახმად, „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის არასრულწლოვან წევრთან – 2012 წელს დაბადებულ პირთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანს …

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში – აუდიტი

საქართველოში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი ბოლო წლებში იზრდება. ამ ფონზე, სახელმწიფო აუდიტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, სერიოზული პრობლემებია განრიდება-მედიაციის პროგრამაში – მექანიზმში, რომელიც ახალგაზრდებს ნასამართლეობის გარეშე ცხოვრების გაგრძელების შანსს აძლევს. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა განკუთვნილია არასრულწლოვნებისა და 18–21 წლის ახალგაზრდებისთვის. მისი მიზანია, მათ სასჯელისა და ნასამართლეობის გარეშე გააგრძელონ ცხოვრება და დაუბრუნდნენ კანონმორჩილ გზას. აუდიტის ანგარიშის …

დააკავეს 1 პირი – „მუქარის და იძულების შედეგად მოიპოვა არასრულწლოვანის პირადი ფოტოები“

პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის – ,,Instagram”-ის ყალბი ანგარიშის მეშვეობით 14 წლის არასრულწლოვანთან მიმოწერას აწარმოებდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ვიდეომასალას უგზავნიდა. ასევე, მუქარის და იძულების შედეგად, მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის …

რას უპირებენ ბავშვებს, რომლებიც კანონს არღვევენ – იზოლირებულ სახლებში „ჩასმის“ პერსპექტივა

„ფაქტობრივად არარსებულ სისტემაში ერთ შენობას აწყვეტინებ თითქოს პრობლემას. ვერ გადაწყდება ასე ეს პრობლემა,“ – კატეგორიულია ბავშვთა უფლებების იურისტი, ანა არგანაშვილი, რომელსაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ვესაუბრეთ. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების იზოლირებულ …

განრიდებული 585 მოზარდიდან ყოველი მეხუთეს მშობელი ემიგრანტია – პროკურატურის კვლევა

განრიდებული 585 მოზარდიდან ყოველი მეხუთეს მშობელი ემიგრანტია, ეს იმ კვლევაში ჩანს, რომელიც პროკურატურამ 2023 წელს გამოაქვეყნა და სადაც 2022 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგებია გაანალიზებული. პროკურატურის კვლევის მიხედვით 585 არასრულწლოვნიდან 124-ის [ანუ 21%-ის] ორივე, ან ერთ-ერთი მშობელი ემიგრაციაშია. პროკურატურის მონაცემებით, მოზარდები კანონთან კონფლიქტში ყველაზე ხშირად ისევ ქურდობის გამო შედიან. 2022 წელს 14-დან 18 წლამდე ასაკის განრიდებული …

„ლარიანი შოკოლადი 7 რატომ უნდა ღირდეს?“ – 14 წლის ბიჭი, რომელსაც კანონთან კონფლიქტი აქვს

„ლარიანი შოკოლადი შვიდი რატომ უნდა ღირდეს?“ – მეკითხება 14 წლის თომა [სახელი შეცვლილია], რომელიც ქურდობის ფაქტზე პოლიციელებმა რამდენჯერმე დააკავეს. თომა კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდია. „შოკოლადიც ბევრჯერ მოვიპარე,“ – დასძენს თომა, იგი განრიდების პროგრამაშია ჩართული. ორი წელია თომა სკოლაში არ დადის. ამბობს, რომ არ უფიქრია, რატომ აღარ სურს სკოლაში დაბრუნება. თომას ბიზნესმენობა სურს, რომ, პირველ რიგში, …

დააკავეს პირი, რომელიც ბავშვებს იძულებით ამუშავებდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების – 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა. ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთის შეგროვებასა და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ …

15 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავეს

ბათუმში, არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლამდე კაცი დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა ბათუმში. გაუპატიურებაში ბრალდებულის დაკავების ფაქტს შსს ადასტურებს. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ასევე გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთ, გარყვნილი ქმედების ფაქტზე, ამჯერად არასრულწლოვანი გოგოს მიმართ. „აღნიშნულ ფაქტზე, ბრალდებულის დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“ – ამბობენ შსს-ში. ____________________ ამავე თემაზე: ბათუმში მოზარდზე სექსუალური …

