კონკურსი ბათუმის ეზოს ამბებში მონაწილეობის მისაღებად

 

“მონაწილე მხატვრების ერთმანეთთან და ეზოს მაცხოვრებლებთან თანამშრომლობით შეიქმნება ინდივიდულაური და ერთობლივი ნამუშევრები, რომელთა ინსპირაციის წყარო ეზოს და მისი მობინადრეების კულტურული მემკვიდრეობა, პერსონალური ისტორიები, საყოფაცხოვრებო ინფრატრუქტურა, ძველი ბათუმის ეზოების არქიტექტურული თავისებურებები და ყოველდღიური ცხოვრების დინამიკა იქნება,” – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ კონკურსის შესახებ ინფორმაციაში.

 

პროექტის მონაწილეებს დაუფინანსებათ მგზავრობა (საქართველოში), საცხოვრებელი, ნამუშევრის წარმოება, დღიური თანხა და  ჰონორარი.

 

საკონკურსო პორტფოლიოების (PDF) მიღების ბოლო ვადა  2015 წლის 15 ივნისია. კონკურსანტებმა განაცხადი  ელ-ფოსტაზე – info@backyardstories.ge  უნდა გააგზავნონ. ინფორმაცია შერჩეული მონაწილეების შესახებ კი 20 ივნისს გამოქვეყნდება. 

 

წელს “ბათუმის ეზოს ამბები” 18 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ბათუმის ეზოს ამბების ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი ნამუშევარი 2013 წელი

საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია

 

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. კერძოდ, სადავო ნორმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი, თბილისის გარდა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს, ხოლო თბილისში იქმნებოდა 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად, თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.

 

მოსარჩელეების მოსაზრებით, მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები არ იყო თანაბარი ძალის მქონე. კერძოდ, საარჩევნო ოლქებში არ იყო რეგისტრირებული თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თანაბარი გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე.

 

მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 128 545 ამომრჩეველი ირჩევდა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, იმ დროს, როდესაც, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა მხოლოდ 5 810 ამომრჩეველი. ამდენად, ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 22-ჯერ უფრო წონადი იყო, ვიდრე საბურთალოს საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის ხმა, რაც აშკარად მეტყველებდა სისტემის დისკრიმინაციულობაზე. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ამომრჩეველთათვის არათანაბარი შესაძლებლობების მინიჭება, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, – საარჩევნო უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა საყოველთაო საარჩევნო უფლების მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ იგი, თავისთავად, არ მოითხოვს რომელიმე კონკრეტული საარჩევნო სისტემის მოდელის ჩამოყალიბებას, თუმცა აუცილებელია, არსებულმა საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს ხალხის ნების თავისუფალი და თანასწორი ასახვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირების პროცესში. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მოდელები და თავისებურებები იმ პირობით, რომ ამ პროცესში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებისას, წარმოიშობა ფაქტობრივი სირთულეები და, შესაძლოა, შეუძლებელი აღმოჩნდეს საარჩევნო ოლქების იმგვარი გადანაწილება, რომ ამომრჩევლების ხმებს აბსოლუტურად იდენტური „წონა“ ჰქონდეს. თუმცა, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ასეთი უთანასწორობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ამასთანავე, სასამართლომ არ გამორიცხა, რომ გარკვეული რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონმდებელმა შემოიტანოს ტერიტორიული წარმომადგენლობის ელემენტები, ასევე, საარჩევნო ოლქების მუნიციპალურ ერთეულებზე მიბმა, შესაძლოა საარჩევნო ოლქების საზღვრებით მანიპულირების საფრთხის პრევენციასაც ისახავდეს მიზნად, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს იმგვარი უთანასწორობა, რომ გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხმების გავლენა ზომაზე მეტად შემცირდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმების მიღებით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დაუკავშირა მუნიციპალიტეტებს, ისე, რომ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა. საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული იყო ამომრჩეველთა მკვეთრად განსხვავებული რაოდენობა. შესაბამისად, საარჩევნო ოლქები და მანდატები იმგვარად იყო გადანაწილებული, რომ ერთ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა რამდენჯერმე უფრო მეტად „ფასობდა“ ვიდრე – მეორე ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი გადახრა ხმათა თანაბრობის პრინციპიდან და არათანაზომიერად დაამცრო ამომრჩეველთა დიდი ნაწილის გავლენა საარჩევნო პროცესებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (თანასწორობის უფლება) და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან (საყოველთაო საარჩევნო უფლება) მიმართებით.

იყავი თანამედროვე, აირჩიე ჯანმრთელობა – მოსწავლეთა კონფერენცია

 

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდთა ცნობიერების ამაღლებას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები:

• სწორი კვება
• წყალი
• თამბაქო
• C ჰეპატიტი

 

კონფერენციის ფარგლებში პრეზენტაციებს წარმოადგენენ: ბათუმის №1, N2, საჯარო სკოლების, ჭარნალის საჯარო სკოლის, ქობულეთის N6 საშუალო სკოლის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VII – XI კლასის მოსწავლეები.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ბათუმის, ქიბულეთისა და ხელვაჩაურის განათლების რესურსცენტრები.

კონფერენციის ორგანიზატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

ადამიანებისთვის თვალთვალის სტატისტიკა

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის იმ ნორმას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზე შს სამინისტრო მოქალაქეებს ფარულად უსმენს.

„ჩვენ გვაქვს იმის პრაქტიკა, რომ ქვეყანაში მოსამართლის ნებართვის გარეშე იწერდნენ მოქალაქეების სატელეფონო საუბრებს, ეცნობოდნენ მიმოწერებს, რომელიც ელექტრონული ფოსტით ან სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა. ეს ფაქტია. როგორ უნდა განადგურდეს ფარული ჩანაწერები, აი ესეც გვინდოდა, რომ ყოფილიყო დაცული და მიახლოებული ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი კანონით მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება არ არის გათვალისწინებული “, _ ამბობს ზვიად ქორიძე.
ზვიად ქორიძის თქმით, შს სამინისტროს კანონით აქვს ფარული თვალთვალის უფლება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც ვალდებულია ეს პროცესი გააკონტროლოს, ამის არანაირი მექანიზმი არ გააჩნია: „აი, აქ არის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს საკანონმდებლო ჩანაწერი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა”.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი”, ანუ ახალი სამთავრობო უწყება 2013 წელს შეიქმნა საქართველოში. მისი მოვალეობაა მოქალაქეთა პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის დაცვა. თუმცა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალაუფლება არ არის საკმარისი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონულ კომუნიკაციებზე სისტემატური უკანონო თვალთვალის შესაჩერებლად – ეს პოზიცია აქვს არასამთავრობო სექტორს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა (2013 წლამდე ის ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო-ავტ). “საინტერესო ის არის, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია რა მექანიზმითაც აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს სისტემა შექმნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, – ამბობს ლიკა საჯაია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საპარლამენტო მდივანი.

ლიკა საჯაიას ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ყველა ქვეყანაში არის მაკონტროლებელი, საქართველოში კი ეს უწყება პროცესის მონაწილეა: „ყველა განვითარებულ ქვეყანაში [ევროპის უმრავლესობაში] სამართალდამცავი მიდის სასამართლო განჩინებით კომუნიკაციის კომპანიაში და კომპანია უშვებს მას მოსმენებზე. ანუ ე.წ. მოსმენების გასაღები ყველგან კომუნიკაციების კომპანიებს აქვთ. შვეიცარიაში არსებობს დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც არ აწარმოებს გამოძიებას, არ არის სახელმწიფო სტრუქტურა და მის ხელშია გასაღები. შს სამინისტრო არის დაინტერესებული მხარე, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება, მით უფრო მარტივად გახსნის დანაშაულს. არ ვისაუბროთ იმაზე, რომ შეიძლება სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ ფარული ჩანაწერები, მაგალითად, შანტაჟისთვის. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არაა მოსმენების გასაღები იმის ხელში, ვინც პროფესიულად არის დაინტერესებული, რომ მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ეს ჰგავს იმას, მგელს ცხვარი მივაბაროთ”.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის გიორგი გოცირიძის აზრით, არ შეიძლება გასაღები ჰქონდეს უწყებას, რომელიც დაინტერესებულია დანაშაულის გახსნით: `ეს ინტერესი აიძულებს მას უკანონო ქმედებას. მას სულ ექნება ცდუნება ნახოს მეტი, გააკონტროლოს მეტი დანაშაულის გახსნისთვის”.

