
hjagsgajsd
ჩემი პირველი გეგმაა დავუბრუნდე ჩემს სამშობლოს (გერმანიას). წიგნს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით დაპირება მაქვს მიღებული. ასევე 2013 წელს უამრავ საღამოს ჩატარებას ვგეგმავ. დიდი სურვილი მაქვს თბილისშიც მოვახერხო ერთი საღამოს ჩატარება.
აჭარის განათლების სამინისტროს 2013 წლის პრიორიტეტები
განათლების სამინისტროს პრიორიტეტებში კვლავ რჩება სკოლების რეაბილიტაცია. იგეგმება ერთი ახალი სკოლის მშენებლობა ქობულეთში, რისთვისაც ბიუჯეტში სამი მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამინისტრო აგრძელებს სასკოლო წიგნების დაფინანსების პროგრამას, თუმცა უარს ამბობს მოსწავლის ფორმების დაფინანსებაზე. განათლების მინისტრის, გია თავამაიშვილის აზრით, სასკოლო ფორმამ არ გაამართლა, „რადგან მან თავისი ფუნქცია დაკარგა და უბრალოდ, ტანსაცმლად გადაიქცა“.
სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სახელმძღვანელოებზე ბიუჯეტიდან 270 ათასი ლარი დაიხარჯება. შენარჩუნდება სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაც, ერთი სტუდენტის დაფინანსებისთვის დაახლოებით 2250 ლარია გათვალისწინებული, განათლების სამინისტრო სულ 226 სტუდენტს დაეხმარება.
სკოლებში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად კი ბიუჯეტში 96 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამინისტრო აფინანსებს სკოლის კლუბების ხელშეწყობის პროგრამასაც, რისთვისაც 35 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული.
უცხოეთში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამაზე დაიხარჯება 35 ათასი ლარი, ხოლო კინოწარმოების ხელშეწყობისთვის – ასი ათასი ლარი: `განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს პროგრამა ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებისთვის, რომლებიც დოკუმენტურ თუ სხვა ჟანრის ფილმებზე იმუშავებენ~ – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, მოთხოვნა იყო სკოლა-პანსიონების დაფინანსების ზრდაზე, თუმცა „წარმოდგენილი პროექტები არ იყო სრულყოფილი, რის გამოც სამინისტრომ ბიუჯეტში არ გაითვალისწინა ეს საკითხი“ – დასძინა გია თავამაიშვილმა.
კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული. იგეგმება ხიხანის ციხის ტერიტორიაზე სასმელი წყლის მიყვანა, არქეოლოგებისთვის სახლის მოწყობა და აღმოჩენილი ეკლესიის ნაშთების რეაბილიტაცია. მომავალი წლისათვის დაგეგმილია არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციაც, რისთვისაც ბიუჯეტში ერთი მილიონ 220 ათასი ლარია გათვალისწინებული.
მიზნობრივი პროგრამა გათვალისწინებულია მხატვრებისთვისაც. კონკურსის წესით შეირჩევა ოთხი მხატვარი, რომლებიც კვალიფიკაციას დანიასა და გერმანიაში აიმაღლებენ. პროგრამა საქართველო-დანიის პარტნიორული პროექტის ფარგლებში დაფინანსდება. დანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად დაგეგმილია მუსიკალური სკოლის მოსწავლეების გამგზავრებაც, თუმცა როგორც მინისტრი ამბობს, ეს ჯერ კიდევ მოლაპარაკებების საგანია.
განათლების მინისტრმა სპორტის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის იდეაც დააყენა. გია თავამაიშვილი ამბობს, რომ სურვილი აქვს საწყის საფეხურებზე სპორტული სექციები სახელმწიფომ დააფინანსოს, თუმცა ჯერ არ იცის, ეს რამდენად იქნება შესაძლებელი.
ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან გარკვეული რეკომენდაციებიც გაიცა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ნინო ტავლალაშვილის განცხადებით, სამინისტრომ ახალი სკოლების რეაბილიტაციის ან მშენებლობის დროს უნდა გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილებისთვის საჭირო ნორმები. მინისტრის განმარტებით, შშმ პირთა გადაადგილება საერთაშორისო სტანდარტებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ახალ სკოლაში, რომლის მშენებლობაც ქობულეთშია დაგეგმილი: „სკოლას ექნება ლიფტიც, რომ მოსწავლეებმა, ვინც ეტლებით გადაადგილდება, შეძლონ მეორე და შემდგომ სართულებზე გადაადგილება. სხვა სკოლებში კი მხოლოდ სკოლის პირველ სართულზე იქნება შესაძლებელი ეტლით გადაადგილება. ლიფტები დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ვერ შევძლებთ“.
ნინო ტავლალაშვილი შეეხო მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში ნაკლებკვალიფიციური პედაგოგების მუშაობასაც. მისი განცხადებით, ისეთ საგნებს როგორიცაა „სამოქალაქო განათლება“, ან „სახელმწიფო“, ძველი მენტალობის პედაგოგები ასწავლიან: „ერთ-ერთი მასწავლებელი საქართველოს კონსტიტუციას 1996 წლის ვერსიით ასწავლიდა მოსწავლეებს, ცვლილებების გარეშე. ვფიქრობ ასეთი პედაგოგები არათუ ვერ აამაღლებენ მოსწავლეთა განათლების დონეს, პირიქით ზიანსაც მიაყენებენ, ამიტომ კადრებზე სამინისტრომ უნდა იზრუნოს“.
ახალგაზრდულმა ორგანიზაცია Aრტწაყ-მ უსინათლო მოსწავლეებისა და სტუდენტების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მათი წარმომადგენლის განცხადებით, უსინათლო ადამიანების დიდმა ნაწილმა არ იცის კითხვა, რადგან არ ჰყავთ სპეციალისტი, ვინც ბრაილის შრიფტს ასწავლის მათ. აჭარაში სულ 400-მდე უსინათლოა რეგისტრირებული. ორგანიზაციის განცხადებით, აქედან სულ რამდენიმე მათგანმა იცის კითხვა. განათლების მინისტრის თქმით, პრობლემა არა მარტო კითხვის შესწავლაშია: `როგორც აღმოვაჩინე, უსინათლოებს ვერც უნივერსიტეტი ეხმარება, რადგან სტუდენტი აბარებს გამოცდებს, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი ჩერდება. მას არ აქვს შესაბამისი ლიტერატურა შემდგომი განათლებისთვის, გამოდის, ტყუილად იღებენ სტუდენტებს“.
ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდმა“ სმენადაქვეითებული ბავშვების სპორტულ აქტივობებში ჩართვის საკითხი წამოსწია წინ და განათლების სამინისტროს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება სთხოვა. ორგანიზაცია „ინტელექტის“ ხელმძღვანელის, ლევან გობაძის აზრით კი, სკოლებში დაბალი დონეა ზუსტი მეცნიერებების სწავლის მხრივ, რაზეც სამინისტროს უფრო მკვეთრი რეაგირება უნდა ჰქონდეს. „ოლიმპიადებიდანაც კარგად ჩანს, რომ მოსწავლეების მცირე რაოდენობა ახერხებს მესამე ტურში გადასვლას. მაღალმთიანი რეგიონებიდან კი გასულ წელს არც ერთი მოსწავლე არ გასულა. მომავალი ტექნოლოგიებს ეკუთვნის, ამიტომ მათემატიკის სწავლება, ვფიქრობ, უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიდეს სკოლებში“.
მინისტრის განცხადებით, ცვლილება იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დებულებაში და შეიცვლება კომისიის შემადგენლობაც: „თუკი ჩვენ გვინდა რომ კომისია იყოს ქმედუნარიანი, კომისია უნდა იყოს კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული, რომ მათი დასკვნები იყოს კვალიფიციური“. მინისტრის განცხადებით, იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის სტრუქტურული ცვლილებაც.
ქობულეთის გამგეობაში აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი იმყოფება
ესსს
ბათუმში ჟურნალისტები სპეცუბანზე არ შეუშვეს
ჟურნალისტების საპროტესტო აქცია ცესკოსთან
ინციდენტი სამკერვალო ფაბრიკაში
ამ წუთებში პოლიცია იმყოფება ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკა „ბტმ” -ის შენობაში. როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტები გვატყობინებენ, მათი ინფორმაციით, „ერთ-ერთ ბრაგადის უფროს ქალს, ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა (რომელიც თურქეთის მოქალაქეა) სამუშაოს არასათანადო შესრულების მოტივით, შეუსრულებელი სამუშაო მიაყარა. ფაბრიკის თანამშრომლებმა სამუშაო მიატოვეს პროტესტის ნიშნად და გარეთ გამოვიდნენ.“
ადგილზე ხელვაჩაურის პოლიცია მოვიდა და ამ წუთებში თანამშრომლები პოლიციაში იმყოფებიან. შენობასთან მყოფ ჟურნალისტებთან ფაბრიკის ხელმძღვანელობა ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ფაბრიკა თურქულ კორპორაცია ATK-ის ეკუთვნის, რომლის შვილობილ კომპანიას საქართველოში BTM Textile წარმოადგენს.
„ბათუმელები” მომხდარ ფაქტს ამოწმებს და უახლოეს წუთებში მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.
წამება – საქმე, რომელიც შეიძლება ჰააგამდე მივიდეს
როდესაც დასტურდება, რომ ადამიანებს აწამებენ ინსტიტუციურად, ამ შემთხვევაში როგორია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?
ინსტიტუციურად ეს უნდა შეაფასოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჰააგის სასამართლომ. არსებობს გარკვეული მექანიზმები, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცედურაა და პასუხისმგებლობაც კონკრეტულ ადამიანებთან მიდის, შეიძლება პრეზიდენტის ან რომელიმე მინისტრის გასამართლება მოითხოვო… მაგრამ ეს არის მრავალწლიანი პროცედურა, ასეთი მასშტაბური მტკიცებულებები, ჯერჯერობით, არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც წამების ცენტრის თანამშრომელი, დარწმუნებული ვარ, ეს იყო წინასწარგანზრახული, გამიზნული გეგმა. სიტუაციის მართვის გეგმაში წამებას თავისი კონკრეტული და უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა.
ამ პატიმრების წამების საქმე ჰააგის სასამართლომ რომ განიხილოს, რა მტკიცებულებებია საჭირო?
უნდა დამტკიცდეს, რომ ამაში მონაწილეობდა ყველა ის პირი, ვინც სისტემას მართავდა. უნდა დამტკიცდეს, რომ წამების შესახებ იცოდა ხათუნა კალმახელიძემ, დიმიტრი შაშკინმა, ბაჩო ახალაიამ და ისინი მოქმედებდნენ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც მათ მიიღეს ზემოდან – პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტისგან. ამ ადამიანებმა ადგილობრივ სასამართლოებში უნდა გაიარონ ყველა ეტაპი და შემდეგ საერთაშორისო სასამართლო. თუ სტრასბურგში დაგროვდა საკმარისი მასალები, შემდეგ უკვე ჩაერთვება საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც იტყვის, არის თუ არა ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული.
ანუ მსხვერპლმა ისევ ქართულ სასამართლოებში უნდა ამტკიცოს, რომ მას ჯალათები აწამებდნენ?
რა თქმა უნდა, მაგრამ მეტ-ნაკლებად სამართლიანი სასამართლოც კი ამას ვერ გაექცევა. ჩვენ გვახსოვს მასობრივი წამების ფაქტები, განსაკუთრებით ორთაჭალის ციხის დაშლა, როცა პატიმრები გლდანში გადაჰყავდათ. სპეცრაზმთან ერთად ბაჩო ახალაია უსწორდებოდა პატიმრებს. თუ ეს დამტკიცდა, ძალიან დიდი სკანდალი იქნება. სამართლიანი სასამართლოს პირობებში ეს მარტივად დამტკიცებადია.
ამასთან, თუ წამება დაკავშირებულია მსხვერპლის მიერ მიცემულ ჩვენებასთან, მაშინ საქმე იშლება – ჩვენება მთლიანად ძალადაკარგულია… სასამართლო სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ აღიარებით ჩვენებაზე იყო დაყრდნობილი, შეიძლება მალე კრახის წინაშე დადგეს. თუ დამტკიცდა, რომ წამებას ჰქონდა ჩვენების გამოძალვის ხასიათი, ეს ხდებოდა ადამიანებისგან ფულის გამოძალვის, საპროცესო შეთანხმების, მათი აგენტებად ქცევისთვის, ან უბრალოდ მათი თავიდან მოშორების მიზნით, ეს იქნება ერთ-ერთი კომპონენტი საერთაშორისო ტრიბუნალის დანიშვნისა.
ორთაჭალის ციხის შემთხვევაში მტკიცებულებები არსებობს?
რა თქმა უნდა. ეს ადამიანები იყვნენ საღსალამათები ორთაჭალის ციხეში და შემდეგ მრავალი მათგანი გლდანის ციხეში ხერხემალგადამტვრეული მიიყვანეს. ვინც ცოცხალი დარჩა, დადიან ეტლებით, მრავალ მათგანს აქვს მოტეხილობა – ნეკნების, კიდურების, თავის, აქვთ ნაჭდევები. არის უამრავი ჩვენება და სამედიცინო პროფილის ჩანაწერი… გარდა ამისა, პოლიციელები, ქურდებისგან განსხვავებით, როგორც წესი, ძალიან მალე იძლევიან აღიარებით ჩვენებას, ასევე ადვილად ადებენ ხელს ბრძანების მიმცემებს. ამის დამტკიცება პრობლემა ნამდვილად არ იქნება.
