ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – ”საქართველოს ევროპული გზა” გრძელდება

 

 

კონფერენცია ეძღვნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგის სამიტის შედეგების, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების საკითხების განხილვას. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოების გამოწვევებს.
 
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. 
 
კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს ექვსი თემატური სესია: რიგის სამიტის შემდეგ – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები; აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების შესაძლებლობები „ჩეთემ ჰაუს“-ის ფორმატი; თანამშრომლობა V4-სა (სლოვაკეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთის რესპუბლიკა) და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის; საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება – გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA); ევროკავშირის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია და თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გრაფიკი

 

საქართველოს მთავრობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გრაფიკი მიდინარე წლის 17 ივნისს დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 17 ივნისს უნდა დაწყებულიყო თბილისიდან, ეს პროცესი 1 ივლისიდან დაიწყება და ქვეყნის მასშტაბით 25 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

 

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გრაფიკი:

 

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 01.07.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 08.07.15-მდე:

თბილისში,  საგარეჯოში, კოჯორში, მარნეულში, რუსთავში  მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების  გათიშვა.

ასევე, გარდაბანის, მარნეულის, საგარეჯოს,  მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

 

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 09.07.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 17.07.15-მდე;

გორში, ბეკამში, დუშეთში, ხაშურში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

 

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი: 18.07.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი: 29.07.15-მდე;

ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში,   ოზურგეთში, ზესტაფონში,  მარტვილში, სამტრედიაში, ხონში, სენაკში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე აბაშის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, მარტვილის, ოზურგეთის, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხობის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

 

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 30.07.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 05.08.15-მდე;

ბათუმში, ხულოში, ქედაში, შუახევში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის, ხობის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

 

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 06.08.15-10:00 სთ, დასრულებული  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 17.08.15-მდე;

ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ჯვარში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო მაუწყებლობის გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

 

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 18.08.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 24.08.15-მდე;

ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო  გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

 

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 25.08.15-10:00 სთ, დასრულებული  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 31.08.15-მდე:

დმანისში, ბოლნისში, წალკაში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო  გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

 

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 25.08.15-10:00 სთ. დასრულებული  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 31.08.15-მდე;

ყაზბეგში,  თიანეთში, ონში, ამბროლაურში,  ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურაში, საჩხერეში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე ამბროლაურის, თიანეთის, ლენტეხის, მესტიის, ონის, საჩხერის, ყაზბეგის, ჭიათურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

 

 

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 25.08.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 31.08.15-მდე.

ცივის მთაზე, სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, თელავში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო  გადამცემი სადგურების   გათიშვა.

აგრეთვე ახმეტის, გურჯაანის, დედოფლის წყაროს, თელავის, თიანეთის, ლაგოდეხის, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

 

ამერიკელი პროფესორი: როცა ვკარგავთ ისტორიულ შენობას, მას ვკარგავთ სამუდამოდ

ფოტო: bsu.ge
ფოტო: bsu.ge

რატომ არის მიმზიდველი კულტურული მემკვიდრეობა ეკონომიკურად და ეკონომიკის განვითარების პარალელურად როგორ შეიძლება შენარჩუნებული იქნას ქალაქში ისტორიული მნიშვნელობის მქონე შენობები – დონოვან რიპკემამ ძირითადად ამ თემაზე ისაუბრა.

 

„ბოლო 15 წლის მანძილზე არაერთი ქალაქის შესწავლის მაგალითზე დგინდება, რომ უცხოურ ინვესტიციებს უფრო მეტად იზიდავს ის ქალაქები, რომლებიც გამოირჩევიან კულტურული მემკვიდრეობის მხრივ. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში, ქალაქი ვერ მოიგებს იმით, რომ დაემსგავსოს სხვა ქალაქს. ყველა ქალაქმა თავისი განსაკუთრებულობით უნდა მიიზიდოს ადამიანი და კულტურული მემკვიდრეობა არის სწორედ ის მახასიათებელი, რითაც შეიძლება განსხვავდებოდეს ერთი ქალაქი სხვა ქალაქებისგან“ – განაცხადა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა. 

 

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობასაც კი მეტი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს. 


„ჩვენი კვლევებით დგინდება, რომ [კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების] რეაბილიტაციის შემთხვევაში უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნება და შესაბამისად, შემოსავლებიც მეტია. არა მხოლოდ აშშ-შია ასე, მაგალითად, ნორვეგიაში ჩატარებული კვლელვის შედეგად დადგინდა, რომ 16,5 პროცენტით მეტი სამუშაო ადგილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შედეგად, ვიდრე ახალი შენობების აგების შემთხვევაში.

 

 გარდა ამისა, კულტურული მემკვიდრეობა არის სფერო, რომელიც განიცდის უნარ-ჩვევების [პროფესიონალების] ნაკლებობას. დიდ ბრიტანეთშიც კი ამ სფეროში ვაწყდებოდით პროფესიონალი ხელოსნების ნაკლებობას. ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ადამიანებისთვის“ – აღნიშნა დონოვან რიპკემამ. 

 

ამერიკელმა პროფესორმა ისაუბრა იმ გამოცდილებასა და კვლევებზე, რაც ადასტურებს, რომ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდებისათვის, ასეთი ადგილები შემოქმედებით, საგანმანათლებლო, კულტურულ ცენტრებს ქმნის:


„მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქი, რომელსაც სურს იყოს კონკურენტუნარიანი, უნდა იყოს მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის. საქართველოში ჩამოსვლამდე ორი კვირა სერბეთში გავატარე. სტუდენტებთან ერთად დავაკვირდით შემოქმედებითი ინდუსტრიის მაგალითებს, ასეთი წერტილები ძირითადად ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებთანაა. 

 

…და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც წავაწყდი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში, მიუხედავად კულტურული, ეკონომიკური და რელიგიური სისტემისა, ახალდაქორწინებულები ყოველთვის ცდილობენ სურათი გადაიღონ ისტორიული შენობის ფონზე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა მათ ცხოვრებაში და მათ თითქოს სურთ ამ დღეს თავადაც დაამყარონ კავშირი დროსთან. ეს ტენდენცია გვხვდება ყველგან. 


ასე რომ, ისტორიული შენობები ქმნიან ხელსაყრელ გრემოს ქუჩის აქტიური, შემოქმედებითი ცხოვრებისათვის და ეს აისახება ეკონომიკაზეც.“ 

 

აუდიტორიიდან დასმულ შეკითხვას, რას ფიქრობს ინვესტიციებს შეწირული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რისი არაერთი მაგალითიც გვხვდება ბათუმში, რიპკემამ ასე უპასუხა: 

 

„შესაძლოა ბოლო წლებში არასწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით. შენობები, რომელთაც აქვთ კულტურული მემკვიდროების სტატუსი, უნდა იყოს შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ როცა ვკარგავთ ისტორიულ შენობას, მას ვკარგავთ სამუდამოდ და ამის გამოსწორება შეუძლებელია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ისტორიული შენობა განუსაზღვრელი ვადით იქნება დაცული, მაგრამ სანამ დავაგრევთ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მქონე შენობებს, აუცილებელია კარგად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი.

