მსოფლიო რბენისთვის რეგისტრაცია დაიწყო – საქართველოში რბენას სპორტის მინისტრიც შეუერთდება

 

რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com

რბოლაში დარეგისტრირდებიან მსურველები როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მსოფლიო რბენაში მონაწილეობა ეტლით მოსარგებლეებსაც შეუძლიათ. რეგისტრაციის საფასური 20 ლარია. ღონისძიებიდან შეგროვილი თანხა მოხმარდება ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალო კვლევებს, რომელსაც ორგანიზაცია „ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევის საერთაშორისო ფონდი“ ხელმძღვანელობს. 

 

მსოფლიო რბენა საქართველოში პირველად 2014 წელს ჩატარდა. მასში მსოფლიოს 36 ქვეყნიდან 1808 მსურველი მონაწილეობდა, აქედან 46% ქალი და 54% მამაკაცი იყო. გამარჯვებულმა ქალმა 25.34 კილომეტრი გაირბინა, ხოლო გამარჯვებულმა მამაკაცმა _ 52.65 კილომეტრი. 2014 წლის რბენაში ყველაზე ასაკოვანი 80 წლის მონაწილე იყო, რომელმაც 3.59 კილომეტრი გაირბინა. გასულ წელს ღონისძიებაში 99 კომპანია, სპორტული კლუბი და სახელმწიფო დაწესებულება მონაწილეობდა, საქართველოში ყველაზე აქტიური მონაწილე საჯარო რეესტრი გახდა, რომლის 80 თანამშრომელი დარეგისტრირდა მსოფლიო რბენაში.

 

 

მსოფლიო რბენას შეურთდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც.

 

 

„მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებისთვის. წელსაც მივიღებ მონაწილეობას და ვირბენ იმაზე მეტს, რაც ვირბინე შარშან“, – ამბობს ლევან ყიფიანი.

 

 

მსოფლიო რბენის დროს განსაზღვრულია მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ხაზის ნაცვლად იქნება სპეციალური „ფინიშმანქანა”, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს-20 კმ/ს – 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშმანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად გამოეთიშება შეჯიბრს.

 

 

მსოფლიო რბენის ორგანიზატორები არიან „რედ ბული“ და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.

 

მსოფლიო რბენაში მონაწილეთა ლიმიტი 4000 ადამიანია. რეგისტრაციის ბოლო ვადა 26 აპრილია.


ტერორისტთა სია განახლდა

 

 

 

იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომლებიც შედიან ორგანიზაცია „ალ-ქაიდაში“ ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ბოლო ცვლილება 2 თებერვალს შევიდა.

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ცალკე აქვეყნებს იმ ფიზიკურ პირთა სიას, რომლებიც შედიან ორგანიზაცია „თალიბანში“ ან დაკავშირებულნი არიან მათთან;

 

ასევე არის სია იმ იურიდიული პირებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან როგორც მოძრაობა „თალიბანთან“, ასევე ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთან“.

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ძირითად მიზანს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა წარმოადგენს. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს შესაბამისი კანონების, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულების, აგრეთვე, სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

 

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის პირველი ბრძანება 2006 წლის  ოქტომბერში გამოიცა. მას შემდეგ სია პერიოდულად იცვლება.

 

ვის შეუძლია ჩაერთოს სტუდენტური დახმარების პროგრამაში

 

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში აჭარის განათლების სამინისტრო მინიმუმ 52 სტუდენტს დააფინანსებს, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს სტუდენტების მიერ მოპოვებული გრანტის გათვალისწინებით. თოთოეული სტუდენტი მაქსიმუმ 1125 ლარით დაფინანსდება.

 

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან 2012, 2013 და 2014  წლებში  სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ის ბენეფიციარები, რომლებიც გადალახავენ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ბარიერს – 71%  (საშუალო აკადემიური მოსწრება) და 2014-2015 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გავლილ რომელიმე საგანში არ ექნებათ F და FX  შეფასება.

 

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება  მოიპოვონ იმ სტუდენტებმა, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ აკრედიტებულ საბაკალავრო  პროგრამებზე;

 

 ბოლო 6 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

 

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%.

 

ქვეპროგრამის ფარგლებში, ასევე, დაფინანსდებიან 2014 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები.

 

სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვას.

 

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ რეგისტრაციის პერიოდში, 2015 წლის 9 თებერვლიდან 2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აჭარის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.  

 

სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამა იწყება

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2015 წლის 3 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრებში უნდა წარადგინონ განაცხადი სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი კომისია შეაფასებს შემოსულ სააპლიკაციო ფორმებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. მეორე ეტაპზე კომისიის წევრები გასაუბრების შედეგად გამოავლენენ გამარჯვებულ პროექტებს.

 

პროგრამის პრეზენტაციისა და რეკომენდაციების გაწევის მიზნით იგეგმება შეხვედრები აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო და კერძო სკოლის დირექტორებთან, მასწავლეებლებთან და მოსწავლეებთან.

იყენებთ თუ არა იოდიზირებულ მარილს – გამოკითხვა


<a href=”https://polldaddy.com/poll/8631739/”>იყენებთ თუ არა იოდიზირებულ მარილს?</a>

ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე ციხეში ვერ შედის

 

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

ქალბატონო მედეა, რამდენად ხშირად ახერხებთ ციხეში შესვლას?

 

დეკემბრის შემდეგ არ შევსულვარ. შესაბამის ნებართვას სამინისტრო ერთი წლით გასცემს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე. წლის ბოლოს მხედველობიდან გამეპარა ვადის გასვლის საკითხი. იანვარში, პირველივე სამუშაო დღეს მივმართეთ სამინისტროს. თუ სოზარ სუბარის მინისტრობის დროს ნებართვას გასცემდნენ 15 დღეში, ამჯერად ერთი თვე გავიდა და სამინისტრო პასუხს არ იძლევა, მათ შორის სატელეფონო ზარებზეც კი. მე ამას ვუკავშირებ იმას, რომ რაღაცას ფიქრობენ ჩემ მიმართ, არ ვიცი გამოსავალს რაში იპოვიან, მაგრამ მგონია, რომ ეს დაკავშირებულია ჩემს იმ მძიმე შთაბეჭდილებებთან, რაც მე დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გავუზიარე საზოგადოებას თვენახევრის წინ. დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ არ მომცემია საშუალება იქ შევსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წერილი მომივიდა მსჯავრდებულისგან. 

 

ხომ არ აპირებთ მიმართოთ ვინმეს, რომ ნებართვის პრობლემა მოგვარდეს?

 

 ვთხოვე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომ დაერეკა მინისტრთან და დღეისთვის, ალბათ, უკვე მექნება გარკვეული პასუხი. 

 

 რედაქციამ გასულ კვირასაც მიიღო წერილი ოთხი პატიმრისგან, ისინი გაუსაძლის პირობებზე წერენ. ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ უკმაყოფილო პატიმარი ყოველთვის მოიძებნება. როგორია სინამდვილე?

 

 პატიმრები უმეტეს შემთხვევაში უჩივიან ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს ისეთი საკითხია, რომელსაც მე ვერ გამოვრიცხავ, რომ იყოს მოგონილი და ასევე რეალურიც. გარეთ მყოფ ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და რასაკვირველია, იქ უფრო მეტი პრობლემა შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს მედიცინის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ასევე ვენტილაციის უქონლობასა და უვარგის საჭმელზე საუბრობენ. რაც შეეხება არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და მსგავს ქმედებებს, ამ ყველაფერში შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზი, მაგრამ მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ პატიმარი რასაც ამბობს, არის რეალური, რამდენადაც სრულიად იზოლირებულ კონტინგენტს ვხვდები და მათი პრობლემები არის იდენტური.

 

 პატიმრები ამბობენ, რომ სიტუაციის დამძიმება ახალ ხელმძღვანელს უკავშირდება. ეს სიმართლეა? 

 

 ყოფილ უფროსთან დაკავშირებით –  მას შემდეგ, რაც საჯარო განცხადება გავაკეთე ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ, მორიგ გასვლაზე პატიმრები უკვე გამოთქვამდნენ კმაყოფილებას. ამბობდნენ, რომ აშკარად შეიცვალა რეჟიმი, აღარ არის უხეში მოპყრობა. მაგრამ ამის შემდეგ მე რეალობას მოწყვეტილი ვარ. თუკი საკუთარი თვალით არ ვნახე, ვერაფერს ვიტყვი. მინდა, უახლოეს დღეებში მივიღო ნებართვა.

 

 თქვენ გქონდათ ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრის საშუალება?

 

 ახალ ხელმძღვანელს არ შევხვედრივარ, შეიძლება იქ ავიდე და ხელმძღვანელობა არ შემხვდეს, რადგან პირველივე შესასვლელში საჭიროა ის ნებართვა, რომლის მიღების მოლოდინშიც ვარ. ამიტომ მივიდე და არ მიმიღონ, ასეთ უხერხულობაში თავს ვერ ჩავაყენებ. 

