სიახლეები

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე საკრებულოს წევრებს მის გადაყენებასთან დაკავშირებით სხდომის მოწვევის მოთხოვნაზე პასუხობს:

03.02.2015 • 905
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე  საკრებულოს წევრებს  მის გადაყენებასთან დაკავშირებით სხდომის მოწვევის  მოთხოვნაზე  პასუხობს:

  საკრებულოს წევრთა  2013 წლის 23 იანვარის   წერილობითი მოთხოვ­ნით განსაზღვრული მე-2 საკითხი  (საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი ჩავლეიშვილის არჩევა) გამომდინარებს პირველი საკითხიდან ამდენად შეუძლებელია ასევე ამ საკითხის განხილვა.

ამასთან თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის N 9 დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში (გადაყენება, გადადგომა და ა.შ.) საკრებულოს თავმჯდომარე არჩეული უნდა იქნეს მომდევნო უახლოეს სხდომაზე და არა იმავე სხდომაზე, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია თქვენს მიერ დასმულ საკითხებზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა. ეს პასუხი გიორგი კირთაძემ საკრებულოს იმ წევრებს გადაუგზავნა, რომლებმაც მის გადაყენებასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვდნენ.

ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს გიორგი კირთაძე აწერს ნათქვამია: „ მოგეხსენებათ, რომ თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 19 ნოემბერს საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდენ საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა, რის გამოც საკრებულოს რიგარეშე სხდომა ვერ შედგა და საკრებულომ ვერ შეძლო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის – საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის თანამდებობიდან გადაყენება.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის N 9 დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ თუ საკრებულომ  ვერ შეძლო  საკრე­ბულოს თავმჯდომარის გადაყენება დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება. აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი მიზეზით (საკრებულოს სხდომა ვერ შედგა, საკრებულოს სხდომამ კენჭისყრით ვერ  დაგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა და ა.შ.)საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურების დაწყება.

გადაბეჭდვის წესი