 

რეგიონალური ეკონომიკური განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მე ეკონომიკის განვითარების ბიზნესში ვარ და ამის წინააღმდეგ, ცხადია, ვერ ვიქნები. ჩვენ ხშირად გვიწევს არჩევანის გაკეთება კულტურული მემკვიდროების შენარჩუნებასა და ეკონომიკის განვითარებას შორის და ეს არასწორი არჩევანია. ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ეკონომიკის განვითარება მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული შენობების შენარჩუნების გავლით. როცა ვაშენებთ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორსართულიანი ძეგლის უკან 14-სართულიან შენობას, ამას ისტორიული შენობა „ჰელოუინის“ ნიღბის დონეზე დაჰყავს, მას ეკარგება მასშტაბი, ისტორიულობა.“ 

 

ამერიკელმა პროფესორმა ისტორიული შენობების ენერგეოფექტურობაზეც ისაუბრა: 

 

„მაიკლ ბლუმბერგს, ნიუ იორკის მერს, უნდოდა ნიუ იორკი გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი. იგი მულტიმილიონერი ბიზნესმენია და ბიზნესთვალსაზრისით უყურებდა ამ პროექტს. მან მოითხოვა კულტურული მემკვიდრეობის და ახალი შენობების ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი, თითოეული კვადრატული მეტრის მაგალითზე და აღმოჩნდა, რომ გარემოს სპეციალისტები ფაქტობრივად გვატყუებდნენ 30 წლის განმავლობაში, როცა ისინი ამბობდნენ, რომ ძველი შენობები არ იყო ენერგოეფექტური. სინამდვილეში ყველაზე ენერგოეფექტური აღმოჩნდა 1930 წლამდე აგებული შებობები და ყოველი დეკადის შემდეგ უფრო მეტი ენერგია იხარჯებოდა შენობის ასაგებად.“

 

დონოვან რიპკემამ ხაზი გაუსვა ასევე არასამთვრობო ორგანიზაციების აქტიურობის მნიშვნელობას კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად: 


„აშშ-ში ჩვენ თუ რამეს მივაღწიეთ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კუთხით, ეს იყო სწორედ ძლიერი არასამთავრობო სექტორის დამსახურება. რომ არა ეს, კერძო და სახელმწიფო სექტორი არაფერს გააკეთებდნენ კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის საქმეში და ზოგადად, გრძელვადიანი სტრატეგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რგოლების შექმნა ადგილობრივ დონეზე.“ 

 

დოქტორი დონოვან რიპკემა არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმძღვანელოს – „მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა“ – ავტორი; ასევე, ორგანიზაციის – „მემკვიდრეობის საერთაშორისო სტრატეგიები“ – დამფუძნებელი. იგი აღიარებული სპეციალისტია ისტორიული ნაგებობების დაცვის ეკონომიკის სფეროში.

დოქტორი დ. რიპკემა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას განიხილავს იმ თვალსაზრისით, რომ ისტორიული ქალაქები ან უბნები შენარჩუნდეს არა როგორც მუზეუმები, არამედ, მისი აზრით, ისტორიული ნაგებობების დაცვა–შენარჩუნება ამავდროულად წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების მძლავრ ფაქტორს.

პროფესორ დ. რიპკემას 30-წლიანი საქმიანობა მოიცავს უამრავ წარმატებულ პროექტს, რომლებიც ამტკიცებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სწორი მართვა ქმნის დამატებით შემოსავალს ადგილობრივი ეკონომიკისთვის (ახალი სამუშაო ადგილები, სახელფასო და საგადასახადო შემოსავლების მატება, უძრავი ქონების ფასის ზრდა და ა. შ.).

 

 

 

 

პროფესიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის შესახებ

 

ფოტო აღებულია ემზარ პაქსაძის ფეისბუქ გვერდიდან
ფოტო აღებულია ემზარ პაქსაძის ფეისბუქ გვერდიდან

არაერთი კრიტიკა მოგვისმენია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს შესახებ. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ განცხადების ავტორებს ისევ და ისევ სამართალდაცვის სფეროში მომუშავე საზოგადოება წარმოადგენს. თითქოს მათი განცხადებები მიმართულია კონკრეტულად რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს  სამართალდამცავ სისტემაში ჩართულ ყველა პირს და ყველა კანონით გათვალისწინებულ რეგულაციას, ასევე უნდობლობის სინდრომს ქმნის საზოგადოებაში და ასუსტებს სახელმწიფოებრიობის შეგნებას.

 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ განცხადებების უმეტესობა არაკოლეგიალურია და ცალსახად აკრიტიკებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, მიდგომა ასეთია – ამ ინსტიტუტმა ვერ გაამართლა, რაც არასწორია, რადგან როგორც ყველაფერს, ამ ინსტიტუტსაც გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით თავიდანვე უნდა გათვალისწინებულიყო ის გარემოება, რაც საზოგადოებაშია დამკვიდრებული. კერძოდ ის, რომ საზოგადოება სამართალდამცავებთან ურთიერთობას განიხლივას დაბალი მართლშეგნებით – პირი, რომელიც სამართალდამცავებმა წაიყვანეს თუნდაც დასაკითხად, ან პირი, ვის მიმართაც მიღებული იქნა ბრალდების შესახებ დადგენილება, საზოგადოების მხრიდან აღიქმება როგორც დამნაშავე.

 

საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში უდიდეს როლს ასრულებს მედია, რომელიც ბრალდებულს უკვე დამნაშავედ აცხადებს. ეს არ არის მარტო სიტყვებს შორის განსხვავების ვერ დანახვა, ეს პირდაპირ მეტყველებს საზოგადეობაში დამკვიდრებულ მენტალიტეტზე, რომლითაც სამართალდამცავ ორგანოებში მოხვედირილი პირი უკვე დამნაშავეა.

 

ასევე საზოგადოებას ახასიათებს მეორე უკიდურესობაც – თვითმხილველი მოწმეები ხშირად თავს იკავებენ სამართალდამცავებთან თანამშრომლობისგან, ვიდრე უშუალოდ მათ არ შეეხებათ მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს წლების წინ საზოგადოებაში „გამეფებული ქურდული მენტალიტეტით, სადაც სასამართლომდე საქმის მიტანა სამარცხვინოდ ითვლებოდა და ქურდული მენტალიტეტის მქონე პირები წყვეტდნენ დავებს. გამომდინარე აქედან, გარკვეულ რისკებს უკავშირდებოდა ამ ინსტიტუტის შემოღება და ფუნქციონირება საქართველოში, თუმცა ცალსახად იმის თქმა, რომ ვერ გაამართლა, არასწორია, რადგან საგრძნობლად გაზარდა სამოქალაქო ჩართულობა სამართალგამოყენების პროცესში. ამ საკანონმდებლო რეგულაციის გამოყენება ასევე საკმაოდ მნიშნვნელოვანია მდგრადობის კუთხით, საზოგადოების ჩართულობის გამო.

 

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კრიტიკა არ უნდა იყოს შეურაცხყოფის მიყენება კოლეგიალური და ინსტიტუციური თვალსაზრისით. საინტერესოა საერთაშორისო მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით, კრიტიკული განცხადებები შეიძლება მიმართული იყოს მოსამართლის, პროკურორის, მეორე მხარის ადვოკატის, მოწმის ან პროცესის მონაწილე სხვა პირის მიმართ და ამით ჩრდილს აყენებდეს მათ რეპუტაციას. ვინაიდან ეს უკანასკნელი პირადი ცხოვრების შემადგენელ ასპექტად მოიაზრება. მსგავს შემთხვევებში, გამოხატვის თავისუფლება პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებასთან მოდის კონფლიქტში.

ხშირად, ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების საპირისპიროდ, შეიძლება არსებობდეს სხვა ლეგიტიმური მიზანი, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობი დაცვის ინტერესი. მაგალითად, საქმეები, რომლებშიც ადვოკატი აკრიტიკებს სასამართლო სისტემას, მოსამართლეთა მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას, მართლმსაჯულების ეფექტიანობას, სამართალწარმოების სამართლიანობას და ა.შ. ამას გარდა, მაშინაც, როდესაც ადვოკატის განცხადებებ უშუალოდ სასამართლოს ან მოსამართლის წინააღმდეგ არ არის მიმართული, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნების ინტერესი შეიძლება კავშირში იყოს.