 

ერთ-ერთი პატიმარი წერდა, რომ მას თუ რამე მოუვა, ამაში იქნება ადმინისტრაციის წვლილი…

 

თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი ისეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ არის, რომ მას ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და ასეთ დროს მასთან შესვლა თუნდაც იმისთვის, რომ მას ეს განწყობა მოუხსნა, ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთხელ შაბათს ავედი ციხეში და ძალიან კმაყოფილები შემხვდნენ, არ ვიცოდით, შაბათ-კვირას თუ გქონდათ შემოსვლის უფლება და ამ დღეებში საშინელი შიში გვქონდაო. ყველას განვუმარტე, რომ გვაქვს შაბათ-კვირასც შესვლის უფლება.

 

გამოდის, ადმინისტრაციასთან მარტო დარჩენის ეშინიათ?

 

დიახ, ასე გამოდის. წარმოიდგინეთ, როცა ამას პატიმარი წერს, ის ამას მოჭარბებული რისკის ფასად წერს და ატანს ადმინისტრაციას. მეც ვცდილობ წერილების ყველა ავტორს შევხვდე. პატიმარი ძალიან შეწუხებული თუ არ არის, ის ამ ხასიათის განცხადებებს არ დაწერს. თავისუფლაბააღკვეთილ ადამიანს უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ადრესატი არის ადმინისტრაცია.

 

როდესაც პატიმრები წერილებში ადანაშაულებენ ადმინისტრაციას და იგივე ადმინისტრაცია ხელს უწყობს, რომ წერილები მოვიდეს ჩვენამდე, ეს კითხვებს არ აჩენს?

 

ორი პასუხია, პირველი ის, რომ პატიმრის განცხადების კონტროლსა და მისი აღრიცხვის წესს კანონი სხვანაირად არეგულირებს, წერილს ვერ გადამალავ. თავად ის ფაქტი, რომ ამ შინაარსის წერილები გამოდის გარეთ, ამაზე ხშირად მიუთითებს ადმინისტრაციაც. მათი თქმით, ეს რეალური რომ იყოს, ექნებოდათ მცდელობა წერილი ჩემამდე არ მოსულიყო. ისინი ამ ფაქტს სათავისოდ იყენებენ. ვფიქრობ, აქ სხვა ფაქტორი უფროა, ანუ ის, რომ განცხადებას ვერ გადამალავ. წერილს ნომერი ენიჭება და პატიმრებმა ისწავლეს, რომ ამას შემდეგ აკონტროლებენ.

 

 მინდა გკითხოთ ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტზე, თქვენი აზრით, ერევა ეს ინსტიტუტი მე-3 დაწესებულების მართვაში?

 

 კრიმინალურ სამყაროში, გარეთ იქნება ეს თუ ციხეში, ამის მცდელობას ადგილი ექნება ყოველთვის. მაგრამ მაინც მგონია, რომ რეჟიმი დღეს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მაყურებლის ინსტიტუტი დაბრუნდეს. მე ბათუმზე ვარ ინფორმირებული.

ინფლაცია საქართველოში, 2015 წლის იანვარი

 

 

 

პროცენტული ცვლილება 2014 წლის დეკემბერთან შედარებით:

 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:  1.2

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო:   4.5

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი:   -1.1

საცხოვრებელი, წყალი, ელენერგია, აირი:   0.3

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა:   -1.0

ჯანმრთელობის დაცვა:   0.9

ტრანსპორტი:   -3.7

კავშირგაბმულობა:   -0.3

დასვენება, გართობა და კულტურა:   0.4

განათლება:   0.1

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები:   0.3

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება:   0.3

 

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,38 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7,5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4,2 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (1,3 პროცენტი);

 

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,5 პროცენტით, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,23 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ჯგუფზე ფასების ზრდა განაპირობა თამბაქოს ნაწარმზე ფასების 7,6-პროცენტიანმა მატებამ;

 

ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 3,7-პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,3 პროცენტი).

სამომხმარებლო კალათა განახლდა

 

 

 

2015 წლის სამომხმარებლო კალათა მოიცავს 295 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას, რაც იდენტურია 2014 წლის სამომხმარებლო კალათის. განახლებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონა.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმციით, 2015 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურას. სამომხმარებლო კალათის ჯგუფების და ინდივიდუალური საქონლის (მომსახურების) წონები ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურასა და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებულ ინფორმაციას.

 

წონების განახლება ხდება ყოველწლიურად, ზემოაღნიშნული წყაროებიდან მიღებული უახლესი მონაცემების გამოყენებით. ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ–ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც ევროსტატი ევროკავშირის წევრ–ქვეყნებს სთავაზობს.

 

განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს – ინფლაციის მაჩვენებელს.

განახლებული სამომხმარებლო კალათა იხილეთ საქსტატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

შუახევში სკოლა დაიწვა

 

ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს. სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულებული იყო, თუმცა ორსართულიანი ხის ნაგებობა და ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 

 სწავლის განახლება დროებით თემის ადმინისტრაციულ შენობაში იგეგმება.  არასრულ სკოლაში 8 მოსწავლე ირიცხება და 12 მასწავლებელია დასაქმებული.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს შს სამინისტრო იძიებს.

წლის ბოლომდე „ადელს“ ფილიპე დე რაიდერი გაწვრთნის

”ადელის” მოთამაშეები და ფილიპე დე რაიდერი ვარჯიშისას ბათუმში ადელის მოედანზე | 03-02-2015

„ადელი” საქართველოს პირველ A ლიგაში თამაშობს. სატურნირო ცხრილში ის ბოლო ადგილზე იმყოფება. კლუბში იმედი აქვთ, რომ ფილიპე დე რაიდერის მუშაობით პირველ ლიგაში გაიმყარებენ პოზიციებს.

ადელის ფეხბურთელი ალექსანდრე ბაციკაძე, რომელიც თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს ამბობს, რომ მათ გუნდში იმედი გაჩნდა. „13 წელია ფეხბურთში ვარ და დაცვითი სტილის თამაში ჩემთვის მისაღებია. გაიზარდა ვარჯიშის ხანგრძლივობა და ტემპი. პირველი ოთხი დღე გაგვიჭირდა, მაგრამ მერე შევეჩვიეთ. მან ახალი იდეები და ტაქტიკა მოიტანა, მთელი გუნდი ვცდილობთ ერთად შევიკარათ“- განუცხადა “ბათუმელებს” ალექსანდრე ბაციკაძემ.

„ადელი“ მეორე წრეზე პირველ თამაშს  21 თებერვალს წყალტუბოში გამართავს და ადგილობრივ კლუბ „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

ფილიპე დე რაიდერი

 

 

ჩაქვში მამაკაცმა სიდედრი მოკლა

 


გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ოსმან ჯ-მ ურთიერთშელაპარაკებისას მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ქალის დედას – 1936 წელს დაბადებულ ვერა ს-ს სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 


სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოსმან ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

შადრევანი სტადიონის ნაცვლად

 

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე ამჟამად მინისტადიონია განთავსებული, სადაც უბნის  ბავშვები თამაშობენ.  რამდენიმე წლის წინ სტადიონის გვერდით პატარა ეკლესია ააშენეს. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სტადიონის ადგილას შადრევანი უნდა გაკეთდეს და სკვერი მოეწყოს. 

 

 

მერიის შესყიდვების სამსახურში აცხადებენ, რომ  სტადიონს სხვა ადგილზე გადაიტანებენ. თუმცა სად, სატენდერო დოკუმენტაციაში ტერიტორია დაზუსტებული არ არის.

 

 

ამავე დოკუმენტის  მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას  სკვერის კეთილმოწყობა გორგილაძის ქუჩის N: 54, 62-ში  და პუშკინის ქუჩის N:127, 129-სა და 131-შიც ევალება.  

 

სატენდერო თანხა 200 ათასზე მეტი ლარია.   

 

 

 

 

ბულვარი, მერია, ნავსადგური – ვინ უნდა განაახლოს განათების ბოძები?

 ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული ტერიტორია ბულვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ შედის და განათების ბოძების განახლებაზე ქალაქის მერიამ უნდა იზრუნოს. ბათუმის მერიაში კი განაცხადეს, რომ ტერიტორია ბათუმის ნავსადგურს ეკუთვნის და   ადგილობრივ ბიუჯეტში განათების განახლებაზე თანხა გათვალისწინებული არ არის. „ბათუმელები“ ნავსადგურის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა, თუმცა დაზიანებული ბოძების  განახლებაზე პასუხისმგებლობას არც ისინი იღებენ: „ეს ტერიტორია ნავსადგურის საზღვრებში არ შედის“ – ამბობენ ნავსადგურში.   