გიორგი გოცირიძეც ეთანხმება ლიკა საჯაიას და ამბობს, რომ ფარული მოსმენის უფლება უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელ უწყებას, რომელსაც გამოძიების ინტერესი არ აქვს. ასეთ უწყებად ვახტანგ ხმალაძე კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას მოიაზრებდა, მაგრამ კანონპროექტი პარლამენტის უმრავლესობამ დაიწუნა.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ერთი ნაწილის სარჩელს, მაშინ კანონი მოსმენებისა და ფარული მიყურადების შესახებ გაუქმდება, პარლამენტი კი იძულებული იქნება, მოსმენების უფლება სხვა უწყებას მიანიჭოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის” საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია „ბათუმელებთან” ამბობს, რომ არის ორი მთავარი საკითხი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ: 1. კანონის ნორმა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს შესაძლებლობას მობილური კომპანიებისა თუ ინტერნეტპროვაიდერებიდან იღებდეს ინფორმაციას შეუზღუდავად. 2. მონაცემთა ბანკები. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მონაცემთა ბანკში შენახულ ყველა ინფორმაციას – აბონენტის მიერ განხორციელებული ყველა ზარი, რამდენი ხანი ან სად ისაუბრა, რომელ საიტებზე შევიდა და სად იმყოფება – აკოპირებს ყოველგვარი ნებართვის გარეშე. მას სასამართლო ნებართვა მაშინ სჭირდება, თუ ამ ინფორმაციის გამოყენება უნდა სასამართლოში”.

არსებული კანონით კონკრეტული სამართალდამცავის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, ვის მოუსმენენ და ვის – არა. ეს იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ დანაშაულში „ეჭვმიტანილი“ ადამიანის, არამედ ნებისმიერი პირის პირად ინფორმაციაზე წვდომის კანონიერი უფლება აქვს შს სამინისტროს: “ინფორმაცია უდევთ უჯრაში. სიტყვაზე თუ ვენდობით, ამ ინფორმაციას სასამართლო ნებართვის გარეშე არ იყენებენ”.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტს სახალხო დამცველიც უჩივის. უჩა ნანუაშვილის მოადგილე ნათია კაციტაძე „ბათუმელებთან” ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ჩანაწერს ასაჩივრებს: „ვფიქრობთ, რომ სამართალდამცავი უწყებების მიერ მონაცემების შენახვა ორი წლის ვადით არის პრობლემური, ვინაიდან ის არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას”.

„ბათუმელების”  ხელთ არსებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ფარულ თვალთვალზე პირველი ინსტანციის სასამართლოებმა შარშან 2 555 შუამდგომლობა განიხილეს, 2015 წლის ოთხ თვეში კი – 753. ეს სტატისტიკა რედაქციას უზენაესმა სასამართლომ მოაწოდა. “ეს ძალიან დიდი ციფრია. როცა მოსმენების კანონზე ვმუშაოდით, ევროპელმა კონსულტანტებმა გვითხრეს, რომ, მაგალითად, გერმანიაში წელიწადში 200-მდე შუამდგომლობაა ფარული მიყურადების ნებართვის მისაღებად”, – ამბობს ლიკა საჯაია.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, საგამოძიებო უწყებებს აქვთ უფლება, ნებისმიერ ადამიანს უთვალთვალონ ფარულად. იმავე კანონის თანახმად, საგამოძიებო უწყება ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში უთხრას ადამიანს, რომ მას ფარულად უთვალთვალებდნენ. ასეთი ფაქტი – როცა ადამიანს აცნობეს, რომ მას ფარულად უთვალთვალებდნენ, ჯერჯერობით, არ ყოფილა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში არც ისეთი საქმე ყოფილა, რომ მოქალაქეს საგამოძიებო უწყებების ფარული მიყურადება გაესაჩივრებინოს. ამას ერთი ახსნა აქვს -შეუძლებელია მოქალაქემ სასამართლოს გზით დაადასტუროს, რომ მას უთვალთვალებდნენ.

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაზე მახინჯაურსა და ხელვაჩაურში

 

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე: 12:00–დან 18:00 საათამდე 3337 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში დილისკა, ოკამი და მიმდებარედ, 10:00–დან 17:00 საათამდე 1856 აბონენტს ამბროლაურში, 11:00–დან 18:00 საათამდე 2021 აბონენტს დუშეთში, 06:00–დან 10:00 საათამდე 1358 აბონენტს ზუგდიდის გარეუბანში და სოფლებში – რუხი, აბასთუმანი და მიმდებარედ;

29 მაისს კი 11:00–დან 17:00 საათამდე 6823 აბონენტს ნინოწმინდის რაიონში. 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ახალი ემბლემა აქვს

 

2015 წელს დამტკიცებული ემბლემა

 

2015 წელს დამტკიცებული ემბლემის აღწერილობა: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა არის ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიანი მრგვალი ჰერალდიკური ფარი, რომლის ველსაც ოთხ თანაბარ ნაწილად ჰყოფს წითელი ჯვარი. ოთხივე ნაწილში თეთრ ფონზე გამოსახულია თანაბარი ზომის თითო წითელი ბოლნური ჯვარი. ველის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ოთხკუთხა ფარი. ფარის ველი ლურჯია. ფარის ზედა ნაწილში ლურჯ ველზე გამოსახულია ორი ვერცხლის სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომებს წინა თათებით ვერცხლის გაშლილი გრაგნილი უპყრიათ, რომელზეც გადაშლილი ლაჟვარდისფერი (ლურჯი) წიგნია გამოსახული. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო ვერცხლისფერი გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენისა კი – ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინები ისეა გამოსახული, რომ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს. ფარის ქვედა ნაწილში ციხე-კოშკია  გამოსახული. ფარის ქვედა ნაწილზე გადმოფენილია თეთრი სადევიზე ბაფთა, რომლის წინა ველზე ლურჯი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი „კანონი და ღირსება“. მრგვალ ჰერალდიკურ ფარს ორი ქობა შემოჰყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა ნაცრისფერია და სისქით სამჯერ მცირეა სიღრმეში შემოყოლებულ ლურჯ ქობაზე.  ლურჯ ქობაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსახულია ვერცხლისფერი წარწერა: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო”.

 

2014 წელს დამტკიცებული ემბლემა

 

2014 წელს დამტკიცებული ემბლემის აღწერილობა: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს სამკუთხოვან ფარს. ფარის ველი ლურჯია. ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია ორი ვერცხლის სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომებს წინა თათებით ვერცხლის გადაშლილი წიგნი უპყრიათ. წიგნის ქვემოთ ციხე-კოშკია  გამოსახული. ფარის ზემოთა ნაწილში ლურჯ ველზე ვერცხლით ჩაწერილია – „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტრო“.

 

2009 წელს დამტკიცებული ემბლემა

 

2009 წელს დამტკიცებული ემბლემის აღწერილობა: საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ფარს. ფარის ველი ლურჯია. ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია ოქროს სიმბოლური ფარი, რომლის ლურჯ ველზე მოთავსებულია ოქროს სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომს წინა თათებით ვერცხლის გაშლილი გრაგნილი უპყრია, რომელზეც ლურჯი გადაშლილი წიგნია გამოსახული. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენასი კი ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინებია გამოსახული ისე, რომ თვითონ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს. ფარს ორი ოქროს ქობა შემოყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა სისქით ორჯერ აღემატება უფრო სიღრმეში შემოყოლებულ ქობას. ორ ქობას შორის ლურჯ ველზე ოქროთი ჩაწერილია – „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო”.