 

თავისი შეხედულებების გამოსახატავად დაინტერესებული პირი ფორუმად იყენებს არა სასამართლო დარბაზს, არამედ გაზეთის ფურცლებს, ან მართავს პრესკონფერენციას. ყოველთვის, როდესაც ჯერარაღძრული, მიმდინარე, თუ დამთავრებული საქმეს განიხილავენ სასამართლოს გარეთ, საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლო ამოწმებს, ხომ არ მოხდა სასამართლოს ფუნქციის უზურპაცი ან შეთავსება მედიის მიერ. მედია შეიძლება წარმოჩნდეს ალტერნატიული მართლმსაჯულების ფორუმად და, შესაბამისად, შელახოს სასამართლოს ავტორიტეტი. მედიის მიერ სასამართლოს ფუნქციების მიტაცებას შეიძლება თვით ამ პირმაც შეუწყოს ხელი, როცა ჟურნალისტი კი არ იმეორებს მის მიერ სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ განცხადებებს, არამედ, პირი იძლევა ინტერვიუს, ან აქვეყნებს სტატიას და ა.შ.

 

ცხადია, მედია, როგორც საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი და აქტუალურ საკითხებზე საჯარო დებატების ინიციატორი და წარმმართველი, ინარჩუნებს უფლებას, საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ამა თუ იმ სასამართლო პროცესს და წაახალისოს მსჯელობა საკითხზე, რომელიც სასამართლო განხილვის საგანია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ფსევდო სასამართლო განხილვა, პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის დადგენა და სასამართლოს ფუნქციის მედიისთვის გადაცემა. პროცესის უშუალო მონაწილე პირს, ჟურნალისტთან შედარებით, თავისი პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის დასაცავად.

 

რთულია იმ ზღვარის დადგენა, თუ რა დოზით შეიძლება საინფორმაციო საშაულებების ფორუმად გამოყენება ამა თუ იმ საქმეზე მსჯელობისას. ეს უნდა შეფასდეს მთლიანად ტელე-თუ რადიოგადაცემის, მისი შინაარსის, სტილის კონტექსტში. სად დაიბეჭდა ინტერვიუ – რესპექტაბელურ გაზეთში თუ ყვითელ პრესაში, რომლის მიზანი მხოლოდ სკანდალების აგორება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, ან პოლიტიკურად ანგაჟირებულ გაზეთში, რომელიც ითვლება, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ტრიბუნაა და მიკერძოებულია. ყველა ეს და სხვა დანარჩენი ასპექტი ერთად უნდა შეიკრიბოს და ერთიანობაში შეფასდეს.

 

თუ რომელ ინტერესს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი, ამასთან დაკავშირებით მზა ფორმულა არ არსებობს. ზემოთჩამოთვლილ უფლება-ინტერესებს შორის იერარქია დადგენილი არ არის და უპირატესობა მათ შორის გადაწყდება თითოეულ საქმეზე კონკრეტული გარემოებების მხედველობაში მიღებით.

 

უფლება-ინტერესებს შორის სამართლიანი წონასწორობის დასამყარებლად ერთ-ერთ პინაზე დადებული ინტერესი უნდა შეიზღუდოს. იმისთვის, რომ უშუალოდ მონაწილე პირის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა/მასში ჩარევა მართლზომიერი იყოს, უნდა დაკმაყოფილდეს სამი პირობა:

 

ა) საამისოდ უნდა არსებობდეს ხელმისაწვდომი, ცხადი და წინასწარ განჭვრეტადი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ითვალისწინებს ასეთ შეზღუდვას/ჩარევას;

ბ) ჩარევას/შეზღუდვას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან; და

გ) გამოყენებული შეზღუდვა უნდა იყოს „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“  დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი იურისპრუდენცია შეიძლება სახელმძღვანელოდ გამოდგეს ადვოკატის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართლზომიერების გადასაწყვეტად. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ გამოხატვის თავისუფლებას ორმაგი სტანდარტი ახასიათებს.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის ადვოკატები მოუწოდებენ სამართალგამოყენების პროცესში აქტირ მონაწილე პირებს, თავი შეიკავონ არაჯანსაღი კრიტიკისგან და გამოხატვის თავისუფლება მოაქციონ საკანონმდებლო ჩარჩოებში, რითაც ხელს შეუწყობენ საზოგადოებაში სამართლებრივი ინსტიტუტების როლის წარმოჩენას და გამყარებას.

ანონსი – მდუმარე აქცია ბათუმში

 

 აქცია საინიციატივო ჯგუფის ხუთმა წევრმა დაგეგმა. როგორც ისისნი ამბობენ, ამ ფორმით  თანადგომას უცხადებენ  თბილისში დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს  და  აპროტესტებენ  ბათუმში გამართულ ტაშ-ფანდურს. 

პერ ეკლუნდი: პუტინი გააგრძელებს ჩვენ დაშინებას

 

პერ ეკლუნდი

პერ ეკლუნდის მოსაზრებით,  არავინ იცის როდის დამთავრდება უკრაინაში პრობლემები:  „შეიძლება დასავლეთმა ვერ მისცეს  უკრაინას ის მხარდაჭერა, რაც მას სჭირდება, მე მეშინია,  რომ უკრაინისთვის დახმარება არასაკმარისი  არ აღმოჩნდეს.”

 

ეკლუნდის შეფასებით, ვლადიმერ პუტინს აქვს  „ნოსტალგია საბჭოთა კავშირის აღდგენის”.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ კითხვების დასმის დროს კონფერენციაზე თქვა, რომ მას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ გაუგია სიტყვა”ოკუპანტი”:”ვწუხავარ, რომ ამ კონფერენციაზე მხოლოდ ორი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი მოგვიწვიეს [კონფერენციას  საპარლამენტო უმცირესობიდან კიდევ გიორგი კანდელაკი ესწრება]  ჩვენ გვჭირდება, რომ არ დავივიწყოთ სიტყვა ოკუპანტი“.

 

 

 

საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენცია

 

როგორც თამარ ბერუჩაშვილმა განმარტა,  ქარტია  მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაციაში  ინტეგრაციის მიზნით,  ლიტვის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

ქარტიის თანახმად, მხარეები თანამშრომლობენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“განვითარება, ევროკავშირი -საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შემოღება…

 

ქარტიის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას. ლიტვა მზად არის საქართველოს  დახმარება გაუწიოს ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური  შესაძლებლობების განვითარებაში.

 

ქართული მხარის ცნობით, ქარტიის თანახმად ლიტვა ასევე მზად არის საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს უსაფრთხოებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად:„ამ მიზნით ლიტვის რესპუბლიკა გაზრდის საქართველოსთვის ორმხრივ პრაქტიკულ დახმარებას, განსაკუთრებით წლიური ევროპული პროგრამის შემუშავების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის რეალიზაციასა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით“-წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


„საქართველოს ევროპული გზა“ – ამ სახელწოდებით ბათუმი რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ევროკავშირის ქვეყნებიდან 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის არის ბულგარეთის პრეზიდენტი.


ნაციონალური მოძრაობა: ქობულეთი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება

 

„ნაციონალების“ განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი შეხვდა: დამტვრეულია სკამები, საბავშვო ატრაქციონები, დასასუფთავებელია ქალაქი და ქუჩებში მსხვილფეხა საქონელი დადის.