პროექტი მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის

 

ბათუმში მცხოვრები გულნარა ლეფსაია, რომელიც პროექტის – „ქვეითები VS მძღოლები – ჩვენ გვესმის ერთმანეთის“ ერთ-ერთი ავტორია, კიდევ ერთ ბათუმელთან – მარიკა ჩხუბაძესთან ერთად ფიქრობს, რომ მათ იდეას ბევრი მოქალაქე გამოეხმაურება და საბოლოო ჯამში მოხერხდება ის, რომ მოქალაქეები უფრო მეტად შეეცდებიან არ დაარღვიონ მოძრაობის წესები და ამით არ შეუქმნან საფრთხე როგორც საკუთარ, ისე სხვის სიცოცხლეს.

 

გულნარა ლეფსაია ამბობს, რომ ამას მარტო ვერ გასწვდებიან, ამიტომაც სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა და ფიქრობენ, რომ მიიღებენ კიდეც ამ მხარდაჭერას: „ჩვევ ვაპირებთ ვიმუშავოთ მოხალისეებთან ერთად. საწყის ეტაპზე „ზებრასა“ და შუქნიშნის მოთხოვნების მიმართ კანონდამრღვევი ქვეითებსა და მძღოლებს გამოვავლენთ, გადავიღებთ ფოტო/ვიდეო მასალას და განვათავსებთ სოციალურ ქსელში“ან ვებგვერდზე – https://ertad.ge.

 

გულნარა ლეფსაიას თქმით, მათ მიერ მომზადებულ ვიდეორგოლებს აჩვენებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ცოტა მოგვიანებით, მსახიობების მონაწილეობით დაგეგმილია ფლეშმობის მოწყობაც, ბუნებრივია, ესეც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაიმართება.

 

გულნარა ლეფსაია: „პროექტის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბათუმში გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი წესრიგი, ქუჩებში ქვეითების გადაადგილებისა და ავტომობილების მოძრაობის პირობებში. ქვეითთა გადაადგილება გახდეს უფრო უსაფრთხო. ხელი შევუწყოთ ქაოსურად მოძრაობის შემცირებას, საგზაო მონიშვნების (ზებრა) ხილვადობის ხარისხის გაუმჯობესებასა და შუქნიშნებზე ქვეითთა გადასასვლელი ნიშნების მოქმედების განრიგის/სისტემის მოწესრიგებას“.

 

გულნარა ლეფსაია ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს გარკვეულწილად წახალისებაც სჭირდება, სწორედ აქედან გამომდინარე დაგეგმილი აქვთ მცირედი საჩუქრების გაცემაც. საჩუქრებს მიიღებენ ის მძღოლები და ფეხით მოსიარულეები, ვისი მონაწილეობითაც გადაღებული ფოტო-ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ყველაზე მეტ მოწონება/ლაიქს დაიმსახურებს.

როგორ ებრძვის მთავრობა წითელას – 2015 წლის სტრატეგია

 

 

 

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, უნდა განხორციელდეს არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკა (2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით, მათ შორის:

 

ა) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით აცრა არასრულად აცრილ ან აუცრელ 2001 -2009 წლებში დაბადებულ ბავშვებში, იმუნიზაციის სტატუსის გათვალისწინებით;


ბ) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით აცრა 1985 -2000 წლებში დაბადებულ პირებს შორის (გარდა, 2013-2014 წლებში აცრილი პირებისა), აცრის სტატუსის მიუხედავად;

 

გ ) სამედიცინო პერსონალის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია;

 

დ ) წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ორგანიზებული კონტაქტების ვაქცინაცია (საცხოვრებელი და სასწავლო/სამუშაო დაწესებულების კონტაქტები), მიუხედავად აცრის სტატუსისა;

 

ე ) ჩატარებული აცრების დარეგისტრირება და ვაქცინირებული პირებისთვის აცრის ჩატარების დამადასტურებელი ცნობის გაცემა;

 

ვ ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია;

 

ზ ) სხვა კონტინგენტის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია, რომელსაც არსებული ეპიდსიტუაციის ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრავს ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით;

 

აუცილებელი ხდება ეპიდზედამხედველობის გაძლიერება გამონაყრითა და ცხელებით მიმდინარე დაავადებებზე; ამასთან არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკის განხორციელების მიზნით, აცრა-ვიზიტის მომსახურების (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) დაფინანსება უნდა განხორციელდეს არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით და მისი ღირებულება განისაზღვრა 1 ლარის ოდენობით;

 

არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკის განხორციელების მიზნით, გაწეული აცრა-ვიზიტების მომსახურების ღირებულება აუნაზღაურდებათ იმ სამედიცინო დაწესებულებებს და ცენტრებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინის ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს და დარეგისტრირებულნი არიან ცენტრში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლად.

 

ზემოაღნიშნული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, საქართველოს 2015 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტში პროგრმისთვის – „იმუნიზაცია“   გათვალისწინებული ასიგნებებიდან 30 ათასი ლარი  გამოიყოფა გაწეული/გასაწევი მომსახურების (აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაცია) ასანაზღაურებლად.

 

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებებისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება; ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა კი უნდა უზრუნველყოს ვაქცინაციისთვის საჭირო ღონისძიებები;

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების მხარდაჭერა და მატერიალურ-ტექნიკური დახმარება,  ამ ცენტრების სპეციალისტთა მიერ წითელას კერების (ოჯახური, სასწავლებელი/სამუშაო და სხვა)  შესწავლისა და კონტაქტირებულთა აღრიცხვის უზრუნველსაყოფად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვების სამედიცინო დაწესებულებებში უფასოდ ტრანსპორტირება;

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აღნიშნული პროცესისათვის ხელშეწყობის მიზნით, ვალდებულია ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოავლინოს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირები და ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებრივი ჯნდაცვის  ცენტრებს;

 

სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვის აცრის სტატუსის თაობაზე ინფორმაციის წერილობითი ფორმით (მ.შ. სამედიცინო დოკუმენტის სახით) უსასყიდლოდ გაცემა;

 

14 წლამდე ასაკის არასრულად აცრილი ან აუცრელი ბავშვების და 14 წლის ან უფროსი ასაკის ბავშვების (მიუხედავად აცრის სტატუსისა) გამოვლენის შემთხვევაში, მშობლის/სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, ჯანდაცვის ცენტრებმა უნდა უზრუნველყონ ორგანიზებული ჯგუფების ჩამოყალიბება ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად ან სამედიცინო დაწესებულებების მიერ ჩამოყალიბებული გამსვლელი ამცრელი ბრიგადების მეშვეობით, წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაციისათვის.

ხუთი ხანძარი ერთ დღეს – სახანძრო სამსახურის უფროსის რეკომენდაცია

 

ბატონო ხუსეინ, რა ფართობი დაიწვა გუშინდელი ხანძრის შედეგად გონიოსთან?


გუშინ ღამევე ჩავაქრეთ ხანძარი. ღამის ორ საათზე უკვე ლიკვიდირებული იყო. 50 ჰექტრამდე იყო ფართობი, მაგრამ ფაქტობრივად დაიწვა ეკალ-ბარდი, მოსახლეობა არ დაზარალებულა. ეს იყო ძველი ჩაის პლატაციები, მაგრამ ამჟამად იქ მხოლოდ გვიმრა და ეკალ-ბარდია.


ბოლო დღეების მანძილზე ეს უკვე მერამდენე ხანძარია. რა ხდება ხანძირს გამომწვევი მიზეზი?

 

მიზეზებზე საუბარი ჩემი პრეროგატივა არ არის, ამას მოკვლევა სჭირდება, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს, მაგრამ ხანძრის მიზეზი, ძირითადად, მოსახლეობის დაუდევრობაა. წუხელ ქარი იყო ძლიერი და ამიტომაც გართულდა ხანძრის ჩაქრობა.

 

როგორც ვიცით, წუხელ მაღალმთიან აჭარაშიც იყო ხანძარი…


დიახ, გუშინ ხანძარი იყო შუახევში, სოფელ კობალთაში, სადაც სახლი დაიწვა და დამხმარე ნაგებობები, გარდა ამისა იყო ხანძარი ცინარეთში (შუახევი) – იქაც ეკალ-ბარდი იწვოდა, იგივე იყო ქედაში, სოფელ ახოში და ჩაქვში, ჩაისუბანში.  

 

როგორ მუშაობთ, დამატებითი ძალები გჭირდებათ ასეთ ვითარებაში?


მობილიზებული ვართ და ვახერხებთ სწრაფად რეაგირებას. ჯერ-ჯერობით რეგიონებიდან დახმარება არ დაგვჭირვებია.

 

ამ სეზონზე იმატებს ხანძრის შემთხვევები?