როცა პოლიციელი ქუჩაში მოზარდს აჩერებს და ფოტოს უღებს – ინტერვიუ

„ის, რომ არასრულწლოვანი ღამით გადაადგილდება, ეს არ არის საფუძველი, რომ მისი ვინაობის დადგენა მოინდომოს პოლიციელმა,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე. იურისტს ვკითხეთ: როგორ უნდა მოიქცეს არასრულწლოვანი, როცა ქუჩაში პოლიციელი აჩერებს და ფოტოს უღებს. იურისტი ამბობს, რომ თუ პოლიციელი უსაფუძვლოდ გვაჩერებს ქუჩაში და პირადობის მოწმობის წარდგენის მიუხედავად, ფოტოს მაინც გვიღებს, ამ დროს შეიძლება, მოზარდმაც გადაუღოს პოლიციელს …

პედოფილიის მსხვერპლი 46 მოზარდი გახდა – პირველი კვარტალის სტატისტიკა

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 2023 წლის პირველ 3 თვეში 46 არასრულწლოვანი გახდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში გაუპატიურების 6 შემთხვევაზე ცნეს 6 არასრულწლოვანი დაზარალებულად, დანარჩენი 40 მოზარდი კი, სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 2023 წლის პირველ კვარტალში სულ 366 არასრულწლოვანს მიანიჭა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეში. ყველაზე ხშირად – 168 შემთხვევა – მოზარდი …

16 წლამდე ასაკის პირთან სქესობრივი კავშირისთვის 1 პირი დააკავეს – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით [სქესობრივი კავშირის დამყარება წინანსწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან (ორი ეპიზოდი)] წარედგინა“ – წერს პროკურატურა. …

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებაზე, ცოლისა და შვილების ცემაზე კაცს 16 წელი მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 წლის ასაკს მიუღწეველ გერის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის ქმედების, ოჯახში ძალადობის, სისტემატური ცემისა და მუქარის ფაქტებზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ  ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილებს, ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, მათ შორის, ორსულობის პერიოდში, სისტემატურად აყენებდა …

ბათუმში 15 წლის მოზარდს ტუჩის ფილერი მშობლის ნებართვის გარეშე გაუკეთეს

ბათუმში 15 წლის მოზარდს მშობლების ნებართვის გარეშე ტუჩის ფილერი გაუკეთეს. პოლიციას ბავშვის ბებიამ მიმართა. „ჩემი შვილიშვილი 15 წლისაა. შემთხვევით გავიგეთ, რომ კოსმეტიკური პროცედურა ჩაუტარებია და ფილერი გაუკეთებია ტუჩებზე. ინსტაგრამის გვერდზე ვნახეთ შემთხვევით ფოტოები და ასე გავიგეთ ამის შესახებ“, – ამბობს მოზარდის ბებია „ბათუმელებთან“. ბებიას თქმით, მას კლინიკაში განუმარტეს, რომ „არ იცოდნენ, მოზარდი არასრულწლოვანი თუ იყო“. …

სოფელ ბეღლეთში მოტობლოკი ხევში გადავარდა – დაშავდნენ ბაბუა და შვილიშვილი

დღეს, 19 აპრილს, ხულოში, სოფელ ბეღლეთში, ერთ-ერთი მცხოვრები კუთვნილი მოტობლოკით ხევში გადავარდა. მძიმედ დაშავდა მოტობლოკის მფლობელის შვილიშვილი, დაახლოებით სამი წლის ბავშვი, რომელიც თან ახლდა ბაბუას. შემთხვევა დილას მოხდა. როგორც მერის წარმომადგენელმა სოფელ ბეღლეთში გურამ კახაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის ამ დროისთვის ბათუმში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. „ბავშვის ბაბუას არ აქვს მძიმე დაზიანებები“, …