 

 „ტურისტული სეზონი დაიწყო და ქობულეთის მუნიციპალიტეტი სეზონს მოუმზადებელი შეხვდა,  გარდა იმისა, რომ მათი გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით მივიღეთ დაულაგებელი პლაჟები, ქუჩაში მოსეირნე საქონელი, ამ დრომდე ვერ განსაზღვრეს მიწის სარგებლობის ფასი, რის გამოც მოსახლეობა ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას ვერ ახერხებს. უფრო მეტიც, ამ დროისთვის არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობს ქობულეთში და ისინიც, ვინც მოაწყო შენობები დააჯარიმეს და შენობები დააშლევინეს. ჩვენ მოვუწოდებთ ქობულეთის ხელისუფლებას, დროულად განსაზღვროს იჯარის ფასი, მანამდე კი მოქალაქეებს მისცენ საშუალება მოაწყონ ინფრასტრუქტურული შენობები და ტურისტების მიღება შეძლონ,“ – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

 

არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით რევაზ ხარაზი პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის გამგებელს სულხან ევგენიძეს აკისრებს და აცხადებს, რომ თუ დროულად არ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, გამგებლის გადაყენების საკითხს დააყენებენ.

 

„ის უმსგავსობები, რაც ქობულეთში ხდება – მსხვილფესა რქოსანი პირუტყვი ქალაქში, დაზიანებული ჯებირი, დამტვრეული სკამები და ატრაქციონები, ადამიანები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას ითხოვენ და ვერ აძლევენ, ეს მისი დანაშაულია, გამოვიდეს და ნახოს ქუჩებსა და სანაპიროზე რაც ხდება, კეთილი ინებოს და მოაწესრიგოს ქალაქი ერთ კვირაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გამგეობასთან იქნება ადამიანების რიგი, რომლებიც მის გადაყენებას მოითხოვენ, ჩვენ ამ პროცედურას დავიწყებთ და არ მოვასვენებთ“ – განაცხადა რევაზ ხარაზმა. 


ქობულეთი, 17 ივნისი
ქობულეთი, 17 ივნისი

ქობულეთი, 17 ივნისი
ქობულეთი, 17 ივნისი

ქობულეთი, 17 ივნისი
ქობულეთი, 17 ივნისი

ქობულეთი, 17 ივნისი
ქობულეთი, 17 ივნისი

დამატებითი სამედიცინო დახმარების ჯგუფები ბათუმში

 

სამედიცინო დახმარების მანქანები კვარიათის, ბულვარისა და ე.წ. ბენზეს ტერიტორიაზე განთავსდება. 

 

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით დამატებითი ბრიგადების დასაფინანსებლად ბათუმის ბიუჯეტიდან 63 ათასი ლარი გამოიყო.

 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გადაწყვეტილებით, ტექნიკური და სამედიცინო პერსონალისთვის ახალი უნიფორმები შეიძინეს.

საქართველოს ევროპული გზა-კონფერენცია ბათუმში

 

საქართველოს ევროპული გზა-კონფერენცია ბათუმში

 

კონფერენციაზე ბულგარეთის პრეზიდენტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბულგარეთი საქართველოს ტერიტორიულ  მთლიანობას აღიარებს. პრეზიდენტმა თქვა, რომ ბულგარეთი მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარებას და უვიზო რეჟიმის ამოქმედებას: “ადამიანებს სჭირდებათ ზრდა, ეფექტური სასამართლო სისტემა, მედია თავისუფალი და არა რომელიმე ძალის მართული. ჟურნალისტები მოქალაქეებს უნდა უყვებოდნენ ნამდვილ ამბავს, მოქალაქეები უნდა ჩავრთოთ მართვის პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და მათ წახალისებას უნდა შევუწყოთ ხელი”.


კონფერენციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა თამარ ბერუჩაშვილმა: “ქართველებმა გააკეთეს არჩევანი და ეს ევროპული არჩევანია”.


შეხვედრას ასევე ესწრება ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი და მან საჯაროდ გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველო  ევროპული ოჯახის ნაწილია.


დღესვე დაგეგმილია ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულოს გახსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.


სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ლიტვის საპატიო კონსული თემურ უტიაშვილი იქნება.


რამდენიმე წუთში დაიწყება ორმხრივი შეხვედრები. მოეწყობა 6 თემატური სესია.

 

 

ბულგარეთის პრეზიდენტი ბათუმშია

 

დახვედრის ცერემონიის შემდეგ   სასტუმრო „ჰილტონში“ მე-12 საერთაშორისო კონფერენცია  “საქართველოს ევროპული გზა” დაიწყო. 

 

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მძიმე მდგომარეობაა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ჩვენ მოვახერხეთ ამ დიდი ღონისძიების ორგანიზება ბათუმში. ვფიქრობ, ნაყოფიერად ჩაივლის და იქნება საინტერესო კონფერენცია.

 

გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც მეორედ იმყოფება ბათუმში. მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი რეგიონებს შორის ურთიერთობისთვის. პრეზიდენტი დაინტერესებულია აღდგეს საბორნე მიმოსვლა ბულგარეთის ქალაქებსა და ბათუმს შორის. სამომავლოდ ეს საკითხი საქართველოს მთავრობის დონეზე განიხილება, რადგან დიდი პერსპექტივა აქვს. ვისაუბრეთ ტურისტულ გამოცდილებაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე. ბატონი პრეზიდენტი ძალიან უშუალო, კომუნიკაბელური ადამიანია და დიდ პატივს სცემს საქართველოს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან  არჩილ ხაბაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

 

ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად ბათუმის ძველ ბულვარში გაისეირნებს და ძველი ქალაქის ისტორიას, აჭარის კულტურასა და ტურისტულ-ეკონომიკურ პოტენციალს გაეცნობა. რის შემდეგაც 13:30 საათზე დაესწრება ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიალს.

 

ბათუმში ასევე იმყოფება ლიტვის რესპუბლიკის საგარეო მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი. დღეს მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარძე შეხვდნენ.

კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ეკონომიკური რესურსი – ამერიკელი პროფესორის საჯარო ლექცია ბათუმში

 

დოქტორი დონოვან რიპკემა არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმძღვანელოს – „მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა“ – ავტორი; ასევე, ორგანიზაციის – „მემკვიდრეობის საერთაშორისო სტრატეგიები“ – დამფუძნებელი. იგი აღიარებული სპეციალისტია ისტორიული ნაგებობების დაცვის ეკონომიკის სფეროში.  

 

დოქტორი დ. რიპკემა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას განიხილავს იმ თვალსაზრისით, რომ ისტორიული ქალაქები ან უბნები შენარჩუნდეს არა როგორც მუზეუმები, არამედ, მისი აზრით, ისტორიული ნაგებობების დაცვა–შენარჩუნება ამავდროულად წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების მძლავრ ფაქტორს.

 

პროფესორ დ. რიპკემას 30-წლიანი საქმიანობა მოიცავს უამრავ წარმატებულ პროექტს, რომლებიც ამტკიცებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სწორი მართვა ქმნის დამატებით შემოსავალს ადგილობრივი ეკონომიკისთვის (ახალი სამუშაო ადგილები, სახელფასო და საგადასახადო შემოსავლების მატება, უძრავი ქონების ფასის ზრდა და ა. შ.).