დიახ. ახლა მოსახლეობა ამუშავებს საყანე ნაკვეთებს, ასუფთავებენ მიწის ნაკვეთებებს, ნაგავს ცეცხლს უკიდებენ და ვეღარ ახდენენ მერე ცეცხლის ლოკალიზებას და გადადის სხვა ნაკვეთებზეც.

 

გაქვთ რეკომენდაცია მოსახლეობისათვის? 


რეკომენდაცია რა თქმა უნდა გვაქვს. ვთხოვთ მოსახლეობას, რაც შეიძლება ფრთხილად მოეკიდონ ცეცხლის დანთებას და თუ აუცილებელია რაიმეს დაწვა, წინასწარ შეგვითანხმონ, რომ პრევენციის საშუალება გვქონდეს და ზომები მივიღოთ. ყოველთვის ვაკეთებთ ჩვენ ამას და გამგები არავინაა სამწუხაროდ.  


ბათუმის სახანძრო სამსახური
ბათუმის სახანძრო სამსახური

ბათუმის სასამართლოში 2014 წლის განხილული საქმეები

 

განხილულ საქმეთა თითქმის ნახევარზე – 771 საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმებულა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

რაც შეეხება გასულ წელს სასამართლოში საგამოძიებო ორგანოების შუამდგომლობებს – შარშან სულ 3810  საქმეზე მიმართეს სამართალდამცავებმა სასამართლოს. მათ შორის 1118-ჯერ ითხოვდნენ ჩხრეკაზე შუამდგომლობას. სასამართლოს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ძირითადად უარი აქვს ნათქვამი: ჩხრეკაზე თანხმობა სასამართლოს 534 საქმეზე მიუცია.

 

აჭარაში მოქმედ სამართალდამცველებს შარშან სასამართლოსთვის პირის დაკასაკავებლად ნებართვის მისაღებად 237-ჯერ მიუმართავთ. ამ მიმართულებით სასამართლოს სამართალდამცველების მოთხოვნა ძირითადად გაზიარებული აქვს – 216 პირის დაკავებაზე მიუცია თანხმობა.

 

შარშან სამართალდამცავებს 280 პირის ქონების დაყადაღება აქვთ მოთხოვნილი. დაკმაყოფილებულია – 266 მოთხოვნა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლოს გვერდის ავლით, ანუ შუამდგომლობის გარეშე სამართალდამცავებს (სავარაუდოდ, გადაუდებელი აუცილებლობით) დაუკავებიათ 704 პირი. მათგან სასამართლოს აღკვეთი ღონისძიება მხოლოდ 315 პირის მიმართ აქვს გამოყენებული.

 

სამართალდამცავებს გასულ წელს სასამართლოში 719-ჯერ  მოუთხოვიათ შუამდგომლობა ბრალდებული პირისთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნით. დაკმაყოფილდა – 346 შუამდგომლობა; სტატისტიკის თანახმად, პროკურატურას 171-ჯერ მოუთხოვია სასამართლოსთვის პატიმრობაში მყოფი პირის საპყრობილეში იქამდე დატოვება, ვიდრე აღნიშნული პირი არ გადაიხდიდა გირაოს თანხას. სასამართლოს ასეთი მოთხოვნა მხოლოდ 159-შემთხვევაში აქვს დაკმაყოფილებული.

 

რაც შეეხება  ადმინისტრაციულ წარმოებას – ამ მიმართულებით 2014 წელს სასამართლოში შესულა 623 საქმე, დასრულებულია 490 საქმე.

 

სამოქალაქო დავების მიმართულებით კი სასამართლოში შესულია 2889 საქმე, მათ შორის შარშანვე დასრულებულა – 2810 საქმე.

2014 წელს ბათუმში 33 საკრუიზო გემი შემოვიდა

 

 33 საკრუიზო გემით 14 793 ტურისტი შემოვიდა ბათუმში, რაც 186,5%-ით აღემატება 2013 წელს საკრუიზო გემებით შემოსული ტურისტების რაოდენობას. 2013 წელს 16 გემით 5162 ტურისტი იყო შემოსული.

 

2014 წელს აჭარაში ყველაზე მეტი ტურისტი თურქეთიდან შემოვიდა

 

 

 სასტუმრო სექტორში ტურისტთა რაოდენობრივი მაჩვენებლით პირველ ათეულში შემდეგი ქვეყნები არიან: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, ისრაელი, ბელორუსია, ყაზახეთი, ლიტვა.

 

 

2014 წელს უცხოელ ტურისტთა შორის ზრდის პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩევა ყაზახეთი (106,5%), ბელორუსია (53,2%), სომხეთი (36,7%), აზერბაიჯანი (29,7%), პოლონეთი (29,1%), რუსეთი (21,9%), უკრაინა (12,9%) და ისრაელი (8,2%). ამ ჯგუფში შედის სწორედ ის ქვეყნები, რომელთა სამიზნე ტურისტული ბაზრებია და სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აწარმოებს აქტიურ მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ აჭარაში შემოსულ დამსვენებელთა დიდი ნაწილი კერძო სექტორშია განთავსებული, რომელთა აღრიცხვა რთულია. ამ პრობლემის გადასაჭრელად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარეობს მუშაობა სტატისტიკის ახალ მეთოდოლოგიაზე, რომელიც სხვადასხვა კველევას დაეფუძნება და რეგიონში ტურისტთა რაოდენობის რეალურ სურათს შექმნის.

 

 

დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შემოსული უცხოელი ტურისტების რიცხობრივ მაჩვენებელში. 2014 წლის მანძილზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19%-ით აღემატება 2013 წლის, ხოლო 44%-ით 2012 წლის მონაცემებს.

 

 

 69,8%-ითაა გაზრდილი აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით მოსარგებლე ტურისტების რაოდენობა.

Microsoft-ის ლიცენზიებს მთავრობა 19,2 მილიონ დოლარად შეიძენს

 

 კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing)  საერთო  ღი­რებულება  (დღგ-ის გათვალისწინებით) შეადგენს  19 287 100 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს სამ ეტაპად: პირ­ველი ეტაპი – 7 451 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

მეორე ეტაპი – 5 917 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

მესამე ეტაპი – 5 917 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

 

ლიცენზიების შესყიდვისთვის პირველ ეტაპზე გადასახდელი თანხის ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სარეზერ­ვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტროს კონტროლს დაქ­ვემ­დებარებულ სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს 7 451 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უნდა გამოუ­ყოს.

 

საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა ზემოაღნიშნული ხელ­შეკრულებების გაფორმების შემდგომ უნდ უზრუნველყოს საბიუჯეტო ორ­განი­ზაციებთან Microsoft-ის ლიცენზიების მიწოდების მიზნით ხელშეკ­რულებების გაფორმება და შესაბამისი ლიცენზიების მიწოდება.

 

 საქართველოს მთავრობის მიერ გასული წლის დეკემბერში მოწონებულ იქნა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანა­მედ­როვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისიის სხდომის ოქმი, რომლის თანახმადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საფინანსო-ანალი­ტიკურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს კომპანია Microsoft-ის ლიცენ­ზიების (Genuine OS Licensing  და Enterprise Licensing)  შესყიდვის მიზ­ნით, კომპანია Microsoft-თან შემდეგი ხელშეკრულებების გაფორმება: „Enterprise Enrollment (Indirect) – X20-10471“, „Discount Transparency Disclosure Form – X20-12769“, „Product Selection Form – Specialized profile – CTM“, „Effective Date Amendment ID M23 – M23“; საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება კი საფინანსო-ანალიტი­კური სამსახურის უფროსს გიორ­გი კურტანიძეს მიენიჭა.

ქობულეთსა და ხელვაჩაურში სოფლის ექიმებს მანქანებს გადასცემენ

პროგრამაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის ჩართულობის მზადყოფნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაჰიდულ ჰაქიმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გამოთქვა.

„სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“ პროგრამა 2015 წლის ბოლომდე განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის 10 ავტომანქანა გადაეცემა.

გასულ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაეროს მოასახლეობის ფონდის მხარდაჭერით მაღალი გამავლობის 21 ავტომანქანა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის შეიძინა.

საზღვრის კვეთის სტატისტიკა 2015 წელს

 

 ტურისტი – 111 622 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%);

 

 

ტრანზიტი – 58 028 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%);

 

 

 სხვა – 139 817 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%).

 

 

2015 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-12%), აზერბაიჯანიდან (+12%), სომხეთიდან (-2%), რუსეთიდან (-6%) და უკრაინიდან (-10%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარში გამოირჩნენ ლიტვა და გერმანია (შესაბამისად 164% და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან – თურქმენეთი (132%), უზბეკეთი (20%), და ყაზახეთი (16%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 53% და 43%–იანი მატებით.