მტკიცებულებები რა სახის უნდა იყოს, მოწმეების ჩვენება საკმარისია?
ეს უნდა იყოს მოწმეების დაკითხვა, მათი დაზიანების შეფასება, არეალი – რამდენ საპატიმროში ხდებოდა ასე, რა მიზეზით ხდებოდა, რა იყო წამების მიზანი. ყველა კომპონენტს დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც წამებას აქვს ასეთი ტოტალური, მასობრივი და ინსტიტუციური ხასიათი, ეს არის დანაშაული ადამიანების წინაშე.
თქვენი, როგორც სპეციალისტის აზრით, ის, რაც ვნახეთ, არის თუ არა სისტემური დანაშაული?
რაც ვნახეთ, იმის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული და ამ დანაშაულს სახელმწიფო უკვეთავდა. მე მისაუბრია ძალადობის მსხვერპლთან, მას გადაღებული ვიდეომასალით აშანტაჟებდნენ, მოაწერინეს ხელი თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე და ითხოვდნენ მისგან ინფორმაციას
ამ ადამიანს არც მკურნალობა უნდოდა, არც ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, იმიტომ მოვიდა, რომ გაეგო, როგორ დაეღწია თავი სპეცსამსახურებისთვის. მხოლოდ ეს იყო მისთვის მნიშვნელოვანი.
მსხვერპლთა მიმართ სახელმწიფოს რა ვალდებულება აქვს?
ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც აწამეს, აუცილებლად უნდა გაიაროს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია. აუცილებლად უნდა მიიღოს კომპენსაცია. სახელმწიფოს აქვს უფლება სასამართლოს გარეშე, ამ ადამიანებზე პირდაპირ აიღოს ვალდებულება, ანუ აღიაროს თავისი დანაშაული სასამართლოების გარეშეც. ტუღუშმა უკვე გამოაცხადა, რომ დაწყებულია მათი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციის პროცედურები. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უკვე აღიარა, რომ ისინი წამების მსხვერპლნი არიან. სხვა შემთხვევებში ამის დამტკიცება მოუწევთ პირებს, ან პირთა ჯგუფებს.
კომპენსაციას თავად სახელმწიფო განსაზღვრავს?
შეიძლება სახელმწიფომ თვითონვე განსაზღვროს კომპენსაცია, თუ მოურიგდა მხარეს. თუ ვერ მოურიგდა, მაშინ ევროსასამართლო განსაზღვრავს.
ისინი შეიძლება გამოუშვან კიდეც… ის საწყალი ბიჭუნა, რომლის სახელი და გვარიც დაასახელეს, იმედი მაქვს, რომ უკვე გაათავისუფლეს. თუ არ არის გათავისუფლებული, შევეცდები მაქსიმალურად გავახმაურო, რომ ეს ბავშვი მაინც გამოუშვან და სხვა არასრულწლოვნებიც. ცნობილია, რომ ეს ყმაწვილი ნარკოდანაშაულისთვის ზის. ეს ადამიანი ჯერ სისტემამ გაწირა და დაასახიჩრა და მერე ჩვენ, საზოგადოებამ, მის ხარჯზე, ჩვენი სურვილების რეალიზაცია მოვახდინეთ – სახელი, გვარი გამოვაცხადეთ, დამნაშავე რეჟიმი რომ გვემხილებინა. ამით ჩვენ მივაღწიეთ შედეგს, მაგრამ მას ფეხებით შევდექით.
ყოფილი სახალხო დამცველისთვის ციხეების ჩაბარების შემდეგ შეიძლება ვირწმუნოთ, რომ ვიღაცებს კვლავ არ აწამებენ?
არ გამოვრიცხავ წამების გაგრძელებას – უამრავი ჯალათი ისევ ციხეებში მუშაობს. შეიძლება მერვეში არაფერი ხდება, მაგრამ ქსანია, ქუთაისია, რომელიც ცნობილი იყო წამებით, ათობით დაწესებულებაა, სადაც იგივე ხალხია. არ გამოვრიცხავ, ჯურღმულებში დღესაც იმავეს იმეორებდნენ ჩვენების გამოსაძალად, განსაკუთრებით პოლიტიკური შეკვეთები არსებობს – შეიძლება ადამიანებს აიძულონ მათთვის სასურველი ჩვენების მიცემა. შეიძლება ეს ადამიანები ჩვენ უახლოეს დღეებში ვიხილოთ ტელეეკრანებზე. არც ამას გამოვრიცხავ.~
ამ ყველაფერში როგორია გიორგი ტუღუშის პასუხისმგებლობა?
ჩვენ გვყავს გიორგი ტუღუში ციხის მინისტრად, მაგრამ აღარ გვყავს ომბუდსმენი, წარმოგიდგენიათ, დაჩი ცაგურია სცემეს პოლიციაში, ვის უნდა მიმართოს ამ ადამიანმა ძალიან საინტერესოა, სახალხო დამცველი არ გვყავს ქვეყანაში და ვერც ავირჩევთ, რადგან მას მხოლოდ პარლამენტი ამტკიცებს…
რაც შეეხება წამების მსხვერპლთ – ამ ჯგუფთან მიმართებაში გიორგი ტუღუში მთლად სპეტაკი არ არის. იყო პატიმარი, რომელმაც წერილი გამოაგზავნა, რომ ერთ კვირაში მოკლავდნენ. ის ერთ კვირაში მართლაც ჩამომხრჩვალი იპოვეს… ამ ადამიანის სიცოცხლე ტუღუშის სინდისზეა – ის ვალდებული იყო მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ჰყოლოდა ეს პატიმარი. როდესაც პატიმარი აცხადებს, რომ არ აპირებს თვითმკვლელობას, მაგრამ მას აუცილებლად მოკლავენ, ეს იბეჭდება მედიაში, გადის ტელევიზიებში და ამ ადამიანს კლავენ, შენ ამ პასუხისმგებლობას ვეღარ გაექცევი. ის ვალდებული იყო, ამ ბიჭისთვის მიეხედა.
გარდა ამისა, 2010 წელს ტუღუშმა განაცხადა, რომ ჩვენს საპატიმროებში არა თუ სისტემური, წამება საერთოდ არ არის, როდესაც, ფაქტობრივად, აპოგეა იყო წამების. მან თავის მონიტორინგის ჯგუფში შეიყვანა ისეთი ადამიანები, რომლებიც საკმაოდ აპელირებულები იყვნენ ხელისუფლებასთან. წინა ჯგუფის დროს წამების ასეთი ფაქტები აუცილებლად გახმაურდებოდა.