 

დოქტორი რიპკემა ფართო საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის სფეროში, რაც ძირითადად მოიცავს რეაბილიტაციას, თემის განვითარებას და კომერციულ რევიტალიზაციას. ის სპეციალურ კურსებსა და ვორკშოფებს ატარებს სახელმწიფო მოხელეების, რეგიონალური განვითარების, ინფრასტრუქტურის და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების თანამშრომლებისათვის, არქიტექტორებისათვის, საბანკო თუ სამშენებლო სფეროს წარმომადგენელთათვის, ძეგლთა დაცვის სპეციალისტებისა და ურბანისტებისათვის.

 

ლექცია საჯაროა და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. 

 

ნათია სირაბიძე: აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებმა 60 000 ლარი შეაგროვეს

 

ნათია სირაბიძე

 

“აქტიურად მიმდინარეობს ურთიერთობა ცენტრალურ შტაბთან თბილისში. შეგროვდა სურსათი, ჰიგიენის საშუალებები და საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლითაც 300-მდე დაზარალებულ ოჯახს უზრუნველვყოფთ პირველადი საჭიროების ნივთებითა და საკვებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მცხოვრებთ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს დაზარალებულებს,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

ჰუმანიტარული ნივთები ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალურად შექმნილ შტაბებში იყრიდა თავს. აღნიშნულ ობიექტებზე მოსახლეობას ამ დრომდე მიაქვს დახმარება. ასევე 45 000 ლარის სურსათი შეიძინა ინვესტორთა ასოციაციამ, რომელიც დღეს თბილისში გაიგზავნება. დახმარების სურვილი გამოთქვეს აჭარაში მოქმედმა ქართველმა და უცხოელმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც თანხა გადარიცხეს შესაბამის ანგარიშზე.

 

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, არ წყდება მოხალისეთა ნაკადი, რომლებიც რეგისტრირდებიან და საჭიროების შემთხვევაში თბილისში ფიზიკურ დახმარებას გაწევენ. ასევე მოაქვთ საჭირო ნივთები და პროდუქტები, რომლებსაც ვახარისხებთ და პერიოდულად ვაგზავნით თბილისში“ – აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა. აჭარის მთავრობაში შემავალი სტრუქტურების და თვითმმართველობების თანამშრომლებმა საკუთარი ხელფასიდან 60 000 ლარი უკვე შეაგროვეს, რასაც კვირის ბოლომდე კიდევ დაემატება ფინანსური შემოწირულობა და 100 000-მდე გაიზრდება. ინფორმაცია თანამშრომლების მიერ სრული ხელფასის გაღებაზე არაზუსტია.

 

აგროტური აგროსერვისცენტრში

 

აგროტურის  ფარგლებში ორგანიზაციას აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან კოოპერატივების 40-მდე წარმომადგენელი ეწვია. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იოსებ აბულაძეც ესწრებოდა. შეხვედრის დასასრულს ფერმერებს საჩუქრად მეფუტკრეობის, მებაღეობის, მეცხოველეობისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის შესახებ  „ენპარდის“ პროგრამის ფარგლებში დაბეჭდილი ლიტერატურა გადაეცათ. 

 

ბათუმელი სტუდენტები და მოსწავლეები დაზარალებულებისთვის ფულს და საჭირო ნივთებს აგროვებენ

 

“დაახლოებით 40 ვართ, ქუჩა–ქუჩა დავდივართ და ფულს ვაგროვებთ, უკვე 711 ლარი და 50 თეთრი გვაქვს შეგროვებული, კვირამდე ვაგრძელებთ შეგროვებას. გუშინ წვიმდა, ქალაქში ვერ გავედით ფულის შესაგროვებლად, საჭირო ნივთების შესაძენად წავედით “ხოფის ბაზრობაზე” იქ მოვაჭრეები თავად გვილაგებდნენ საჭირო ნივთებს: ტანსაცმელს, ფეხსაცმელს პირველადი საჭიროების სხვა ნივთებს, გვთხოვეს  ჩავუტანოთ დაზარალებულებს. დღეს უკვე ფულის შეგროვებაც გავაგრძელეთ” – ამბობს თამარ ბაუჟაძე მოხალისე სტუდენტი.

 

 ბათუმელი სტუდენტები და მოსწავლეები კვირას გეგმავენ თბილისში ჩასვლას, ისინი მერიას თხოვენ ტრანსპორტის გამოყოფას, თუ მერია ტრანსპორტს არ გამოუყოფს ახალგაზრდები თავიანთი ხარჯებით გეგმავენ გამგზავრებას. 


ხვალ არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოში ვერ მივა

 

ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი საქართველოში დღეს ჩამოვიდა ოფიციალური ვიზიტით. ის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაერთი მაღალი რანგის მოხელე ხვალ მონაწილეობას მიიღებენ  ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში – “საქართველოს ევროპული გზა”.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ჯერ კიდევ 21 მაისს განაცხადეს მთავრობის თავმჯდომარისგან ანგარშს ელიან და შეკითხვები აქვთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ინვესტიციების, ნეპოტიზმის, იპოთეკარებისა და ეკომიგრანტების თემებზე. ინიციატივა უმაღლესი საბჭოს ოპოზიციას ეკუთვნოდა. 

 

არჩილ ხაბაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ უმაღლეს საბჭოს საშემოდგომო სესიაზე ეწვევა.

 

აჭარის მთავრობა ერთი თვის ხელფასებს სტიქიით დაზარალებულებს გადაურიცხავს

 

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განმარტა, თითო შეკვრაში არის იმდენი პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები, რომ თითო დაზარალებულ ოჯახს ერთი კვირის განმავლობაში ეყოფა.

 

არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან დღესვე იმის შესახებაც თქვა, რომ აჭარის საჯარო მოხელეების შემოწირულობებით თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად უკვე შეგროვდა 60 ათასი ლარი.

 

 

აჭარაში მოქმედი არაერთი ორგანიზაცია და მოქალაქე მუშაობს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.

 

შენიშვნა: ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდა აჭარის მთავრობის პრეს სამსახურის წარმომადგენელი და დამატებით განმარტა, რომ ერთი თვის ხელფასების გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია შეიცავს უზუსტობას, მაგრამ ეს უზუსტობა არ არის დაკავშირებული რედაქციასთან. აქვე აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განმარტება  

არჩილ ხაბაძე: ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ჩვენ ტაშ-ფანდურის მეტი არაფერი გვაინტერესებს

„ნუ წარმოაჩენთ ამას ისე, რომ ჩვენ ტაშ-ფანდურისა და ცეკვის გარდა არაფერი გვაინტერესებს, ეს იყო საქველმოქმედო საღამო“, – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და იქვე დასძინა, რომ ტერმინის – „საქველმოქმედო“ დამატება ჟურნალისტებს გამორჩათ სიუჯეტის მომზადების დროს: „თორემ მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ ეს იყო საქველმოქმედო საღამო, ტელეფონიც გამოვაცხადე და ბანერებიც გვქონდა. საღამოც წუთიერი დუმილით დაიწყო“.

იმის დასადასტურებლად, რომ გუშინ ნამდვილად საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდა, არჩილ ხაბაძემ აჭარის ტელევიზიას საღამოს სრული ჩანაწერის ჩვენება სთხოვა. „რა თქმა უნდა, თუ ამის უფლება მაქვს“, – დასძინა ხაბაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს იქვე ჰკითხეს, ხომ არ იცის, რატომ ჩაიხსნა აჭარის ტელევიზიის ვებგვერდიდან ვარსკვლავის გახსნის საღამოს შესახებ მომზადებული სიუჟეტი, რაზედაც უპასუხა, რომ – არ იცის.