30 მაისს ბათუმში წყვილთა რბოლა გაიმართება

 

აჭარის ღია ჩემპიონატი წყვილთა რბოლაში 2015 | სარბოლო ტრასა

 

წყვილთა რბოლაში ჩემპიონატი  აჭარის რეგიონალური საავტომობილო ფედერაციის ორგანიზებით მოეწყობა. ჩემპიონატს 15 მსაჯი ეყოლება. უსაფრთხოებას 10 პოლიციელი და ერთი სახანძრო მანქანა დაიცავს. ტერიტორია კი, სადაც შეჯიბრება უნდა ჩატარდეს, სპეციალური საშუალებით შემოიღობება.


ფედერაციის პრეზიდენტის იური ლომთათიძის ინფორმაციით, რბოლაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ყველა მსურველს შეუძლია, ვისაც აქვს მართვის მოწმობა.


ჩემპიონატში მონაწილეთა რეგისტრაცია 30 მაისს, 11 საათზე დაიწყება, უშუალოდ შეჯიბრება კი 2 საათზეა დაგეგმილი და საღამოს დასრულდება.


გამოვლინდება გამარჯვებული წინა წამყვან თვლებს, უკანა წამყვან თვლებსა და კვადროში,  რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასულები, მეოთხე კლასში – აბსოლუტურში გაეჯიბრებიან ერთმანეთს.


იური ლომთათიძის თქმით, ჩემპიონატის ჩატარებისთვის 1500 ლარია გაწერილი, რომელსაც აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი გამოყოფს. ფედერაცია გამარჯვებულებს თასებს, მედლებსა და სიგელებს გადასცემს, ხოლო აბსოლუტურში გამარჯვებულს – ფულად საჩუქარსაც. 



რატომ არის სახიფათო სახლი, რომელშიც ცხოვრობთ

 

ბათუმი

 

 

 

 

 

 

 

 

 

„მე მაქვს ნანახი სახლი, რომლის გარე კედლის სისქე 10 სანტიმეტრია, საევაკუაციო კიბე კი – 152 სმ. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია“ –  ამბობს არქიტექტორი გია რამიშვილი. მისი თქმით, კანონის ლიბერალიზაციამ ცუდი შედეგი გამოიღო, რადგან მშენებლები თითქმის აღარ იცავენ უსაფრთოების ნორმებს, მაკონტროლებელი სტრუქტურა კი სახელმწიფოში არ არსებობს.

„გარდა იმისა, რომ საცხოვრებელ კორპუსებში არ არის დაცული სახანძრო უსაფრთოების ნორმები, მშენებლები ვერ აკმაყოფილებენ სხვა ნორმებსაც. მაგალითად, სახლებს არ აქვთ საკმარისი ეზო და გამწვანება, არ აქვთ ავტოსადგომები, დარღვეულია ლიფტისა და კიბის უჯრედების რაოდენობა სახლის ფართობიდან გამომდინარე, სახლებში არ არსებობს ინდივიდუალური ან საერთო საკუთრებაში არსებული საშრობები, რაც, ერთი შეხედვით, თითქოს წვრილმანია, მაგრამ რეალურად ძალიან პრობლემატური საკითხია, არ არის დაცული ბუნებრივი კონდიცირება, განათება და სხვა უამრავი დეტალი“ – ამბობს გიორგი რამიშვილი.

140-ე დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს გააუქმა, რის შემდეგაც მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებს უფლება აღარ აქვთ მშენებლებს ტექნიკური ნორმების დაცვა მოსთხოვონ. უსაფრთხოებისა და სხვა ნორმების დაცვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დეველოპერებსა და საპროექტო ორგანიზაციებზე გადავიდა. კანონის ჰიპერლიბერალიზაციის შედეგი, როგორც არქიტექტორები აცხადებენ, სავალალოა.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ კანონით დადგენილი ნორმების გაუქმება მშენებლობის ტემპების დაჩქარებაზე იყო ორიენტირებული, რასაც ცუდი შედეგი მოჰყვა:

„57-ე დადგენილებამ, რომელიც მთავრობამ 2009 წელს გამოსცა, ფაქტობრივად ყველა სამშენებლო მოთხოვნა გაამარტივა. მშენებლებს აღარ აქვთ ვალდებულება არც სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, რომელიც ადრე სახანძრო სამსახურთან უნდა შეთანხმებულიყო, არც წყლისა და კანალიზაციის, არც ელექტროობის და სხვა ნორმების დაცვის ვალდებულება. მარტო ეს კი არა, კონსტრუქციების მოთხოვნის ვალდებულებაც კი აღარ აქვს არქიტექტურის სამსახურს. აქედან გამომდინარე, მთლიანად დამკვეთზე და საპროექტო ორგანიზაციებზეა გადატანილი პასუხისმგებლობა,“ – ამბობს ირაკლი ახალაძე.

ძველი დადგენილების თანახმად დამკვეთი ვალდებული იყო გარდა საევაკუაციო კიბეებისა, საცხოვრებელი სახლი ხანძარსაწინააღმდეგო სხვა სისტემებითაც აღეჭურვა: „სართულებზე უნდა ყოფილიყო სახანძრო წყლის ონკანები, ქვიშა და ა.შ რასაც დღეს ვეღარ ვთხოვთ. სკოლებისა და ბაღების მშენებლობის შემთხვევაშიც კი არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ეს ნორმები, რადგან კანონი არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას“ – ამბობს არქიტექტურის სამსახურის უფროსი.

სახანძრო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის თქმით, სასურველია მშენებლებმა საევაკუაციო გასასვლელები გაითვალისწინონ. „ზოგიერთი მშენებელი მოგვმართავს და ჩვენ ვუწევთ მათ კონსულტაციას, თუ გამოუვალი სიტუაციაა, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენი, სახანძრო კიბის მეშვეობით უნდა მოხდეს ევაკუაცია“ – ამბობს სახანძრო სამსახურის უფროსი.

ირაკლი ახალაძის აზრით, 57-ე დადგენილებაში აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილება და გამკაცრდეს ტექნიკური ნორმების დაცვა.
„ქობულეთში მომხდარი ხანძრის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა ამ თემაზე და ვფიქრობ აუცილებლად შევა დადგენილებაში ცვლილება, რის შემდეგაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ოფიციალურად, კანონის ძალით მოვთხოვოთ დამკვეთებს ამ ნორმების დაცვა“.

როგორც ირაკლი ახალაძე ამბობს, თვითმმართველ ორგანოს შეუძლია გარკვეული ნორმების დაწესება, თუმცა ამის შესაძლებლობასაც საქართველოს კანონი უნდა ითვალისწინებდეს: „მთავარი დოკუმენტი რითაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა, არის მთავრობის დადგენილება. ამიტომ, რაღაც განსხვავებული ნორმების დამატება რთულია. თუ კანონში არ წერია, რომ თვითმმართველობისთვის ეს შესაძლებელია, ცალკე მოთხოვნებს ჩვენ ვერ დავაწესებთ“.

ბათუმის მერიას გარკვეული ნორმები აქვს დაწესებული მაღლივი კორპუსების შეფუთვაზე. ამ ნორმის მიხედვით, დაუშვებელია სახლი შეიფუთოს სწრაფად აალებადი, ხის და ხისგან კომბინირებული მასალით. „რაც შეეხება პლასტიკატს, ამაზე ჩანაწერი არსად არ არსებობს“ – ამბობს ირაკლი ახალაძე.

სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ირაკლი მოქიას განცხადებით, რა მასალით იფუთება დღეს საცხოვრებელი კორპუსები, ფაქტობრივად, უცნობია: „პროექტების 80 პროცენტში არ წერია რა მასალით იფუთება სახლი. მითითებულია მხოლოდ ფერი და ჩვენც ამ ფერს ვამოწმებთ“.

ირაკლი მოქიას თქმით, ქალაქში არ არსებობს შენობა, სადაც პროექტი დარღვეული არ იყოს. „სავინტილაციო სისტემა კი არა, ყველა საზოგადოებრივ ობიექტს უნდა ჰქონდეს საევაკუაციო გასასვლელი და გეგმა ყველა სართულზე გაკრული, რომელიც მხოლოდ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს და ზოგიერთ საცხოვრებელ სახლებს გააჩნიათ, სხვა მრავალბინიან სახლებში მე ასეთი რამ არსად მინახავს.“

ამის მიზეზად სამსახურის უფროსი, არქიტექტორის მსგავსად, 57-ე დადგენილებას ასახლებს, რომელიც საექსპლუატაციო პირობების ჩამონათვალში დეტალებს არ აზუსტებს. „დღეს ქალაქში 10-15 კორპუსია, რომელიც ექსპლუატაციაში პროექტის დარღვევის გამო არ მივიღეთ, თუმცა იქ ხალხი ცხოვრობს. ამიტომ, იქ რაიმე რომ მოხდეს, ყველანაირი პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლის სამართლის, ეკისრება დამკვეთს.“

არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტი მალე განიხილავს მშენებლობის კოდექსს, რის შემდეგაც უსაფრთხოების ნორმები და სხვა ტექნიკური მოთხოვნები აუცილებლად გამკაცრდება.