რა პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოებას?
ყველა ჩვენგანი არის დამნაშავე და ეს უნდა ვაღიაროთ. მაგრამ მეორე მხრივ, ვიცი, რომ თქვენი გაზეთი ბევრ ფაქტზე წერდა, ასევე ძალიან ბევრ ფაქტზე წერდა ჩვენი ორგანიზაცია, ტელევიზიებში იყო ათობით ჟურნალისტური გამოძიება წამების შესახებ. ვისაც გვევალებოდა გავკიოდით, მაგრამ გარღვევას ვერ მივაღწიეთ. სხვათა შორის, ესეც ერთ-ერთი მტკიცებულებაა დანაშაულის სისტემურობის.
როდესაც გაეროს კომიტეტი, ევროკავშირის სპეციალური ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, სახალხო დამცველი, შენი უფლებადამცველები, პატიმრების ოჯახები გეუბნებიან, რომ შენთან ხდება წამება და შენ არ ინტერესდები, ეს არის დანაშაულის დაფარვა. ეს არის ფაქტი და ამას ვერ გაექცევა ჩვენი ხელისუფლება თუ, რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლო ჩავატარეთ…
როდესაც ადამიანს აუპატიურებენ ხელკეტით ან ჯოხით, ეს ადამიანი საზოგადოების თვალში ხდება კეთროვანი, სტიგმატიზებულია ის არათუ კრიმინალური სამყაროსთვის ციხეში, არამედ მისი უახლოესი მეგობრების, ნათესავების თვალშიც კი. სწორედ ეს აძლევს სისტემას ამ ადამიანების გაუპატიურების სურვილს. დენზე როცა აერთებენ ადამიანს, არ მივიჩნევ, რომ ის დამცირებულია, მაგრამ როგორც კი სექსუალური ძალადობაა, ეს ადამიანი საზოგადოების თვალში ნულის ქვევით ჩამოდის. სწორედ, ეს არის ძირითადი საფუძველი სექსუალური ძალადობის. ეს სტიგმა რომ არ არსებობდეს საზოგადოებაში, ამგვარ ბარბაროსულ ქმედებებს მხოლოდ წმინდა წყლის მანიაკები ჩაიდენდნენ, ანუ სისტემა ასეთ დანაშაულს არ შეუკვეთავდა.
საზოგადოებამ ამას თუ არ შეხედა სხვანაირად, ჩვენ ვიქნებით საზოგადოება ბარბაროსული ელემენტებით.
„თუ ახალია არ გადადგება, შიმშილობას გამოვაცხადებთ”
კონსტიტუცია ხუთი წლისაა
აჭარის კონსტიტუცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2008 წლის 20 თებერვალს მიიღო. მოგვიანებით, ამავე წლის 15 ივლისს კი საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.
ახალი კონსტიტუცია აჭარის ა/რ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის შემდეგ არის პირველი ძირითადი კანონი, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
„ეს დოკუმენტი სრულად პასუხობს დღეს იმ მოთხოვნებს რაც არის საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს კონსტიტუციურ კანონში. ჩვენი რეგიონისთვის განვითარებისთვის და მოწყობისთვის ყველაფერია ამ დოკუმენტში,“ – ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე, რომელიც კონსტიტუციის მიღების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.
საქართველოს კონსტიტუციისგან განსხვავებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება შევიდა. ცვლილება უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის სამით გაზრდას ეხებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ნოდარ დუმბაძის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარემ გუშინ „ტელეარხ 25“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. ჟილინის არხის მშენებლობისათვის დამატებით 4 მილიონის მოძიება იყო საჭირო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ნინიას ნახატები
aa
თაკო შოთაძე
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე, მინისტრი გიორგი თავართქილაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2 თებერვალს სოფელ ხუცუბანში, ფილების ქარხანაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრი ამბობს, რომ საწარმო ,,ლეგის“ ფუნქციონირება არ შეუწყვეტია:
„ის საწარმო ერთი კვირის წინ მოვინახულე და მილიონის ნაცვლად, რვა მილიონის ინვესტირება აქვთ გაკეთებული. ტელევიზიით როცა ვნახე, რომ პრეზიდენტი იმ საწარმოს დახურვაზე საუბრობდა, სადაც მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი, გავოგნდი. საწარმო არ გაჩერებულა, უბრალოდ ამ ეტაპისთვის ისვენებს, რადგან მას დამზადებული აქვს მილიონი ლარის პროდუქცია. ეს მხოლოდ სეზონური მოვლენაა და ზამთრის დასრულებისთანავე მუშაობას განაახლებს“.
საწარმო „ლეგ-“ში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: ,,ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ვიღაცეებმა სააკაშვილის ხუშტურები უწოდეს, ახლა შეჩერებულია. ობიექტებზე სადაც დასაქმებული იყო 7-8 ათასი ადამიანი, ახლა გაჩერდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უამრავი ადამიანი ლუკმა-პურის გარეშე დარჩა’’.
14 ხმა ერთის წინააღმდეგ –
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე საკრებულოს წევრებს მის გადაყენებასთან დაკავშირებით სხდომის მოწვევის მოთხოვნაზე პასუხობს:
საკრებულოს წევრთა 2013 წლის 23 იანვარის წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრული მე-2 საკითხი (საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი ჩავლეიშვილის არჩევა) გამომდინარებს პირველი საკითხიდან ამდენად შეუძლებელია ასევე ამ საკითხის განხილვა.
ამასთან თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის N 9 დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში (გადაყენება, გადადგომა და ა.შ.) საკრებულოს თავმჯდომარე არჩეული უნდა იქნეს მომდევნო უახლოეს სხდომაზე და არა იმავე სხდომაზე, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია თქვენს მიერ დასმულ საკითხებზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა. ეს პასუხი გიორგი კირთაძემ საკრებულოს იმ წევრებს გადაუგზავნა, რომლებმაც მის გადაყენებასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვდნენ.
ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს გიორგი კირთაძე აწერს ნათქვამია: „ მოგეხსენებათ, რომ თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 19 ნოემბერს საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდენ საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა, რის გამოც საკრებულოს რიგარეშე სხდომა ვერ შედგა და საკრებულომ ვერ შეძლო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის – საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის თანამდებობიდან გადაყენება.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის N 9 დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ თუ საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება. აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი მიზეზით (საკრებულოს სხდომა ვერ შედგა, საკრებულოს სხდომამ კენჭისყრით ვერ დაგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა და ა.შ.)საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურების დაწყება.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული ატესტაციის შედეგები ცნობილია
საატესტაციო კომისიის შეფასებით, დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება 2 საჯარო მოხელე, შეესაბამება -15, ნაწილობრივ შეესაბამება 9 და შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას – 1 თანამშრომელი.
