სიახლეები

სასამართლო დავა მორიგებით დასრულდაaa

03.02.2015
სასამართლო დავა მორიგებით დასრულდაaa

სასამართლო დავა „ნინო ხოზრევანიძე ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ“ მორიგებით დამთავრდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ჟურნალისტის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უარყო.

„ნინო ხოზრევანიძეს ტყუილი არ დაუწერია. მან გამოაქვეყნა სხვის მიერ შესრულებული მიმართვა,“  – ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ავთანდილ ბერიძემ აღნიშნა რომ მე არ გამივრცელებია ტყუილი. სწორედ ამას ვითხოვდი სასამართლოს მეშვეობითაც. შედგა მორიგება. მორიგებისკენ მოგვიწოდა სასამართლომ და მე კმაყოფილი ვარ იმით რაც ბატონმა ავთანდილ ბერიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. ყველასათვის ცნობილია 2013 წლის 11 თებერვალს ჩემს მიმართ გამოიყენა სიტყვები რომ ტყუილები გაავრცელე რის გამოც სასამართლოში შევიტანე სარჩელი,“ – განაცხადა ნინო ხოზრევანიძემ.

„ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ სარჩელი,  საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე, ორი თვის წინ შეიტანა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.