ნეტგაზეთი • RU

აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული ატესტაციის შედეგები ცნობილია

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ატესტაციის შედეგებს აქვეყნებს.  საატესტაციო კომისიამ შეაჯამა საჯარო მოხელეთა ატესტაციის პირველადი შედეგები .გადაწყვეტილება წერილობითი სახით, ინდივიდუალურად, 24 იანვარს მიეწოდა უმაღლესი საბჭოს 27 თანამშრომელს.

საატესტაციო კომისიის შეფასებით, დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება 2 საჯარო მოხელე, შეესაბამება -15, ნაწილობრივ შეესაბამება  9 და შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას – 1 თანამშრომელი.

 

საატესტაციო კომისიის ეს გადაწყვეტილება საჯარო მოხელეებს შეუძლიათ გაასაჩივრონ საპრეტენზიო კომისიაში.

 

საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არიან: აკაკი ძნელაძე, ირაკლი ჯაში, სულხან ღლონტი და რობერტ ჩხაიძე.

 

28 იანვარს ატესტაციას, რეგლამენტის მიხედვით, კიდევ 7 საჯარო მოხელე გაივლის.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
Nana Kvachadze