საატესტაციო კომისიის ეს გადაწყვეტილება საჯარო მოხელეებს შეუძლიათ გაასაჩივრონ საპრეტენზიო კომისიაში.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არიან: აკაკი ძნელაძე, ირაკლი ჯაში, სულხან ღლონტი და რობერტ ჩხაიძე.
28 იანვარს ატესტაციას, რეგლამენტის მიხედვით, კიდევ 7 საჯარო მოხელე გაივლის.
დისკრიმინაცია რეგიონული ნიშნით „აიფონ +” -სგან
მაღაზია “iPhone+” – მა ბათუმში კონსულტანტისა და პროგრამული კონსულტანტის ვაკანსიები გამოაცხადა, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ სამუშაო ადგილი ბათუმშია, განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ვაკანსია არ ვრცელდება ბათუმელებზე.
რა გახდა
ტესტი – ლაბორატორია 3
ორჯერ ჩამოვაგდებთ ენტერ -ით აბზაცს და ისევ ვწერთ სტატიის ავტორის სახელსა და გვარს (ეს უნდა გაასწორონ საიტზე და მერე აღარ იქნება საჭირო, დასაწყისში დაწერილი ავტორი გამოჩნდება).
მას შემდეგ, რაც ჩავწერთ (ან ვორდის ფაილიდან გადავიტანთ) ლიდს, მოვნიშნოთ ტექსტი, გრაფის ზედა ნაწილში (რომელიც თითქმის იდენტურია ვორდის ფაილის) ვირჩევთ Fონტ შიზე და ვირჩევთ შრიფტის ზომას 3 (12 პტ) – ესაა თორმეტიანი შრიფტი, რომ ძალიან პატარა ასოები არ იყოს.

ექიმების აქცია. ნანა კვაჭაძის ფოტო
ლიდის ქვემოთ არის ფანჯარა, რომელსაც აწერია Bოდყ – ეს არის სტატიის ტექსტის ადგილი. ჩავსვამთ/ჩავწერთ ტექტს. გაითვალისწინეთ, აბზაცები ერთმანეთს დააშორეთ მინიმუმ ორი ენტერის დარტყმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ტექსტი ძალიან შეტყუპებული გამოდის და წაკითხვა უჭირს მკითხველს, ანუ ჰაერი რომ იყოს ტექსტში.
ტესტი – ლაბორატორია2
ტესტი – ლაბორატორია
მიდის თუ რჩება ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე
„ მე მივიღებ იმ გადაწყვეტილებას რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკრებულო, მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებთ“ – უთხრა ჟურნალისტებს ბათუმის საკრებულოს თავმჯმდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომლისთვისაც განცხადება მერის წასვლის თაობაზე სიურპროზი იყო: „ დავურეკე და ვუთხარი ეს რა სიურპროზი მომიწყვე მეთქი“
დააკმაყოფილებს თუ არა ბათუმის საკრებულო ქალაქის მერის ჯემალ ანანიძის განცხადებას გადადგომის თაობაზე ეს 13 ივნისს, ხუთშაბათს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გამოჩნდება.
იმ შემთხვევაში კი თუ საკრებულო ჯემალ ანანიძეს თანამდებობაზე დატოვებს მას ექნება „ვადებულებები ახალი უმრავლესობის მიმართ“ – ამის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა:
„თუ საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა დავრჩე და შეიძლება ასეც იყოს, ასეთ შემთხვევაში მე მექნება უკვე ახალი ვალდებულება ახალ უმრავლესობასთან. ამ შემთხვევაში გარკვეულწილად მენეჯმენტი უნდა გადახალისდეს რომ მერია იყოს აღმასრულებელი ორგანო.“
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საკრებულოში ჯემალ ანანიძის გადაყენება არ გადაყენების საკითხზე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი კირთაძის გადაყენების დღესვე დაიწყო საუბარი ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მასზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ქონია:
„…გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად ყოველგვარი პარტიული კონსულტაციების გარეშე, რადგან არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ გახლავართ. გადაწყვეტილება მივიღე იმ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ქალაქში და თვითმმართველობაში ვითარდება. ბათუმის მერის მოვალეობას არჩევნებამდე ორი თვით ადრე ვასრულებდი, ამ თანამდებობაზე არჩევნების შემდგომ რამდენიმე დღეში დავინიშნე მაშინ, როცა თვითმმართველობაში იყო ძალთა სხვა თანაფარდობა. ამის შემდგომ ქალაქშიც და პოლიტიკურ წრეებშიც წავიდა საუბარი იმაზე მე უნდა ვყოფილიყავი თუ არა ახალი გუნდის წევრი ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში რადგანაც ეს მითქმა-მოთქმა არ შეჩერდა, მათ შორის დეპუტატებს შორისაც, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.
ჩემი მუშაობის პერიოდში იყო პლიუსებიც მინუსებიც, იყო გაორებული მუშაობაც და ეს იყო არამარტო ჩემში არამედ მთელი მერიის კოლექტივში. შეიძლება ქონდეს მნიშვნელობა კონკრეტულ პიროვნებებსაც თუ ვინ იქნება ქალაქის მერი, რადგან ზოგადად ქალაქის გავითარება არ უნდა შეეწიროს პოლიტიკურ ინტრიგებს.“- ამბობს ჯემალ ანანიძე.
მოუწყობს თუ არა თავის მხრივ საკრებულოც სიურპრიზს ჯემალ ანანიძეს ამის შესახებ საკრებულოში ჯერჯერობით არ საუბრობენ , ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით „მერს უნდა გამოეცადა ენდობა თუ არა მას თვითმმართველობა და ეს რიგგარეშე სხდომაზე გამოჩნდება.“
საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის „ ბათუმის მომავლისათვის“ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე კომენტარს არ აკეთებს: „ ჯერ ჯემალ ანანიძე არ მინახავს, მოგვიანებით დამორეკეთ.“ საპასუხოს არც ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარეს ნუკრი დოლიძეს სცალია.
პოზიციას მხოლოდ საკრებულოს ფრაქციის „ბათუმისათვის“ თავმჯდომარე ნაზიბროლა ქობულაძე აფიქსირებს: „ მე ვფიქრობ ჯემალ ანანიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. თუმცა როგორც ჩანს მას აქვს იმედი, რომ დარჩება. “
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით განცხადბები მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა და ბაღების გაერთიანების დირექტორმაც დაწერეს.