იმ საცხოვრებელ სახლებში, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, ბინის ღირებულება საკმაოდ ძვირია. საშუალო ფასი 500 დოლარიდან იწყება და ცენტრალურ ზონებში 800-900 დოლარამდეც აღწევს.

„ჩვენთან ბაზარიც ტლანქია და ხარისხიანსაც და უხარისხოსაც ერთი ფასი აქვს. როცა ქალაქის მთავარი არქიტექტორი ვიყავი, მქონდა მცდელობა ხარისხის კუთხით რაღაც გაგვეუმჯობესებინა, მაგრამ ყველასგან აბსოლუტური წინააღმდეგობა შეგვხვდა, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებიდანაც“, – ამბობს გია რამიშვილი. მისი აზრით, სახელმწიფო პოლიტიკა და მშენებლების პასუხისმგებლობაც, შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებისა და მედიის აქტიურობის შედეგად შეიცვალოს.

ქუჩის მუსიკის ფესტივალი ბათუმში

 

ფოტო ბათუმელების არქივიდან
ფოტო ბათუმელების არქივიდან

პროექტი – „იგრძენი ბათუმის გულისცემა“  – ევროპის კომისიის „ერასმუს+-ის“ და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

„იგრძენი ბათუმის გულისცემა“ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც იმართება ევროპის კომისიის „ერასმუს+-ის“ პროგრამის ფარგლებში და მასში საქართველოსთან ერთად 36 უცხოელი მუსიკოსი მონაწილეობს. პროექტში ჩართულია ჩეხეთი, ესტონეთი, ლიტვა, უკრაინა, სომხეთი და საქართველო.

 

უცხოელ მონაწილეებს საქართველოდან 160 მუსიკოსი შეუერთდება, რომლებიც წინასწარი რეგისტრაციის მეშვეობით შეირჩნენ.

 

კონცერტების გასამართად ბათუმში მოეწყობა 5  სცენა:  ბათუმის ბულვარში, ცენტრალურ შესასვლელში; პიაცაზე;  ევროპის მოედანზე;  მ. აბაშიძის გამზირზე  კინოთეატრ „აპოლოსთან“ და საჯარო ბიბლიოთეკის სკვერის  მიმდებარე ტერიტორიაზე – ვაჟა-ფშაველასა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში. 

 

კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

 

პროექტის მიზანია ქუჩის მუსიკის პოპულარიზაცია, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა არტისტების დამეგობრება, საქართველოსა და მოწვეულ ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და საერთო კულტურული პროგრამების ორგანიზება.

 

ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას და ფესტივალს ორგანიზებას უწევს ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“ და კომპანია EREDELI’s Art.   


EREDELI’s Art  ახალგაზრდულ, კულტურულ-შემეცნებითი პროექტების და ფესტივალების განმახროციელებელი ორგანიზაცია. კომპანიას უკევ განხორციელებული აქვს რამდენიმე ფესტივალი. მათ შორის: „Black Sea Sound“, „Kobuleti Summer Fest“, „Healthy World DJ Fest”.

 

 

როგორ ცხოვრობენ ქობულეთელი ბოშები [ვიდეო]

 



პროექტი ხორციელდება “დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალურ ფონდის” (NED) დაფინანსებით.

ბათუმში „ჯეოსელის“ განახლებული ოფისი გაიხსნა

 

როგორც „ჯეოსელის“ პრესცენტრში აცხადებენ, ახალი ოფისი იგივე „იასამნისფერ მაღაზია ბათუმში“, განახლებული სერვისებით, თბილისის შემდეგ პირველად ზღვისპირა ქალაქში გაიხსნა. ასევე პრესცენტრის ინფორმაციით, იმავე ტიპის ოფისის გახსნას კომპანია მალე ქობულეთშიც გეგმავს.

ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ბიუსტი დაიდგმება

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ბიუსტის ავტორია დავით ბოლქვაძე. წინასწარი ინფორმაციით სამუშაოები 15 ივნისამდე დასრულდება. ბიუსტისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარი დაიხარჯება.  

 

სელიმ ხიმშიაშვილის ძეგლის დადგმის მოთხოვნით ფეისბუქზე გვერდიც კი იყო შექმნილი – „აჭარას სჭირდება სელიმ ხიმშიაშვილის ძეგლი“, რომლის წევრებიც ძეგლის დადგმის მოთხოვნას უერთდებოდნენ. 



3 ივნისს აჭარაში „სელიმობა“ აღინიშნება, სახალხო დღესასწაული, რომელსაც ტრადიციულად ხულოში აღნიშნავენ. 


ქალების ბრძოლა ჭადრაკში – ჩაქვი, ევროპის ჩემპიონატი

ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 2015 | ჩაქვი, სასტუმრო ”ოაზისი”

ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 2015, მეორე ტური | 20 მაისი, ჩაქვი

ევროპის ჩემპიონის გამოვლენამდე კიდევ ოთხი ტურია დარჩენილი. ჩემპიონატი 18 მაისს ოფიციალურად ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ გაიხსნა, რომელსაც აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი, საჭადრაკო სფეროს წარმომადგენლები, ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, გენერალური მდივანი აკაკი იაშვილი და საქართველოს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდნენ.

ჭადრაკის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს აჭარა მესამედ მასპინძლობს. ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონმა და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთმა არბიტრმა ნანა ალექსანდრიამ გვითხრა, რომ ამ ტრადიციულ ევროპის ჩემპიონატამდე ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი ტარდებოდა. „ხუთჯერ ჩატარდა, საქართველოდან ეს თასი ორჯერ მოიპოვა ნონა გაფრინდაშვილმა, ხოლო ერთხელ – მე. მაშინ მხოლოდ ქვეყნისა და მსოფლიო ჩემპიონებს შეეძლოთ მონაწილეობა. ახლა ღია ტურნირია და მასში მონაწილეობა შეუძლიათ ფიდეს რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს“.

ნანა ალექსანდრიას თქმით, საქართველოდან ყველაზე მაღალი შედეგი ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში სალომე მელიას აქვს დაფიქსირებული, რომელიც 2013 წელს გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ორჯერ ბრინჯაოს მედალოსანი.

სალომე მელია

ჩემპიონატზე ასაკი შეუზღუდავია. მონაწილეთა მაქსიმალური ასაკი 55 წელია, ასაკით ყველაზე პატარა კი 10 წლის დიანა ლომაიაა, საქართველოს სამგზის ჩემპიონი ჭადრაკში თავის თანატოლებს შორის.

დიანა ლომაია – ჩემპიონატის ყველაზე პატარა მონაწილე

98 მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი წარმომადგენლობა საქართვველოს ჰყავს – სულ 28 მოჭადრაკე. 17 მოჭადრაკეა რუსეთიდან, 13 – აზერბაიჯანიდან, 8 _ სომხეთიდან, თურქეთიდან – ხუთი. დანარჩენი ქვეყნებიდან კი (ბელორუსია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, მოლდავეთი, პოლონეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია, სერბეთი, უკრაინა) ერთი, ორი, სამი ან ოთხი მოჭადრაკეა წარმოდგენილი.

ჩემპიონატის ლიდერი საერთაშორისო სარეიტინგო 2570 ქულით ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე იყო, თუმცა მოჭადრაკემ ოჯახის წევრის ჯანმრთელობის გამო მესამე ტურიდან შეწყვიტა ასპარეზობა. 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ლიდერობა რუმინელმა მიქაელა სანდუმ მოიპოვა (2300 ქულა), რომელმაც მეოთხე ტურში რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი ოლგა გირია (2479 ქულა) დაამარცხა. ამავე ტურის შედეგში სანდუს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ალინა კაშლინსკაია (რუსეთი – 2423 ქულა), ნინო ბაციაშვილი (საქართველო – 2473 ქულა), ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი – 2450 ქულა) და ლელა ჯავახიშვილი (საქართველო – 2472 ქულა).

