ოკუპანტებმა „აზოვსტალს“ ფოსფორის ბომბები დაუშინეს – „ჯოჯოხეთი ჩამოვიდა მიწაზე“

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ალყაში მოქცეულ „აზოვსტალის“ ქარხანაზე იერიშს ყველა არსებული რესურსით. „მარიუპოლი. აზოვსტალი. ისევ – ციდან, ზღვიდან, მიწიდან. გუშინ ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს აალებადი ან ფოსფორის ბომბები მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ (დასკვნები სპეციალისტებმა გააკეთონ)“, – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ მარიუპოლის მერის მრჩეველ პეტრ ანდრიუშჩენკოვზე დაყრდნობით, რომელიც მტკიცებულების სახით ვიდეოსაც აქვეყნებს. ანდრიუშჩენკოვის თქმით, თავად ოკუპანტები …

 „აქ სიკვდილი ხშირად აშორებს წყვილებს“ – მარიუპოლის მცველი ქალი

მარიუპოლის მცველი ვალერია, იგივე ნავა და უკრაინელი მესაზღვრე ანდრეი აზოვსტალში დაქორწინდნენ. თუმცა, ქორწინებიდან სამი დღის შემდეგ ანდრეი რუს სამხედროებთან ბრძოლის შედეგად დაიღუპა. ვალერია მათი სიყვარულის ამაღელვებელ ისტორიას ჰყვება ვიდეოში, რომელიც აზოვსტალშია ჩაწერილი. ისინი პირველად მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ვალერია (ნავა) სასაზღვრო რაზმში მსახურობდა. “დონეცკის სასაზღვრო რაზმში ვმსახურობდი. მაშინ მეთაურის თანაშემწე ვიყავი, პრესსამსახურის უფროსი. ჟურნალისტებთან ვმუშაობდი …

აზოვსტალში დაღუპული მებრძოლის მეუღლეს მე-3 შვილი გაუჩნდა, მას ქმრის მეგობრები დახვდნენ

„აზოვის“ პოლკის დაღუპული მებრძოლის ცოლს, ტატიანას ზაპოროჟიეს სამშობიაროდან გამოსვლისას რამდენიმე ადამიანი დახვდა. თავად მამა შვილის დაბადებას ვერ მოესწრო – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“. ქალმა მესამე ბავშვზე იმშობიარა და მას სრულიად მარტოს მოუწევს შვილების გაზრდა. უნიანის თქმით, ეს არ არის ამ ქალის ცხოვრებაში ერთადერთი განსაცდელი: მან ომში დაკარგა დედა და ძმა. ახლა ის სრულიად მარტოა სამ …

უკრაინა გეგმავს მძიმედ დაჭრილების გამოყვანას აზოვსტალიდან – შუამავალი თურქეთია

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან, „აზოვსტალიდან“, ევაკუაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, პროცესი კი მძიმედ დაჭრილების გადარჩენით დაიწყება. ვერეშჩუკმა წუხელ უკრაინულ ტელევიზიას განუცხადა, რომ მოლაპარაკების ახალი რაუნდი უკვე დაწყებულია და წითელი ჯვრის წარმომადგენლები რუსებთან შეხვედრას დღეს, 13 მაისს, გამართავენ. მინისტრის თქმით, მოლაპარაკების ამ რაუნდში შუამავალი თურქეთი იქნება. ვერეშჩუკი პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს პროცესის …

საზღვაო ქვეითი ვოლინა მსოფლიოს მიმართავს და „აზოვის პოლკის“ გადარჩენას სთხოვს – ფოტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა ფეისბუქის პირად გვერდზე მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროს მიმართავს და მათ მარიუპოლის გარნიზონის გადარჩენაში დახმარებას სთხოვს. ვოლინას დანაყოფი „აზოვსტალში“ იბრძვის. „თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ შერჩა საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანები ჯერ კიდევ ახერხებენ სხვისი ტანჯვისა და ტკივილის განცდას, თუ დახმარების მუდარას შეუძლია გამოიწვიოს მოქმედება, …