სასამართლო დავა მორიგებით დასრულდაaa
სასამართლო დავა „ნინო ხოზრევანიძე ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ“ მორიგებით დამთავრდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჟურნალისტის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უარყო.
„ნინო ხოზრევანიძეს ტყუილი არ დაუწერია. მან გამოაქვეყნა სხვის მიერ შესრულებული მიმართვა,“ – ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ავთანდილ ბერიძემ აღნიშნა რომ მე არ გამივრცელებია ტყუილი. სწორედ ამას ვითხოვდი სასამართლოს მეშვეობითაც. შედგა მორიგება. მორიგებისკენ მოგვიწოდა სასამართლომ და მე კმაყოფილი ვარ იმით რაც ბატონმა ავთანდილ ბერიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. ყველასათვის ცნობილია 2013 წლის 11 თებერვალს ჩემს მიმართ გამოიყენა სიტყვები რომ ტყუილები გაავრცელე რის გამოც სასამართლოში შევიტანე სარჩელი,“ – განაცხადა ნინო ხოზრევანიძემ.
„ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ სარჩელი, საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე, ორი თვის წინ შეიტანა.
ხელისუფლება და იმედგაცრუებული ფერმერები
„მინდა მეცხოველეობის ფერმა გავაკეთო, მაგრამ დაფინანსებაზე ბანკები უარს მეუბნებიან. არც სახელმწიფოს აქვს ჩვენთვის დახმარება. მე იმედი მაქვს ბიძინა ივანიშვილის, რადგან ის ბიზნესმენია და იცის, რომ თუ ბიზნესი არ დაიწყე, ვერ განავითარე“-ამბობს ხელვაჩაურში მცხოვრები ანზორ ფასანიძე.
დამწყები ფერმერის თქმით ბანკებს მოძველებული მენტალიტეტი აქვთ: „იმედია ეს დამოკიდებულება შეიცვლება“.
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელის ბიძინა სიხარულიძის განცხადებით, თუ ფერმერის თანამონაწილეობა არ არის ბიზნესში, ისე ბანკი სესხს ვერ გასცემს, რადგან რისკები ძალიან დიდია. „სახელმწიფოს მხრიდან საუბარია მხოლოდ ოცდაათპროცენტიან გარანტიაზე, თუმცა ხელისუფლება ამ საკითხზეც ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული“.
დამწყები ბიზნესის დაფინანსებაში რისკებს ხედავს „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელიც. „თუმცა თანადაფინანსების შემთხვევაში და კარგი ბიზნეს გათვლების პირობებში, არაერთი ბიზნესი დაგვიფინანსებია“.
მინისტრი ზაურ ფუტკარაძეც იგივე აზრისაა. ამბობს, რომ იმ პირებს რომლებსაც ქონება და ბიზნესის გამოცდილება არ აქვთ, ვერ დაფინანსდებიან. „თუ ადამიანს არანაირი კაპიტალი არ აქვს და ითხოვს მილიონ ლარს, ასეთი ბიზნესი ვერ დაფინანსებდა. ამისთვის არსებობს ექვსთთვიანი უპროცენტო სესხი ხუთი ათას ლარამდე, რომ ფერმერმა დაიწყოს საქმე და მიიღოს გამოცდილება. ამ შემთხვევაში საუბარია ბიზნესის გაფართოებაზე და არა დაწყებაზე“.
მინისტრის განცხადებით, დამწყებ ფერმერთა დასახმარებლად ჩართულია სავაჭრო პალატა და სოფლებში შექმნილია საკონსულტაციო სამსახურები.
არჩილ ხაბაძე კი ამბობს, შეხვედრის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ გამოკვეთილიყო მთავარი პრობლემები. „გაურკვევლობა იყო როგორც ბანკების ასევე ფერმერების მხრიდან. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ვითარების გამოსწორება. ბანკები მაღალრისკიან სესხებს სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა დამწყებ ფერმერთა ბიზნესწინადადებაც შეიძლება განიხილოს ბანკმა, თუ იქნება ამაში ფერმერის თანამონაწილეობა.
სახელმწიფოს ერთადერთი რითაც შეუძლია დაეხმაროს დამწყებ ფერმერს, ეს არის მიზნობრივი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს ვამარაგებთ ბოსტნეულის ჩითილებით, ნერგებით, სკები მეფუტკრეებისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ბარათებით ვამარაგებთ რაც დასაწყისისთვის შეუძლიათ გამოიყენონ“.
ადვოკატები საბჭოთა ანაბრების დაბრუნების მოდელს განიხილავენ
„ჩვენ გვინდა შევთავაზოთ რეკომენდაციები და დასკვნა, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ და რა ვადებში, ამ ვალის გასასტუმრებლად. პირველ რიგში უნდა შეიქმნას კომპენსირების სამართლიანი მოდელი, კომპენსირება იდეაში გულისხმობს, რომ ვეღარ მოხდება ინდექსაცია ერთი-ერთზე. ამის რესურსი არც სახელმწიფო ბიუჯეტს გააჩნია, მაგრამ არსებობენ ქვეყანაში იურისტები და ეკონომისტები, რომლებიც დასხდებიან და მოიძიებენ კომპენსირების ფორმას. ეს იქნება ფულადი თანხით, წიაღისეულით, პრივატიზაციიდან შემოსული თანხებიდან თუ სხვა ფორმით, ეს საფიქრალია“-აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.
ადვოკატების აზრით, ამ ვალის გასტუმრება მინიმუმ ათი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. „ინდექსაციამ უნდა დაადგინოს ის წრე, ვისზეც პირველ ეტპაზე მოხდება ვალდებულებების გაცემა. ეს იქნება სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ან თუნდაც გარდაცვლილი მეანაბრეების მემკვიდრეები“.
ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა ანაბრების კომპენსირების ნაწილში სხვადასხვა პოზიცია დაიჭირეს. „როცა საქართველომ ანაბრები შიდა ვალად გამოაცხადა, როგორც მაგალითად სომხეთმა, მოლდავეთმა და ლატვიამ, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ქვეყანა ფაქტობრივად სამი ომის შემდგომ პერიოდში იმყოფება და რეალური ამ ვალების გასტუმრება მოცემულ შემთხვევაში არ არის რეალური. შემდგომში კი ამ თემის წინასაარჩევნოდ პოლიტიზირებამ, პრობლემის მოუგვარებლობა გამოიწვია“-ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.
მისი აზრით, სწორი იყო ლიტვას მაგალითი, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთმა არა მარტო საბჭოთა ანაბრები უნდა დააბრუნოს, არამედ საბჭოური ოკუპაციის თანხაც უნდა აუნაზღაუროს ქვეყანას.