ნანა ძაგნიძე

ჩემპიონატი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ევროპის საჭადრაკო კავშირის ერთობილივი ორგანიზებით ტარდება. მთავარი არბიტრი პოლონეთის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი დელეგა ტომაშია. საპრიზო ფონდი 60 000 ევროა. ზურაბ აზმაიფარაშვილის ინფორმაციით ამ საპრიზო თანხას ორგანიზატორი ქვეყანა გამოყოფს, თუმცა ევროპის ჭადრაკის ფედერაციამ წელს თავისი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, ამ ტურნირის ჩასატარებლად 46 000 ევრო გადასცა დანარჩენი კი საქართველოს ფედერაციამ მოიძია.

საპრიზო ფონდი პირველ ოცეულში შემავალ მოჭადრაკეებზე გადანაწილდება. აქედან ჩემპიონს 11000 ევრო ერგება, მეორე ადგილზე გასულს – 9000 ევრო, ხოლო მესამე ადგილოსანს – 7000 ევრო. მე-16-20 ადგილებზე გასულ მონაწილეებს კი თითოეულს 1000 ევროს გადასცემენ.

რა მნიშვნელობისაა რეგიონისთვის ეს ჩემპიონატი და როგორ მიმდინარეობს პროცესი? ჩემპიონატის შეფასება „ბათუმელებმა“ ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტს ზურაბ აზმაიფარაშვილს სთხოვა: „პირველ დღეს იყო პატარა შეცდომები, მაგიდები არასწორად იყო განლაგებული, რაც მალე გამოსწორდა. მოჭადრაკეების ძირითადი შენიშვნა იყო ის, რომ სასტუმროს გარშემო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ცოტა ხმაურს იწვევს. რაც შეეხება ჩაქვში ევროპირველობის ჩატარებას, ბათუმისთვის ეს ტურნირი პრაქტიკულად ტრადიციად იქცა, და ის, რომ წელს ეს ჩემპიონატი არ ტარდება ბათუმში და ტარდება ჩაქვში, კარგია. მომავალში დიდი შეჯიბრებები მარტო დიდ ქალაქებში აღარ იქნება. ეს არის პრაქტიკულად ის ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ მივდივართ ევროპაში“ – აღნიშნა ზურაბ აზმაიფარაშვილმა „ბათუმელებთან“.

ზურაბ აზმაიფარაშვილი

ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატი 30 მაისს საზეიმოდ დაიხურება, რის შემდეგაც მონაწილეების უმრავლესობა ქუთაისში გადაინაცვლებს, სადაც ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ჩქარ ჭადრაკსა და ბლიცში.

როგორც ზურაბ აზმაიფარაშვილი ამბობს, მომავალ წელს ამ ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი რუმინეთს აქვს. ეს საკითხი ევროპის ჭადრაკის კავშირის ბორდის სხდომაზე გადაწყდება, რომელიც 12-15 ივნისს ბუქარესტში ჩატარდება.

ბელა ხოტენაშვილი

ნატალია ჟუკოვა – ევროპის ექს-ჩემპიონი

ლილიტ მკრტიჩიანი – სამგზის ევროპის ჩემპიონი

ეკატერინე კოვალევსკაია – მსოფლიოს ნახევაფინალისტი

ანა უშენინა – მსოფლიოს ექს-ჩემპიონი

ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 2015, მეორე ტური | 20 მაისი, ჩაქვი

ადგილი სქესის მიხედვით ავტობუსში

 

 

რატომ ყიდის კომპანია ავტობუსში ადგილებს გენდერული ნიშნით? „მეტრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ეს დოგმა არ არის და სისტემა მგზავრების მეტი კომფორტისთვისაა გათვალისწინებული.


„თქვენ რომ იმგზავროთ, გესიამოვნებათ გვერდზე მამაკაცი დაჯდეს?! ეს არ არის დოგმა, თუ გსურთ – კი ბატონო. ეს არ არის აუცილებელი მოთხოვნა. მე, მაგალითად, მეუღლე რომ იყოს და ჩემი ქალიშვილი, მირჩევნია, რომ ქალის გვერდით დაჯდეს. ეს სისტემა ევროპაშიც არის, ეს არ არის დოგმა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ ასე გვაქვს მითითებული“ –  ამბობს რობერტ ფერდმანი, „მეტრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელი „ბათუმელებთან“.

 

„მეტრო ჯორჯია“  საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის „Metro“-ს პარტნიორია საქართველოში, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. 

ველოსიპედისტების მსვლელობა ბათუმში – 29 მაისი

 

მსვლელობა საღამოს 8-ის ნახევარზე, ანბანის კოშკიდან დაიწყება. როგორც ღონისძიების ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, მსვლელობა იქნება ხალისიანი და მსვლელობის უსაფრთხოებისათვის გამოყოფილი იქნება საპატრულო მანქანები. 


მარშრუტის სიგრძეა 7.5 კილომეტრი.


ველომსვლელობა, Critical Mass,  ყოველთვიურად იმართება მსოფლიოს ბევრი დიდი ქალაქის ქუჩებში  ყოველი თვის ბოლო პარასკევს. ჩვეულებისამებრ ტარდება როგორც სპონტანური შეკრება, დღესასწაული და არა როგორც ორგანიზებული პროტესტი ან დემონსტრაცია. ჯგუფური მსვლელობის მიზანია, გააგებინონ ავტომანქანის მფლობელებს, რომ ველოსიპედისტებს სჭირდებათ უსაფრთხო სივრცე.  

 

ნებისმიერ ველოსიპედისტს შეუძლია შეუერთდეს მსვლელობას. 


ბრალდებული პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბრალდებულ მ.ბ.-ს წინასასამართლო სხდომაზე, 20 მაისს, ბრალდებულმა თქვა, რომ აღიარებს მისთვის წარდგენილ ბრალდებას _ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მოსამართლის კითხვაზე, დაკავებისას ხომ არ ჰქონია ადგილი არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას   პოლიციელების მხრიდან, პატიმარმა უპასუხა, რომ ის დაკავების დროს სცემეს, დეტალები კი პროკურორს დაკითხვისას მოუყვა. „თქვენ იცით ამის შესახებ?“ – ჰკითხა მოსამართლემ პროკურორს. პროკურორმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

 

ბრალდებულის ადვოკატმა დავით კეკელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მას საქმეზე რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ მოუპოვებია, ხოლო პროკურორის  მიერ მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას სადაოს არ ხდიდა. დაცვის მხარემ თქვა, რომ მათი სურვილია, საქმე არსებითი განხილვის გარეშე, საპროცესო შეთანხმებით დარსულდეს.

 

წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან  ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება. ამ მუხლის პირველი ნაწილი კი _ პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

„ბათუმელებს“ მთავარ პროკურატურაში განუმარტეს, რომ პატიმრის საჩივრის საფუძველზე ჩატარდა მოკვლევა, „თუმცა იმის გამო, რომ პატიმრის ცემის ფაქტი არ დადასტურდა, გამოძიება არ დაწყებულა“.

   

პოლიციამ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

 

 

სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული 6,06 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,073 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

სამინისტრომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეესტრის ფორმა დაამტკიცა

 

მინისტრის ბრძანებით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ელექტრონული რეესტრის  წარმოება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურს დაევალა.

 

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების [გმო] ერთიანი რეესტრის ფორმაში უნდა მიეთითოს გმო-ს მწარმოებელი კომპანია, წარმოების ადგილი, დასახელება, აღწერილობა, გამოყენების მიზანი, გმო-ს საბაზრო ქსელში განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის საიდენტიფიკაციო და სხვა მონაცემები.

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გასულ თვეში საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების ჩამონათვალი დაამტკიცა. ჩამონათვალში ძირითადად სოიაა. 