ბათუმში კოვიდით 2 შვილის დედა გარდაიცვალა – ბავშვებს არც მამა ჰყავთ

ბათუმში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი, იამზე თურაძე გარდაიცვალა. მას ორი – 11 და 14 წლის შვილი დარჩა. ქალი სოციალურად დაუცველი იყო და შვილებთან ერთად „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა. ქალის ახლობლის ინფორმაციით, ბავშვებს არც მამა ჰყავთ, ის წლების წინ უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. დღეს, 16 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 5204 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 83 პაციენტი. კოვიდისგან გარდაცვლილი ადამიანების …

შარშან 65 წელს გადაცილებული 2 ქალი გააუპატიურეს

შარშან 65 წელს გადაცილებული ორი ქალი გააუპატიურეს, ამავე ასაკის კიდევ ერთი ქალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მსხვერპლი გახდა. 2020 წელს ამ ასაკის ადამიანები სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარან. სექსუალური ხასიათის დანაშაულის სტატისტიკა „ბათუმელებმა“ გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა. ოფიციალური მონაცემებით, სექსუალური ხასიათის დანაშაულს ყველაზე ხშირად 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანები სჩადიან. გასულ წელს სულ 62 პირის …

სახლიდან წასული 13 წლის გოგოს დედა: არ ვიცი, ვისთან ერთადაა, რას აკეთებენ 

„ჩემი შვილი მხოლოდ დღისით მოდის სახლში, როცა შივდება, ჭამს და მაშინვე გარბის… ხშირად ნასვამია, თვალები დაწითლებული აქვს… ამბობს, რომ თანატოლებთან ერთადაა, მაგრამ ვისთან ერთადაა, სად იკრიბებიან, რას აკეთებენ, არაფერი ვიცი… პანდემიის დროსაც ბავშვები ღამით გარეთ არიან. სოციალურ სამსახურშიც ვრეკავ, პოლიციაში, მაგრამ ვერავინ მეხმარება. მაინც და მაინც დანაშაული უნდა ჩაიდინონ, ან ვირუსი შეეყაროთ, რომ ვინმემ ყურადღება …

მოზარდებს იზოლაცია განსაკუთრებით უჭირთ, როგორ მოვიქცეთ? – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„სტრესის ჰიგიენაც მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა მოზარდებზე საუბრისას. მოზარდები ახლა ყველა დანარჩენის მსგავსად, იზოლაციაში არიან და შინ, ერთფეროვან გარემოში ყოფნა განსაკუთრებით უჭირთ. „ბათუმელები“  მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის [ GCRT ] ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტს, მაია ცირამუას ესაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მოზარდებმა იზოლაციის პირობებში დეპრესიისგან და ასევე, ძალადობისგან თავის დასაღწევად. …

13 წლის გოგოს დედა: ბავშვი სახლიდან მიდის, ვითხოვ შველას

სალომეს გარესამყაროსთან კონფლიქტი აქვს. ის 13 წლისაა. მისი დედა – ახალგაზრდა ქალი დაბნეულია და ვერ ხვდება, როგორ დაეხმაროს შვილს. ოჯახის შესანახად დედა ყოველ დღეს თურქეთში გადადის სამუშაოდ – სხვადასხვა პროდუქტი გადააქვს და ყიდის. სალომეს პატარა ძმაც ჰყავს – ჩანს, რომ თავისი ძმა ძალიან უყვარს. 13 წლის გოგო: არაფერი მაინტერესებს „არაფერი მაინტერესებს, არც საუბარი მინდა,“ – …

მშობლის თქმით, ბავშვები ბღერზე ეჭვის გამო კლასელების თანდასწრებით შეამოწმეს

არასრულწლოვანი ბავშვების მამა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სკოლის ექიმმა ბავშვები ინფექციაზე სხვა ბავშვების თანდასწრებით შეამოწმა და უთხრა, რომ ბღერი აქვთ. „ბავშვები ატირებულები მოვიდნენ და მითხრეს, რაც სკოლაში მოხდა“, – ამბობს ბავშვების მამა ნუგზარ ხათრიძე. შემთხვევა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოხდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახლში ცხრა არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. ბავშვებს, რომლებიც ექიმმა შეამოწმა, სკოლაში არასდროს უვლიათ და 17 …