აზერბაიჯანმა საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად არ აღიარა, თუმცა, როგორც ახალგაზრდა ადვოკატები აცხადებენ,ამ სახელმწიფომ ყოფილ მეანაბრეებზე ვალების გასტუმრების ვალდებულება მაინც აიღო: „ეს პროცესი დაიწყო 2013 წლიდან, ეს 2015 წლამდე აქვთ გაწერილი. აზრებაიჯანი მდიდარი ქვეყნაა და ამის რესურსი მისთვის პრობლემა არ არის“.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მეანაბრეების ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. „ამის ზუსტი ციფრი არ არსებობს. სტატისტიკის დეპარტამენტმა გვიპასუხა, რომ არ იციან. შეიძლება იცოდეს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც არ მოგვაწოდა აღნიშნული ინფორმაცია, რის გამოც მივმართეთ სასამართლოს.“
„
mssd
res
ინტერვიუ
აჭარის მთავრობის პრესცენტრი: ივანიშვილს ბრილიანტის ბეჭედი არ უჩუქებია
მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმე გახსნილია
2 ივლისს ბათუმში მომხდარი, 16 წლის მარიამ კოჩილაძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს, 19:22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.
აღნიშნული პირის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან უკვე აწარმოებს.
მედიასკოლის ფოტოები







პლაჟზე

წინასაარჩევნო რეკომენდაციები მთავრობას არასამთავრობო სექტორისგან
ზარი
ოთარ გორგაძე ციხიდან „ბათუმელებს“ გასულ კვირას დაუკავშირდა. მას სურს საზოგადოებას 2006 წელს 12 იანვარს ციხის აღების ბრალდებით, ნავთლუღის ავტოსადგურში მოკლული თავისი 17 წლის ძმის – მურად (შოთა) გორგაძის, 21 წლის რომან სურმანიძისა და 23 წლის მარად ართმელაძის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.
გამხმარი ხეები გზის გასწვრივ
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეები ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა – პატრონობის და დაბის გამწვანების პროგრამის ფარგლებში დარგეს. სამუშაოები შპს „სანდასუფთავებამ“ შეასრულა. როგორც ხულოს გამგებლის მოადგილე გივი ქედელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ნერგები კახეთიდან ჩამოიტანეს და მის შესაძენად, დასარგავად და შემდგომ მოსავლელად ჯამში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3000 ლარი დაიხარჯა.
„ცაცხვის ნერგები ჩამოვიტანეთ კახეთიდან, ძალიან იაფად ვიყიდეთ, თითოში ლარნახევარი გადავიხადეთ. შარშან მთელი ზაფხული სახანძრო მანქანებით ვრწყავდით,“ – ამბობს გივი ქედელიძე.
კითხვაზე, რატომ გახმა ნარგავები, თუკი მუნიციპალიტეტი სათანადოდ უვლიდა, გივი ქედელიძე პასუხობს, რომ „დარგვის შემდეგ შეამოწმეს და ყველა გახარებული იყო“.
„მერე ზამთარი არ მოვიდა დიდხანს, მერე უცებ ყინვები დაიჭირა. გაზაფხულზე უკვე გამხმარი იყო,“ – ამბობს გივი ქედელიძე.
ხულოს მსგავსად ნერგები შუახევის მუნიციპალიტეტშიც დარგეს. 300 ძირი კაკლისა და ტყემლის ნერგი შუახევშიც კახეთიდან ჩამოიტანეს.
„1600 ლარი დაიხარჯა სამასი ნარგავისათვის. ჩვენ დავრგეთ ჩვენი ძალებით. მოვლა – პატრონობას რაც შეეხება, გაგვყავდა სახანძრო მანქანა და ვრწყავდით. დარგული ხეებიდან დაახლოებით 15-20 პროცენტია გახარებული,“ – ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე.
„ხის დარგვას თავისი წესი აქვს. ყველა ჯიშის ხეს აქვს თავისი საცხოვრებელი ადგილი, ამის მიხედვით უნდა შეირჩეს ნერგი. არის მცენარე, რომელიც მაღალ მთაში ხარობს, არის სუბტროპიკული ზონის, არის მშრალი ჰავის ზონის მცენარე. მაგალითად, რაც ბახმაროში ხარობს, ის ბათუმში ვერ გაიხარებს. როდესაც რგავ, ის კლიმატური ფაქტორები, რაც არის დამახასიათებელი ადგილისთვის, უნდა გაითვალისწინო. ასევე მნიშვნელოვანია წლის რომელ დროს რგავ. ხეები ირგვება გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. შუა ზაფხულში ან გაზაფხულზე, როცა უკვე ვეგეტაცია იწყება, ანუ კვირტები ეშლება მცენარეს, დარგვა არ შეიძლება.“ – ამბობს სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი არჩილ სუპატაშვილი.
იმისათვის, რომ დარგულმა მცენარემ გაიხაროს, მას მოვლა სჭირდება. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელის ეთერ მაჭუტაძის თქმით ბათუმის გამწვანებისთვის და შემდგომი მოვლა-პატრონობისათვის მიმდინარე წელს 650 ათასი ლარი იხარჯება.
„ვიყენებთ როგორც მინერალურ, ისე ორგანულ სასუქებს. ყველანაირ საშუალებას მივმართავთ, რომ მცენარე იყოს ჯანსაღ მდგომარეობაში. გარდა ამისა ენტომოლოგი მყავს და წელიწადში ოთხჯერ ვწამლავთ მცენარეებს. არის გამონაკლისები, როცა მცენარეს ფესვთა სისტემის ლპობა აქვს დაწყებული და შეიძლება ასეთ დროს მცენარე გამოვიდეს მდგომარეობიდან, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მცენარე გადავარჩინო. ზოგჯერ არის ხელოვნური დაზიანება, არიან ადამიანები, რომლებიც მიდიან სკვერში, მცენარეს ან აწვენენ, ან ტყავს აძრობენ და მცენარე იღუპება,“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.
მისი თქმით წელს ბათუმში 1006 ძირი ხე-მცენარე და ბუჩქი, ასევე 400 ათასი ცალი ერთწლიანი ყვავილი დაირგო. ხოლო დარჩენილ 6 თვეში დაგეგმილია 6 სკვერის, ოთხი გზაგამყოფის გამწვანება. უნდა დაირგოს 500 ათასი ცალი ერთწლიანი ყვავილი და 3 ათასი ძირი ბუჩქოვანი მცენარე.
ქართუს ნაცვლად სარაგბო მოედანი ბიუჯეტის ფულით აშენდება

გიორგი კირთაძე
სხდომის განახლებამდე უმცირესობის ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მან ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რატომ ეწინააღმდეგება სარაგბო სტადიონის მშენებლობის დაფინანსებას და დოკუმენტებიც წარადგინა.