 

 

ახალი გალერეა ბათუმში

ახალი გალერეას გახსნა ბათუმში

გალერეა აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა გახსნა. ხელოვნების მუზეუმის დირექტორის ნინო ნიჟარაძის თქმით, გალერეას წინ მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა:

„სამწუხროდ გალერეას გახსნას არავინ არ ესწრება ამ სფეროდან, რომ ვაჩვენოთ დაბინტული შადრევნები. გვინდა მიმდებარე ტერიტორიაც მოწესრიგდეს, დაიდგას სკამები, მოწესრიგდეს შადრევანი და გაზონები, რადგან გვინდა, რომ გალერეა გადაიქცეს არა მარტო საგამოფენო სივრცედ, დასასვენებელ ადგილადაც“.

ახალგახსნილ გალერეაში ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა.  

ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია გამოფენაზე

 

უწყლო შადრევანი გალერეას წინ

25 ავსტრიელი მხატვრის გამოფენა ბათუმში

„გამოფენა გააკეთა კულტურის განვითარების ფონდმა, გია გუგუშვილის ხელმძღვანელობით და  ფინანსური მხარდაჭერა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსგან გვაქვს. ძალიან საინტერესო პრეცენდენტია იმის, რომ ქართველი დამთვალიერებელი გაეცნოს თანამედროვე ავსტრიულ ფერწერას“, – გვეუბნება გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი მაია ჭყონია. მისი თქმით, გასულ წელს ავსტრიაში  ქართველი მხატვრების გამოფენა მოეწყო და დღევანდელი გამოფენა ამის საპასუხო ვიზიტია.

„იმედია, ინტერაქტივი შედგა და დამთვალიერებელი საინტერესო შთაბეჭდილებას მიიღებს. პარალელურად, მიმდინარეობს ქართველი და ავსტრიელი მხატვრების ერთობლივი პლენერი (პლენერი – სუფთა ჰაერი. აღნიშნავს ბუნებრივი განათების, ჰაერის, გარემოს გადმოცემას სურათში) და როცა დასრულდება მუშაობა, ამ ნამუშევრების გამოფენაც მოეწყობა.

გარელეა, რომელმაც 25 მხატვრის ნამუშევარი წარმოადგინა, ევროპაში რამდენიმე ცნობილ გალერეასთან და კულტურის სახლთან თანამშრომლობს.

ავტრიელი მხატვრები

ჭადრაკი: მეშვიდე ტურის შედეგებით ნინო ბაციაშვილი ლიდერობს

 

 ნინო ბაციაშვილის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს 6.0 ქულით რუმინელი მიქაელა სანდუ (2300), რომელმაც მერვე ტურში ბულგარელ ანტოანეტა სტაფანოვას (2512) სძლია, ხოლო მესამე ადგილს უკრაინელი ნატალია ჟუკოვა (2456) იკავებს, მან მერვე შეხვედერაში რუსი მოჭადრაკე ანასტასია სავინა (2417) დაამარცხა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური დარჩა.

დღეს შესვენებაა. მოჭადრაკეები ხვალ, 27 მაისს, მერვე ტურში გააგრძელებენ თამაშს.

ნინო ბაციაშვილი | ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში, მეშვიდე ტური | ჩაქვი, 25 მაისი 2015

 

მერვე ტურიში ერთმანეთს შეხვდებიან:  

 

 

ჭადრაკში ქალთა ევროპის ჩემპიონატი 2015

18 – 31 მაისი, ჩაქვი – საქართველო

მე-8 რაუნდი

 

დასაწყისი:

2015-05-27

სთ:

15:00

Board

Total

S.No.

Title

White

Result

Black

Title

S.No.

Total

Board

1

6.5

7

IM

ნინო ბაციაშვილი  

(საქართველო)

ოლგა გირია

(რუსეთი)

WGM

4

5.5

1

2

5.5

15

GM

ნატალია ჟუკოვა

(უკრაინა)

მიქაელა სანდუ

(რუმინეთი)

WGM

45

6.0

2

3

5.0

14

GM

ელინა დანიელიანი

(სომხეთი)

მარინა გუსაევა

(რუსეთი)

IM

30

5.0

3

4

5.0

48

IM

ლილიტ გალოიანი

(სომხეთი)

 

სალომე მელია

(საქართველო)

IM

16

5.0

4

5


5.0

18

IM

ეკატერინა კოვალევსკაია

(რუსეთი)

ანასტასია ბოდნარუკი

(რუსეთი)

IM

25

5.0

5

6

4.5

22

IM

ანასტასია სავინა

(რუსეთი)

ბელა ხოტენაშვილი

(საქართველო)

GM

2

4.5

6

7

4.5

24

IM

მერი არაბიძე

(საქართველო)

ანტოანეტა სტეფანოვა

(ბულგარეთი)

GM

3

4.5

7

8

4.5

8

IM

ელიზაბეტ პაეტცი

(გერმანია)

კარინა სზცზეპკოვსკა-ჰაროვსკა

(პოლონეთი)

WGM

23

4.5

8

9

4.5

29

IM

ინა გაპონენკო

(უკრაინა)

თხან თრანგ ჰოანგი

(უნგრეთი)

GM

9

4.5

9

10

4.5

52

WIM

ხაიალა აბდულა

(აზერბაიჯანი)

მონიკა სოცკო

(პოლონეთი)

GM

11

4.5

10

11

4.5

34

IM

სოფიკო გურამიშვილი

(საქართველო)

ანა უშენინ

(უკრაინა)

GM

12

4.5

11

12

4.5

60

WIM

მირანდა მიქაძე

(საქართველო)

ლილიტ მკრტჩიანი

(სომხეთი)

IM

13

4.5

12

13

4.5

20

IM

ალინა კაშლინსკაია

(რუსეთი)

დარია ჩაოჩკინა

(რუსეთი)

IM

31

4.5

13

14

4.5

35

IM

მაია ლომინეიშვილი

(საქართველო)

ალისა გალიამოვა

(რუსეთი)

IM

5

4.0

14

15

4.0

6

WGM

ალექსანდრა გორიაჩკინა

(რუსეთი)

დინა ბელენკაია

(რუსეთი)

WFM

59

4.0

15

16

4.0

70

WFM

მარია გევორგიანი

(სომხეთი)

ნინო ხურციძე

(საქართველო)

IM

17

4.0

16

17

4.0

44

IM

ელენა სედინა

(იტალია)

 

იოლანტა ზავაცკა

(პოლონეთი)

WGM

19

4.0

17

18

4.0

68

WIM

ნატო იმნაძე

(საქართველო)

ნასტასია ზიაზიულკინა

(ბულგარეთი)

IM

21

4.0

18

19

3.5

28

IM

ეკატერინა ატალიკი

(თურქეთი)

ულვია ფატალიევა

(აზერბაიჯანი)

WIM

39

4.0

19

20

3.5

47

FM

ლანიტა სტეტსკო

(ბელარუსია)

ქეთევან არახამია-გრანტი

(შოტლანდია)

GM

27

3.5

20

21

3.5

32

IM

სვეტლანა მატვეევა

(რუსეთი)

საბინა ბრაჰიმოვა

(აზერბაიჯანი)

WIM

50

3.5

21

22



3.5

73

WFM

აიდან ჰოჯატოვა

(აზერბაიჯანი)

ოლგა ზიმინა

(იტალია)

IM

37

3.5

22

23



3.5

51

WGM

მარია კურსოვა

(სომხეთი)

გუნია მამმაძადა

(აზერბაიჯანი)

WGM

38

3.5

23

24



3.5

41

IM

სოფიო გვეტაძე

(საქართველო)

ნარმინ მამმადოვა

(აზერბაიჯანი)

WCM

83

3.5

24

25



3.5

42

WGM

ინგა ჭარხალაშვილი

(საქართველო)

 

სუსანნა გაბოიანი

(სომხეთი)

 

75

3.5

25

26



3.5

62

WFM

ოლივია კიოლბასა

(პოლონეთი)

ბეთულ ჯემლე ილდიზი

(თურქეთი)

WGM

43

3.5

26

27



3.5

46

WGM

გულნარ მამმადოვა

(აზერბაიჯანი)

 

ვლადა სვირიდოვა

(რუსეთი)

WFM

85

3.5

27

28



3.5

86

WFM

მერი ჟორჟოლიანი

(საქართველო)

დეიმანტე დაილიეტე

(ლიტვა)