ტყვედ არ ჩაბარდებიან, რუსები მათ მოკლავენ – „აზოვსტალში“ დაჭრილი მებრძოლის ცოლი

უკრაინული 24-ე არხი აქვეყნებს „აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლის ცოლის, იულია ფედოსიუკის ნაამბობს. იულიას ქმარი ფეხშია დაჭრილი. _____________________________ „29 წლის ვარ. ომამდე რადას დეპუტატის თანაშემწედ ვმუშაობდი. ჩემი ქმარი, არსენ ფედოსიუკი, მარიუპოლის მცველი პოლკის მებრძოლია, აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებიდან, 2014 წლიდან იბრძვის. ომში ის კიევ-მოგილიანსკის აკადემიის დასრულებისთანავე წავიდა. პროფესიით ისტორიკოსია, აქტიურად მონაწილეობდა მაიდანის აქციებში. მაიდანის შემდეგ წავიდა ომში. …

ჩვენთვის ქვეყნის ინტერესები სიცოცხლეზე მაღლა დგას – „კალინა“ მარიუპოლის დაცვაზე

მიუხედავად იმისა, რომ მარიუპოლის მცველები 2 თვეზე მეტია მტრის ალყაში იმყოფებიან, მაინც აგრძელებენ რუსი ოკუპანტების მოგერიებას. ისინი ამას საკუთარი სიცოცხლის ფასად აკეთებენ. ამის შესახებ უკრაინულ „24-ე არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა მარიუპოლის მცველმა, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, რომელსაც იცნობენ მეტსახელით – „კალინა“. „ჩვენთვის ქვეყნის ინტერესები ჩვენს სიცოცხლეზე უპირატესია. რატომღაც ასე მოხდა. დაჭრილების, ჩვენი დაღუპული ძმების სიცოცხლეზე მეტად …

აზოვის მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილს ნიშნავს – ოფიცერი აზოვსტალიდან

დღეს, 8 მაისს, აზოვსტალიდან მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს „აზოვის“ პოლკის ოფიცრებმა, სადაც ბევრ საკითხთან ერთად პოლკის  გადარჩენის ვერსიები განიხილეს. აზოვის პოლკის დაზვერვის ოფიცრის, ილია სამოილენკოს თქმით, პოლკის მებრძოლებისთვის დანებება სიკვდილის ტოლფასია. მისი თქმით, რუსები ავრცელებენ პროპაგანდისტულ ვიდეოებს, სადაც უკრაინელ სამხედროებს დანებების შემთხვევაში ღირსეულ მოპყრობას ჰპირდებიან, თუმცა შემდეგ მათ კლავენ. ოფიცრის თქმით, ამ სიტუაციაში მათთვის არსებობს რამდენიმე …

„არიან ჯარისკაცები, ვინც ოჯახის გამო წუხს, მაგრამ არა მე“ – აზოვის პოლკის ოფიცრების პრესკონფერენცია 

მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში თავშეფარებულმა მებრძოლებმა დღეს, 8 მაისს, პრესკონფერენცია გამართეს. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მარიუპოლს 24 თებერვლის შემდეგ იცავენ, ბლოკადაში არიან. რუსეთის შეიარაღებული ძალები განუწყვეტლივ ბომბავს აზოვსტალის ტერიტორიას. პრესკონფერენციის ტრანსლაცია უკრაინულმა გამოცემა „Hromadske“-მ უზრუნველყო.  ჟურნალისტების კითხვებს „აზოვსტალის“ ბუნკერიდან აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და დაზვერვის ოფიცერი ილია სამოილენკო პასუხობდა. ილია სამოილენკო დაადასტურა ღალატის ამბავი …

რუსეთი დემონსტრაციულ უარს აცხადებს ნებისმიერ კომპრომისზე – პოდოლიაკი მარიუპოლის შესახებ

მსოფლიო გვთავაზობს მარიუპოლელი ხალხის გადასარჩენად დახმარებას, თუმცა რუსეთი ყველა შეთავაზებას გამორიცხავს – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსები ჰუმანიტარული კომპონენტის თვალსაზრისით, დემონსტრაციულად აცხადებენ უარს ნებისმიერ კომპრომისზე. გუშინ აზოვის პოლკის მეთაურის მოდგილემ, სერგეი ვოლინამ განაცხადა, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე „600-მდე სამხედრო მოსამსახურე გვყავს სხვადასხვა დაზიანებით, რომელთაც სამედიცინო …

ღამით რუსეთმა მარიუპოლზე 50 ავიადარტყმა განახორციელა – პოლკი “აზოვი”