რატომ ვერ გადაიდო ღონისძიება, მაშინ როცა თბილისში სამი დღის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა? – ამ კითხვის პასუხად არჩილ ხაბაძემ თქვა, რომ „სტუმრები იყვნენ უცხოეთიდან და თბილისიდანაც და ამიტომ“.

კვარიათელები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

 

„თბილისის ზარარი ნა ძირესფეს მევუშველათ – დავეხმაროთ თბილისში სტიქიით დაზარალებულებს“ – ეს წარწერა ლაზურ და ქართულ ენებზე კვარიათში ერთ-ერთ ბუნგალოზეა გამოკრული.

 

დაზარალებულთა დამხარების მსურველებმა, კვარიათში ანდრია პირველწოდებულის #115-ში უნდა მიიტანონ საყოფაცხოვრებო ნივთები. საბნები, ჭურჭელი და ჰიგიენის საშუალებები. 

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორი: „ჩემი გადაწყვეტილებით ჩაიხსნა სიუჟეტი“

 

სოსო სტურუა
სოსო სტურუა

ბატონო სოსო, ჩვენი ინფორმაციით, სიუჟეტის ვებგვერდიდან ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიგიღიათ თქვენადასტურებთ ამ ინფორმაციას?

 კი,  რა თქმა უნდა.

რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

დამირეკეს თბილისში მცხოვრებმა ბათუმელებმა და მითხრეს, რომ მოსახლეობის კონსოლიდაციის ფონზე, აჭარაში მომხდარი აქტივობა და აჭარის ტელევიზიის მიერ გაშუქებული სიუჟეტი აღიქმება ჩვენს პოზიციადო. თუ საშუალება იქნება, ვებგვერდზე ნუ დაიდებაო. მე, რა თქმა უნდა, თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ შემდეგ დამისაბუთეს რომ ისეთი პროცესები მიდის თბილისში – ყველა გაერთიანდა, სხვანაირად აღიქვამს ხალხი და ბათუმელებს სხვანაირად შეგვხედავენო.

 

მოსახლეობის პოზიცია გასაგებია, მაგრამ თქვენ ხართ მედიასაშუალება, რომელიც ვალდებულია მომხდარი ფაქტი მიაწოდოს საზოგადოებას და ამას როგორ ახსნით?

 ჩვენ მივაწოდეთ გუშინ მომხდარი ფაქტი, დღესაც მივაწოდებთ, რაც ხდება და, ბუნებრივია, გავაშუქებთ ყველაფერს, რაც აჭარაში ხდება.

 

ვებგვერდიდან აღებას რა აზრი ჰქონდა, საზოგადოებამ მაინც ხომ მიიღო ინფორმაცია სოციალური ქსელიდან?

გავითვალისწინე ბათუმელების აზრი და რა თქმა უნდა, მე არ ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა მათთვის ხელშემშლელი და ჩვენი ეთერით გასული სიუჟეტი აღიქმებოდა ბათუმელების პოზიციად.

 

 იგივე ფაქტი ხომ არ არის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა თქვენი მხრიდან?

სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად იმიტომ არ აღიქმება, რომ ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებელი და თუკი უბედური შემთხვევის ირგვლივ გაერთიანდა მთელი მოსახლეობა, ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. ეს სიუჟეტი კი მოსახლეობის ნაწილმა ჩათვალა ხელშემშლელად და მეც შევუწყე მოსახლეობას ხელი. როცა დაინტერესება გამოიწვია სიუჟეტის ჩახსნის ფაქტმა, ბუნებრივია, სიუჟეტი იმ წუთშივე აღვადგინეთ. ახლა დევს სიუჟეტი ვებზე.

 

აჭარის მთავრობიდან იყო მსგავსი თხოვნა, რომ სიუჟეტი აღებულიყო?

არა, ასეთი პრაქტიკა აჭარის მთავრობასთან ჩვენ კარგა ხანია აღარ გვაქვს.

ნატა იმედაიშვილი: „დირექტორმა მითხრა, რომ სიუჟეტი მისი გადაწყვეტილებით ჩამოიხსნა“

 

ნატა იმედაიშვილი
ნატა იმედაიშვილი

„ჩემთვის, პირადად, იყო ძალიან მოულოდნელი და ძალიან სამწუხარო ფაქტი, აჭარის ტელევიზია და რადიო არ ყოფილა ამ ღონისძიების ავტორი, ჩვენ არ გაგვიკეთებია ამ ვარსკვლავების გახსნა და რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დამალულიყო. ჩატარდა, მოხდა ფაქტი, გაშუქდა და ჩვეულებრივად იდო ვებგვერდზე. ჩამოხსნის ფაქტი მეც სოციალური ქსელით გავიგე,  შევედი ტელევიზიის დირექტორთან, რადგან მინდოდა მომესმინა რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით და მან ასეთი განმარტება გააკეთა, რომ მას დაურეკეს თბილისიდან მისმა მეგობრებმა, ბათუმიდან წასულმა ადამიანებმა, რომლებიც დროებით ცხოვრობენ თბილისში, თვითონაც იყო შეწუხებული იმ ფაქტით, რომ ტრაგიკული  დღე გათენდა საქართველოში და ამ დროს ბათუმი აკეთებს ასეთ ღონისძიებებს და არის ტაშ-ფანდური, ამიტომ მოვხსენი ვებგვერდიდანო. ეს იყო მისი განმარტება. საერთო ჯამში, ეს ძალიან მძიმე სურათია“.  

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, – ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ დირექტორი ჩაერია სარედაქციო პოლიტიკაში და ამით შეეცადა შეესუსტებინა აჭარის ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკა, რომელიც სოციალურ ქსელში ამ ფაქტის შემდეგ მოხდა, ნატა იმედაიშვილი პასუხობს: „შესაძლებელია ესეც იყოს რაღაცის ნაწილი. თუმცა, სოციალურ ქსელში უკვე გაზიარებული იყო და მეც ასე ვნახე და აჭარის ტელევიზიას არ უნდა შეეძლოს ამხელა ნაბიჯის გადადგმა, რომ ეს ფაქტი დაფაროს. მრჩეველთა საბჭო პასუხისმგებელი ვართ ამაზე, ეს არ უნდა მომხდარიყო და ჩვენ მკაცრი ვიქნებით ამ ფაქტის შეფასებისას“.   

ვისი მითითებით ჩამოხსნა სიუჟეტი აჭარის ტელევიზიამ ვებგვერდიდან

16 ივნისს, გუშინ თბილისში მომხდარი სტიქიიდან მესამე დღეს, აჭარის მთავრობამ ბათუმელი მოცეკვავეების ვარსკვლავები გახსნა. გაიმართა ანსამბლ “ხორუმის” საანგარიშო კონცერტიც. ამ მოვლენის ამსახველი კადრები აჭარის ტელევიზიის ვებ-გვერდზე დღეს უკვე  აღარ დევს. რატომ ჩამოიხსნა სიუჟეტი ვებ-გვერდიდან ? ამის გარკვევას აჭარის ტელევიზიაში რამდენიმე პასუხისმგებელ პირთან შევეცადეთ.

ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, შორენ ღლონტი სიუჟეტის ვებგვერდიდან ჩამოხსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გვიპასუხა, რომ ამბავს გაარკვევდა, თუმცა მასთან დაკავშირება შემდეგში ვეღარ მოხერხდა, რადგან მისი ტელეფონი მუდმივად დაკავებას უჩვემებდა. ტელევიზიაში კი გვითხრეს, რომ შორენა ღლონტი სამსახურში არ იმყოფებოდა.