IM

26

3.0

28

29



3.0

66

WIM

მარინა ბარაევა

(რუსეთი)

 

ზოია შლეინგი

(გერმანია)

WGM

33

3.0

29

30



3.0

36

WIM

ფილიზ ოსმანოდია

(გერმანია)

ინგა ხურცილავა

(საქართველო)

WGM

64

3.0

30

31



3.0

40

IM

ევგენია ოვოდი

(რუსეთი)

სალომეია ზაკსაიტე

(ლიტვა)

WIM

67

3.0

31

32



3.0

54

WGM

ნარმინ კაზიმოვა

(აზერბაიჯანი)

მადონა ბოკუჩავა

(საქართველო)

WFM

87

3.0

32

33



3.0

78

WCM

ხანიმ ბალაჯაევა

(აზერბაიჯანი)

ხაიალა ისგანდეროვა

(თურქეთი)

WIM

55

3.0

33

34



3.0

56

WIM

მარტინა კორენოვა

(ჩეხეთი)

ციალა კასოშვილი

(საქართველო)

WIM

71

3.0

34

35



3.0

69

WIM

ანა ჰაირაპეტიანი

(სომხეთი)

ზეინებ მამედიაროვა

(აზერბაიჯანი)

WGM

57

3.0

35

36



3.0

58

WGM

ქუბრა ოზთურქი

(თურქეთი)

მარიამ თევზაძე

(საქართველო)

 

95

3.0

36

37



3.0

82

WFM

ალესია სანტერამო

(იტალია)

ნინო ხომერიკი

(საქართველო)

WFM

61

3.0

37

38



3.0

80

WIM

ანა გავაშელი

(საქართველო)

ლაურა უნუკი

(სლოვენია)

WIM

63

3.0

38

39



2.5

72

WIM

ზეჰრა ტოპელი

(თურქეთი)

ნარგიზ უმუდოვა

(აზერბაიჯანი)

WIM

49

2.5

39

40



2.5

53

WGM

ჯოვანა ვოჯინოვიჩი

(სერბეთი)

მარტინა ფოლკოვა

(ჩეხეთი)

WFM

77

2.5

40

41



2.5

76

 

ანა კუჭავა

(საქართველო)

ლექსანდრა ვახანია

(საქართველო)

 

79

2.5

41

42



2.0

74

WFM

ოლენა მარტინკოვა

(უკრაინა)

თამარ ხმიადაშვილი

(საქართველო)

WGM

89

2.5

42

43



2.0

88

WFM

ზალინა ლინგური

(რუსეთი)

 

სვეტლანა პეტრენკო

(მოლდავეთი)

IM

65

2.0

43

44



2.0

90

 

მარიამ ჭოლაძე

(საქართველო)

ტატიანა ივანოვა

(რუსეთი)

 

81

2.0

44

45



2.0

84

 

სირანუშ ღუკასიანი

(სომხეთი)

ანა ცაბაძე

(რუსეთი)

 

91

2.0

45

46



1.5

93

WFM

ნინო ჯალაღონია

(საქართველო)

დიანა ლომაია

(საქართველო)

 

98

2.0

46

47



1.5

96

WFM

ნატა ჯიბუტი

(საქართველო)

ნარმინ სოიუნლუ

(აზერბაიჯანი)

 

92

1.5

47

48



1.5

94

 

აისელ მამმადოვა

(აზერბაიჯანი)

თამარ ჭანტურია

(საქართველო)

 

97

1.0

48

„ქართულ-აფხაზური საგას“ ღონისძიებაზე არჩილ ხაბაძე და ვახტანგ ყოლბაია არ მივიდნენ

ნათელა დუმბაძეს და ადა ქუთელიას საპატიო სიგელი გადასცეს

„გუშინ თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზეთობა“ აღინიშნა. მე ვიცი, რომ აჭარაში მუჰაჯირობას გადარჩენილი აფხაზები ცხოვრობენ და მათ ოჯახებს ქართულ-აფხაზურს და აფხაზურ-ქართულს, დიდი სიყვარულით მივესალმები.

მე მაინც მგონია, რომ ჩვენ აფხაზეთში დაბრუნება გვიწერია. სანამ აფხაზეთს დავიბრუნებთ, მანამდე თითო აფხაზი უნდა დავიბრუნოთ და ვიცი, რომ ასეთი დღე დაუდგება საქართველოს და აფხაზეთს. არ შეიძლება ჩვენ ერთად არ ვიყოთ“, – განაცხადა მან.

ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის სახელით, „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელს ნათელა დუმბაძეს და ქართულ-აფხაზური საკვირაო სკოლის პედაგოგს, ადა ქუთელიას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის საპატიო სიგელები გადასცეს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს  პერფორმანსი – „ჩვენ დავბრუნდებით“.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ესწრებოდა.

როგორ აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე ქედაში

 

გამარჯვებული მონაწილეები ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ სიგელითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.

„ყველაზე დიდი დღესასწაული, რაც ქართველ ერს საერო დღესასწაულთა შორის გვაქვს, ეს არის დამოუკიდებლობის დღე. მინდა მივულოცო თითოეულ ქართველს, წარმატება და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება ვუსურვო“ – განაცხადა დავით დუმბაძემ.

„ყველას მივულოცავ დღევანდელ დღეს, 26 მაისი ბრწყინვალე დღესასწაულია, დღესასწაულს ჩვენი ახალგაზრდობა შეუერთდა, ჩატარდა მარათონული რბენა და შეჯიბრი ბირთვის ტყორცნაში, მარათონში გამარჯვება ქედის სკოლის სამმა მოსწავლემ მოიპოვა. რაც შეეხება ბირთვის ტყორცნას, აქაც პირველ და მესამე ადგილზე დაბა ქედა გავიდა, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი ვაიოს სკოლის მოსწავლე გახდა, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, ახალგაზრდებისთვის სტიმულის მიმცემია“ – აღნიშნა დაბა ქედის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელმა ნანული სამნიძემ.


სპორტული ღონისძიების შემდეგ ღია ცის ქვეშ, გამარჯვების პარკში, ქედის კულტურის ცენტრის ორგანიზებით კონცერტი გაიმართა.


დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ღია ცის ქვეშ ქედაში წელს მეექვსედ იზეიმეს.





 

 

 

ხულოში სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცეს

 

ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩიძის თქმით, მორიგე სასწრაფო დახმარების მანქანა მოქალაქემ თვითნებურად წაიყვანა, ხუთასამდე მეტრი გაიარა, კედელს შეეჯახა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.  




არაორგანიზებული 26 მაისი

აჭარის მთავრობა გმირთა მემორიალთან

სამხედრო ტექნიკის გამოფენა

ფრანების გაშვება ერთი საათით გადაიდო

26 მაისს გაზეთი ბათუმელები 14 წლის გახდა

 

 ამჟამად შპს „გაზეთი ბათუმელები“ გამოსცემს 16-გვერდიან ყოველკვირეულ გაზეთს,  აქვს ახალი ამბების ქართულენოვანი ვებგვერდი www.netgazeti.ge, რომლის ოფისი თბილისში მდებარეობს და ლოკალური ახალი ამბების ვებგვერდი – www. batumelebi.ge.  სხვადასხვა დროს განხორციელებული პროექტებია „პრესკაფე და სადისკუსიო კლუბი” და “ბათუმელების” მედიასკოლა.

 

გაზეთის სლოგანია – „შენ გაქვს უფლება იცოდე”. დაარსებიდან დღემდე არ შეცვლილან გაზეთის დამფუძნებლები და გამოცემის პოლიტიკა – „ბათუმელები“ დღემდე მწვავე სოციალური და პოლიტიკური საკითხების გაშუქებაზეა ორიენტირებული.  

 

სხვადასხვა დროს გაზეთმა მიიღო გერმანული ფონდ ცაიტის და ნორვეგიულ გამოხატვის თავისუფლების ფონდის პრემია „პრესის თავისუფლების პრიზი” და პრიზი ორგანიზაციისაგან „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გაზეთში გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიების გამო. წელს კი შპს „გაზეთ ბათუმელების“ გამოცემა netgazeti.ge პრესის ევროპული ჯილდოს მფლობელი გახდა. 