მეკობრეების პირისპირ

–       1975 წელს დავამთავრე ბათუმის საზღვაო სასწავლებელი და სამუშაოდ გამანაწილეს ვლადივოსტოკის სათევზაო-სარეფრეჟატორო გემების ბაზაზე. ბათუმიდან ვლადივოსტოკში 10 კაცი გაგვგზავნეს. ჩავედით და თავი ლამის საქართველოში გვეგონა. თვითონ განსაჯეთ: სარეფრეჟერატორო გემების ბაზა  დაარსებული იყო ქართველი კაცის, შალვა ნადიბაიძის მიერ და მისივე სახელს ატარებდა. ვცხოვრობდით  შალვა ნადიბაიძის ქუჩაზე და პირველ გემს, რომელზეც მოვხვდი სამუშაოდ, `შალვა ნადიბაიძე“ ერქვა. აქ 6 თვე ვიმუშავე. შემდეგ სხვა სარეწაო გემებზე გადამიყვანეს. ვმუშაობდით ბერინგის ზღვაში, ოხოტის ზღვაში, კურილიის კუნძულებთან,იაპონიის ნაპირებთან, ალიასკასთან ბრისტოლის ყურეში. ძალიან კარგი  საზღვაო პრაქტიკა მივიღე, კაპიტნის უფროსი თანაშემწეც გავხდი.

 

– 1978 წლის ბოლოს საქართველოში ჩამოვედი შვებულებით, ოჯახს ძალიან უნდოდა, რომ იმ „დასაკარგავიდან“ სადმე ახლოს გადმოვსულიყავი. იმ პერიოდში ჩვენში სარეწაო თევზჭერას სათავეში ჩაუდგა ბატონი ბორის ლომთაძე, რომელმაც მოკლე დროში ააღორძინა ეს დარგი. ბიძაჩემი ისრაფილ ცინცაძე მასთან მუშაობდა და მეგობრობდა კიდეც. ერთხელაც, როცა ბატონმა ბორისმა ბრძანა, სატრალერო ფლოტი მინდა გავზარდო, მაგრამ კვალიფიციური კადრები მაკლიაო, ბიძაჩემმა უთხრა, ერთ ასეთ კაცს ვიცნობ, შორეული აღმოსავლეთიდან შვებულებით არის ჩამოსული და თუ გინდა, შეგახვედრებო. ასე გავიცანი ბატონი ბორისი. დიდხანს ვისაუბრეთ, ბოლოს მითხრა, თუ  თანახმა ხარ, შენ გადმოყვანას მე მოვახერხებო.

 

პირდაპირ რომ მიმეტოვებინა ვლადივოსტოკი და ისე ჩამოვსულიყავი, საზღვარგარეთის ვიზა დამეხურებოდა და თავიდან მომიწევდა ახალი ვიზის ლოდინი. ბატონმა ბორისმა თავისთავზე აიღო ყველაფერი. მეც მინდოდა აქეთ გადმოსვლა, რადგან დაოჯახებას ვაპირებდი. 1979 წლის მარტში ცოლი შევირთე და ვლადივოსტოკში წავედი  მუშაობის გასაგრძელებლად. ამასობაში ბატონმა ბორისმა ყველაფერი მომიგვარა საკავშირო თევზჭერის სამინისტროშიც, შორეულ აღმოსავლეთშიც და აგვისტოში უკვე აჭარის თევზჭერის სანაოსნოში გადმომიყვანეს. ვლადივოსტოკში მიღებული გამოცდილება ჩვენთან ძალიან გამომადგა. მალე კაპიტანიც გავხდი.

 

– 1990 წელს ესპანურმა ფირმამ ჩვენი სანაოსნოს 4 გემი აიყვანა ფრახტით, მათ შორის `ღჩ-ცისკარა“-ც, რომლის კაპიტანიც მე ვიყავი. რვაფეხები უნდა დაგვეჭირა ატლანტის ოკეანეში, მაროკოდან 200 მილის დაშორებით. ყოველ დღე, თითო გემს 300 კგ რვაფეხა უნდა ჩაებარებინა მტრალავ-რეფრეჟერატორისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად მოცურავდა. ჩემი გემის ეკიპაჟი ამ საქმეში გამოცდილი მეზღვაურებისგან შედგებოდა და პირველ 15 დღეში 20 ტონამდე რვაფეხა დავიჭირეთ. საკმაოდ რთული იყო ხუთბალიან შტორმში გემის მტრალავ-რეფრეჟერატორთან მიყენება და ნადავლის გადაცემა, ამის გაკეთება კი ყოველდღიურად გვიხდებოდა. სამწუხაროდ, ეს ესპანური კომპანია ჩავარდა და კონტრაქტი შეწყდა. ოთხი გემის შენახვა საქართველოს თევზჭერის სამმართველოს ემძიმა და ახალი კონტრაქტით, გვინეის ნაპირებთან, კონაკრისთან გადაგვიყვანეს სამუშაოდ. მომსახურებისთვის ტრალერი „საქართველოც“ გამოგვაყოლეს.

 

სამწუხაროდ, იქ საქმე ცუდად წავიდა, რადგან ჩვენს გემებს არ ჰქონდათ სათანადო სიმძლავრე, იქ კი ძალიან ძლიერი დინებაა. 1991 წლის დეკემბერში, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, საერთოდ უპატრონოდ დავრჩით, თავი თვითონვე უნდა გაგვეტანა. თუ ჩვენი დიდი გემები შემოდიოდნენ კონაკრიში, ნაცნობობით და ხათრით ვშოულობდით პროდუქტებს და სასმელ წყალს. ამასობაში პორტის წინაშე დავალიანებაც იზრდებოდა. უპატრონო რომ გვნახეს, გვინეელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ, ერთ მილიონ დოლარს გვთავაზობდნენ, რომ გემი დაგვეტოვებინა და წამოვსულიყავით, სულერთია, ვალების გამო მაინც ჩამოგართმევენო. მართლაც, იმ დროს გემი დაპატიმრებული იყო ჩვენი სანაოსნოს დავალიანების გამო. ჩვენ ერთი პრინციპი გვქონდა, გემი საქართველოს ეკუთვნოდა, ამიტომაც უარი ვუთხარი, არადა ვალი ყოველდღიურად იზრდებოდა და ასე რომ გაგრძელებულიყო, გემი კანონიერადაც დაიკარგებოდა. გადავწყვიტეთ გაქცევა, მაგრამ როგორ? – საწვავი არ გვქონდა. ეს გვინეელებმაც იცოდნენ და მშვიდად იყვნენ.

 

მხსნელად ქართული ბალკერის კაპიტანი დურსუნ ფარსელაძე მოგვევლინა. მან მოგვცა 15 ტონა საწვავი, ჩვენც მაშინვე დავტოვეთ კონაკრის რეიდი და გამოვიპარეთ. ჩვენთან ერთად წამოვიდა „მალთაყვაც“, რომელსაც კაპიტანი ბუკია მეთაურობდა. მისი  ნაწყალობევი საწვავით ჩამოვაღწიეთ ლას-პალმასამდე. იქ კიდევ ექვსი თვე ამაოდ ველოდით ჩვენი სანაოსნოსგან შეწევნას, თანაც ლას-პალმასშიც ჰქონია ჩვენს სანაოსნოს ვალები დაგროვილი და ახლა იქ აღმოვჩნდით დაპატიმრებულნი.

 

საქართველოდან ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდა სამმართველოს მთავარი ინჟინერი ბატონი ტარიელ კუცია, მაგრამ მანაც ვერაფერი გააწყო. მაშინ, მას შევთავაზე, რომ დავკავშირებოდით ჩემს თანაკურსელს, სლავა გალადიაჟნის, რომელიც საქართველოს სანაოსნოს წარმომადგენელი იყო ინგლისში, რათა გვეთხოვა, რომ გადმოერიცხა თანხა ჩვენი გემის გადასაჩენად და ეს თანხა სესხად მიეცა საქართველოს თევზჭერის სანაოსნოსთვის. ორკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ საკითხი გადაიჭრა, მაგრამ, საქართველოს სანაოსნოს სხვა ვალების გამო მაინც პატიმრობაში და ისევ საწვავის გარეშე დავრჩით.

 

ეკიპაჟმა ჩვენი საკუთარი ფული შევკრიბეთ და რუსული გემისგან ვიყიდეთ 15 ტონა საწვავი. ლას-პალმასში საწვავით სავსე კასრები გემიდან გემამდე პორტში ღამით ვათრიეთ და ერთ მშვენიერ ღამეს, ორმა გემმა, `ცისკარამ“ და `მალთაყვამ“, ჩუმად დავტოვეთ ლას-პალმასი, გამოვიპარეთ. არავისთან კავშირზე არ გავდიოდით, ღამით სინათლეები გვქონდა ჩამქრალი, მშვიდობიანად გავიარეთ ატლანტის ოკეანე, ჰიბრალტარის სრუტე და ხმელთაშუა ზღვაში შევცურეთ.