„ბათუმელები“ დღის რედაქტორს, მეგი შავლაყაძესაც დაუკავშირდა. კითხვაზე, – რატომ ჩამოიხსნა აჭარის ტელევიზიის ვებ-გვერდიდან გუშინ  ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში გამართული კონცერტის კადრები, მეგი შავლაყაძე ამბობს, რომ ეს საკითხი ვებ-გვერდის რედაქტორთან უნდა გავარკვიოთ. კომენტარის გაკეთება სხვა დეტალებზე არც მორიგე-რედაქტორმა მოისურვა.

აჭარის ტელევიზია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი არხია.

 

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო 13 ათას ლარს გადარიცხავს დაზარალებულთა დასახმარებლად

 

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიით შედეგად დაზარალებულთათვის დასახმარებლად 13 000 ლარს გადარიცხავს. 

 

16 ივნისს პროდუქტი, სამუშაო იარაღები და სხვა ნივთები მუფტებმა და შეიხმა თავად გადასცეს თბილისის მერს, დავით ნარმანიას. გარდა ამისა, სტიქიის ზონაში მომუშავე მერიისა და სხვადასხვა უწყების თანამშრომლებთან ერთად, ტერიტორიაზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისთვის ამხანაგობის თავმჯდომარეს ბრალი წაუყენეს

 

შემთხვევის ადგილი ქობულეთში/ფოტო ბათუმელების არიქვიდან

 

ამხანაგობის თავმჯდომარეს სახელმწიფო მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას ედავება, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა _ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მინით მოზარდი დაიღუპა. ეს დანაშაული ხუთწლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურორმა სასამართლოში იშუამდგომლა, რომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდოს გირაო – 5 ათასი ლარი. პროკურორის არგუმენტი ასეთია: “არ მიემალოს გამოძიებას, ხელი არ შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვებას და არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, რადგან ის დღესაც ამხანაგობის თავმჯდომარეა”.

ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ არის პენსიონერი და გირაოს თანხის შემცირება ითხოვა. სასამართლოს მიმართ მისი კიდევ ერთი თხოვნა ვადებს უკავშირდებოდა – პროკურორის მიერ მოთხოვნილი გირაოს გადასახდელად 15-დღის ნაცვლად, სამ თვემდე ვადა მოითხოვა. “ფულის შეგროვება იქნებ მოვახერხო”, – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პროკურორს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას შესწავლილი ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა. პროკურორმა უპასუხა, რომ- არა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გირაოს სახით 2 ათას ლარს გადაიხდის. თანხის გადახდის ვადად მოსამართლემ პენსიონერ მამაკაცს 45 დღე განუსაზღვრა. ბრალდებულმა თქვა, რომ ამ თანხის გადახდას შეძლებს, რადგან მას მიწის ნაკვეთი აქვს.
მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ შეუძლია სხვისი ქონებაც დატვირთოს იპოთეკით იმ შემთხვევაში, თუ მას გირაოსთვის საკმარისი ფული და ქონება არ გააჩნდა.

ბრალდებულს სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ იცავდა.
პირველი სასამართლო სხდომა 14 ივლისს ჩატარდება.

შემთხვევის ადგილი ქობულეთში/ფოტო ბათუმელების არიქვიდან

თბილისის ტრაგედიიდან მესამე დღეს აჭარის მთავრობამ ბათუმში მოცეკვავეების ვარსკვლავები გახსნა

 

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ვარსკვლავის გახსნა ქორეოგრაფებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და ქალაქის მერმა გიორი ერმაკოვმა მიულოცეს.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოებს უკვე მოჰყვა ბათუმელების უარყოფითი შეფასება. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ვარსკვლავების გახსნის ცერემონიის გადადება შესაძლებელი იყო. 

 

კონცერტის და ვარსკვლავების გახსნის პარალელურად დღეს ბათუმში თბილისში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეებმა საყოფაცხოვრებო ნივთები გაგზავნეს, ასამდე ბათუმელი მოხალისე კი თბილისში გეგმავს წასვლას. 

 

ბოლო მონაცემებით 13 ივნისს სტიქიის შედეგად თბილისში 19 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაკარგულად მიიჩნევა.  15 ივნისი გლოვის დღე იყო. 16 ივნისს კი პარლამენტის რიგგარეშე სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. 

 

 


ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება ბათუმში გრძელდება

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისი-ბათუმი

„ბოლო ორი დღის განმავლობაში რაც შეგროვდა, ამას დღეს წაიღებს მერია, რადგან შეგროვებული ტვირთის ტრანსპორტირებას თბილისამდე ის უზრუნველყოფს.

შეგროვდა ტანსაცმელი, მედიკამენტები, არა მალფუჭებადი საკვები, სათამაშოები და კიდევ სხვა ბევრი დასახელების ნივთი. ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ დონაციის მიღებას მოქალაქეებისგან“- ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის წარმომადგენელი მალხაზ ჭკადუა.

მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების მიტანა ასევე შეუძლია მერიის ტერიტორიულ ორგანოებში, საიდანაც ტვირთის ტრანსპორტირებას და ადრესატამდე მიტანას მერია უზრუნვეყოფს.

ბეშუმს სასწრაფო დახმარების კიდევ ერთი ბრიგადა მოემსახურება

 

ბეშუმში დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები  საორგანიზაციო საკითხებზე საუბრობდნენ. ლევან გორგილაძის თქმით, ბეშუმის სასწრაფო დახმარების ერთ ბრიგადას დღეს კიდევ ერთი ბრიგადა დაემატა.

 

„დღესვე დაიწყო ფუნქციონირება ამბულატორიამ. ადგილზე მუდმივად იქნება ექიმი და ექთანი, ამის გარდა იმუშავებს კიდევ ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც გამოძახებებს უზრუნველყოფს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ყოველ დღე იცვლება. ერთი ბრიგადა აქ ამოდის 24 საათით, რომელსაც მეორე დღეს რაიონიდან ამოსული მეორე ბრიგადა ჩაენაცვლება. იმ შემთხვევაში, როცა გამოძახებაზე გავა სასწრაფო დახმარების მანქანა, ადგილზე იქნება ექიმი და ექთანი. ხოლო თუ საჭირო გახდება ექიმისა და ექთნის გასვლა პაციენტთან, მათ დამატებით მოემსახურება არასამედიცინო ტიპის მანქანა” – ამბობს ის.

 

ამბულატორიისთვის ბეშუმის ცენტრში ორსართულიანი კოტეჯის ტიპის შენობაა გამოყოფილი, რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია ამბულატორიული ნაწილი, მეორე სართულზე კი ექიმისა და ექთნის მოსასვენებელი იქნება.

 

 

„აქ საკმაოდ რთული რელიეფია და იყო შემთხვევები, რომ მანქანა გაფუჭდა, არ იყო მზად გამოძახებაზე გასასვლელად. იმისთვის, რომ მანქანა ყოველთვის მზადყოფნაში იყოს, ახლა ერთი მანქანა ბრუნდება რაიონში, მიჰყავს ნამუშევარი ბრიგადა და მოდის მეორე მანქანა, ახალი ბრიგადით. მათ მეტი დრო ეძლევათ იმისთვის, რომ მანქანამ ტექნიკური დათვალიერება გაიაროს” – ამბობს ლევან გორგილაძე.



წვიმის შედეგად ხულოში გზები და ნათესები დაზიანდა

 

  დიოკნისის თემში,  სოფლებში – ბეღლეთსა და ბოძაურში, ასევე ვაშლოვანში, რიყეთსა და კვატიაში დატბორილია ნარგავები. ნიაღვარმა დააზიანა სოფლის გზებიც. 