შპს გაზეთი „ბათუმელები“ თანამშრომლობს შემდეგ ფონდებთან:  ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“; ინტერნიუსი; IREX; IWPR; ევრაზიის ფონდი, National Endowment for Democracy (NED), PRESS NOW, ბიოლის ფონდი. 

 

ყველაზე დიდი ინვესტიცია გაზეთ „ბათუმელებში“ „ღია საზოგადოება საქართველომ“ განახორციელა, რომლის დახმარებითაც 2007 წელს გაზეთმა შეიძინა რედაქცია, ხოლო 2010 წელს  ფონდის მხარდაჭერით ამუშავდა ახალი ამბების ნაციონალური  ვებგამოცემა netgazeti.ge 


2009 წლიდან შპს „ბათუმელების“ პარტნიორია ჩეხური კომპანია Sourcefabric, რომლის მხარდაჭერით შექმნა www.batumelebi.ge 2012 წელს. 


შპს “გაზეთი ბათუმელები” არის ნიუ იორკში დაფუძნებული მედიის განვითარების ინვესტიციების ფონდის (MDIF) კლიენტი. ეს ორგანიზაცია კომპანიის მენეჯმენტს კონსულტაციებს უწევს დღემდე. 

 

2014 წელს გაზეთმა გამოსცა პირველი წიგნი, „მოგზაურობა ძველ ბათუმში“, გაზეთ „ბათუმელებში“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატიების და ფოტოებს კრებული ძველ ბათუმზე, ამჟამად კი მუშაობს კიდევ ერთი წიგნის გამოცემაზე – „ბათომი” ასე ეწოდება კრებულს, სადაც ბათუმელი ფოტოკოლექციონერისა და საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის სტატიები იქნება თავმოყრილი. წიგნი უნიკალური ფოტომასალითაა დასურათებული. 


კომპანია ასევე მუშაობს ტურისტული-საინფორმაციო-სარეკლამო, ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ჟურნალის, ბათუმის გზამკვლევის გამოცემაზე.  

 

გაზეთ „ბათუმელების” გამოწერა  შეგიძლიათ როგორც ბათუმში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისშიც.  გამოწერა შესაძლებელია  ტელეფონით: (0422) 27 99 12; ხელმომწერები გაზეთს მიიღებენ მათთვის სასურველ მისამართზე, სახლში/სამსახურში. ხელმოწერის წლიური ფასი: 50 ლარი. ხელმომწერები ასევე საჩუქრად მიღებენ წიგნს „ბათომი“. ამ წიგნს მკითხველი უახლეს მომავალში მიიღებს. 


გახდით ჩვენი ხელმომწერი და დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე 

 

 

გაზეთი ბათუმელები
გაზეთი ბათუმელები

 

მოსწავლე: მასწავლებლებს აქვთ ჰომოფობიური, ქსენოფობიური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება

ოლიმპიურ ცეცხლს ბათუმში ალეკო ახლედიანი და ლერი ხაბელოვი აანთებენ

 

ლერი ხაბელოვი – ოლიმპიური ჩემპიონი

 

აეროპორტში სპეციალური ტრიბუნიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ოლიმპირი ჩემპიონი ლერი ხაბელოვი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართვენ. შემდეგ ოლიმპიური ცეცხლს მიაწვდიან ესტაფეტაში მონაწილე მეჩირაღდნეებს და დაიწყება ესტაფეტა. 
ოლიმპიური ცეცხლი გაივლის აეროპორტის გზატკეცილს, ლეხ და მარია კაჩინსკის, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, გოგებაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს. საბოლოოდ ცეცხლი პიაცის მოედანზე განთავსდება, სადაც სპეციალური კონცერტი გაიმართება.

 

ესტაფეტაში მონაწილებას მიიღებენ ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები, საპატიო ბათუმელები და სხვადასხვა ცნობილი სახე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონები მუხრან ვახტანგაძე, სალომე მელია, რუსუდან სიხარულიძე, ასევე ბათუმელი მომღერალი სოფო ხალვაში. 

 

28 მაისს ჩირაღდნის გადატანა მოხდება ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. 29 მაისს ოლიმპიურ ცეცხლს ადიგენში ჩაიტანენ, ხოლო 14 ივლისს ქობულეთი გახდება ოლიმპიური ცეცხლის მასპინძელი.

 

26 მაისს ოლიმპიური ცეცხლი ბათუმში შემოვა

 

ოლიმპიური ცეცხლის ანთების და გადაცემის ცერემონია დღეს, 26 მაისს, პანათენაიკოსის სტადიონზე სპეციალური რიტუალით მოხდა. მისი საზეიმო დახვედრა ბათუმში მოეწყობა, საიდანაც დაიწყება ცეცხლის მაშტაბური ესტაფეტა. 


 დღეს ოლიმპიური ჩირაღდნის მისაღებად ბათუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართება, ხვალდან კი ჩირაღდანი სამხრეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლებს და ორი თვის განმავლობაში საქართველოს 67 რაიონსა და ქალაქს შემოივლის: ბათუმიდან გადაინაცვლებს ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევში ხულოში,  ადიგენში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში, თეთრიწყაროში, დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანში, რუსთავში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელში, გურჯაანში, თელავში, ახმეტაში, ჩარგალში, ყაზბეგში, ფასანაურში, თიანეთში, დუშეთში, მცხეთაში, კასპში, გორში, ქარელში, ბორჯომში, ხაშურში, საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში, თერჯოლაში, ტყიბულში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, ლენტეხში, წყალტუბოში, ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, ხონში, სამტრედიაში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ფოთში,  ხობში, სენაკში, აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ანაკლიაში, წალენჯიხაში, მესტიაში, უშგულში, ქობულეთში, თბილისში.


ოლიმპიურ ცეცხლს საქართველოში სულ 700 მეჩირაღდნე შემოატარებს. 


ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა თბილისში 26 ივლისიდან პირველ აგვისტომდე გაიმართება. მასში 49 ქვეყნის 3800 სპორტსმენი  იღებს მონაწილეობას. 

 

ოლიმპიადის თბილისში ჩატარების საკითხი 2010 წელს ბელგრადში გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 39-ე გენერალური ასამბლეაზე გადაწყდა, როცა ორ კანდიდატ ქალაქს, თბილისსა და ბრნოს (ჩეხეთი) არჩევანი თბილისის სასარგებლოდ დასრულდა. 


google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი წარწერა ფიქსირდება როგორც google.com-ზე ისე google.ge-ზე. იგივე წარწერა არ ფიქსირდება, მაგალითად, google.ru-ზე.

 

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

26 მაისი – წიგნები ფასდაკლებით გორგილაძის ქუჩის 29 ნომერში

 

მსურველებს ფასდაკლებით შეუძლიათ შეიძინონ როგორც საბავშვო, ისე მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა. ღონისძიება მიმდინარეობს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით. 


 

 

ნათია სირაბიძე: უკრაინელი ქალბატონი თავის დაწვას არ აპირებს

 

ნათია სირაბიძე
ნათია სირაბიძე

ნათია სირაბიძე: „ქალბატონს დღეს შეხვდა ჩვენი ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ესაუბრა. ის  თავის დაწვას ნამდვილად არ აპირებს. ჩვენც გვინდა, რომ მას დავეხმაროთ. დავპირდით, რომ კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენ მას დავეხმარებით. ახლა ის შემიძლია გითხრათ, რომ ბათუმის მერიამ მას გამოუყო თავშესაფარი და შევთანხმდით, რომ ხვალ კიდევ შეხვდებიან ჩვენი თანამშრომლები და კანონმდებლობით რაც შესაძლებელია, ყველაფერს გავაკეთებთ მის დასახმარებლად“.

 

ტატიანა ნესტერენკომ დღეს „ბათუმელებს“ განუცხადა,  რომ სამართალდამცავები მისი პრობლემით არ ინტერესდებიან. მისი თქმით, ძარცვის ფაქტიდან თითქმის ერთი თვის გასვლის მიუხედავად, ის დღემდე არც კი დაუკითხავთ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ტატიანა ნესტერენკოს საქმეზე მიმდინარეობს წინასაგამოძიებო ღონისძიებები და მას უახლოეს დღეებში შს სამინისტრო დაკითხავს საქმესთან დაკავშირებით. 

Exit mobile version