3 წლით პატიმრობა არასრულწლოვანი ცოლის ცემისთვის

3 წლით თავისუფლების აღკვეთა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჩაქვში მცხოვრებ კაცს შეუფარდა არასრულწლოვან ცოლზე ფიზიკური ძალადობისთვის. ეს პირი ორი წლის წინ 15 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის გასამართლდა, არასრულწლოვანი  შეირთო ცოლად. მას პირობითი მსჯავრი ჰქონდა. ამჯერად იგი ფიზიკური ძალადობისთვის გაასამართლეს. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა  ცოლს სახეში არაერთგზის დაარტყა ხელი. დაზარალებული ქალი 17 წლისაა. ბრალდებულმა უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, …

ბიჭი, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში გაუჩინარდა, ბათუმში იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში 28 ივლისს გაუჩინარებული არასრულწლოვანი იპოვეს. „ინტენსიური ძებნის შედეგად, პოლიციამ გვიან ღამით არასრულწლოვანს ბათუმში მიაკვლია. არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს და პოლიციამ ოჯახში დააბრუნა“, – გვითხრეს შსს-ში. არასრულწლოვანი, რომლის გაუჩინარების შესახებ მშობლებმა მიმართეს პოლიციას, 17 წლისაა. მის გაუჩინარებაზე პოლიციაში შეტყობინება გუშინ შევიდა.

შსს: ბათუმში ოთხ არასრულწლოვანს დედა და დეიდა მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს დედა და დეიდა, რომლებიც არასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს, იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ …

ორ მოზარდთან სექსუალურ კავშირში ბრალდებული გამამართლებელ განაჩენს ითხოვს

ორ არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილ ქმედებას და სექსუალურ კავშირს გამოძიება ნ.მ.-ს ედავება. საქმის არსებით განხილვას დღეს, 24 აპრილს მოსამართლე დავით მამისეიშვილი იწყებს. რადგან  ორივე დაზარალებული არასრულწლოვანია, პროცესი დახურული იქნება. „ის გამამართლებელ განაჩენს ითხოვს,“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი როინ აბაშიძე. ადვოკატის თქმით, ბრალდებული ბიჭებს ქუჩაში მხოლოდ ესაუბრებოდა და გარყვნილ ქმედებას რეალურად ადგილი არ ჰქონია. ადვოკატი ასევე ელოდება …

შშმ პირები პასპორტსა და პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებენ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, პასპორტსა და პირადობის დამასატურებელ მოწმობას უფასოდ აიღებენ. „არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში, უფასოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს მიიღებენ“. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების სააგენტო ფეისბუკგვერდის საშუალებით ავრცელებს.  

შსს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე კანონის გამკაცრებას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას და სასჯელის გამკაცრებას ითხოვს. შსს-მ ამ საკითხზე სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარუდგინა. შსს-ს ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს მსჯავრდებულისთვის საგანმანათლებლო და აღმზრდელობით (სკოლა, ბაღი) დაწესებულებებში მუშაობის და სხვა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას. „შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, …

შსს უარყოფს მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში 55 წლამდე კაცის დაკავებას

„ბათუმელებმა“ დღეს, 11:00 საათზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში 55 წლამდე კაცი დააკავეს“. სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა. ახლახანს, 14:00 საათზე შს სამინისტროდან კვლავ გვაცნობეს, რომ ამ ბრალდებით ბათუმში კაცი არ დაუკავებიათ და „სავარაუდო დამნაშავე ამ წუთებისთვის პოლიციაში იმყოფება გამოკითხვაზე“. შს სამინისტროს დღეს განაცხადეს, რომ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით …

ბავშვებმა პორნოგრაფიას რომ აღარ უყურონ – ახალი კანონპროექტი 

იმისთვის, რომ ბავშვებმა პორნოგრაფიას აღარ უყურონ, პარლამენტი ორი კანონის შეცვლას აპირებს. ცვლილება მშობლებისა და მასწავლებლებისთვის „გაიდლაინის“ მიწოდებას ითვალისწინებს „ცნობიერების ამაღლებისთვის“. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ე.წ. ფილტრის ან მსგავსი რეგულაციის ამოქმედებას, რომლითაც მშობელი ბავშვს პორნოსაიტებზე შესვლის გზას გადაუკეტავს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრს – დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნის. „კანონპროექტის მომზადება განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობამ ონლაინრისკებისაგან,“ – წერია …