 

გამოპარულები მალტასთან ახლოს დაგვიჭირა… შტორმმა. კურსის გაგრძელება შეუძლებელი იყო და იძულებულები გავხდით ცხვირით ტალღაზე გვევლო, ანუ ტალღის საწინააღმდეგო მიმართულება გვქონოდა. აფრიკისკენ წავედით და ველოდით გამოდარებას. სამი დღის შემდეგ ამინდიც დაწყნარდა და გეზი საბერძნეთისკენ ავიღეთ. როცა ლაკონისის სრუტეს მივაღწიეთ, საწვავიც გამოგველია. რადისტი დავსვი რადიოკავშირზე, რომ ჩვენი სანაოსნოს გემებს დაკავშირებოდა. ერთდღიანი ძებნის შემდეგ მან კავშირი დაამყარა ტანკერ „ფოთთან“, რომლის კაპიტანმა, ბატონმა იაშა გოგიტიძემ, ჩვენთან დალაპარაკების შემდეგ შეცვალა კურსი, მოვიდა ლაკონისის ბუხტაში, დადგა ღუზაზე და მოგვცა საწვავი, საკვები და წყალიც და უკვე თამამად წამოვედით საქართველოში.

 

კურიოზი ის არის, რომ როცა ჩამოვედით, ერთხანს ბათუმის თევზჭერის ნავმისადგომში არ გვიშვებდნენ, მოიმიზეზეს საბაჟო პროცედურები, საომარი მდგომარეობა და სხვა. ვუთხარი, არ მაინტერესებს თქვენი მიზეზები, გემი დაკარგვას გადავარჩინე, მოგიყვანეთ, თვითნებურად დავაყენებ გემს მისადგომთან და შინ წავალ, წელიწადნახევარია ზღვაში ვართ და ოჯახში როგორ არ გვიშვებთ-მეთქი. ღუზა რომ ამოვიღეთ და ნაპირისკენ წამოვედით, მაშინვე დარეკეს, გაჩერდით, ხუთ წუთში ყველაფერი მოგვარდებაო. ასე დამთავრდა ეს ხანგრძლივი მოგზაურობა: 1991 წლის ოქტომბერში გავედით ბათუმიდან და 1993 წლის თებერვალში დავბრუნდით. აი, ამ ხანგრძლივი ცურვის მონაწილენი: მე – ბადრი ბერიძე, უფროსი თანაშემწე – ნუგზარ კონცელიძე, მეორე თანაშემწე – ავთანდილ გიორგაძე, უფროსი მექანიკოსი – ისმაილ შოთაძე, მეორე მექანიკოსი – ბადრი ვერძაძე, მოტორისტი – ჯუმბერ კირკიტაძე, სტალმაისტერი – ფრიდონ მოსიძე, მატროსები: ზურაბ მაისაია, გელა დოლიაშვილი, მზარეული – როსტომ ბაჯელიძე. კიდევ ერთი – ესპანელი მეზღვაური გვყავდა გემზე, რომელიც ჩვენთან ერთად, ბუნებრივია, არ გამოპარულა, მაგრამ თანაგვიგრძნობდა.

 

– 1998 წლის თებერვალი იყო. მაშინ უკრაინული, პატარა, მშრალი ტვირთის მზიდველის, სამასტონიანი `სნეჟინკას“ კაპიტანი ვიყავი. ფეოდოსიაში ციტრუსი ჩავიტანეთ და ბათუმისკენ ცარიელი მოვდიოდით. გელენჯიკთან ახლოს, ჩვენი სანაოსნოს გემს, `კარგო- Pთჩ“ -ს მთავარი ძრავა გაფუჭებოდა და საშინელ შტორმში 2,5 -3 მილში დრეიფობდა. ძლიერი ნორდვესტი ქროდა და გემს ყოველ წუთს ნაპირზე გაგდება და დაღუპვა ელოდა. სწორედ ამ დროს ვუახლოვდებოდით იმ ადგილს. `კარგოს“ კაპიტანმა რადიოკავშირით გვამცნო ამ გასაჭირის შესახებ და მაშინვე გავემართეთ მისაშველებლად. მალე მივუახლოვდით, მაგრამ იმ შტორმში, პირველი მიახლოებისას ვერ მივაწოდეთ ბაგირი. ამაო აღმოჩნდა მეორე ცდაც, მხოლოდ მესამე მისვლაზე მივაღწიეთ შედეგს. ამის შემდეგ ბაგირებით გავაკეთეთ ბუქსირი, და წამოვედით სამხრეთისკენ.

 

შტორმი კი სულ უფრო ძლიერდებოდა. ასეთი საშინელი ნორდვესტი, მართალი რომ ვთქვა, არ მახსოვს. სწორედ იმ დღეს ფოთთან მშრალი ტვირთის მზიდველი „ბეგი“ გამოირიყა ბრეკვოტერზე, რამდენიმე მეზღვაურიც დაიღუპა. გზის გაგრძელება თითქმის შეუძლებელი გახდა, თან ხომ ბუქსირით მეორე გემიც მოგვყავდა. გადავწყვიტეთ, ბიჭვინთასთან ახლოს, ბუხტაში შეგვეფარებინა თავი. ასეც მოვიქეცით, იქ ჩავუშვით ღუზა, რადგან, ბუხტა ნორდვესტისგან დაფარული იყო. დავდექით თუ არა, რუსი სამხედროები რადიოთი დაგვიკავშირდნენ და მოგვთხოვეს ბუხტიდან გასვლა, რადგანაც  ქართულ გემებს ეკრძალებოდათ იქ შესვლა. მართალია, „სნეჟინკაზე“ უკრაინული დროშა ფრიალებდა, მაგრამ „კარგო“ ხომ საქართველოს გემი იყო. ვცდილობდი, ამეხსნა, რომ ქარიშხლის წინაშე პოლიტიკა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ამაოდ. ისიც გვითხრეს, ორი სამხედრო კატერი უკვე ემზადება თქვენკენ წამოსასვლელადო. ტყვეობას ისევ სიცოცხლის და გემების საფრთხეში ჩაგდება ვამჯობინეთ და კვლავ აბობოქრებულ ზღვაში გავედით.

 

როგორც იქნა, მივაღწიეთ ფოთის პორტს, მაგრამ, არ დაგვრთეს შესვლის ნება, ამნაირ შტორმში აქ ახლახან „ბეგი“ დაიღუპა და თქვენც იგივე გემუქრებათო. მე კიდევ იმიტომ ვითხოვდი პორტში შესვლას, რომ მეშინოდა, შტორმს ბუქსირი არ გაეწყვიტა და „კარგო“ არ დაღუპულიყო. რა გვექნა? ისევ ბათუმისკენ წამოვედით. სასწაული მოხდა, სუფსას გამოვცდით თუ არა, შტორმი შეწყდა და მგზავრობაც უხიფათო გახდა. ბათუმს რომ მოვადექით, ლამის მთელი ქალაქი გვეგებებოდა, გაუგიათ, ბუქსირით მეორე გემიც რომ მოგვყავდა. შეხვედრა თბილი იყო: ოჯახის წევრები, მეგობრები, ჟურნალისტები. ყველანი გვაამბობინებდნენ, თუ რას და როგორ გადავურჩით.

 

–  2010 წელს, „როროს“ ტიპის გემის „კორალ მუნის“ კაპიტანი ვიყავი. 10000- ტონიანი გემი ბერძნულ კომპანიას ეკუთვნოდა და ეკიპაჟიც ძირითადად ბერძნებისგან შედგებოდა, ქართველები კი ოთხნი ვიყავით: მე, ელექტრომექანიკოსი როლანდ თებიძე, მოტორისტი ზაზა თურმანიძე და მატროსი მალხაზ სურმანიძე.

 

სუეციდან  ინდოეთში მივდიოდით. ბაბელმანდების სრუტის გავლის მერე ჩემი ყურადღება მიიქცია სათევზაო გემების ჯგუფმა. ისინი ჩვენგან 4-5 მილის დაშორებით მუშაობდნენ. მე უნდა გადამეჭრა ფარვატერი და გავსულიყავი იემენის ნაპირებისკენ. უცებ შევამჩნიე, რომ მეთევზეთა ჯგუფს ერთი გემი გამოეყო და სწრაფი სვლით ჩვენ შორის მანძილის შემცირება დაიწყო. გადავკვეთე ფარვატერი და ადენის მიმართულებით გავაგრძელე გზა. მეთევზემაც იგივე მანევრი გაიმეორა, თავისი სიჩქარე 14 კვანძამდე გაზარდა და შეეცადა ქარის საწინააღმდეგო ბორტის მხრიდან შემოსვლას. უკვე 3 მილამდე შემცირდა დისტანცია. დაახლოების თავიდან აცილების მიზნით, კურსი 90 გრადუსით გადავხარე მარჯვნივ და ჩვენი გემიც მისთვის მაქსიმალური სიჩქარით – 14 კვანძით წავიყვანე. ორწუთიანი დაკვირვების შედეგად კარგად გამოჩნდა, რომ ამ გემმაც გაიმეორა იგივე მანევრი და ცდილობდა მარცხენა ბორტიდან მოგვახლოებოდა.