პოლკი „აზოვი“ აცხადებს, რომ მარიუპოლში, გასული ღამის განმავლობაში 50 საჰაერო შეტევა დააფიქსირეს. „აზოვი“ მიმართავს ხელისუფლებას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქალაქის გასათავისუფლებლად ან მოახერხონ მარიუპოლის მცველებისა და მოქალაქეების ევაკუაცია. მიმართვა ტელეგრამის არხზე „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა გაავრცელა. „ამ ღამით იყო ფოსფორული ბომბების კოლოსალური რაოდენობა, 50 ავიადარტყმა, რაკეტები, ყველაფერი, რის გამოყენებაც კაცობრიობის წინააღმდეგ ბარბაროსს შეუძლია“, – …

დაჭრილი სამხედროები და მოქალაქეები „აზოვსტალში“ უმძიმეს პირობებში არიან | ფოტო

მარიუპოლის ქარხანაში ადამიანები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან. „აზოვსტალში“ დაახლოებით 2 ათასი მოქალაქეა – ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები, მათ შორის არიან დაჭრილებიც – ამ ინფორმაციას ტელეგრამის არხზე მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს. „ისინი ანტისანიტარიასა და საშინელ პირობებში არიან. მედიკამეტების გარეშე. უმძიმესია ვითარება სასმელი წყლისა და საკვების თავსაზრისით. მათ დაუყოვნებლივ შველა სჭირდებათ“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში. უწყებამ ასევე გაავრცელა …

„დავიხოცებით, მაგრამ არ დავთმობთ“ – „აზოვის“ ქართველი მებრძოლი

„აზოვის“ პოლკის ერთ-ერთმა დამაარსებელმა გიორგი ქუფარაშვილმა, „დროების“ ეთერში იმაზე ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში დატოვებს „აზოვი“ მარიუპოლის აზოვსტალს და რა შემთხვევა – არა. გიორგი ქუფარაშვილის თქმით, ამ დროისთვის მებრძოლების განწყობა არის ასეთი – „აზოვი“ არ აპირებს იქიდან გამოსვლას, თავის დაღწევას. ეს ბიჭები ყველანი დარჩებიან ბოლომდე“. მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკისგან იყო შეთავაზება, რომ დაეტოვებინათ მარიუპოლი, თუკი თვითონ …

„აზოვსტალი“ – მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე

ევროპის ეს ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული ქარხანა, რომელიც საპორტო ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის დასაყრდენი იყო, ახლა უკრაინის სამხედრო დასაყრდენად იქცა – 11 ათას კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ტერიტორია, თავისი მიწისქვეშა გვირაბებით, ათასობით უკრაინელი სამხედროს და მშვიდობიანი მოქალაქის თავშესაფარია. მოსკოვმა „აზოვსტალში“ გამაგრებულ სამხედროებს ულტიმატუმი არაერთხელ წაუყენა, თუმცა მარიუპოლის ალყაში მყოფი დამცველები დანებებაზე უარს ამბობენ. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ …

ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულებისთვის შესაძლოა ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნას – ვერეშუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, მიღწეული შეთანხმებით, დღეს, 2022 წლის 20 აპრილს,  14:00 საათიდან ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას მარიუპოლიდან ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების ევაკუაციისთვის. „მარიუპოლში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარებიდან გამომდინარე, მთელ ჩვენს ძალებს სწორედ ამისკენ მივმართავთ. მოვახერხეთ წინასწარი შეთანხმება ჰუმანიტარულ დერეფანზე ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის. შეკრება მარიუპოლში დღეს, 20 აპრილს, 14:00 საათიდან, ტაგანროგისა და ტაგანროგის …

„ჩვენ შეიძლება საათებიც კი დათვლილი გვაქვს“ – მიმართვა მსოფლიო ლიდერებს „აზოვსტალიდან“

36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა, თავის ვიდეომიმართვაში მსოფლიო ლიდერებს მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენას სთხოვს.   სერგეი ვოლინა ჰყვება, რომ ვითარება ძალიან მძიმეა, ქარხანაში უკვე 500-ზე მეტი დაჭრილი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა. „ეს არის მსოფლიოსადმი ჩვენი მიმართვა, რომელიც შესაძლოა უკანასკნელი იყოს. ჩვენ, შეიძლება, დღეები და საათებიც კი გვაქვს დათვლილი. …

Exit mobile version