ქობულეთში მეათეკლასელი გოგო ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად დაიღუპა

დღეს, 7 სექტემბერს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მე-10 კლასელი გოგო ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

შსს: ბათუმში არასრულწლოვანებმა ოთხი ობიექტი გაქურდეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ოთხი სავაჭრო ცენტრი გაქურდეს. „გამოვლენილია რამდენიმე არასრულწლოვანი“, – ამბობენ სამინისტროს პრესსამსახურში. ოფიციალური ინფორმაციით, ქურდობის შესახებ შეტყობინება დღეს 23 ივლისს შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ჩაგვრა „ქურდული სამყაროს“ გავლენით – კვლევა ციხეზე, სადაც არასრულწლოვნები იხდიან სასჯელს

სხეულის დაზიანების 17 შემთხვევა სასჯელაღსრულების მე-11 დაწესებულებაში დაფიქსირდა. აქ არასრულწლოვანი პატიმრები იხდიან სასჯელს. 17 შემთხვევიდან 5 დაზიანება მხოლოდ ერთმა არასრულწლოვანმა მიიღო. დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე არასრულწლოვანმა ა.-მ ორთვენახევრის განმავლობაში მიიღო – პირველი იანვრიდან 15 მარტამდე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არასრულწლოვანმა ა.-მ უთხრა, რომ მხოლოდ ერთხელ მიაყენა დაზიანება სხვა მსჯავრდებულმა, სხვა შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ტრავმა იყო. არასრულწლოვანი ა. …

იანვარი-აპრილი: არასრულწლოვნებმა 3.5-ჯერ მეტი დანაშაული ჩაიდინეს

წელს, მაისის თვეში 61 არასრულწლოვანი დააკავეს ქურდობისთვის. იმავე ბრალდებით გასული წლის მაისში 27 მოზარდი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველთვიურად იზრდება პასუხისგებაში მიცემული არასრულწლოვანთა რაოდენობა. იზრდება ბავშვების მხრიდან ქურდობის ჩადენის მაჩვენებელიც. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ყველაზე ხშირი დანაშაული ქურდობაა. ეროვნული სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ქურდობის მუხლით ასე გამოიყურება:  2018 წლის …

შსს: ზარი მესამეკლასელი გოგონას მობილურზე „ლურჯ ვეშაპს“ არ უკავშირდება

ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მესამეკლასელი ბავშვის მობილურზე უცხო ზარი 21 მარტს განხორციელდა. არასრულწლოვნის მშობელმა უცხო ზართან დაკავშირებით გამოძიებას მიმართა, რადგან მშობლის თქმით, შესაძლოა ამ ზარს კავშირი ჰქონოდა საშიშ ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“. დღეს, 24 მაისს, შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უცხო ზარი არასრულწლოვანი გოგონას მობილურზე შემთხვევით განხორციელდა და „ლურჯ ვეშაპს“ არ უკავშირდება. „გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხა ზარის …

თავის არეში დაჭრილ 17 წლის მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა 

გუშინ, ხელვაჩაურელი 17 წლის მოზარდი, თავის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჭრილობა სანადირო თოფით არის მიყენებული. კლინიკა „მედინაში“ ამბობენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა, თუმცა შესაძლებელია მოზარდი გადარჩეს. მოზარდს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.

განაჩენი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ არასრულწლოვნებს

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ორ არასრულწლოვანს საპროცესო შეთანხმება დღეს, 26 ივნისს, გაუფორმა პროკურატურამ. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მასობრივ ძალადობაში ბრალდებული არასრუწლოვნების შემთხვევა დახურულ სხდომაზე განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 17 წლის მაგსუდ ბ. წელიწადნახევრის შემდეგ გათავისუფლდება პატიმრობიდან. სამი წლის განმავლობაში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება. სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა არასრუწლოვან ირაკლი ჩ.-საც. ის აქამდე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. საპროცესო …

Exit mobile version