 

„კომისია გასულია და მუშაობს. ამის შემდეგ დადგინდება ნათესების რა ფართობს მიადგა ზიანი.  სოფელ ბოძაურში, ერთი სახლის სათავსოში შევიდა წყალი, რადგან მდინარესთან ახლოს იყო, სათავსო არ დანგრეულა. მოსახლეობას, როგორც ვიცი, საფრთხე არ ემუქრება. გზების შესაკეთებლად გასულია საგზაო დეპარტამენტის ტექნიკაც“- ამბობს გამგებელი.

 

მისივე ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 

 

 

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის გეგმები


მამუკა ბერძენიშვილი
მამუკა ბერძენიშვილი


ბატონო მამუკა, გეგმავთ ცვლილებებს თუ დეპარტამენტი იმავე რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას?

ვგეგმავთ კონკრეტულ ცვლილებებს, თუმცა ჯერ ეს ჩამოყალიბების პროცესშია, შესაბამისად შესათანხმებელია ზემდგომ ორგანოსთან, ასევე კერძო სექტორთან.  ამიტომ არ მინდა ამაზე წინასწარ ვისაუბრო, რადგან არ ვიცი რა რა დოზით გამოგვივა.  როცა უკვე კონკრეტულ ცვლილებებზე ჩამოვყალიბდებით, ამას ოფიციალურად გავაჟღერებთ.

 

მათ შორის მხოლოდ პროგრამული ცვლილებები მოიაზრება თუ საკადრო ცვლილებებსაც გეგმავთ?

იქნება როგორც შინაარსობრივი ცვლილება, რომელიც გულისხმობს ჩვენი პროგრამებისა და სამოქმედო გეგმების ცვლილებას, თუმცა ეს იქნება არსებული სტრატეგიის ფარგლებში. მაგრამ ეს შინაარსობრივი ნაწილი რომ იქნას ინსტიტუციონალურ ცვლილებებში გადმოტანილი, იგეგმება სტრუქტურული ცვლილებებიც, რაც თავისთავში საკადრო ცვლილებებსაც  გულისხმობს.

 

ანუ შესაძლებელია დეპარტამენტში ახალი კადრები გამოჩდნენ?

95%  არსებული ძალებისა საკმარისია იმისთვის, რომ  ჩვენ უბრალოდ არსებული სტრუქტურის მოდიფიკაცია  განვახორციელოთ,  რაც შინაარსობრივ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოვა. მაგრამ იქნება რამდენიმე ახალი კადრიც. ამისთვის კონკურსი გამოცხადდება.

 

ვინ დაიკავა მოადგილის თანამდებობა, რომელიც მანამდე თქვენ გეკავათ?

სოფო ლაზიშვილმა, რომელიც მანამდე ტურისტულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

 

დაახლოებით რა ვადებში იგეგმება ამ ცვლილებების  გახმოვანება – დამტკიცება?

საერთოდ, ჩვენ ვეგმავთ, ახალი წელი დავიწყოთ ახალი სტრუქტურით და ახალი პროგრამებით, თუმცა ჩვენ თუ შევძელით ამ ყველაფრის ტექნიკურად განხორციელება, მანამდეც შეიძლება დავიწყოთ.

 

მამუკა ბერძენიშვილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 2011 წლიდან მუშაობს, ამ პერიოდში ის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების უფროსი იყო, 2013 წლიდან კი ტურისტული პროდუქტისა და სერვისის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. შემდეგ დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დააწინაურეს.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში  დასაქმებამდე მამუკა ბერძენიშვილი მუშაობდა ჩეხეთში Global Tele Sales Brno (a Lufthansa company) -ში კლიენტთა მომსახურების და გაყიდვების განყოფილებაში.  

 

პროფესიით სოციალოგია და დამთავრებული აქვს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი. 2011 წელს კი მის  – მასარიკის უნივერსიტეტის,  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც სოციოლოგიის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღო. 

დისკუსია თემაზე – ევროკავშირი

 

მოდერატორი: სალომე ფუტკარაძე მომხსენებლი: ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს „ევროინტეგრაციის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე. სად არის სირთულეები ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისას? რა ეტაპზეა საქართველო და რა არის საჭირო უვიზო მიმოსვლისთვის.

 

დისკუსია მზადდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.

 

 

 

ISAF-ის მისიაში დაჭრილ კაპრალს დღეს დაკრძალავენ

 

თავდაცვის მინისტრმა კაპრალის ოჯახს მიუსამძიმრა

 

კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო თბილისში აშშ-ის საელჩოში დროშა დაუშვეს. 

 

რამაზ დავითაიას სენაკის მუნიციპალიტეტის მშობლიურ სოფელში, ძველ სენაკში დაკრძალავენ. რამაზ დავითაია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას, 2012 წლის 20 ივნისს პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. კაპრალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიმდინარე წლის 8 ივნისს გარდაიცვალა. 


რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში, ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას “ნიუ ჰოსპიტალში” და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე.

 


რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით “სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის” და უწყებრივი მედლით “საბრძოლო იარისათვის”.

 

სანაგვე ურნებზე გამქრალი დელფინები

 

ესენინის ქუჩის კეთილმოწყობა შპს „ზიმო 7“-მა განახორციელა, შესაბამისად, მიწისქვეშა ურნებიც ამავე კომპანიამ  დაამონტაჟა. პროექტის მთლიანი ღირებულება 260  893  ლარი იყო.

 

კონტეინერები დღეს, 16 ივნისი

კონტეინერები აპრილის თვეში

ბულვარის ახალ კონცეფციაზე 162 843 ლარი დაიხარჯება

 

„აღნიშნული თანხით გამოცხადდება ან კონკურსი ან ტენდერი და საბოლოო ჯამში, ბულვარს ექნება  განვითარების ახალი გენერალური გეგმა. ტენდერი კი ცხადდება ტოპოგრაფიული რუკის შედგენაზე, სადაც დატანებული იქნება ყველა ბუჩქი და ყველა მცენარე“- ამბობს, ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ზირაქაშვილი.

 

მისი განცხადებით, სპეციალური ჯგუფი რომელშიც ბულვარის, ფინანსთა სამინისტროს, მერიის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები შედიან,  ბულვარის კონცეფციაზე წლის ბოლომდე იმუშავებენ.

 

„კონცეფციით უნდა განისაზღვროს ყველა დეტალი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტერიტორია,  სად შეიძლება განთავსდეს კაფე-ბარები, ბავშვთა კუთხე და ა.შ უნდა მოხდეს ტერიტორიის ზონებად დაყოფა, ზონების კატეგორიის განსაზღვრისა და თითოეული ზონის სტრატეგიული დაგეგმარების შემუშავება. ტენდერში გამარჯვებულმა პირმა კი ამ კონფეცფიის შესაბამისად უნდა მოგვაწოდოს დასრულებული ტოპოგრაფიული პაკეტი“- ამბობს გიორგი ზირაქაშვილი.

 

 როგორც გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, ბულვარის ახალ კონცეფციაზე ჯგუფის მუშაობაც და ტენდერიც, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

 

 

კონსულტაცია ცნობილ ექიმებთან კლინიკა ინ ვიტროს ბათუმის ფილიალში

 

გინეკოლოგიური პრობლემები; 

ორსულთა მართვა;

ჰორმონალური დისბალანსი;

მოზარდთა რეპროდუქტოლოგია (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჭარბი ან  შემცირებული გათმიანება და გამონაყარი).

 

 

მსურველები უნდა ჩაეწერონ წინასწარ.

ტელ: +995 32 215 77 77


 

მისამართი: ბათუმი, გორგასლის (ყოფილი ცხაკაიას) ქუჩა, #159 ბ, მეოთხე სართული (სისხლის ბანკის გვერდით).



Exit mobile version