 

ცხადი გახდა, რომ ადენის ყურის მეკობრეებთან გვქონდა საქმე.  გამოვაცხადე განგაში, ხალხი პერიმეტრზე დავაყენე, სახანძრო მაგისტრალში გავზარდე წყლის წნევა, რომ საჭიროების შემთხვევაში ძლიერი ჭავლით მოგვეგერიებინა მომხვდური, თუ აბორდაჟზე წამოსვლას გადაწყვეტდნენ (რა უმწეო საშუალებაა წყლის ჭავლი შეიარაღებული მეკობრეების წინააღმდეგ, მაგრამ როცა თავდაცვის სხვა საშუალება არ გაქვს, რა უნდა ქნა?). მდევარი უკვე ნახევარ მილში იყო. აშკარა იყო, რომ ვეღარ გავასწრებდით. ბრძანება გავეცი, საჭე მარჯვნივ გადაგვეწია და ცირკულაცია დაგვეწყო, რათა მდევრისთვის უშუალოდ მოდგომის საშუალება არ მიგვეცა. ისიც აგვყვა და ერთხან ასე ვიტრიალეთ.

 

ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო, სანამდე უნდა გვეტრიალა ასე?! გადავწყვიტე, მესარგებლა იმით, რომ ჩვენი გემი მომხვდურთან შედარებით საკმაოდ დიდი იყო და თავად გადავსულიყავით შეტევაზე. მესაჭეს ვუბრძანე, საჭე ბოლომდე გადაეწია მარცხნივ და წავსულიყავით ტარანზე, რათა კვერცხივით დაგველეწა მოძალადე. როცა მეკობრეებმა იხილეს, რომ მათი მანევრები და გამოცანები ამოხსნილი იყო და თავად ვაპირებდით მათ ჩაძირვას, სასწრაფოდ შეცვალეს კურსი და 20 კვანძის სიჩქარით მოცოცხეს სომალის ნაპირებისკენ.

აჭარის მოსახლეობა შეშის გარეშე

დემოკრატიის ინსტიტუტი აჭარის მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს

აჭარის მოსახლეობას შეშის კრიზის ი აქვს. ვინაიდან სატყეო სააგენტომ შეშის მომარაგებაზე ლიცენზიის გაცემა სექტემბრის ბოლოს დაიწყო. მოსახლეობამ გასათბობად შეშის მომარაგება ვეღარ მოხერხა.თან ამ პერიოდში მაღალმთიანეთში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა. ამ თემის შესახებ დღეს ბრიფინგი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა აჭარაში გენო გელაძემ გამართა . Continue reading “აჭარის მოსახლეობა შეშის გარეშე”

ბათუმის აქციაზე უტა ივანიშვილი გამოჩნდა

ბათუმში, კოალიცია “ქართული ოცნების” წინასაარცევნო აქციაზე კოალიციის ლიდერის შვილი უტა ივანიშვილიც გამოჩნდა. მან განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება, პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებს:

ზაფხულის ფესტივალი ბათუმში [ფოტო]

 

 „მუსიკის კიდევ ერთი ზეიმი შედგა, შოპენთან და ბეთჰოვენთან შეხება არამარტო მუსიკოსებისთვისაა სასიამოვნო, არამედ დილეტანტებზეც საოცრად მოქმედებს. ძალიან გვასიამოვნა ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ, ორკესტრი, როგორც ყოველთვის, თავის სიმაღლეზე იყო, ძალიან მიხარია, რომ ფესტივალი გრძელდება და კიდევ გვექნება საშუალება, ვეზიაროთ ჭეშმარიტ ხელოვნებას.” –  აღნიშნა მუსიკოსმა ნატო ორაგველიძემ კონცერტის დასრულების შემდეგ. 

 

 

ზაფხულის ფესტივალის მსმენელი, დიანა ხომერიკი თავის გულწრფელ ემოციებს ვერ მალავდა: „არაჩვეულებრივი ფესტივალია, ძალიან ვარ ნასიამოვნები, სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატად.” 

 

 

ფესტივალს ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება, მათ შორისაა სარა გუბაკი: „ძალიან ლამაზი საღამო იყო, მოხიბლული ვარ მუსიკით.” 

 

 

კლასიკური მუსიკის მოყვარული ბათუმელ ნინო გაბუნია უკმაყოფილებას გამოთქვამს ფესტივალზე მაყურებლის ნაკლებობის გამო: „აღფრთოვანებულივარ მუსიკით და ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი მცირე რაოდენობა დადის მსგავს კონცერტებზე, როცა პოპმუსიკის კონცერტებზე მსმენელის ტევა არ არის.” 

 

ზაფხულის საერთაშორისო ფესტივალი  გრძელდება და 5 და 8 სექტემბერს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ისევ უმასპინძლებს.

არ გასული

2011 წლის 30 დეკემბრითვე თარიღდება საკრებულოს მეორე განკარგულებაც, რომლითაც უკვე სტატუსშეცვლილი თავისუფლების მოედანი საკრებულომ აჭარის მთავრობას უსასყიდლოდ გადასცა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზად განკარგულებაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნაა დასახელებული.

 

 

2011 წლის 19 დეკემბერს ბათუმის მერიას წერილით მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამინიტრო ბათუმში, ზ. გამსახურდიას და მ.აბაშიძის ქუჩების კვეთაში (დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია) თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებას გეგმავდა, რის გამოც საკრებულოს აღნიშნული ტერიტორიის აჭარის მთავრობისათვის საკუთრების უფლებით გადაცემა მოითხოვა. სწორედ ამ წერილის საფუძველზე ბათუმის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებულ მისამართზე არსებული 2 902 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი მთავრობას უსასყიდლოდ, თუმცა გარკვეული პირობებით გადასცა. პირობების ერთერთ პუნქტში კი ნათქვამი იყო, რომ უსასყიდლოდ გადაცემულ ქონებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება შეუწყდებოდა თუ იგი არ მოახდენდა მის პრივატიზებას. სხვა შემთხვევაში ამ ქონებაზე საკუთრების უფლება ისევ ბათუმის საკრებულოს უნდა დაბრუნებოდა.

მოგვიანებით აღნიშნული ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სიმბოლურ ფასად „სისტემ ინშაათს“ გადასცა, კომპანიას მაღალ სართულიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა აეშენებინა, თუმცა შეთანხმება ჩაიშალა. კომპანიამ გაურკვეველი მიზეზით სასტუმროს მშენებობაზე უარი თქვა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დაუდასტურა, ვაჟა ბოლქვაძის თქმით „მართალია სისტემ ინშაათი მითითებულ ტერიტორიაზე სასტუმროს აღარ ააშენებს, მაგრამ საკრებულოს პირობა ტერიტორიის პრივატიზების შესახებ შესრულებული იქნება“. მინისტრმა ჩვენთან საუბარში არ დააკონკრეტა, თუ როგორ და რა ვადებში აპირებს სამინისტრო ქონების ხელმეორედ პრივატიზებას. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია კი კანკარგულებაში ჩადებული პუნქტის თანახმად ტერიტორიის უკან დაბრუნებას და გმირთა სკვერზე ძველი სტატუსის დაბრუნებას ითხოვს, ბრიფინზე დღეს მათ სამინისტროსთან დადებული შეთანხმების გარდა გმირთა საფლავზე მონუმეტის განთავსების მიზნით 1990 წელს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტი, არქიტექტორ გიორგი რამიშვილის მიერ მომზადებული ეკვდერის ესკიზებიც წარმოადგინეს და მისი განხორციელების სურვილი გამოთქვეს.