„ბათუმის საკრებულომ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობას გადასცა ტერიტორია იმისათვის, რომ მთავრობას ეს მიწა გადაეცა რაგბის კავშირისთვის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. საქართველოს რაგბის კავშირი კი ფონდი „ქართუს“ დახმარებით ააშენებდა რაგბის მოედანს. თავის მხრივ აჭარის მთავრობამ საქართველოს რაგბის კავშირს თვითონაც გადასცა მიწა, რომელიც მის საკუთრებაში იყო. შემდეგ ეს ტერიტორია გაერთიანდა და რაგბის კავშირს სტადიონისათვის საჭირო ადგილი გამოეყო. ამის შემდეგ რაგბის კავშირმა ქალაქ ბათუმის მერიას წარუდგინა პროექტი და სთხოვა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაცემულია 2012 წლის პირველ ივნისს. მშენებლობის დასრულების თარიღად მითითებულია 2014 წლის პირველი ივნისი. დამკვეთია საქართველოს რაგბის კავშირი, ხოლო პროექტის ავტორი შპს „ქართუ მენეჯმენტი“.
შეთანხმება იყო, რომ ფონდი „ქართუ“ გამოყოფდა თანხას, რაგბის კავშირი კი „ქართუ მენეჯმენტს“ დაუკვეთავდა სტადიონის აშენებას. ორივე შპს არის ბიძინა ივანიშვილის. ამის შემდეგ ირაკლი ჩავლეიშვილი ხდება რაგბის კავშირის ხელმძღვანელი და ის აგზავნის წერილს პრემიერთან.“
წერილში, რომელიც დღეს ჟურნალისტებს გიორგი კირთაძემ გააცნო, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მიმართავს: „იმის გამო რომ მშენებლობის დაწყების პროცესში შეიქმნა ტექნიკური ხასიათის პრობლემები, კერძოდ საკანალიზაციო კოლექტორთან დაკავშირებით, აღნიშნული მშენებლობის დაწყება გაჭიანურდა.
მოგმართავთ თხოვნით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროგრამიდან გამოგვიყოთ 3 მილიონ 600 ათასი ლარი ბათუმში სარაგბო სტადიონის მშენებლობისათვის და დააყენოთ საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე, რათა აღნიშნული თანხით სამუშაოების წარმართვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის ფორმით- ერთ პირთან მოლაპარაკების წესით.“
ამას მოყვა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის 2013 წლის 19 აგვისტოს განკარგულება #1083, რომლის თანამხმადაც საკრებულომ სარაგბო სტადიონის მშენებლობისათვის მოთხოვნილი თანხა მიიღო. პრემიერმა საკრებულოს თანხმობა მისცა სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვასთან დაკავშირებითაც.
გიორგი კირთაძე კი აცხადებს, რომ ფონდ „ქართუს“ ჰქონდა ამ სტადიონის მშენებლობაზე ვალდებულება აღებული და ჯერ კიდევ არსებობს მშენებლობის ვადები, ამიტომ ამ კუთხით თანხის ხარჯვა ბიჯეტიდან „არ არის გამართლებული. გარდა ამისა, იმისათვის, რომ მერიამ მშენებლობა კანონიერად წამოიწყოს, ტერიტორია, რომელიც საქართველოს მთავრობაზეა გადაცემული, ჯერ ბათუმს უნდა დაუბრუნდეს. “

ბათუმის საკრებულოს სხდომა
„მცირედი იურიდიული ნიუანსია, რაც დაიხვია ხელზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა. უახლოეს დღეებში ეს საკითხი იურიდიულად გაიმართება. გარწმუნებთ, რომ საკანონმდებლო ჩარჩოებში ჩავჯდებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. რაც შეეხება იმას, რატომ არ დაველოდეთ „ქართუს“. მოგეხსენებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა მსგავს პროექტებს, მაგრამ ბათუმის სარაგბო სტადიონის მშენებლობა დროში ძალიან გაიწელა. იქ შეიქმნა კოლექტორის პრობლემა. შემდგომში რაც მოხდა ბანკ „ქართუსთან“ და ამ კომპანიებთან დაკავშირებით, ეს საზოგადოებამ იცის, ამიტომ ეს პროექტი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ბათუმში რაგბის განვითარების ხელშეწყობის საჭიროების გამო ეს პროექტი ვეღარ გაჩერდება. ჩვენი გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს და აქვს პერპეტივაც. საჭიროა ხელშეწყობა, ამიტომაც ჩამოირიცხა თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან სტადიონის მშენებლობის დასაფინანსებლად.“- განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი.
დღეს საკრებულოს განახლებულ სხდომაზე იმ მოტივით, რომ პროგრამაში სტადიონის მშენებლობის ადგილი ვერ ჩაიწერებოდა „რადგან ტერიტორია, სადაც სტადიონი უნდა აშენებულიყო აღარ არის ბათუმის შემადგენლობაში“, ოპოზიციის მოთხოვნით, პროგრამა დღის წესრიგიდან, ასევე შესყიდვების დოკუმეტიდან ამოიღეს. თუმცა მხარი დაუჭირეს ბიუჯეტის დამტკიცებას, რომელშიც სარაგბო მოედნის მშენებლობის თანხაცაა გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში შემდგომში მის დამტკიცებას საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვა ხელს ვეღარ შეუშლის.
მოედნის მშენებლობისათვის ბათუმის ბიუჯეტმა 3 მილიონ 600 ათასი ლარი მიიღო.
განახლებულ სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილების მიზეზად გიორგი კირთაძემ, რომელმაც დილით სხდომა პროტესტის ნიშნად ფრაქციის წევრებთან ერთად დატოვა, „ბავშვთა ბაღების დაფინანსებისა და ბათუმობასთან დაკავშირებული საკითხების დამტკიცების აუცილებლობა“ დაასახელა.
ირაკლი ჩავლეიშვილი კი ამტკიცებს, რომ „ისინი სხდომას დაესწრნენ, რადგან მიხვდნენ, რომ ქვორუმი მაინც შედგებოდა.“ განახლებულ სხდომას დამატებით კიდევ ორი წევრი შეემატა, რომლებიც დილით სხდომას არ ესწრებოდნენ. პირად საუბარში საკრებულოს წევრები იმასაც ამბობდნენ, რომ მათ შორის ერთ-ერთი, კობა ზაქარია „ქვორუმის შედგენისა და ბიუჯეტის დამტკიცების ხათრით“ ბათუმში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომიდან, სადაც ის სამსახურიდან იყო მივლინებული, საგანგებოდ ჩამოიყვანეს.