მარტოხელა დედა ამბობს, რომ მის შვილს სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს

 

11 წლის გ. რ.-ს („ბათუმელები“ არ ასახელებს ვინაობას, რადგან შემთხვევა არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება) ტკივილები უკანა ტანში 21 ივლისს, შუაღამით, 12 საათის შემდეგ გაუძლიერდა. გ-ს დედა, თ.რ. სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედაა. მას შემდეგ, რაც ბავშვს ტკივილი არ შეუჩერდა, დედამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. თ.რ. ამბობს, რომ შესაბამისი დახმარების გაწევა სასწრაფოს ექიმმა ვერ შეძლო, „მერე ექთანმა იყოჩაღა, მოდი, ბავშვთა საავადმყოფოში წავიყვანოთო და სასწრაფო დახმარების მანქანით წავედით ანგისაში, ბავშვთა საავადმყოფოში. დაგვხვდა მორიგე ექიმი, რომელმაც მკითხა, რაშიაო საქმე. ავუხსენი, რომ ბავშვს სწორი ნაწლავი სტკიოდა. სასწრაფოს ექიმი ამბობდა, არ ვიცი, რა დიაგნოზი დავუწერო, მიკარნახეო და აპირებდნენ ოსტოეხონდროზის დაწერას. შევეპასუხე – ექიმო, ამ დიაგნოზით თუ გამიშვებთ, რა უნდა გაუკეთონ ბავშვს-მეთქი. მითხრეს, აბრძანდით ქალბატონო, მე-2 სართულზე, ქირურგთანო.“

 

ბავშვთა ქირურგიაში მორიგე ექიმი რენე თანდილავა იყო. სწორედ მის მიმართ აქვთ პრეტენზიები თ.რ.-ს. იგი ამბობს, რომ ექიმმა არათუ გასინჯა მისი შვილი, არამედ არც კი დაინტერესებულა, რა ჩივილებით მიიყვანა დედამ ბავშვი ღამის ორ საათზე საავადმყოფოში.

 

„გამოვიდა ეს ექიმი და მეძახის, აქ მობრძანდითო. – ყვება თ.რ.- ავუხსენი, ბავშვს ტკივილები აქვს-მეთქი. ჯანმრთელობის პოლისი, რომელიც ხელში მეჭირა, გამომართვა და რა არის ეს, ღამის 2 საათზე რომ მოდი, წადი ჩეკი მომიტანეო. ვუთხარი, არ მეკუთვნის გადახდა, სოციალურად დაუცველი ვარ-მეთქი. მაშინ კონსულტაციის გადახდის ქვითარი მომიტანეთო, არც ეს მეკუთვნის ექიმო და ბავშვი გამისინჯეთ-მეთქი. არაო – მითხრა. არც უკითხავს, ტკივილები რამდენ ხანს ჰქონდა, როდის დაეწყო… მომართვა უნდა მოგეტანა მაშინო. ვუთხარი, ექიმო, ღამის 2 საათზე როგორ უნდა მომეტანა მომართვა, სად უნდა მენახა ბავშვთა ექიმი. მაშინ დაბადების მოწმობა მომეციო, ჩანთაში ქსეროასლი მქონდა და ამოღებას ვაპირებდი, და არა ნამდვილი მეტრიკაო. ორიგინალი სკოლაში ინახება და ხვალ მოგიტანთ-მეთქი და არაო. უკან გამომიშვეს ბავშვის გაუსინჯავად, სახლში დავბრუნდი, რა უნდა მექნა. კარგი და ბავშვს ქუჩაში სისხლის დენა ატყდომოდა, რა უნდა გამეკეთებინა?! რა უფლებით არ გამისინჯა ბავშვი, რადგან სოციალურად დაუცველი და მარტოხელა დედა ვარ – ადამიანი არა ვარ?!“ _ კითხულობს თ.რ.

 

ქირურგი რენე თანდილავა ბათუმის უნივერსიტეტში ასწავლის და ანგისის დედათა და ბავშვთა ცენტრში რამდენიმე წელია მუშაობს. იგი ამბობს, რომ თ.რ.-ს პრეტენზიები უსაფუძვლოა, რადგან მას საბუთები მოწესრიგებული არ ჰქონდა. რენე თანდილავა უარყოფს, რომ პაციენტისგან დაბადების მოწმობის ორიგინალი მოითხოვა: „ვუთხარი, გაარკვიეთ „ემერჯენსში“ (რეგისტრატურა) და არ არის პრობლემა-მეთქი. ეს არის ტყუილი, არავითარი საბუთი არ ჰქონდა, ჰქონდა მხოლოდ დაზღვევის პოლისი, რაც საკმარისი არ იყო. ჩვენთან არის ასეთი წესი და ეს ჩემი დადგენილი არ არის: ნებისმიერი ავადმყოფი პირველ რიგში უნდა გატარდეს ემერჯენსში, რეგისტრატურაში, როდესაც რეგისტრატორი დააფიქსირებს კომპიუტერში, რომ ეს ავადმყოფი შემოვიდა, შემდეგ მიეცემა მას მიმართულება, ვინ სად გასინჯავს და რა სამედიცინო მომსახურება უდნა გაეწიოს. მე უფლება არ მაქვს, უფასოდ, ან სხვა კაბინეტში, ან „ხვალ მოვიტან დოკუმენტებს“ – ამის საფუძველზე მოვემსახურო ავადმყოფს.“ – განმარტავს რენე თანდილავა.

 

„ბათუმელების“ შეკითხვას, რამდენად სწორია კრიტიკულ მდომარეობაში ღამის ორ საათზე კტივილისგან შეწუხებული პაციენტისგან საბუთების მოთხოვნა, რენე თანდილავა ასე პასუხობს: „თუ ავადმყოფი კრიტიკულ მდომარეობაშია, დაჭრილია და ასე შემდეგ, რასაკვირველია დაუყოვნებლივ ვუწევთ დახმარებას. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ქალბატონი ამბობდა, ორი დღეა ტკივა ბავშვს უკანა ტანიო. ხომ შეიძლებოდა მოეყვანა დღისით, არა, ღამის ორ საათზე, სასწრაფოთი ისარგებლა – ეს ჩემი ვარაუდებია. მე გუშინაც ვიყავი მორიგე, პაციენტმა გააგზავნა ვიღაც სახლში, მოიტანა დოკუმენტაცია და გააფორმა. მაგრამ ამ ქალბატონმა არ ისურვა ეს. მე ვუთხარი, გაერკვია ე.წ. ღამის მენეჯერთან და თუ ის დათანხმდება, ჩემი თავი გენაცვალოთ-მეთქი. და ორი დღეა ბავშვს ტკივილები აქვს, ხომ შეიძლებოდა ამის მოწესრიგება, მითუმეტეს, რომ გაქვს პოლისი, იცი, რომ უმწეო ხარ და გეკუთვნის უფასო სამედიცინო დახმარება. ორად ორი ქაღალდი აქვთ მოსატანი, მაგრამ ეზარებათ. მითუმეტეს, რომ ეს არის სახელმწიფო დაწესებულება და მე არ მაქვს უფლება, უფასოდ მოვემსახურო ვინმეს. მე ამას არ ვამართლებ, მაგრამ რა ვქნა, მე ჩემს დაწესებულებაში არ ვარ.“

 

თ.რ. კი ამბობს, რომ მას თან ყველა საჭირო საბუთი ჰქონდა, თუმცა სამედიცინო დახმარება მის 11 წლის შვილს არ გაუწიეს. მეტიც, სოციალურად დაუცველი დედა ამბობს, რომ მისი შემთხვევა არ გაუფორმებიათ რეგისტრატურაში, მას არ მიუღია შესაბამისი ქვითარი, მორიგე ექიმმა იგი უბრალოდ რენე თანდილავასთან გაგზავნა, მისი უარის შემდეგ კი სახლში დაბრუნდა და შეეცადა ნაცნობ-მეგობრებისგან გაეგო, რით შეიძლებოდა დახმარებოდა 11 წლის შვილს, რომ ტკივილები მოხსნოდა. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების უფასოდ გამოყენებას, სასწრაფო დახმარების ავტომობილს პაციენტი დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადაჰყავს საავადმყოფომდე უფასოდ.

 

თ.რ. – მ საკითხის შესასწავლად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახურს მიმართა. სამინისტროს ეს უწყება სადაზღვევო კომპანიებს, სამედიცინო დაწესებულებებს, ექიმებსა და პაციენტებს შორის წარმოქმნილ პრობლემებს სწავლობს და აგვარებს. თ.რ. ამბობს, რომ მათგან პასუხს ელოდება, თუმცა მედიაციის სამსახურის უფროსი, ანზორ ბალაძე მიიჩნევს, რომ საკითხი უკვე მოგვარებულია – „ჩვენ მოვუსმინეთ ქალბატონ თ-ს და მან მიიღო ჩვენგან განმარტება“ – ამბობს ანზორ ბალაძე. იგი დასძენს, რომ თ.რ.-ს არ დაუწერია ოფიციალური განცხადება, რომლის საფუძველზე მედიაციის სამსახური დაიწყებდა საქმის შესწავლას, ამის შემდეგ კი საქმე შესაძლოა გადაეცეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც მსგავს შემთხვევებს შეისწავლის.

 

თ.რ. -ს თქმით, 11 წლის გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა იგი ამბობს, რომ მედიაციის სამსახურში განცხადებას აუცილებლად დაწერს ამ შემთხვევის შესახებ: „უსამართლობა ხშირად უმოქმედობაში გამოიხატება“ -ამბობს ის, – „ასეთი რამ სხვებსაც შეიძლება შეემთხვეს.“

Exit mobile version